თემის საბეჭდი ვერსია
კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Windows 7/Vista/2003/XP/NT + Win 9x _ Windows 7 Service Pack 1
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 16 2011, 10:37 AM
ნეტში გავრცელდა ინფორმაცია Windows 7-ისა და Servver 2008 R2-ისთვის ფინალური სერვის პაკეტის გამოშვების შესახებ.
მართალია, ჯერ არ გამოჩენილა Microsoft-ზე Public გადმოსაწერი ბმულები, თუმცა, ბევრი პატივსაცემი რესური (როგორიცაა მაგალითად Softpedia) უკვე გვთავაზობს გადმოსაწერ ბმულებს:
http://www.softpedia.com/progDownload/Windows-7-Service-Pack-1-Download-163177.html
შესაბამისად, windows6.1-KB976932-X86.exe არის განახლების პაკეტი 32 ბიტიანი Windows 7-ისთვის
ხოლო windows6.1-KB976932-X64.exe კი 64 ბიტიანი Windows 7-ისა და Server 2008R2-ისთვის.
ვისაც უკვე ეყენა ServicePack-ის Release Candidate (რომელიც ხელმისაწვდომი იყო Microsoft-ის ვებ-გვერდიდან) მოუწევს ჯერ მისი წაშლა:
Control Panel-ში გახსენით Programs and Features, შემდეგ მარცხენა პანელზე დააჭირეთ View Installed Updates, გამოსული სიიდან კი წაშალეთ Service Pack for Microsoft Windows (KB 976932)
http://windows.microsoft.com/en-US/windows7/uninstall-sp1-beta
ინსტალაციას შედარებით მეტი დრო დასჭირდა ვიდრე SP1 RC-ს ინსტალაციას, თუმცა, ბოლოს ასეთი შედეგი მივიღე:
ხო, ვისაც არალეგალური Windows 7 უყენია, პაკეტის ინსტალაციის შემდეგ შეიძლება დასჭირდეს გააქტიურება, რომელსაც თავს გაართმევს http://forums.mydigitallife.info/threads/8632-Program-based-Windows-7-loader
რაც შეეხება, თვითონ ServicePack-ის შემადგენლობას: მნიშვნელოვანი სიახლე მასში ფაქტიურად არაა, ის წარმოადგენს განახლებებისა და ფიქსების ნაკრებს, რომლებიც გამოვიდა Windows 7-ის გამოსვლის დღიდან, თუმცა მაინც შეიმჩნევა სტაბილურობის და წარმადობის მატება: მაგალითად ჩემთან Windows Experience Index 5.6-დან 5.8-მდე გაიარდა
http://www.softpedia.com/progChangelog/Windows-7-Service-Pack-1-Changelog-163177.html
პოსტის ავტორი: ice Jan 16 2011, 04:56 PM
საინტერესოა , ღირს ცდად
მადლობა
ჰო ისა 2007-წეს მივიღე ვორნი და აღარ გაუვიდა ვადა კაცო?
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 17 2011, 06:13 AM
ციტატა(ice @ Jan 16 2011, 07:56 PM)
საინტერესოა , ღირს ცდად
მადლობა
ჰო ისა 2007-წეს მივიღე ვორნი და აღარ გაუვიდა ვადა კაცო?
არაფერს
ვორნზე ვანოს მისწერე ადმინს
პოსტის ავტორი: otosaxel Jan 17 2011, 02:14 PM
gi0_kiborg
windows6.1-KB976932-X64.exe
აქედან რომ მოძებნო ეს:
აგდებს ამას:
http://support.microsoft.com/kb/976932
თუმცა მრავალ ფორეუმზე წერია რომ საბოლოოა, ისე ცადე სადმე beta ხომ არ ფიგურირებს?
პოსტის ავტორი: ice Jan 17 2011, 06:23 PM
ვანიჩკა მომაცილე ეს ვორნი და კიდევ სახელი შემიცვალე Geojorjika-ვარ
ჰო და ეს ავატარი დამიდე
http://pix.ge/finish/?token=whzjpt
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 17 2011, 06:42 PM
ციტატა(otosaxel @ Jan 17 2011, 05:14 PM)
gi0_kiborg
windows6.1-KB976932-X64.exe
აქედან რომ მოძებნო ეს:
აგდებს ამას:
http://support.microsoft.com/kb/976932
თუმცა მრავალ ფორეუმზე წერია რომ საბოლოოა, ისე ცადე სადმე beta ხომ არ ფიგურირებს?
რატომღაც იგივე სახელი ჰქვია, თუმცა ზომაშიც სხვაა (მეტია ცოტა) და შესაბამისად სხვა ჰეშები აქვს
ინსტალაციისას კი დამიწერა, რომ პრერილიზ ვერსია გიყენია და ამოშალე ჯერ ისო (ბეტა მეყენე მე კაკრაზ იგივე სახელის)
შემდეგ კი, როგორც სკრინზე ჩანს არსადაა ბეტა და V.XXX როგორც პრერილიზ ვერსიებში
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 19 2011, 03:29 PM
ვისაც უნდა SP1-ის ინტეგრაცია საინსტალაციო იმიჯში, არსებობს პროგრამა http://forums.mydigitallife.info/threads/24274-SP1-slipstreaming-guide
2.6.0 Beta ვერსიას აქვს უკვე SP1-ის ინტეგრაციის შესაძლებლობა
http://www.pub.rt7lite.com/7lite-rc-beta-1726-dec6-10-stable/rt_7_lite_win7_Vista_x86_sp1.exe
http://www.pub.rt7lite.com/7lite-rc-beta-1726-dec6-10-stable/rt_7_lite_win7_Vista_x64_sp1.exe
პროგრამა ძალიან გავს V-lite-ს
SP1-ის ინტეგრაციის გარდა შეუძლია მრავალგვარი Tweaking-ი,Un-attended Setp, სხვა აპდეითების ინტეგრაცია, კომპონენტების დამატება/ამოღება, პროგრამების ინტეგრაცია და ა.შ
ინტერფეისი საკმაოდ მარტივია და ასევე შეცდომებისგან დასაზღვევად, მნიშვნელოვანი კომპონენტები წითელი ფერითაა გამოსახული, ასევე აქვს Tips-ებიც თვითოეულ კომპონენტზე
ინტეგრაციისთვის საჭიროა თავიდანვე მიუთითოთ, რომ გვინდა Service Pack-ის ინტეგრაცია.
შესაძლოა მივუთითოთ Win7 (ან Server 2008 R2) ISO იმიჯი, ან დისკი,
ყველაფერ ამ კარგ თვისებებთან ერთად, პროგრამას ერთი სერიოზული ნაკლი აქვს: მუშაობს საკმაოდ ნელა და მოიხმარს საკმაოდ დიდ რესურსებს,თუმცა ის არ მიეკუთვნება ყოველდღიურად საჭირო პროგრამების კლასს...
საბოლოოდ შეუძლია ისევ ჩამტვირთავი ISO-ს აწყობა.
ყურადღება: 64 ბიტიანი ვინდის SP-ს ინტეგრაციისთვის საჭიროა 64 ბიტიანი პროგრამა (და შესაბამისად OS)
მხარდაჭერილი პლათფორმებია: Vista, Seven, Server 2008 R2. (თუმცა Vista/Server-ის შემთხვევაში დამატებით დაგჭირდებათ WAIK და dotNET 3.5)
ანუ, გირჩევთ, ეს პროგრამა დააყენოთ Seven-ზე ზედმეტი პროგრამების ინსტალაციისთვის თავის ასარიდებლად
არსებობს მეორე Handmade მეთოდი, სადაც პრაქტიკულად დამატებითი პროგრამების გარეშე შესაძლოა SP-ს ინტეგრაცია:
http://forums.mydigitallife.info/threads/24274-SP1-slipstreaming-guide
ვისაც თქვენი ხელით მუშაობა გირჩევნიათ, ზედგამოჭრილია
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 22 2011, 03:57 PM
http://forums.mydigitallife.info/threads/24201-Windows-7-SP1-RTM-7601.17514.101119-1850-leaked-ზე გავრცელდა Microsoft-დან "გამოჟონილი" ორიგინალი SP1 ინტეგრირებული Win7 RTM-ის ლინკები
გადმოსაწერი ლინკები:
ციტატა
http://files.torko.net/MICROSOFT.WINDOWS.7.ULTIMATE.RTM.WITH.SP1.X86.RETAIL.ENGLISH.DVD-WZT.torrent
BUILD: 7601.17514.101119-1850
NAME: 7601.17514.101119-1850_x86fre_client_en-us_Retail_Ultimate-GRMCULFRER_EN_DVD.iso
SIZE: 2,563,039,232 byte
SHA-1: 92C1ADA4FF09C76EC2F1974940624CAB7F822F62
MD5: 24F3A45D43D7C532AA3126CC094C61BD
CRC: C2966895
NOTE: this is original M$ image.
http://files.torko.net/MICROSOFT.WINDOWS.7.ULTIMATE.RTM.WITH.SP1.X64.RETAIL.ENGLISH.DVD-WZT.torrent
BUILD: 7601.17514.101119-1850
NAME: 7601.17514.101119-1850_x64fre_client_en-us_Retail_Ultimate-GRMCULXFRER_EN_DVD.iso
SIZE: 3,319,478,272 byte
SHA-1: 1693B6CB50B90D96FC3C04E4329604FEBA88CD51
MD5: 56A26636EC667799F5A7F42F142C772D
CRC: 8589EE18
NOTE: this is original M$ image.
პოსტის ავტორი: zv1 Jan 22 2011, 08:00 PM
განსაკუთრებით მომეწონა System Properties-ში რო ეწერა მარტო Service Pack 1
.721 მაგის გარეშე
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 16 2011, 08:06 PM
დღეს technet-ზე გამოქვეყნდა ჰეშები, ჰოდა 32 და 64 "უნლიმიტები" მოვქაჩე ხვალ ვაპირებ დავაყენო 64 ბიტიანი, 32 ბიტიანი ვირტულურში ძალიან ღირსეულად მოიქცა უბრალოდ უკვე 8 აპდეიტი უნდა...
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 17 2011, 08:03 PM
ხო, იგივე ჰეშებია რაც ამ იმიჯებს აქვს, ე.ი იგივე ვერსიებია
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 17 2011, 08:55 PM
მ&^*(ან M$-ს Service pack 1 ინტელის პროცების პადერჟკაშI აურია, პროცი რაზგონზე იყო და ვერ ხედავდა დარაზგონებულის სიხშირეს, ჩამოვარაზგონე და ისე გადავაყენე მერე მივარაზგონე შედეგი 0!
ჰოდა ვიპოვე გამოსავალი generic დრაივერზე მივაბი intel-ზე ოპტიმიზებული დრივერის მაგივრად იმედია განახლებას დადებს მალე
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 18 2011, 12:04 PM
სავარაუდოდ როდის გაუშვებს Updat-ში ნეტა
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 18 2011, 12:18 PM
Goka710
ციტატა(Goka710 @ 18th February 2011 - 04:04 PM)
სავარაუდოდ როდის გაუშვებს Updat-ში ნეტა
ჯობს აპდეიტით კი არა გადაყენებით დააყენო
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 18 2011, 12:26 PM
otosaxel
ციტატა
ჯობს აპდეიტით კი არა გადაყენებით დააყენო
მეცოდება გადაყენება, ლიცენზირებული Win 7 მაქვს
. Update-ით დაყენებით ვერ იმუშავებს კარგად?
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 18 2011, 04:06 PM
Goka710
ციტატა(Goka710 @ 18th February 2011 - 04:26 PM)
მეცოდება გადაყენება, ლიცენზირებული Win 7 მაქვს . Update-ით დაყენებით ვერ იმუშავებს კარგად?
კი იმუშავებს მაგრამ სუფთა დაყენება მაინც სხვაა დისკზეც ნაკლებია დგილი უნდა
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 18 2011, 04:13 PM
22 თებერვლიდან ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი SP1 (სავარაუდოთ Update-ებში გაუშვებენ უკვე). http://www.pcpro.co.uk/news/365143/microsoft-finishes-windows-7-sp1
ესც Microsoft Suppurt-ზე 16 თებერვალს დადებული http://support.microsoft.com/kb/976932
პოსტის ავტორი: Kakha55555 Feb 19 2011, 08:20 PM
ჩვეულებრივი იუზერებისთვის უმნიშვნელო რაღაცეებია შეცვლილი.
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 22 2011, 12:13 PM
Update-ით რომ დავაყენო რამე ნიტოთ იმუშავებს? მრჩიეს რომ გაადაყენე და SP1-ით ინტეგრირებული დააყენეო
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 22 2011, 01:03 PM
Update-თიც მშვენივრად იმუშავეს, უბრალოდ თუ საშუალებაა ინტეგრირებული დააყენო, ჯობს ეგრე ქნა
პოსტის ავტორი: dadetor Feb 23 2011, 09:23 AM
ციტატა(gi0_kiborg @ Feb 22 2011, 02:03 PM)
Update-თიც მშვენივრად იმუშავეს, უბრალოდ თუ საშუალებაა ინტეგრირებული დააყენო, ჯობს ეგრე ქნა
დღეს დავაყენე განახლება და მუშაობს უპრობლემოთ ისე მეც ინტეგრირებული მირჩევნია და ინტეგრაციას გავუკეთებ RT7Lite-თ იმედია გამოვა რამე
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 23 2011, 06:49 PM
წუხელ დავაყენე Update-თით და laptop გვიან ირთვება შეასამჩნევად. დესკტოპზე მინიმუმ 5 წამით დაგვიანებით ჩნდება აიკონები, ხოლო ამინდის და საათის გაჯეტი სადღაც 1 წუთის მერე ჩნდება, არა და დაყენებამდე ამხელა დრო არ ჭირდებოდა. რატომ ხომ ვერ მეტყვით?
პოსტის ავტორი: dadetor Feb 23 2011, 08:31 PM
ციტატა(Goka710 @ Feb 23 2011, 07:49 PM)
წუხელ დავაყენე Update-თით და laptop გვიან ირთვება შეასამჩნევად. დესკტოპზე მინიმუმ 5 წამით დაგვიანებით ჩნდება აიკონები, ხოლო ამინდის და საათის გაჯეტი სადღაც 1 წუთის მერე ჩნდება, არა და დაყენებამდე ამხელა დრო არ ჭირდებოდა. რატომ ხომ ვერ მეტყვით?
ანტიივირუსი რა გიყენია ? საერთოდ მაგის ბრალია ხოლმე
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 23 2011, 08:54 PM
როცა ბევრი პროგრამა გიყენია და მერე აყენებ მთლიან SP-ს იცის ზოგჯერ წარმადობის დაკლება
ჯობს ან ახალ დაყენებულზე დააყენო SP, ან საერთოდ ინტეგრირებული დააყენო
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 24 2011, 01:42 PM
dadetor
ციტატა
ანტიივირუსი რა გიყენია ? საერთოდ მაგის ბრალია ხოლმე
Microsoft-ის ანტივურისი მეყენა და ეხლაც ეგ მიყენია. ვფიქრობ ატივირუსუს ბრალი არ უნდა იყოს
gi0_kiborg ციტატა
ჯობს ან ახალ დაყენებულზე დააყენო SP, ან საერთოდ ინტეგრირებული დააყენო
ლიცენზირებული Win მაქ laptop-ზე და არ მინდა ასე ზა პროსტა დავკარგო რა
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 24 2011, 06:46 PM
ციტატა(Goka710 @ Feb 24 2011, 04:42 PM)
gi0_kiborg
ლიცენზირებული Win მაქ laptop-ზე და არ მინდა ასე ზა პროსტა დავკარგო რა
მაგაზე გიპასუხე PM-ში როგორ შეიძლება არ დაკარგო ლიცემზა
დაძებნე Google-ში Key Finder-ები და იმავე სერიალით დააყენე იგივე ვერსია (ოღონდ SP1)
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 24 2011, 07:42 PM
gi0_kiborg
ციტატა
დაძებნე Google-ში Key Finder-ები და იმავე სერიალით დააყენე იგივე ვერსია (ოღონდ SP1)
Key Finder რათ მინდა? laptop-ს ხომ აქ მიკრულუი უკან?
ტორენტებიდან ვერ ვიწერ და ჩვენ სერვერებზე კი Home Premium არ იქნება
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 24 2011, 10:30 PM
ციტატა(Goka710 @ Feb 24 2011, 10:42 PM)
gi0_kiborg
Key Finder რათ მინდა? laptop-ს ხომ აქ მიკრულუი უკან?
ტორენტებიდან ვერ ვიწერ და ჩვენ სერვერებზე კი Home Premium არ იქნება
კარგად წაიკითხე ეს თემა:
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=6322მანდ Allshare-ს ლინკებიცაა და ასევე როგორ გახადო Windows7-ის ვერსია ნებისმიერი (ერთი კონფიგურაციის ფაილზე მანიპულირებით)
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 26 2011, 12:49 PM
gi0_kiborg
ციტატა
მანდ Allshare-ს ლინკებიცაა და ასევე როგორ გახადო Windows7-ის ვერსია ნებისმიერი (ერთი კონფიგურაციის ფაილზე მანიპულირებით)
და რა მაქ, იმ Win-ის Key-თ აქტივაციის პრობლემა ხომ არ იქნება?
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 26 2011, 08:02 PM
Goka710
ციტატა(Goka710 @ 26th February 2011 - 04:49 PM)
და რა მაქ, იმ Win-ის Key-თ აქტივაციის პრობლემა ხომ არ იქნება?
OEM BIOS თუ გაქ სერტიფიკატიც გინდა
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 26 2011, 11:22 PM
otosaxel
ციტატა
OEM BIOS თუ გაქ სერტიფიკატიც გინდა
ეგ რას ნიშნავს არ ვიცი
პოსტის ავტორი: otosaxel Feb 27 2011, 10:12 AM
Goka710
ციტატა(Goka710 @ 27th February 2011 - 03:22 AM)
ეგ რას ნიშნავს არ ვიცი
მოკლედ გააჩნია აქტივაციის მეთოდს არსებობს OEM/SLP მეთოდიც, მაშIნ სერტიფიკატიც გჭირდება
პოსტის ავტორი: Goka710 Feb 28 2011, 09:59 AM
otosaxel
ციტატა
მოკლედ გააჩნია აქტივაციის მეთოდს არსებობს OEM/SLP მეთოდიც, მაშIნ სერტიფიკატიც გჭირდება
ანუ შეიძლება მარტო Key საკმარისი არ იყოს? ჯანდაბა რა
. ჩემი საშველი არაა რა
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 1 2011, 07:38 AM
ოხრად ნახავ სერთიფიკატებს შენი კომპისთვის (ლეპტოპის მწარმოებლის სერთიფიკატი)
პოსტის ავტორი: Giga1 Mar 2 2011, 09:58 AM
gi0_kiborg
გიო,ეს შენი კომპია?
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 2 2011, 02:48 PM
კი ბატონო, მაგრამ რა შუაშია ეს ამ თემასთან?
ჩემი კომპის მონაცემები პროფილშიც მიწერია AboutMe განყოფილებაში
პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 6 2011, 05:24 PM
სერტიფიკატს ნებისმიერი აქტივატორითაც გაუიმასქნებ, გადააყენე უპრობლემოდ
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 7 2011, 10:20 AM
Open 7 Activator-ს შეუძლია მხოლოდ სერიულის და სერთიფიკატის დაყენება, სხვა სისტემურფაილებს რომ არ შეეხოს და SLIC არ ჩატენოს Boot-ში
მე მაგით ვააქტიურებ, BIOS-ს გავუკეთე SLIOC 2.1 მოდი და აღარა მაქვს აქტივაციის პრობლემა,
აქტივატორის გარეშეც შეიძლება, ხელით დააინსტალო სერთიფიკატი და ჩაწერო KEY, თუმცა ცოტათი რთულია ავტომატურად გაკეთებაზე
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 10 2011, 11:43 AM
როგორ და თავისი Recovery Partition-იდან
ახალ ინსტალაციას როგორც წესი არ ითვალისწინებს გარანტია
ლეპტოპებს მოყვება ან Recovery DVD ან Recovery Partition არის გამოყოფილი ვინჩესტერზე,
სხვა გზა არაა
პოსტის ავტორი: Goka710 Mar 10 2011, 01:22 PM
Home Premium SP1-ის ორიგინალი ქართულ სერვერზე არსად არაა ატვირთული?
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 10 2011, 03:38 PM
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=6322 არის ქართულზე ატვირთული Ultimate ვერსია,
მაგ თემაშივეა როგორ გადაკეთდედს HomePremium-ად
პოსტის ავტორი: Goka710 Mar 10 2011, 10:23 PM
ციტატა(gi0_kiborg @ Mar 10 2011, 07:38 PM)
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=6322 არის ქართულზე ატვირთული Ultimate ვერსია,
მაგ თემაშივეა როგორ გადაკეთდედს HomePremium-ად
არ მინდა გადაკეთებული
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 11 2011, 09:04 AM
ციტატა(Goka710 @ Mar 11 2011, 01:23 AM)
არ მინდა გადაკეთებული
არაა ეგ "გადაკეთება" არა Microsoft-ისეული გაგებით
რომელი Windows-იც დევს არის ორიგინალი Ultimate
საერთოდ, რაც გამოდის Windows, ყველა ერთნაირია, განსხვავდება ერთადერთი საკონფიგურაციო ფაილით, რომელიც უთითებს ინსტალერს რომელი კონფიგი დააყენოს Starter, Home Premium თუ ასე შემდეგ
ორიგინალ HomePremium-ში, მაგ საკონფიგურაციო ფაილში Ultimate-ს ნაცვლად Home Premium წერია,
შეგიძლია შენც ზუსტად ჩაასწორო, ან კიდევ, თუ წაშლი მაგ ფაილს, ინსტალაციისას შEგეკითხება რომელი ვერსია დააყენოს
მოკლედ, იმედია გასაგებად ავხსენი, თუ მაინც არ გინდა, შენი საქმეა, მეეჭვება HomePremium SP1 ორიგინალი იყოს ატვირთული ქართულზე
პოსტის ავტორი: alchemist Mar 11 2011, 08:18 PM
ციტატა(gi0_kiborg @ Mar 10 2011, 04:43 PM)
როგორ და თავისი Recovery Partition-იდან
ახალ ინსტალაციას როგორც წესი არ ითვალისწინებს გარანტია
ლეპტოპებს მოყვება ან Recovery DVD ან Recovery Partition არის გამოყოფილი ვინჩესტერზე,
სხვა გზა არაა
გარანტია არაფერ შიაშია. ლეპტოპს რომ ზედ აკრია სერიული ნომერი და ჰოლოგრამა, ეგ ნისჰნავს რომ წინდში ფული გადახდილია და რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გადააინსტალებ
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 12 2011, 01:46 PM
ციტატა(alchemist @ Mar 11 2011, 11:18 PM)
გარანტია არაფერ შიაშია. ლეპტოპს რომ ზედ აკრია სერიული ნომერი და ჰოლოგრამა, ეგ ნისჰნავს რომ წინდში ფული გადახდილია და რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გადააინსტალებ
ხო, მაგრამ OEM ვერსიას, თან ზუსტად იმ მწარმოებლისას
აქტივაციისთვის სერიალის გარდა სერთიფიკატიც სჭირდება, რომელიც OEM ვერსიაშია,
ჰოდა, თუ დისკი არ გაქვს მაგ ვინდის, არ გამოვა ისე
პოსტის ავტორი: Goka710 Mar 12 2011, 01:48 PM
alchemist
ციტატა
ლეპტოპს რომ ზედ აკრია სერიული ნომერი და ჰოლოგრამა, ეგ ნისჰნავს რომ წინდში ფული გადახდილია და რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გადააინსტალებ
ანუ მე ეხლა რომ გადავაყენო Win და რაც მაქ იმ Key-ით აქტივაცია პრობლემა არ იქნება?
gi0_kiborg ციტატა
აქტივაციისთვის სერიალის გარდა სერთიფიკატიც სჭირდება, რომელიც OEM ვერსიაშია,
ჰოდა, თუ დისკი არ გაქვს მაგ ვინდის, არ გამოვა ისე
დისკი არ მოყოლია. OEM ვერსია რას ნიშნავს?
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 12 2011, 04:40 PM
ციტატა
დისკი არ მოყოლია. OEM ვერსია რას ნიშნავს?
http://en.wikipedia.org/wiki/Original_equipment_manufacturerმათ ურიგებენ Windows-ის კოპიოებს და შემდეგ თვითონ ამატებენ მასში მათთვის საჭირო რაღაცეებს, მაგალითად ინფორმაცია მწარმოებელზე, სერთიფიკატები და ა.შ
ასეთი ვერსიები კონკრეტული მწარმოებლისთვის იშვიათად ვრცელდება, როგორც წესი მხოლოდ Recovery DVD მოყვვება, ან Recovery Partition
ციტატა
ანუ მე ეხლა რომ გადავაყენო Win და რაც მაქ იმ Key-ით აქტივაცია პრობლემა არ იქნება?
მერამდენედ ვთქვა, რომ სერიული ნომრის გარდა სერთიფიკატია საჭირო?
ვერ გაააქტიურებ მარტო ორიგინალი სერიულით[color="#FF0000"][/color]
გჭირდება სერთიფიკატიც
თუმცა, არის აქტივატორი, რომელიც სერიულსაც და სერთიფიკატს თვითონ აყენებს (Open 7 Activator)
ასევე შეგიძლია კონკრეტული სერიული და სერთიფიკატიც მიუთითო
როცა მხოლოდ სერთიფიკატი და სერიული ნომერი ყენდება და არ ხდება ჩამტვირთავზე SLIC მოდიფიცირება, ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის აქტივაციის, და არცერთი აპდეითი არ აფუჭებს მას
მაგრამ, ამ შემთხვევაში, თვთონ კომპის BIOS-ში უნდა იყოს SLIC 2.1, რომელიც ყველა ლეპტოპს აქვს რომლებსაც Windows 7 მოყვებათ
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 14 2011, 01:54 PM
დაყენებით კი დაყენდება სერიული ნომრით, მაგრამ მეეჭვება გააქტიურდეს... ცადე სხვა დისკი?
პოსტის ავტორი: Goka710 Mar 14 2011, 03:20 PM
gi0_kiborg
ციტატა
მერამდენედ ვთქვა, რომ სერიული ნომრის გარდა სერთიფიკატია საჭირო?
სერთიფიკატს ვერ გავიგებ მე? არსად არაა მითითებული კომპში?
პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 14 2011, 05:26 PM
კი, დაგუგლე "Extract certificate from და მოდელი" და გაიარე პროცედურები, თუმცა, მე რომელი აქტივატორიც გითხარი, პირდაპირს აყენებს მაგ სერთიფიკატს
პოსტის ავტორი: sallyliao May 12 2011, 02:45 AM
არაფერს
ვორნზე ვანოს მისწერე ადმინს
http://blog.palungjit.com/microsoftoffice2010/2011/05/04/office-2010/http://bloguay.com/microsoftoffice2010/2011/05/03/office-2010/
პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 12 2011, 09:56 AM
ციტატა(sallyliao @ May 12 2011, 05:45 AM)
არაფერს
ვორნზე ვანოს მისწერე ადმინს
http://blog.palungjit.com/microsoftoffice2010/2011/05/04/office-2010/http://bloguay.com/microsoftoffice2010/2011/05/03/office-2010/
სადღაც სხვაგან უნდა დაგეპოსტა ალბათ