თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Linux & FreeBSD _ ubuntu 7.10 Drivers, Codecs...

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 30 2008, 07:19 PM

გამარჯობა

რამდენიმე პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ...

1. myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს. ფლეშ დრაივერები დავაყენე, პლეიერით swf და flv დაილებს აჩვენებს, მაგრამ ამ საიტებზე არც აჩვენებს და საერთოდ პლეიერიც არ იტვირთეება, ნაცრისფერი ფონი ჩანს...

2. realtek-ის საიტიდან გადმოვწერე აუდიო დრაივერი, დავაინსტალირე, mp3 ფაილებს უკრავს, ხმას იღებს, მაგრამ skype-ში არ მუშაობს... "problem with audio payback". ვიდეო კარტის დრაივერზეც ამდაგვარი პრობლემა მქონდა ATI-ს საიტიდან გადმოწერილი დრაივერი დავაყენე, მაგრამ compiz არ მუშაობდა... რაღაც პაკეტები დავაყენე და მერე ამუშავდა... იქნებ ამასაც რაღაც "special driver" უნდა ვეღარ გავიგე

3. screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს...

ჯერჯერობით ესენი მაინტერესებს rolleyes.gif


ეხლა შევედი რუსთავი2-ის საიტზე და იქაც სინაცრისფრეა... რა უნდა დავაყენო?

პოსტის ავტორი: da_ta Jan 30 2008, 07:37 PM

NetDevil

ციტატა
myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს

კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?



ციტატა
screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს...

ეს რა პროგრამაა არ ვიცი მაგრამ არცა აქ მნიშვნელობა, სესიებში უნდა შეხვიდე და იქ მიხვდები მერე სტარტაფი უნდა იყოს მგონი მანდ სადაღაც, კაროჩე ADD მისცემ და იმ პროგრამის სახელს ჩაწერ და უნდა გააკეთოს წესით...


ახლა უბუნტუ არ მიყენია და არ მახსოვს კარგად, მაგრამ გამიკეთებია ეგრე და სესიებიდან რო კეთდება ასიანი ვიცი...


პ.ს:თუ ვერ გააკეთე მერე ლაივ სიდითი ჩავიტვირთები და გეტყვი ზუსტად როგორც უნდა... smile.gif



პოსტის ავტორი: domen Jan 30 2008, 08:03 PM

NetDevil

ციტატა
myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს.

ციტატა
კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?

კოდეკებისას ვერაფერს ვიტყვი (მაგრამ რაღაც არა მგონია მაგის ბრალი იყოს), აი ის კი გამიგონია, რომ ფლეშის პლაგინი ლინუქსისთვის საერთოდ ცუდად მუშაობს და თუ არ ვცდები, forum.ge-ზეც იყო რამდენიმე პოსტი იგივე პრობლემით და გადაუჭრელი დარჩა.

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 30 2008, 08:15 PM

da_ta
სესიებში როგორ შევიდე? ვთქვათ შევედი, მარა კონკრეტული screenlet-ი როგორ უნდა ჩავაავტოსტარტო? ერთხელ კი მოვხვდი მანდ, მარა დამავიწყდა როგორ tongue.gif

ციტატა
კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?

ალბათ, მარა რომელი? რაც კი ვიპოვე ყველაფერი დავაყენე...

p.s. this is ma 4th day with ubuntu smile.gif დაილოცოს ვინდოუსი biggrin.gif

ციტატა
კოდეკებისას ვერაფერს ვიტყვი (მაგრამ რაღაც არა მგონია მაგის ბრალი იყოს)

რომელიღაცა პლეიერით ხო ირთვება ეგ ვიდეოები და სეიძლება ეგ პლეერი ლინუქსე ვერ მუშაობს?.. რეავიცი...

პოსტის ავტორი: gearge Jan 30 2008, 09:12 PM

NetDevil
პირველ რიგში გეტყვი რომ MyVideo.ge-ზე ვიდეოების დაკვრა არა მარტო ლინუქსში, ვინდოუზში მომუშავე ფაიერფოქსითაც კი ვერ მოვახერხე. ეს ერთი წლის წინ wink.gif შესაძლოა ვინდოუზთან მიმართებით პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ ლინუქსში MyVideo-ზე დადებულ ვიდეოებს ნორმალურად რომ ვერ დაუკრავ დარწმუნებით შემიძლია გითხრა (ბოლო სამი თვეა Ubuntu-ს ვიყენებ;-). მოკლედ მაივიდეოზე დამკვრელი კი გამოდის და დასაწყისში რეკლამის სრულად ხილვის ბედმიერებაც მაქვს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ აუდიო აგრძელებს დაკვრას, გამოსახულების მაგიერ კი სარეკლამო რგოლის ბოლო კადრი მრჩება biggrin.gif ალბათ ღირს ამ საკითხზე myvideo.ge-ს ადინისტრაციას მივწერო.

YouTube-სა და სხვა მსგავს უცხოურ საიტებზე ვიდეოების დაკვრასთან კი პრობლემა ნამდვილად არ უნდა გქონდეს! დასაწყისისთვის სცადე Adobe Flash Player-ის ხელით დაყენება (მოგვიანებით დაყენების სხვა, უფრო "სწორ" გზაზეც გეტყვი:-). პირველ რიგში შედი აქ: http://www.adobe.com/shockwave/download/download.cgi?P1_Prod_Version=ShockwaveFlash Ubuntu-ს შემთხვევაში გამოვა მხოლოდ TAR.GZ არქივიდან დაყენება, ამიტომ ჩამოტვირთე ის და შეინახე სამუშაო მაგიდაზე (ისედაც იქ შეინახება;-). ამ მომენტისთვის დამკვრელის უკანასკნელი ვერსიაა: http://fpdownload.macromedia.com/get/flashplayer/current/install_flash_player_9_linux.tar.gz (12/3/2007). გახსენი არქივი (მარჯვენა წკაპი მასზე, აირჩიე Extract Here) შეიქმნება საქაღალდე სახელწოდებით "install_flash_player_9_linux". გახსენი ტერმინალი (Applications > Accessories | Terminal) აკრიფე შიგნით შემდეგი: /home/მომხმარებლის სახელი/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer (მაგ.: /home/gearge/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer) და დააჭირე Enter-ს. ამის შემდეგ მიჰყევი ტერმინალში გამოტანილ ინსტრუქციებს. ბოლოს Firefox-ში შედი აქ: Help > About Plug-ins. აქ შეგიძლია იხილო დაყენებული გაფართოებები (Plug-ins:-).

ამის შემდეგ ნორმალურად უნდა გაიხსნას რუსთავი2-ის - დეზინფორმატორის smile.gif - ვებ გვერდიც!

მეორე პრობლემას რაც შეეხება, ბევრი იდეა მიტრიალებს და ყველა მათგანს დალაგება/აწონ-დაწონვა სჭირდება. ამიტომ მოგვიანებით გიპასუხებ.

და ბოლოს. მესამე კითხვაზე შევეცდები გიპასუხო მხოლოდ მას შემდეგ რაც გავიგებ რას ნიშნავს "screenlet" laugh.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 31 2008, 10:23 AM

gearge

ციტატა
პირველ რიგში გეტყვი რომ MyVideo.ge-ზე ვიდეოების დაკვრა არა მარტო ლინუქსში, ვინდოუზში მომუშავე ფაიერფოქსითაც კი ვერ მოვახერხე. ეს ერთი წლის წინ შესაძლოა ვინდოუზთან მიმართებით პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ ლინუქსში MyVideo-ზე დადებულ ვიდეოებს ნორმალურად რომ ვერ დაუკრავ დარწმუნებით შემიძლია გითხრა (ბოლო სამი თვეა Ubuntu-ს ვიყენებ;-). მოკლედ მაივიდეოზე დამკვრელი კი გამოდის და დასაწყისში რეკლამის სრულად ხილვის ბედმიერებაც მაქვს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ აუდიო აგრძელებს დაკვრას, გამოსახულების მაგიერ კი სარეკლამო რგოლის ბოლო კადრი მრჩება ალბათ ღირს ამ საკითხზე myvideo.ge-ს ადინისტრაციას მივწერო.

+1
და სადაც პლეირის 9-ე ვერსია დავაისტალე ყველგან ეგრე ქნა (ვინდი იგულისმება) უნდა დაგეყენებინა ძველი ვერსია, მოკლედ ეს პრობლემა მარტო linux-ის არაა smile.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 31 2008, 12:44 PM

flash player-ის პრობლემა გადავწყვიტე, დეზინფორმატორის ვებ გვერდსაც ხსნის და myvideo.ge-ს ვიდეოებსაც აჩვენებს biggrin.gif , მაგრამ ამ ყველაფერს მარტო firefox-ში. მე მინდა რომ opera-ში იმუშაოს sad.gif არადა flash player როგორც firefox-ზე, ზუსტად ისე დავაყენე ოპერასთვისაც. (/usr/lib/opera - ოპერას საიტზე ზუსტად ასე ეწერა, მაგრამ მაინც არ მუშაობს)

ციტატა
მე და NetDevil-ის საუბრის დროს აღმოჩნდა(ამასწინათ ვისაუბრეთ) რომ მას აქვს ასროკის დედაპლატა,რომელსაც XGL-ტან და კომპიზტან გარკვეული პრობლემა აქვს

XGL-თან კი არა ვაბშე ლინუქსთან აქვს პრობლემა, არც ერთ ლინუქსმა არ იმუშავა იმ კომპზე, ასროკი სადაც აყენია.

კიდე 2 კითხვა მაქვს: smile.gif კომპილაცია მასწავლეთ... ცოტა დაწვრილებით please

~/desktop ეს რა დირექტორიაა? ~ ეს რას ნიშნავს?

პ.ს. მადლობა ყველას დახმარებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 31 2008, 01:29 PM

ციტატა
make install-ზე იძახიი? ჯერ მეც არ მისწავლია მაგრამ აქ წერია(ინგლისურად) http://tldp.org/LDP/LG/current/smith.html

ეხლა ვიპოვე: http://www.aboutdebian.com/compile.htm აი აქ უფრო კარგად წერია...
ციტატა
~მგონი დირექტორიის სახელი რომ არ ეტევა მაგას ნიშნავს

root დირექტორია ყოფილა smile.gif

ხმა ვაბშე ჩაუწყდა, დამტანჯა რა. "GStreamer plugins not found"

terminal-ში რა ბრძანება უნდა ავკრიფო რომ სისტემის შესახებ ინფო მანახოს? რა ვიდეო კარტა აყენია და ა.შ.


პოსტის ავტორი: da_ta Jan 31 2008, 01:36 PM

NetDevil

ციტატა
სესიებში როგორ შევიდე? ვთქვათ შევედი, მარა კონკრეტული screenlet-ი როგორ უნდა ჩავაავტოსტარტო? ერთხელ კი მოვხვდი მანდ, მარა დამავიწყდა როგორ tongue.gif

მოკლედ ასე:
1. სესიებში შეხვალ აქედან System/Preferences/Sessions

2.გადადი /Startup Programs/ ტაბში(ეს ყოველი შემთხვევისთვის, წესით ეგ არის ჩართული თავიდანვე)

3.შემდეგ დააჭირე New ღილაკს...

4.
განყოფილება Name: აქ წერ იმ პროგრამის სახელს რომლის დასტარტაფება გინდა. მაგ:Firefox (ისე მნიშვნელობა არა აქ რას ჩაწერ )

განყოფილება Command: აი აქ უნდა მიუთითო იმ პროგრამის სრული მისამართი რომელიც გინდა რომ სტარტაფში ჩაჯდეს.
მაგ: firefox-ისთვის გვექნება /usr/lib/firefox/firefox და ვაწვებით OK-ს. მორჩა, ამის მერე უბუნტუს ჩართვისას firefox-ი თავისით ჩაირთვება...

ახლა რაც შეეხება შენს შემთხვევაში, ეგ პროგრამა სად ინსტალირდება არ ვიცი მაგრამ წესით /usr/ აქ უნდა იყოს სადღაც და დაძებნე კარგად...
/usr/lib/firefox/firefox აქ ბოლო სიტყვის მითითება ხდება იმის მიხედვით თუ რა ქვია გამშვებ ფაილს firefox დირექტორიაში, ანუ თუ შენი პროგრამა დაინსტალირებულია screenlet დირექტორიაში მაშინ ნახე ამავე დირექტორიაში გამშვები ფაილი რომელია და ბოლოში მიუწერ მაგის სახელს და ეგ არის...

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 31 2008, 02:08 PM

da_ta
მადლობა, ვსიო იასნო smile.gif

ციტატა
რუთი დირექტორია ანუ ძირეული არის ეს / და რა კლაკნილი

root@netdevil:/# cd root
root@netdevil:~#
ციტატა
მოვნიშნავდი,მერე ეპლაი და თვითონ აყენებდა,რა კონსოლი,რის კონსოლი,მარტივად ვაყენებდი

ჩემთან არ შვება unsure.gif
ციტატა
sყstem monitor დაამატე პანელს და მაგაშია პროცესორი დატვირტვასაც გაჩვენებს

ეგ ვიცი მარა მე სხვა რამე მაინტერესებდა smile.gif hardware info რომ მაჩვენოს. მაგ. რა ვიდეო კარტა მიყენია

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 31 2008, 05:31 PM

ATI Technologies Inc IXP SB400 AC'97 Audio Controller - ჩემი აუდიო. უბუნტუ რომ დავაყენე ქონდა ხმა, მუზიკებსაც უსმენდი, მარა skype-ში ვერ "ქაჩავდა" (არ მუშაობდა). მერე realtek.com-ზე ვიპოვე ეს დრაივერი Linux driver ( 2.4 or 2.6 ), დავაყენე, გადავტვირთე და ვაბშე ჩაუწყდა ხმა. ხმის ასაწვ-დასაწევს წითელი X ასვია, რომ ვაკლიკავ "No volume control GStreamer plugins and/or devices found".
ხოდა ვეღაც ვაყენებ ამ ოხერ დრაივერს heelp

პოსტის ავტორი: gearge Jan 31 2008, 10:14 PM

NetDevil
რაც შეეხება Opera for Linux-ს:

http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/

აქ დაგჭირდება წაიკითხო შესავალი და განყოფილება სათაურით "Flash Player (Adobe)" (თუ აქამდე არ წაგიკითხია, რათქმაუნდა:-).

პირადად ცოტა ხნი ვიყენებდი Opera-ს Ubuntu-ში (რამდენჯერმე დაეკიდა Flash-ის დაკვრისას, ზოგადად არა სტაბილურად მუშაობდა და ჩემი სუბიექტური აზრით, საერთოდ არ არის გამიზნული GNOME გარსში გამოსაყენებლად). საბოლოოდ მან პოზიციები Firefox-ისა და http://www.flock.com/-ის* კომბინაციის სანაცვლოდ დათმო, + Netscape Navigator-საც ვიყენებდი, მაგრამ ის სამწუხაროდ http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1683 sad.gif ხომ, რაც შეეხება ფლეშს ოპერაში: მახსოვს ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი "ბინძური" და შემდგომ ერთი "სუფთა" გზა ვიპოვე biggrin.gif

სწრაფი მაგრამ "ბინძური" გზა მდგომარეობდა შემდეგში: ჩამოვტვირთე install_flash_player_x_linux.tar.gz, ამოვაარქივე შიგნით არსებული საქაღალდე და გადავიტანე ის (საქაღალდე) ჩემ შინაურ დირექტორიაში (პრინციპში სადაც ხელი მიგიწვდება იქ შეგიძლია გადაიტანო. შეგიძლია საერთოდ სამუშაო მაგიდაზე დატოვო, თუ გაწყობს;-). შემდეგ შევედი სადღაც აქ (როგორც ვთქვი, დიდი ხანია ოპერა არ გამომიყენებია): Tools > Preferences > Advanced > Content (<- მგონი) და plug-in-ებისთვის დათმობილ განყოფილებაში ამ გაფართოებების წყარო საქაღალდეების მისამართების სიას, ჩემ install_flash_player_x_linux საქაღალდის მისამართიც (ჩემ შემთხვევაში: /home/gearge/install_flash_player_x_linux) დავაჭირე plug-in-ების ძიების ღილაკს. ოპერამ დაინახა libflashplayer.so install_flash_player_x_linux საქაღალდეში და დაიწყო გამოყენება! rolleyes.gif

"სუფთა" გზას რაც შეეხება, ის მდგომარეობდა შემდეგში: Synaptic Package Manager-ით ჩამოვტვირთე სპეციალური პაკეტი http://packages.ubuntu.com/dapper/web/flashplugin-nonfree რომელმაც თავისმხრივ ჩამომიტვირთა ფლეშის დამკვრელი. მაგრამ ის ოპერასთვის არ იყო გამიზნული. შემდეგ რაღაც მანქანებით ვაიძულე ოპერას ჩაეხედა Mozilla-ს პლუგინების საქაღალდეში (წესით ისედაც აკეთებს ამას, მაგრამ რატომღაც არ/ვერ იყენებს იქ არსებულ გაფართოებებს). კი, მართლაც ძალიან აბსტრაქტულად ჩანს ეს ყველაფერი smile.gif

შენი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ნორმალურ გზად კი დასაწყისში მოყვანილ (ოპერას საიტზე დადებულ) გზას ვხედავ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინო არის ის რომ /usr/lib/opera-ში ჩაწერის უფლება არ გაქვს როგორც ჩვეულებრივ, შეძღუდულ მომხმარებელს. იმისთვის რათა შეძლო იქ რამის ჩაწერა უნდა გქონდეს SuperUser-ის უფლებები! ამიტომ მანამ http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/-ზე მოყვანილი ინსტრუქციების შესრულებას შეუდგები, შეიყვანე ტერმინალში

პროგრამული კოდი
su

დააჭირე Enter-ს. შემდეგ დაგჭირდება პაროლის შეყვანა (ის იგივეა რაც შენ მომხმარებლის ანგარიშს ადევს). ამის მერე უკვე შეგიძლია შეუდგე ფლეშის ინსტალაციას opera.com-ზე დადებულ ინსტრუქციებით!



*Flock-ის ლინუქსში დაყენების ინსტრუქციები შეგიძლია წაიკითხო აქ: http://www.flock.com/faq/show/30#q_9069

პოსტის ავტორი: NetDevil Feb 2 2008, 11:58 AM

gearge
დიიდი მადლობა smile.gif