მოკლედ რამდენიმე დღეა რაც ჩავიწერე Vmware Workstation ოფიციალური სატიდან და მერე კეის შეყვანით კისერი მოუგრიხე, როცა ძველმანებით გული ვიჯერე (win 3.11, 95, 98) და xp-ზეც ჩემი ყველა ცნობის მოყვარეობა დავიკმაყოფილე, გავარდი და Kubuntu გადმოვწერე, ინსტალაცია არ გამჭირვებია და შინნითაც უცებ მოვედი აზრზე ჯერ მენუიები გადავქექე მერე ფაილები და რაღაცეებიც გადმოვწერე ძალიან მომეწონა მისი პრაქტიკულობა თვითOეულ პროგრამაში თუმცა არ მომაწონა ოფისი და ვერ მივაგენი მეილ კლიენტს, მიდგა დრო კონსოლზე აქ ცოტა გავეჭედე მარა ინსტალაციის დოკუმენტაციით გავედი ფონს , მოკლედ ეს იყო პირველი დღე როცა ლინუქსი დავჩიჩქნე მოშნად
ეხლა გადავალ საქმეზე თუ რისთვის დავწერე ამხელა მემუარები
მოკლედ ეს ლინუქსი მომეწონა მარა მაიც დავსვავ რიტორიკულ კითხვას ამჟამად ჩემთვის ყველაზე კარგი რომელი დისტროს გამოყენება იქნება?
პირველ რიგში რის ჩაისტალებას მირჩევთ?
და საიდან დავიწყო ჩიჩქნა?
ყველას დიდი მადლობა ვინც ნახავს და გამოეხმაურება ამ თემას
Gi0rgius
otosaxel
როგორც წესი, დამწყებებისთვის უბუნტუს არჩევენ ხოლმე, მაგრამ მე Suse-იც მირჩიეს, რავიცი, რავიცი ..
აგერ, გადაათვალიერე ჩემი თემა forum.ge-ზე, http://forum.ge/?showtopic=33777000, ბოლოსკენ კი აირია ცოტათი, მარგამ თავიდან საკმაოდ სასარგებლო ინფოს იპოვი.
მორჩეს ერთი ეს გამოცდები და მეც ვნახავ ამ ლინუქსს ძირფესვიანად (ისე ეხლაც მიყენია Suse, მაგრამ რა ხეირი?), რა ჩიტია ..
Gi0rgius
domen
Gi0rgius
დიდი მადლობა, ავარჩიე ubuntu სანამ გადმოწერს იყოს იქამდე Kubuntu და მერე მაგასაც დავშლი
Power_VANO
ჩავწერე უბუნტუ ინტერფეისი ძალიან მოხერხებული გამოდგა! ნეტა ვინზეც ესე შეიძლებოდეს სტარტის ორად გაყოფა
სიამრტივით kubuntu უფრო მარტივი იყო მარა მაასაც მალე ავუღე ალღო (რაც გრაფიკული იყო ), ეხლა რაღაცეებს ვიწერ და აბა კონსოლში ვნახავ რა გამომივა, ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
gearge
რავი ახლა დავაყენე უბუნტუ და ფედორასთან გაცილებით მარტივია უფრო მომხმარებლისთვის მოსახერხებელია მგონი ესეა
მაგაზე ვცადე სერვერის დაყენება და აშკარად ფედორა აჯობა ნუ სუზი და რედ ჰატს ხომ აღარ ვამბობ
ოღონდ ახლა არ დამაყაროთ ეგ ახალ ბედას შტაბეჭდილება იყო
ისე აქვე ვიკითხავ მაინც ყველა შემოდის აქ და კითხულობს: FreeBSD საიდან გადმოვწერო და აქვს გრაფიკული ინტერფეისი თუ არა ? და მაინტერესებს რომელ ლინუქს არააქს გრაფიკული ინტერფეისი საერთოდ
student777
Gi0rgius
ხო ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფედორა სასერვერო საქმეში ასწორებს
პს ინსტალაციის დროს მთუ გავთიშავდი მერე რატომღაც მეგონა რომ გაიჩითებოდა ისევ ვიზუალური მხარე
ლინკისთვის მადლობა ლინუქსის ფანო
ლინუქსთან შეხება ჯერ მხოლოდ Live CD მაქვს,კერძოდ SLAX თან,რომელიჩ მშვენივრად კითხულობს და წერს ჩემი NTFS დისკის ფაილებს,
მაინტერესებს რომელ დისტრიბუტივს აქვს NTFS ის მხარდაჭერა?
Windows თან ადვილია უფრო,არის სპეციალური პროგრამები,რომლებიc EXT პართიშენებს აღიქვავენ
Gi0rgius
Gi0rgius
Gi0rgius
დავაყენე suse ჯერ ვირტუალურზე,
რეალურადაც მალე ვიზამ,მაგრამ ვიდეოს დრაივერი არა მგონია მონახოს(INTEL GMA3000) და რომ დავააბდეიტო 4 გიგას გადმოიწერს საიტიდან მე ლაითი ვერსია მომცა ერთმა ქართველმა ლინუქსიშნიკმა,თვითონ მირჩია თან SUSE (KDE გარსით) და რამდენადაც მე არ ვიცი სხვა ვერსიების ავ-კარგი,თან KDE უფრო მომწონს ვიდრე GNOME(ლაივ დისკებთან მქონია შეხება) უსიტყვოდ დავეთანხმე.
თანდათან რაც დამაინტერესებს შეგეკითხებით ხოლმე
gio_kiborg
Power_VANO
იმედია ნახავს,
ორი შეკითხვა მაქვს:1) გადმოვწერე კოდეკები codecs-kde.ymp დავაყენე რაღაც კონფლიქტები მაჩვენა,შემეზარა და ზუსტად აღარ წამიკითხავს,რაც კონფლიქტური იყო don't install ვუთხარი,მაგრამ mp3 არ უკრავს
2) ქართული input როგორ დავაყენო? secondary language ში არ აქვს
Gi0rgius
სხვაგან მეც მინახავს მაგ ინდიკატორი,მაგრამ აქ არაა და პრობლემაც მაგაშია
KUBUNTU 100%-ით ამართლებს UBUNTU-ს ლოზუნგს: "linux for human beings" ჩემი აზრით რათქმაუნდა,
ქსელი თვითონ ამოიცნო(უბუნტუსგან გასხვავებით), იცნო ყველაფერი, დაჟე DNS-ებიც, ამ წუთამდე აზრზე ვერ მოვდივარ ეგ სადღა იპოვა
MP3-ს გასაშვებად თვითონ მოქაჩა კოდეკები და სისტემაში შესვლიდან ორ წუთში უკვე მუსიკაც მქონდა და ვიდეოც
ეს სამი მტკივნეული თემა(ჩემთვის ) მომენტალურად მომიგვარა და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი,
+ ამას Windows-ის ფართიშენებს ხედავს უპრობლემოდ, უბუნტუში თმა მქონდა მაგაზე გათეთრებული, ხედავდა მარა ვერაფერში ვიყენებდი, აქ კიდე დაინახა კიდეც, შევიდა კიდეც და გადაწერ-გადმოწერაც მოსულა.
მაპატიეთ თუ ოფტოპიკია, თხოვნა მაქვს, სახალხოდ ნუ გამლანძღავთ წესების დარღვევისთვის :D:D:D:D:D:D
Bekward
აუ მე კნოპიქსი მაქვს და კარგია? ლივსიდიზე მაქვს და მაგით მინდა სწვალა
plastic
plastic
რაც უფრო გაყიდვადია პროდუქტი, მით მეტია შანსი, მისი დრაივერები არსებობდეს :-) ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგათ მოძებნას უნდა ჰქონდეს აზრი, წესით :-)
plastic
ის რომ მიგნე დრაივერებსა და სხვა საჭირო სოფტს კიდევ არ ნიშნავს რომ მათ დაყენებას შეძლებ სოფტპედიას ლნუქს განყოფილებაზე უმთავრესად სორსფაილები დევს, რომლებიც tar.bz/bz2/*არქივების სახით ვრცელდება (ასევე დარწმუნებული ვარ ის დრაივერებიც რომლებიც იპოვე ნეტში), მათ ტარბოლებს უწოდებენ. ისინი პროგრამების სორს (ანუ საწყის) კოდს შეიცავენ და რათა ეგ სოფტი გამოიყენო მოგიწევს ჯერ მაგ სორს ფაილებიდან ბინარული ფაილები დააკომპილირო, ამისთვის კი შესაბამისი კომპილატორები უნდა ეყენოს სისტემაში (მაგალითად უბუნტუს დეფაულტად არ მოჰყვება აუცილებელი gcc პაკეტი - კომპილატორებნის კრებული - თუ ხალხნო ჩამოვრჩი დროს?) და არც პროცესია განსაკუთრებულად მარტივი (მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ ტარბოლს ტექსტური რფაილი მოყვება შესაბამისი ინსტრუქციებით) ანუ თუ ვთქვათ უბუნტუს გამოყენებას აპირებ და მისთვის რამე დრაივერი (ან ნებისმიერი სხვა სახის პროგა) გინდა დააყენო, საუკეთესო შემთხვევაში დაგჭირდება უბუნტუს კონკრეტულად მაგ ვერსიისთვის (7.10 დავუშვათ) აწყობილი DEB (რაღაცა.deb) პაკეტი იშოვო. ეს უკანასკნელი ვინდოუზის exe-ს მსგავსია ინსტალაციის სიმარტივით (თითქოსდა:-). მოკლედ, ამდენ წვალებას, ანუ მანამ ნორმალური(!) მოდემი არ გექნება, ლინუქსი ვირტუალურ მანქანაში გაუშვი. დრაივერებთან პრობლემები მოგეხსნება იმიტომ რომ ლინუქსი თავს ძაალიან ნაცნობ სივრცეში იგრძნობს ასეთი პროგრამები (Virtual PC, VirtualBox ..) ამ ფორუმზე ხშირად გვიხსენებია, ასე რომ მარტივად დასერჩვადია. ანუ ვირტუალურ გარსში მიიღებ ვირტუალურ კომპიუტერს რომელშიც რაც არ უნდა გააკეთო, რეალურ კომპს ვერ დააზიანებ. დააყენე, გატესტე, ახალი სოფტი, აურიიე უბუნტუ როგორც გინდა, თუგინდ ტარბოლებიდან სოფტის დაყენება ისწავლე, ყველაფერი იზოლირებულად მოხდება და ნერვებიც ნაკლებად აგეშლება რათქმაუნდა თუ 512 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული მეხსიერება (რამი) არ გაქვ, ამ შემთხვვაში ცხოვრებას გაგიმწარებს . ხომ, უბუნტუს ვიტყუალურ ვესიას ეყოფა 256 მეგა გამოყოფილი რამი და როგორც მინიმუმ 5 გეგა მყარი დისკის სივრცე ვირტუალური ვინჩესტერისთვის. ისიამოვნე.
Bekward
ხალხო ამდენი პრობლემა თუ გაქვთ მაშინ ერთ ლოგიკურ კითხვას დავსვავ : რა საჭიროა ლინუქსი რატო აყებებთ , რისთვის უნდა გამოიყენოთ?, ჩემ შემთხვევაში ეს იყო სამსახური + ცოტა ინერესი , საბოლოოდ ლინუქსის ცოდნამ მომცა ტრამპლინი , ბუმბერაზ *nix (HP-UX, AIX) მემუშავა. სხვა თუ უბრალოდ ეს ცოდნის გაღმავების მიზნითაა , მაშინ მეტი უნდა იკითხოთ დოკუმენტაციები ”ტუტორიალები” და ”ჰაუთუები” რასაც თქვენით დაამუღამებთ და ისწავლით მერე უფრო დაგამახსოვრდებათ.
პ.ს სიუზი 11.1 მართლა სრულყოფილებასავითაა დრაივერების დაყენებაც ვინდოზაზე უფრო ადვილათაა (აქ უბრალოდ 1 კლიკია)
იქნებ პმ-სჰი მომწეროს ვინმემ როგორ გადმოვწერო ლინუქსი?
ILIAILIA
რომელი დისტრო გინდა მითხარი და ლინკს დაგიდებ :-)
გამარჯობათ
მოკლედ ლინუქსის გაგებაში არ ვარ
ხოდა
ლეპტოპზე მინდა ლინუქსით დავაფორმატო ვინჩესტერი
ვინდიდან 80 გბ-ს ტეხავს არ მანახებს
იქ კიდე შანხული აქვს ვისტა ვალიდაციის გარეშე
მოკლედ ის ვისტა ვერ ამოვშალე ვინჩესტერიდან რა
იმ დისკს არაფრით მაანხებს არც hiron's boot cd და არაფრით მოკლედ
ხოდა დამიარა აზრმა რომ ლინუქსის დისკით (ფლეშკით) დავბუთო მივაფორმატო ვინჩესტერი (მთლიანად თორემ იმ ნაწილს ვაფორმატებ რმელიც ადრე D დისკი იყო)
და მერე დაფორმატებულ ვინტზე ისევ ვინდოუსი დავაყენო რა
მოკლედ გავარკვიე არაფერიც არ ქონია დამალული
პროსტა პატრონმა გინდა თუ არა 250 გბ აქვს ვინტიო და მეც მოვიგონე რაცხა
პროსტა XP-ს რო ვაინსტალებ მეუბნება no hard drive detected-ო
და ვისტას აინსტალებს და ხომ არ იცით რა ვქნა?
ანუ XP როგორ დავაყენო?
ბიოსში არის ასეთი პუნქტი Sata Native Mode ეგ გამორთე ანუ disable მერე დაინახავს ეგ მარადიული პრობლემაა, ან უნდა მიაწოდო სატას დრიავერები, მარა რა გზით ჩემთვის დღემდე გამოცანაა
ვინდის საინსტალაციოში ჩატენი თუნდაც n lite თი და ეგაა რა :-)
სოსო
Classical
otosaxel
შენ გაიხარე, უბრალოდ ინტერესის გამო მივყევი ბმულს და აქ ვნახე ის რაც ძალიან მჭირდებოდა.
Bekward
otosaxel
12" VGA (M) to S-Video (F) & RCA (F)
Adapter Cable (Beige)
აი ამას მივაგენი, ჩემს ნოუთს არ აქვს S-Video ვიხოდი და ტელევიზორზე ვერ ვაერთებდი, მარტო VGA ვიხოდი აქვს და ეს კიდე გადამყვანია
მოკლედ ესეიგი აქ დავწერ ბარემ ჩემი პრობლემის შესახებ, გუშინ დავაყენე უბუნტუ 9.10 და ყველფერმა წარმტებით ჩაიარა, მაგრამ ბოლოს როცა უკვე მორჩა ინსტალაციას და შევედი სისტემაში მიწერს ესეთ რაღაცას
A hard disc may be failing one or more hard disks report health problems!. click the icon to get more information
სამწუხაროდ მონიტორზე სქრინის გადაღება ჯერ ვერ ვნახე სად არის თორემ უფრო ზუსტად ავღწერდი.
P.S ლინუქსთან პირველად მაქვს შეხება
აჰა ვიპოვე სქრინების გადამღებიც
http://img704.imageshack.us/i/screenshotnh.png/ http://g.imageshack.us/img704/screenshotnh.png/1/
http://img35.imageshack.us/i/asdasdasz.png/ http://g.imageshack.us/img35/asdasdasz.png/1/
http://img704.imageshack.us/i/asdasdt.png/ http://g.imageshack.us/img704/asdasdt.png/1/
http://img196.imageshack.us/i/screenshotid.png/ http://g.imageshack.us/img196/screenshotid.png/1/
და კიდევ ერთი რაც მაინტერესებდა. უბუნტუში ვნახე 3 განზომილებიანი დესკტოპის სურათები თუ რაღაც მაგდაგვარი ჰოდა ეგ როგორ დავაყენო მასწავლეთ რა ვინმემ, იმედია სწორად ავხსენი
Jiddu
მოკლედ დისკებს დაზიანებული სექტორები აქვს რაც გამოწვეულია დიდი ხანიანი მუშაობით ან ფიზიკური დაზიანებით, ამის გამოსწორების უტილიტები იდო ფორუმზე დაძებნე.
3D დესკტოპს ჭირდება compiz-ი
აი ლინკი:
https://help.ubuntu.com/community/CompositeManager/CompizFusion
ესეიგი ეხა რა დება ეს ორი დღეა უბუნტუ მაქვს დაყენებული ვინდის პარალელურად ჰოდა ნუ რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე სხვა ლინუქსზე გადაბარგება კერძოდ opensuse შევარჩიე. მოკლედ გამიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა: უბუნტუსთვის გამოყოფილი მქონდა 13 GB, opensuse დაეტევა? თან მინდა ცოტა სამოძრაო სივრცეც დამრჩეს ერთი 5GB. და კიდევ ერთი, როგორ ხდება ლინუქსის ამოშლა ჩემს მიერ გამოყოფილი 13 GB_დან? რაც უფრო დეტალური იქნება ინსტრუქცია ამ უკანასკნელზე მით უკეთესი.
გმადლობთ წინასწარ
Jiddu
გამარჯობათ ))
LAMP დავაყენე უბუნტუზე და ინქებ გამამართინოთ ცოტა
და phpmyadmin სადაა ?
nemo
otosaxel
phpmyadmin მიყენია უბრალოდ საიდან შევიდე ?
localhost -ზე არაა (როგორც ვერტრიგოშია...)
ვსო გავაკეთე
უბრალოდ ეს დომებია sudo ln -s /usr/share/phpmyadmin /var/www
უბუნტუ ფლეშკაზე როგორ ჩავწერო ?
nemo
სად უნდა ვიკითხო არ ვიცი და აქ ვიკითხავ, სტატია რო დევს უბუნთუს დაკენების შესახებ, ეგ კი გავიგე ყველაპერი მარა swap სივრცე საიდან გამოვუყო? ეგ მითხარით რა. ხო აუცილებელია ეგ?
gvirjo