გამარჯობათ. ახალი ვარ აქ. პირველი პოსტია ჩემი. დახმარება მესაჭიროება და თქვენი იმედი მაქ
23 წლის ასაკში გადავწყვიტე დავიწყო პროგრამირების სწავლა. ჯერწერობით ვსჯავლობ WBA- ს. შეიძლება ითქვას ზოგადად არ ვარ გარკვეული პროგრამირებაში.
სავარაუდოდ ვუმიზნებ სისტემურ პროგრამირებას. მაინტერესებს პროგრამისტები რა რჩევას მომცემთ
რა ენები უნდა ავითვისო და საერთოდ რა მჭირდება იმისთვის რომ 3-4 წელიწადში კარგი პროგრამისტი გავხდე... ( გარდა მონდომებისა, გონებრივი შესაძლებლობების, კომპიუტერის, ელექტროენერგიის და ა.შ.)
პატივისცემით _____
პროგრამისტი არ ვარ, მაგრამ რჩევას მოგცემ რა ისწავლო, რადგან საახლობლოში მყავს პროგრამისტები და მეტ-ნაკლებად ვიცი რაზეა მოთხოვნა:
C#
C++
dotNET
MS SQL (MySQL-იც)
ასევე საწყის დონეზე მაინც HTML რომ ბაზების მართვისთვის ვებ-ინტერფეისი გააკეთო
სადრაც ადრე ამ ყველაფერზე ქართული ელ–წიგნების ნაკრები ვნახე, ვნახავ სახლში და აგიტვირთავ თუ გინდა....
თუ უცხო ენები გესმის (ინგლისური ძირითადად) უამრავ სახელმძღვანელოს და ვიდეოლექციებს ნახავ ამათზე ინგლისურად საწყისიდან პროფესიონალ დონემდე
პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის და რჩევისთვის. ინგლისური ვიცი საშუალო დონეზე. მაგრამ დასაწყისისთვის მირჩევნია რათქმაუნდა ქართული ქიგნები. ბაზა ავიღო და შემდეგ უცხოურით გავაგრძელო განვითარება. თუ მაგ სიკეთეს იზავ რო ატვირთო დიდად მადლობელი დაგრჩები.
დასაწყისისთვის ჯერ ელემენტარულს ვსწავლობ. მემგონი 2-3 წელი საკმარისი იქნება მაგ ყველაფრის ასათვისებლად.... თქვენი აზრი მაინტერესებ...
ყველაფერს ვერ აითვისებ მთელი ცხოვრება
თუმცა, რაც დაგიწერე იმათი ათვისება საკმაოდ მაღალ დონეზე არაა პრობლემა 2-3 წელიწადში
ავტვირთავ ამ საღამოს
მადლობა
ველოდები საღამოს
აი, მოვიცალე და ავტვირთე:
http://dl.dropbox.com/u/18295398/E-Books/Programireba_GEO.zip
ეს წიგნებია მანდ:
რომ გითხრა მაღალი დონისაათქო არ იქნება მართალი, თუმცა დასაწყისისთვის ეგეც საკმარისია, მერე ინგლისურებს ადვილად გაიგებ უფრო რთული დონისას
ხო, JAVA-ზე არ იყო სამწუხაროდ ქართული წიგნი, ვეღარც მოვნახე (JAVA და Javascript აბსოლიტურად განსხვავებული რამეებია)
მადლობა დიდი... JAVA da Javascript ით რა ტიპის პროგრამები იწერება. ანუ თუ C++ იცი და ამით შეგეძლება პროგრამის წერა მაშინ Java რაში გვეხმარება ხო არ იცი შემთხვევით,,,
პ.ს. ამწუთას სამსახურში ვარ და აუცილებლად გადავწერ საღამოს სახლში რომ მივალ.
არაფერს,
Javascript იყენებენ ვებ პროგრამირებისას,
ხოლო JAVA არის უნივერსალური პროგრამირების ენა, რომელიც განკუთვნილია მულტიპლათფორმული (Win, Unix....) აპლიკაციების შესაქმნელად, ანუ აღარაა საჭირო ცალკეული OS-ისთვის სხვადასხვა ვერსიების წერა, დაწერ ერთს, რომელიც იმუშავებს ყველა პლათფორმაზე, თუკი მასზე Java ვირტუალური მანქანა (მას ჩვენ Java Runtime Environment ვეძახით) აყენია, ასევე შესაძლებელია ვებ-აპლიკაციების გაკეთებაცმაშინ, როცა NetFramework-ზე მხოლოდ Windows აპლიკაციები იწერება,
მეტს მე ვერ ვერკვევი და ბევრი რომ დავწერო შეიძლება შეცდომა დავუშვა სადმე
აჰა გასაგებია. სხვა დანარჩენისთვის გუგლი არსებობს მადლობა . დიდად დამეხმარე... სხვა ფორუმელებისგანაც ველოდები რჩევას იქნებ რამე მირჩიოს კიდე ვინმემ