რამდენიმე დღის წინ Opera Software-მ გამოუშვა პოპულარული ბრაუზერის ფინალური მე-11 ვერსია
სხვადასხვა გაუმჯობესებებთან ერთად, მთავარი ფუნქცია არის Extention-ების მხარდაჭერა (რომლითაც განთქმულია Firefox)
მართალია, მათი რიცხვი ვერ შეედრება Firefox-ისას ჯერ, თუმცა არის ისეთი პოპულარული გაფართოებების ანალოგები როგორებიცაა Youtube Downloader, Youtube Ads Free, Media Downloader, Download Helper, NoScript, AdBlock, AdSweeper, Gmail Checker, Facebook, და კიდევ ერთი პლაგინი, რომლის არსებობაც მე ძალიან გამიხარდა: Buzcomplete-autocomplete პლაგინი ოპერასთვის
განახლებულია ასევე ინსტალერიც, რომელიც საოცრად სწრაფად რჩება თავის საქმეს (თუკი წინა ვერსია არა აქვს წასაშლელი): Install-ზე დაჭერის შემდეგ 3-5 წამში უკლვე ეშვება ახალი Opera
ასევე საინტერესო ფუნქციაა Tab Stacking: ტაბების ერთმანეთზე გადათრევით შეგიძლიათ შექმნად ჯგუფი, რომელიც იკავებს ერთ ადგილს Tab Bar-ზე, მასთან მაუსის მიტანისას კი გამოისახება ამ ჯგუფში შემავალი ყველა ტაბის პიქტოგრამა,ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბრაუზინგისას ათობით ტაბს ხსნის
სხვა მხრივ, განახლებულია რენდერის ძრავა Presto 2.7 ვერსიამდე, განახლებულია CSS3-ის მოდული, გაუმჯობესებულია HTML5 მხარდაჭერა და ა.შ
სრული ცვლილებათა სია შეგიძლიათ ნახოთ http://www.opera.com/docs/changelogs/windows/1100/
გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან http://www.opera.com/browser/download/
მხარდაჭერილი პლათფორმებია Windows, MAC, Linux
კაი ვერსიაა,განსაკუთრებით დიზაინი მომეწონა და Tab Shaking
11.01 ვერსია გამოვიდა, მართალია მინორული აპდეითია, თუმცა უსაფრთხოების და სტაბილურობის ფიქსები აქვთ დამატებული...
Opera მუშაობს 11.1 ვერსიაზე, კოდური სახელით Barracuda
და როგორც წესი, http://my.opera.com/desktopteam/blog/ პერიოდულად აქვეყნებს ბლოგზე ახალ-ახალ სნაპშოტებს (სამუშაო ბილდებს)
ჩემი ყურადღება მიიპყრო http://my.opera.com/desktopteam/blog/2011/03/03/speed-dial-zooming-multi-column-and-mail-fixes-მა
რომელსაც დაემატა Speed Dial-ის კონფიგურირების ახალი პარამეტრები, როგორებიცაა:
გადმოწერეთ და ნახეთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, ეს სატესტო ვერსიაა და არაა დაზღვეული ბაგებისგან
როგორც ყოველთვის, ხელმისაწვდომია Windows, MAC, Linux პლათფორმები
უჰ გიო, მომეშვა გულზე ეს თუ გამოვიდა
გამოვიდა Opera 11 Beta 1 Build 2048
http://www.opera.com/browser/next/
http://get.opera.com/pub/opera/win/1110b1/int/Opera_1110_int_b1_Setup.exe
ძირითადი ცვლილებებია:
ახალი რენდერის ძრავი Presto 2.8 - უფრო სწრაფი და საფრთხო
პლაგინების ინსტალაციის ოსტატი - გამარტივებულია არარსებული პლაგინების (მაგალითად Flash Player) ინსტალაცია
WebP ფორმატის სურათების მხარდაჭერა
URL Filter API ოპერას Extension-ებისთვის: აფართოებს Extension-ების ფუნქციებს, ძირითადად კონტენტ-ბლოკერის განხრით, რაც საშუალებას მისცემს დამატებებს, უფრო ეფექტურად დაბლოკონ რეკლამები
Speed Dial გაუმჯობესება: ახალ Speed Dial-ს უფრო მეტი სამართავი პარამეტრები აქვს თქვენს გემოზე მოსარგებად
გაუმჯობესებებია ასევე მაილ კლიენტიში, მცირედ, მაგრამ მაინც შეცვლილია გრაფიკული გარისი და ასევე სხვადასხვა კომპონენტები
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ:
http://www.opera.com/docs/changelogs/windows/1110b/
Opera 11 Barracuda-ს ფინალური ვერსია გამოვიდა
http://www.opera.com/docs/changelogs/windows/1110/
http://my.opera.com/desktopteam/blog/2011/04/12/make-your-speed-dial-look-great-with-opera-barracuda
გამოვიდა Opera-ს 11.50 ფინალური ვერსია კოდური სახელით Swordfish (ხმალთევზა)
ძირითადი ყურადღება გამახვილებულია Speed Dial-ის დახვეწაზე და Extension-ებზე, ასევე განახლებულია რენდერის ძრავი Presto 2.9 ვერსიამდე, გაუმჯობესებულია HTML5 და CSS3-ის მხარდაჭერა, აქვს ასევე წარმადობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფიქსები, დახვეწილია ფერები და შეცვლილია დიზაინიც
მოკლედ, საჭირო განახლებაა
დეტალურად http://www.opera.com/docs/changelogs/windows/1150/
მისი გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან:
http://www.opera.com/browser/
(ტრადიციულად Windows MAC, Linux ვერსიები