ბიჭებო DVD Video-ს პროფესიონალურ რიპინგში თუ ერკვევით ვინმე იქნებ დამეხმაროთ დამუღამება მინდა და რა პროგრამა უნდა გამოვიყენო ხომ ვერ მირჩევთ? წინასწარ მადლობა
ამითი ვაკეთებდი ერთხელ და არ გამომივიდა 2 700მბიანი ფაილი გამიკეთა
გაიხარე ვცდი აბა კიდე
ახლა გავაკეთე მეც ახლობლის ქორწილის DVD-დან MKV
4,5gb-იანი DVD 2.45GB MKV-თ გადააკეთა და ჩვენება იმაზე უკეთესიც იყო, ვიდრე ორიგინალში
ახსნილია გუიდში რატო:
MKV-ს არა აქვს არანაირი შეზღუდვა ვიდეო და აუდიო კოდეკების კომბინაციისას, მაგალითად AVI ფაილს თუ გააკეთებ და ვიდეოს DivX ან XVid-ს მიუთითებ, ხოლო აუდიოს AAC-ს ან ogg-ს, ვერ დაუკრავს, ან ხმა არ ექნება და ა.შ
შეზღუდული ფორმატია რა, ძირითადად შეიქმნა Windows-ისთვის: VideoForWindows
ასევე, MKV-ში შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის სუბტიტრების შეტანა, ფაქტიურად არაა შეღუდვა აუდიო არხებზე, შესაძლოა ასევე DVD Cover-ების შეტანაც ფაილში მაგალითად (სურათის ფორმატში) და ა.შ
ამ ბოლოს,ფაქტიურამ მხოლოდ MKV-ს ხმარობენ HD და BD ვიდეოდისკების რიპისათვის, 720p და 1080p (ან i) გარჩევადობით ,ვიდეო კოდეკად იყენებენ X264-ს H264-ის უფასო ანალოგია, აქვს შეკუმშვის მაღალი უნარი ხარისხის გაუფუჭებლად, ასევე აპარატურული აჩქარება(GPU არენდერებს მაგ ვიდეოს, რაც გაცილებით კარგ ჩვენებას იძლევა) აუდიო კი შეიძლება იყოს AC3, DTS, ან სხვა ფორმატი (თუ მაღალი ხარისხის აუდიო გინდა)
მოკლედ, ამ მხრივ უნივერსალური კონტეინერია რა
კომპზე დაკვრის პრობლემა არაა, აი პლეერებზე კი იშვიათად აქვთ MKV-ს მხარდაჭერა, თუმცა, თანდათან მათი რიცხვი იზრდება...