სალამი ყველას,დავძებნე ფორუმზე და შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე,ხო და მეც ახალი გავხსენი
აქ დავწეროთ ვის რომელი ანტივირუსი გვიყენია და გავიგებთ რომელი ანტივირუსი სარგებლობს დანარჩენებზე მეტი პოპულარობით.ძალიან დამაინტერესა compinfo-ს მომხმარებლები რომელი ანტივირით სარგებლობენ
დავწეროთ ასევე თუ რაიმე პრობლემაა ანტივირუსთან (მაგალითად ვადა აქვს გასული,რომელიმე ვირუსს ვერ იჭერს და ა.შ) და განვიხილოთ ერთად
მე მიყენია Avira Antivir და კმაყოფილიც ვარ თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს.
თქვენი აზრი დააფიქსირეთ...
Avira - დავისვენე რაც ეგ დავაყენე, აღარ მიწევს სერიულების ძებნა + არანაკლებად მიცავს ვიდრე სხვა ანტივირუსები მიცავდნენ,
კითხვა: რატომ ვიმტვრიო აბა თავი კრეკების ძებნით?
მე ESET-ის Smart Security 4 და Avira მიყენია,
მართალია, ESET-ის პროდუქტი უფრო მოქნილია და ინტეგრირებული ფაერწოლიც აქვს, მაგრამ ამ ბოლოს ის კომპი, რომელზეც ეგ ეყენა win32.HLLP.Siggen.4 -ით დავირუსდა(300-მდე EXE-ზე იყო ვირუსი) ხოლო Avira სადაც ეყენა- არა, არადა ერთნაირე პირობებში უწევთ მუშაობა...
Avira AntiVir Personal
ESET Antivirus + Smart Security
ჯერ ჯერობით Avira ლიდერობს
მოსალოდნელი იყო 60%
ოფი:
ისე გამოკითხვაც მიაბით ამ თემას უფრო თვალსაჩინო იქნება
Bekward
მე არ ვიცი მაგის გაკეთება სამწუხაროდ.მასწავლეთ და დიდი სიამოვნებით
ან დომენს თუ არ ეზარება გააკეთოს (ან მასწავლოს )
აჰა, რაც შემეძლო, სრულყოფილი გავაკეთე სია არ გაიკვირვოთ, AV-Comparatives-იდან ავიღე.
Avira AntiVir Personal + რამდენიმე დამატებითი დაცვის ფენა: ცეცხლოვანი კედელი (სამწუხაროდ ჯერკიდევ დასაკონფიგებელი მაქვს:-), პროაქტიული დაცვა, ფაილებისა და რეესტრის მონიტორი, მინიმალისტური HIPS, სკრიფტების აგრესიული კონტროლი საყვარელ ბროუზერში და გამორთული ავტომატური გაშვება ყველა გარე დამგროვებელზე. მთლიანობაში საკმაოდ მსუბუქად ვარ, სხვათაშორის! ყველა ერთად ჩართული (რაც იშვიათობაა) სისტემასთან ერთად 350 მეგაზე ნაკლებს იკავებენ ოპერატიულში. ჩვეულებრივ 300 მეგაზე ზევით არ ადის. პროციც 5%-ს ქვევით ფარფატებს და ეს მოძველებული P4-ის ფონზე. სისტემა ახალ დაყენებულია (WinXP SP3), მხოლოდ რამდენიმე საათია რაც ნეტში გავძვერი ასე რომ ყველაფერი წინაა. განსაკუთრებით ფაიერვოლია მოსავლელი და ბროუზერი ლაქლაქებს ზედმეტს რაღაც ნეტი მუშაობს გამორჩეულად კარგად და ვფიქრობ ბარემ პროქსიშიც ხომ არ გავაყოფინო ზოგ-ზოგიერთ პროგრამას თავი. ან პროქსი, ან "წინდაში" ან კიდევ რამე უფრო კონსპირაციულში ყველაფერი 100% Freeware ან OpenSource, ბუნებრივია. მომიტევეთ მაგრამ Win7-ზე ამის ნახევარიც კი ვერ განვახორციელე იგივე ჰარდზე.
domen
დიდი მადლობა ესეც სრულყოფილი გამოკითხვა მივეცით
gearge
ისევდაისევ Avira Antivir Personal ლიდერობს ჩემი რჩეული
მე ამას Avira Premium Security Suite ვიყენებ.
achiko
გატეხლს ალბათ...
Giga1
არა გასაღებები მაქვს.
achiko
საიდან გასაღებები?მოყვა თუ...
მე აქ დავრეგისტრირდი და სამთვიანი გასაღები მომივიდა
https://license.avira.com/en/promotion-hylm9fbv7chaxs8zbl83
achiko
ვაა, მადლობა
მეც დავაყენე
ბიტ დეფენდერს ვიყენებ.. მომწონს... ადრე ESET-ს ვიენებდი... თუმცა ბიტ დეფენდერი არაფრით არ ჩამოუვარდება... + ფუნქციონალური მხარე უკეთესი აქვს...
რახან ყველას ავირა გიყენიათ მეც დავაყენბ ეხლა ვნახავ როგორი არის.
Avira რაც დავაყენე მის მერე მავიწყდევა რომ ანტივირუსუ მიყენია კომპზე . მიზეზი კი მისი წყნარი და მუშაობაა
ავასტს ჩემი ხმა 1 საათის წინ გადავედი მასზე. ავირა გამოვცვალე. ამით იმის თქმა არ მინდა რომ ავირას რამეს ვუწუნებ, პირიქით 6 თვეა დაახლოებით მასზე მქონდა ყველა ჩემი წინდგადაყენებული კომპების უსაფრთხოები მინდობილი. (და ალბათ კიდევ მივენდობი მას, ოღონდ არა ჩემსაზე). რადგან რაღაც ასპექტებში რასაც იგი ვერ აკეთებს , ამას ადვილად უმკლავდება ავასტი.
Avira Premium Security Suite 9.0.0.376 ეს დავაყენე ეხლა. სექტებრამდე აქტივაციის Key მოყვა torrent.ru Rulez
Classical
Avira AntiVir Personal - FREE Antivirus:
Avira AntiVir Personal - FREE antivirus
Basic protection
Protects your computer against dangerous viruses, worms, Trojans and costly dialers. New: Basic Anti-Spyware.
Avira Premium Security Suite:
Full protection
Along AntiVir Personal and AntiVir Premium, it includes: AntiSpam, Firewall, GameMode, backup, AntiBot, AntiDriveBy, ParentalControl and more.
მგონი Premium ჯობია არა ?
Classical
Classical
მაქვს აქაუნთი, მარა არ მინდა უფასოც მყოფნის, წაშლა-დაყენებების თავი არ მაქვს
Classical
არ მიწყინო და სულელური მიდგომაა, "ამას მეტი შეუძლია და ჯობია". მეტი შეუძლია Vista Ultimate-საც, მაგრამ ჩვეულებრივ სახლის კომპებზე Home Premium ჯობია სისწრაფით.
ზედმეტი შესაძლებლობების "აკიდება" არასდროსაა კარგი, ასე რომ, თუ მაინცდამაინც არ გჭირდება ეგ Premium და არ იცი, რისთვის იყენებ მაგას და არა Free-ს, ჯობია, Free დააყენო
Microsoft FTW!
Microsoft Security Essentials-ს ვიყენებ ამჟამად. იქამდე მივედი, რომ პირად კომპზეც კი დავაყენე (კი იცით, წლებია ანტივირს არ ვიყენებდი). ვერც კი ვგრძნობ, რომ დამატებით რაღაც პროგრამაა გაშვებული სისტემაში
ამასობაში, ჯერჯერობით ფლეშკის ვირუსებს დაუნდობლად მუსრავს
AVIRA ს ვიყენებ ძაან კაი რამეა და ლიდერობს კიდეც NOD 32 ის მერე რო დავაყენე 350 ვირუსი იპოვა xD
ისე ჩემი გამოცდილებიდან kaspersky 2009 არის საუკეთესო და avastic კარგი მარა თქვენ რას მირჩევდით?? ოღონდ ლეპისთვის ძაან რო არ დავგრუზო
Microsoft Security Essentials მაქ და ყველაზე კმაყოფილი ვარ რაც კი ოდესმე ანტივირუსი მქონია
maugli
ისე, ამ სიაში MSE რომ ჩაემატოს არ მოსულა?
უპს, ყოფილა
ისე, საინტერესო შედეგები მივიღეთ–მსოფლიოში კასპერსკი ლიდერობს გამოკითხვების უმრავლესობაში, აქ კი მას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენთან კომპიუტერების უმრავლესობაზე უარყოფითად აისახება მის მიერ დიდი რესურსების მოხმარება (თუმცა მე კასპერსკის ანტივირუსისი ბოლო ვერსია სადაც დამიყენებია, ეს პრიბლემა არ შემინიშნავს) და გასაღებების ხშირი დევნა (აქაც შესანიშნავად მუშაობს ტრიალ ვერსიის გასაგრძელებელი პროგრამა). მოკლედ, კასპერსკი ჩემი არჩევანია.
davizo70
მე საერთოდ, ესეთი ჩვევა მქონდა, ანტივირუსს არ ვიყენებდი პირადი სარგებლობის კომპზე წლების განმავლობაში. მეორე კომპზე, რომელიც ოჯახის საერთო მოხმარების იყო, ყოველთვის ანტივირუსი მეყენა ხოლმე.
აი როცა MSE გამოვიდა, ავდექი და დავაყენე საკუთარ კომპზეც, იმის მერე ეგრე მაქვს, ვერც კი ვგრძნობ ანტივირის არსებობას, ანუ რესურსებზე პრაქტიკულად არ აისახება. იგივე ავირა, იგივე კასპერსკი, იგივე NOD-ი... მუდამ თავს მახსენებდნენ ხოლმე, ხან აპდეიტი, ხან KEY-ს ვადა გაუვიდა, ხან ესა, ხან ისა... ეს MSE დგას და არ იგრძნობა, სანამ სისტემაში ვირუსი არ ამოყოფს თავს, აპდეიტებსაც ჩუმად აკეთებს, KEY ამას არ სჭირდება და...
კასპერა მძიმე ანტივირია მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძლიერ კომპზე ვერ იგრძნო დიდად, გაატარე ბენჩმარკები ჩართულ და გამორთულ KAV-ზე და მიხვდები.
Power_VANO
ავირაც რომაა გაშვებული არ იგძნობა მანდამაინც, ვგულისმობ სსასტარტო ვერსიას
otosaxel
გეთანხმები, Secure Start მაქვს ჩარტული და სისტემის ჩართვისას ანტივირის splash screen-იც არცანს, მომენტ5ალურადაა ჩართული და თრეიშია გაშლილი ქოლგა (ამას ცუდი დაბოლოებაც აქვს )
ასევე, სკანირების სიჩქარეც მოშნად გაზრდილია...(მე-10 ვერსიაში)
Profesional-ის და Security suite-ს ბეტები მიყენია სხვა კომპზებზე (სანამ საფორთი აქვს იყოს)და არც მაქ იგრძნობა ტორმუზებბი,
მართალია ბენჩმარკი არ გამიკეთება ცართულ/გამორთულზე, მაგრამ მაინც
gi0_kiborg
otosaxel
ცუდ დაბოლოება "გაშლილ ქოლგას" აქვს ტერმინს უბრალოდ უფრო სწორად აზრი აქვს ცუდი
gi0_kiborg
ეგ Secure Start არასდროს არ მომინიშნია და რა პლიუს მინუსები აქვს? ნუ მანდ კი წერია უფრო ნელა ჩაირთვებაო ეგ კომპი მაგრამ თქვენი აზრით დაახლოებით ეგ სინელე რამდენ წამში გამოიხატება?
fashisti
ვერ გეტყვი რამდენი წამით შეანელებს, არ დამითვლია ნამდვილად
მაგრამ ვერ იგრძნობ
უნრალოდ, Windows-ის ჩარტვისას ყველაზე სწრაფად ცდილობს ჩატვირთვას და შემდეგ ამოწმებს დანარჩენ ავტოგაშვებად პროგრამებს
ვთქვათ ვირუსი რომ ჩაჯდეს აუტორანში გიშველის იდეაში
მე MSE მომწონს,მაგრამ რამდენ კომპზეც დამიყენებია რაღაც თითქოს გრუზავს კომპს.ამის შემოწმება როგორ შეიძლება MSE გრუზავს თუ რაიმე სხვა პროცესი?
zaza.r
რავი მე ჩემ ლეპტოპზე რომ დავაყენე 99-100 პროცენტზე გრუზავდა პროცესორს ხოლო ის ფუნქცია რომ გავუთიშე რაც კომპს გრუზავდა მერე საერთოდ აღარ ასკანირებდა ფაილებს ანუ ვირუსი შეიძლება გამეშვა და ანტივირუსი არ შეამოწმებდა მას შესაბამისად ვერც აღმოაჩენდა ასე რომ წაშლა მომიწია...
gi0_kiborg
ოკ გასაგებია... მერე დავტესტავ წამზომით ჩატვირთვის დრო როგორ შეიცვლება და აქაც დავწერ
აუ Secure Start როგორ ჩავურთო ხომ არიცით ვინმემ? მთელი ანტივირუსი გადავქექე და ვერ ვიპოვე ეგ ფუნქცია და მხოლოდ ინსტალაციის დროს შეიძლება მაგის მითითება?
fashisti
მე ავასი მიყენია ეხლა და კმაყოფილი ვარ Avast Pro Antivirus 5 dll ფაილით გატეხილი.
სხვათაშორის მეყენა Eset Smart Security 4 და ეგეც ძაან კარგია (კომპის ჩარვისთანავე 15-20მბ იკავებს)(კიდევ egui.exe მარტო კი არა ესეტის არამედ ekrn.exe-ც
ეგუი მენიუს წარმოადგენს ეკრნ კი მაგის ფირევალლ-ს ანტივირუს,ანტისპამს და სხვას)
Kaspersky არ მქონია (ერთ ბირთვიანი 1.6გჰზ მაქ პროცი და რამიც DDR2 256მბ)
AVG-ც მქონდა და მგრუზავდა
Mcafee-ც მქონდა და ტვინი ჭაჭამა
symantec კი ისე მაკონტროლებდა და მგრუზავდა...
Malwarebytes - ც ძაან მაგარია
მოკლედ თუ ხარისხიანი დაცვა გინდა და ძაან ბევრი კაცი ჯდება კომპზე დააყენე Avast! 5 Free მთავარ ანტივირუსად (მაგის სერიალების კოლეკცია მაქ) Malwarebytes-ი ან Doctor Web Cure.it სკანერად(მე მალვეარბიაითსი მირჩევნია) ფაირვოლი comodo ან Outpost
ეხლა დავრწმუნდი რომ ლამერებს ავირა არ უნდა დაუყენოს კაცმა... ყოველ შემთხვევაში მე როცა მიყნია ავირა არანაირი ვირუსი არ მაწუხებს და კარგადაა ყველაფერი 3 დღის წინ ერთს დავუყენე ავირა ვინდოუსის გადაყენების შემდეგ და გავგიჟდი რომ ავედი სულ სავსე იყო კომპი ვირუსებით ავირა კი საერთოდ ვირუსებმა დაბლოკეს და ითიშებოდა... იგივე ერთ ჩემ მეგობარს დავუყენე რამდენიმე კვირის წინ ავირა და ასევე ბლომად აქვს ვირუსები...
მემგონი კასპერსკია ყველაზე კარგი ესეთ შემთხვევებში არც შეეკითხება ისე წაშლის ვირუსს და თავდაცვაც კარგი აქვს (აი უფასო ვერსია რომ არ არის ეგ ტეხავს) თუმცა ავირას მეოთხე ვერსიას როგორც მახსოვს არ აქვს ეგ ფუნქცია რომ ვირუსი გაატაროს და ეგ ყველაფერი როგორ მოახერხეს არვიცი...
ვაბშე Eset Smart Security 4
მე ESET-ს ვამჯობინებ ყველა ანტივირუსს, განსაკუთრებით Eset Smart Security 4, რადგან მალ-მალე განახლებადი ბაზები აქვს, გასაღებების შოვნა არ ჭირს, მსუბუქია კომპიუტერისთვის, ამიტომ თითქმის ყველა სიძლიერის კომპიუტერი იტანს და ნორმალური და გასაგები ინტერფეისი აქვს, შესაბამისად ვირუსებსაც კარგად იჭერს.
მე საერთოდ eset-ის ფანი ვარ განსაკუთრებით ESET Smart Security, მსუბუქია კომპიუტერისთვის, მალ-მალე განახლებადი ბაზები აქვს და შესაბამისად ეფექტურია, ნორმალური ინტერფეისი აქვს და გასაღებების შოვნას არ ჭირს. kaspersky-ც ძალიან კარგია ჩემი აზრით ოღონდ ძლიერ კომპიუტერზე, მოკლედ მე მომწონს eset და kaspersky და მათი აქტიური მომხმარებელი ვარ.
bitdefender total security 2010 მიყენია რამდენიმე თვეა სუულ ადრე ნოდზე ვყავი, მაგრამ მერე შევატყე რო განახლებებში უჭირდა. გვიან დებდნენ ახალი ვირუსების ბაზებს და ამიტომ სულ გვიან მიწევდა ხოლმე კომპის გაწმენდა, არადა როგორ მიყვარდა მერე ავირას ვაყენებდი ხოლმე, მაგრამ არ ვიცი სად ახერხებს ეს ხალხი ამ ვირუსების აკიდებას, მოკლედ ან ანტივირუსს ერხეოდა ან კომპს და ანტივირუსს ერთად და მოკლედ ვერც ვწმინდავდი და ვერც ვაჩუმებდი... გადავედი მერე ავასტზე. ახალი როა, ყვითელი 5.0.594 ვერსია მაქ მგონი საინსტალაციო, მოკლედ რაც გადმოვწერე ავასტის საიტიდან თავის დროზე ის. მშვენივრად მუშაობს და ავირასაც წინიდან და უკნიდან თან Silent mode აქვს. ჩართე ნასტროიკებიდან და სულ არ გეცოდინება რომ ანტივირუსი გიყენია თუ კუთხეში ხატულას არ შეხედავ ხოლმე თან სუსტ კომპებზეც საკაიფოდ მუშაობს, თითქმის არ ტვირთავს. DR.Web მეყენა ერთი პერიოდი მაგრამ რესურსებსის ჭამა უყვარს და საქმის კეთება არა თან სკანირებას დიდ დროს ანდომებს სასწაულად, მაგრამ ერთადერთი პლიუსი ის აქვს რომ ვირუსებს კარგად უმკლავდება. ანუ უმეტესობას რასაც სხვა ანტივირუსები უბრალოდ მიაშლიდნენ ეს კურნავს. ხოოდა ბოლოს რო გამიჩნდა ცოტა ნორმალური კომპი ვეძგერე bitdefender-ს. რამდენიმეგან წავიკითხე რომ კარგად მუშაობს და დატესტვის მიზნით. ხოდა დავრჩი კიდეც ამაზე რაცდ შეეხება MSE ძალიან არ გაომადგა. თუ ინერნეტი არ გაქ და განახლება არ გაუკეთე წითლდება და სასწაულად ტვირთავს კომპს, და რომ მქონდა ინტერნეტი მაინც მოშნად ტვირთავდა სანამ არ ჩაირთვებოდა. ვირუსს თუ იპოვიდა სანამ ხელით არ წავაშლევინებდი იდგა ვირივით და თან გაწითლებული + ჭედავდა. ხოდა მოკლედ დავაყენე ბიტდეფენდერი და დავისვენე ხალხო ჩართე Game mode და იგულავე ანუ დატვირთე კომპი,გამორთე და შევარდი ინტერნეტში და გადაურბინე თავზე ავირებს, ავასტებს, ნორტონებს, AVG სისულელეებს და ასე შემდეგ ეუფ რამდენი ვწერე
მირჩიეთ რა რომელი ანტივირუსი დავაყენო და საიდან გადმოვიწერო რომ უპრობლრმოდ დავაინსტალირო?
ავასტ 6
გაიხარე ასეთი ოპერატიულობისთვის. დღევანდელ ხარებასაც გილოცავ...
http://www.radikal.ru
ეს მაქვს, მაგრამ ეჩვი მაქვს რომ მთლად კარგად ვერ მუშაობს, რადგან ჯერ არაფერი დაუჭერია (2-3 თვეა რაც დავაყენე) და დავიჯერო ასე უსაფრთხოდ ვმუშაობთ?
ეგ როგორ და საიდან გადმოვიწერო და რაც მთავარია ... ლიცენზიის პრობლემა როგორ მოვაგვარო?
http://www.radikal.ru
უი, სურათი რატომ არ გახსნა?
http://www.radikal.ru
ისე დაგიწერ : avast! free antivirus ასე აწერია