თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ Gooooogle + ჭ

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 12 2008, 08:57 PM

მაინტერესებს თუ დაგაინტერესებთ აღნიშნული საკითხი, მოგეხსენებათ ქრომს 43 ენის მხარდაჭერა აქვს ქართულის გარდა, ხოდა რატომ არ უნდა იყოს ქართული ? ნუ არვიცი ალბათ ზარმაცი ერი ვართ blink.gif , ან ყველაფერში 200% სარგებელს ვეებთ (ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ დარელიზდა დღემდე OpenOffice სრული ქართული ვერსია, როცა ბოლომდე თარგმნილია,ერთადერთ წარმატებულ პოექტად FF ლოკალიზაცია მიმაჩნია) ერთმანეთის ჯიბრში ვუდგებით და ბოლომდე ვერ მიგვყავს ვერცერთი საქმე.
კაი გვეყო თვითკრიტიკა, საქმეზე:
ვაპირებ ქრომის გაქრთულებას მთლიანდ , მარტო მე ვერ გავქაჩავ huh.gif დახმარება დამჭირდება ძლივს შევძელი ინფორმაციის მოპოვება გოგლიდან:

ციტატა
It's opensource! Find a friend with your native language, and together
you can track down the source code and the language files that need to
be edited. Then you can compile a "% Chrome" to send to your
friends! It's a great way to get attention to your small consulting /
translation business, by the way...

კომპილაციას ტექნიკურ დეტალებს და ლოკალიზაციის ნაწილს ჩემს თავზე ვიღებ დანარჩენი ვინც იქნება დაიტერესებული ... თან ერთი დეტალია (უნდა მოხდეს ნათარგმნის რევიზია).

პოსტის ავტორი: domen Sep 12 2008, 09:12 PM

Frrrredo
ჰმმ, მივიღებდი მონაწილეობას :-) ერთი პირობით ოღონდ - ჩემამდე დაღეჭილი უნდა მოვიდეს ყველაფერი, მხოლოდ სტრინგების თარგმნა რომ მომიწიოს, ისე, მანდ ქექვის თავი არ მაქვს .. smile.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 12 2008, 09:26 PM

ოკ, როგორც ავღნიშნე თქვენ(დაინტერესებული პირები) მარტო სტრინგებს გადათრგმნით.
1.domen
2."დალშე"
3. ...

პოსტის ავტორი: gearge Sep 13 2008, 02:40 PM

Frrrredo
ჯიარჯიც, არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებს ამ შესაძლებლობას! smile.gif თანახმა ვარ "ვიქექო" biggrin.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 13 2008, 04:08 PM

1.Frrrredo
2.domen
3. gearge
4.კაი იქნება



პოსტის ავტორი: gi0_kiborg Sep 13 2008, 06:04 PM

+1
ოღონდ მარტო ტერმინები, პროგრამირებაში ვერ ვერკვევი

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 14 2008, 08:01 AM

დამამატეთ მეც smile.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 14 2008, 03:12 PM

ესეიგი სადღაც 3 ფაილია და დაახლოებით ბევრი არაა ყოველ შემთხვევაში 1.ლიცენზია და 'base; 2.user interface 3.ხო ეს მესამე ფაილი უბრალოდ აღწერაა იქ არაფერია არაა სათარგმნი უბრალოდ მოსარგებია ქართულ ფონტებზე , მაინტერესებს თქვენი აზრი : ამიტომ დღეს სადღაც ღამისთვის დავდებ ფაილებს პატარა განმარტებებით (ფაილის სტრუქტურა:XML) ჯობია რაიმე ისეთი რედაქტორი გამოიყენოთ რაც XML-ს სცნობს, თავის ტკივილი რო ავიცილოთ. smile.gif

1.Frrrredo
2.domen
3.gearge
4.Power_VANO
5.შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ ბატონებო. huh.gif

პ.ს ყველა მონაწილემ მომწერეთ თქვენი ელ.ფისტის მისამართები PM-ში, google groups გასაწევრიანებლად,
ჯგუფი: http://groups.google.ge/group/chromium-KA

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 14 2008, 03:31 PM

1.Frrrredo
2.domen
3.gearge
4.Power_VANO
5.gi0_kiborg-წინა ფოსტში გამომრჩი , დიდი ბოდიში smile.gif.

პოსტის ავტორი: gearge Sep 14 2008, 09:47 PM

Frrrredo
ყველაზე "ბინძურ" საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ: ლიცენზიურ შეთანხმებას ვთარგმნი! smile.gif იურიდიული დეტალების თარგმნა გარკვეულ "მაზოხისტულ" სიამოვნებას მანიჭებს, ალბათ ჩემი ხელმოწერიდანაც შეგიძლია დაასკვნა biggrin.gif თან ვიცი რომ მაგ შეთანხმებაში რამდენიმე ძალიან საინტერესო დეტალი არის ჩართული:

Google აძლებს თავს "a perpetual, irrevocable, worldwide, royalty-free, and non-exclusive licence to reproduce, adapt, modify, translate, publish, publicly perform, publicly display and distribute any content which you submit, post or display on or through" .. მოხვდით რა, ჰეჰ ... Chrome!

და თუ ეს არ იყო საკმარისი, გრძელდება სექცია 11-ში:

"make such content available to other companies, organisations or individuals with whom Google has relationships for the provision of syndicated services, and to use such content in connection with the provision of those services."

ბროუზერის ინტენსიური მიმოცვლის გათვალისწინებით გუგლის სერვერებთან, შეიძლება ვივარაუდოთ რომ საკუთარი ნებით ვიყენებთ ლეგალური შპიონს laugh.gif ამის ამოტივტივებას მოყოლილი აჟიოტაჟის შემდეგ გუგლმა ბოდიში გადაგვიხადა და ყველაფერი მონათლა იურიდიულ კაზუსად, აგრეთვე დაგვპირდა ყველაფრის ჩასწორება, მაგრამ ლიცენზიურ შეთანხმებაზე ეს ჯერ-ჯერობით არ არეკლილა! wink.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 14 2008, 09:54 PM

copyright არის 'BSD ანუ მაგ ლიცენზიის თანახმად ვრცელდება და GNU/GPL განსხვავებით ყველანაირი უფლება გაქ გაავრცელო, შეასწორო, გადდაკეთო, შენი სახელით გამოუშვა, კომერციული სარგებელი მიიღო , ისო რომ ავტორი არც ახსენო ... ჰა როგორია ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Sep 15 2008, 07:38 AM

ოფად არ ჩამითვალოთ, მაგრამ gearge, პირველი კაცი ხარ ვინც გამიგია ლიცენზიურ შეთანხმებებს კითხულობდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Sep 15 2008, 09:24 PM

Frrrredo
აგერ ვარ ნენა მეც :-)