მაქვს პროგრამა რომელსაც აქვს თავისი ენის ფაილი (lang.ini) ეს არის რუსული ენის ფაილი. მე შიგთავსი შევცვალე და სიტყვები ქართულად გადავთარგმნე (სიტყვები უნიკოდში ავკრიფე uft-8). პროგრამა რომ გავუშვი ქართული უნიკოდი ვერ აღიქავა და ასეთი შედეგი მივიღე (იხილეთ სურათი) თუ შეიძლება ამის შველა და თუ კი როგორ? ან თუ უნიკოდი არ ესმის სისტემას როგორ შეიძლება რომ ქართულად ”ავალაპარაკო”? არის რაიმე სხვა სტანდარტი რითიც მივცემს სისტემას საშუალებას რომ ქართული აღიქვას?
სურათი
პირველ რიგში: lang.ini ფაილის სკრინშოტი მოიყვანე. ნუ უბრალო ტექსტური ადგილები არ მჭირდება, მე მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ძირითადად მაგ ფაილის თავში ან ბოლოშია ხოლმე. უმეტესობა მასეთებს აქვთ ერთი პარამეტრი სადაც კოდირება უნდა მიუთითო და თუ მაგი შეუცვლელად დატოვე ზუსტად მასეთ შედეგს მიიღებდი
თუ იუნიკოდი არ ესმის მაშინ ყურის ექიმთან არი მისაყვანი, სხვა გამოსავალი არაა
ფაილს მინდა მთლიანად გავუკეთო ატაჩმენტი მარა არ აქვს ამ ფორუმს ამის შესაძლებლობა როგორც ვატყობ, არადა 1-2 კბ-ია როგორ ავტვირთო?
აგერ აქაჩეზე ავტვირთე და ნახე ტავიდან ბოლომდე
http://up.aqache.com/?act=download&fid=94B15p31&fname=lang_geo.ini
38 კბ-ია ასე რომ დიდი დროს არ მოითხოვს გადმოწერა
პირველ ბმულზე ჩემი გადაკეთებული ფაილია
ეს კი ორიგინალი ფაილის ბმული:
http://up.aqache.com/?act=download&fid=9ch9Dhti&fname=lang.ini
ქართული და რუსული ერთმანეთს ვერ იტანენ! გადაგეკეთებინა ინგლისური. ჩემი აზრით, თუ თვითონ პროგრამას არ ესმის უნიკოდი, ვერაფერს გააწყობ! აბა, მაგ პროგრამაში ქართულად წერს??? არა? მაშინ პროგრამაშია პარამეტრები შესაცველი, რომელსაც პროგრამირების ცოდნა უნდა!
Sh@ko
კი ბატონო გადავაკეთებ ინგლისურს თუ ეგ მაინც მომცემს შედეგს მარა რაღაც მეეჭვება რუსულში და ქართულში იყოს შეუთავსებლობა.
ადრე მაჩვენეს და დამავიწყდა როგღაც ხდებოდა რომ ფაილს hex-რედაქტორში პირვე ბაიტს უშლიდი და მერე ნორმალუდად კითხულობდა ქართულს ეჰჰჰ ეგ რომ გავიხსენო ეხლა ეგება ამელაპარაკებინა კიდევაც ქართულად ეს პროგრამა
Gandegili
მაგ ფაილებში საინტერესო არაფერი წერია ალბათ თვითონ მაგ პროგრამას არააქვს უნიკოდების მხარდაჭერა.
Reechard
ადრე შენ ახსენე resource hacker-ის მაგვარი პროგრამა, რომელსაც ქართული უნიკოდიც ესმისო. ხომ არ გახსოვს რა პროგრამა არის?
Baal
თუ პროგრამას არ აქვს Unicode UTF-8 ის პაძერჟკა, ყოველთვის ეგეთ პრობლემას წააწყდები . . .
და რთულია UTF-8-ის მხარდაჭერის გაკეთება პროგრამისთვის? რატომ არ უკეთებენ მწარმოებლები მაგის მხარდაჭერას?! გაახურეს საქმე
კეთილი იყოს შენი მობრძანება Gandegili რეალურ სამყაროში, ბევრი პროგრამის მწარმოებელს კიდია შენი ქართული(საწყენად არ მითქვამს) და უნიკოდის მხარდაჭერას არ უკეთებს პროგრამას. ზოგ შემთხვევაში ჭრის როცა ავტორს მიწერ, რომ გინდა მისი პროგრამის ქართულში გადაყვანა და უნიკოდის მხარდაჭერა შეიძლება გაიჩითოს შემდეგ ვერსიაში.
Bekward
რავი მაგაში რთული ნაღდად არაფერია, ან მწარმობელს ეზარება ან სულაც არ ითვალისწინებს :-), რომ ინგლისურის და რუსულის გარდა არსებობს სხვა ენებიც, ან პროგრამირების ენას რომელშიც წერენ თვითონ იმას არააქვს უნიკოდის მხარადაჭერა.
merabi
Reechard
ამ პროგრამის XN resource editor ლინკი იქნებ დადო ვერსად ვერ ვიპოვე.
XN resource editor არ ვიცი მარა resource hacker ნაღდად არ ესმის უნიკოდი ახლა ვზივარ და
ვანძ** Macromedia Flash8 გადაქართუკებას ვეჩალიჩები მანდ არის ერთი ფაილი "C:\Program Files\Macromedia\Flash 8\en\Configuration\FlashResources.dll" მანდაა Flash_ის ყველა დიალოგი , მენიუ და ა.შ. შედეგი Gandegili _ის გან
განსხვავებით სიმბოლოები კიარა ?????_ნიშნებია , როცა ვაქართულებ. ტექსტს
"1 MENU
LANGUAGE LANG_ENGLISH, SUBLANG_ENGLISH_US
{
POPUP "&File"
{
ვცვლი მაგ.LANGUAGE LANG_GEORGIAN, SUBLANG_GEORGIAN , კომპილატორი მეუბნება "Invalid statement: integer expected" ავდექი და ქართული ბიბლიოთეკა დავწერე , და მერე .ini ფაილშიც მივუთითე მისი არსებობა , მარა რათ გინდა მაინც კიდია იქნებ ვინმე ერკვევით მაგ პონტში რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებ? ჰუ!
Bekward
კიდე არის Resource Builder რომელსაც კარგად ესმის ქართული მარა რეგისტრაციის გარეშე exe ფაილებთან არ მუშაობს
და ვერაფერს ვერ ვიტყვი თუ როგორ მუშაობს გაქართულებული პროგრამები.
დააგდე თუ გაქ ეგ პროგი
Resource Builder-ი?
გააჩნია პროგს ზოგს მაგისთვის .lng ფაილები მოყვება :English.lng, Russian.lng... და თუ უიკოდის მხარდაჭერა აქ აქართულებ
საერთოდ პროგების გადაქართულებაზე აქ http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=14
giorgius, ძალიან გთხოვ, ძებნაში ჩაწერე საძიებელი სიტყვა "დამეხმარეთ" და მითხარი რამდენ თემას ამოაგდებს!
კი ბატონო, დახმარება გჭირდება, დაგეხმარებით რითაც შეგვეძლება, მაგრამ თემის მოძებნა გაჭირდება, რადგან ყველა "დამეხმარეთო", გოდებს, თემის მოკლე აღწერის დაწერა კი ეზარებათ...
მეორეც, ფორუმი უკვე საკმაოდ გაიზარდა, ათას საქმიან თუ უსაქმურ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ვიმარჩიელეთ, ალბათ მალე ყველა პრობლებას გავნიხილათ და შეკითხვის დასმა და მერე პასუხების ლოდინი აღარ იქნება საჭირო, პირდაპირ განხილულ საკითხს წავიკითხავთ...
ეს მარტო შენთვის არ მითქვამს, ყველამ გაიგოს!!! (მოდერებმაც). არც საწყენად მითქვამს, მეც ჩვეულებრივი იუზერი ვარ და მინდა გითხრა, რომ ადმინები და მოდერები გაცილებით სასტიკები არიან იუზერების მიმართ (ჰააა, ხომ გიკბინე მაინც?! )
giorgius
პროგრამას გააჩნია რა პროგრამაა დაწერე და ვნახავთ აბა
მეც მაქვს ერთი კითხვა.
გასაგებია, რომ .lng ფაილების გაქართულებას უბრალოდ ბლოკნოტი და მონდომება უნდა, მაგრამ რა ვქნათ, როცა ენის ფაილები .dll ფორმატშია მოცემული? ბლოკნოტით ვერ გახსნი, არადა მონდომება დიდია...
მაშინ Resource Builder მა წესით უნდა გააკეთოს მარა რეგისტრაცია უნდა კრეკი ვერ ვიპოვე მაშინ ეხლა არ ვიცი იქნებ არის სადმე უკვე
PoEdit.
ე.ი. სასწრაფოდ მჭირდება ერთი პროგრამის ქართულად გადათარგმნა, მაგრამ პრობლემა ისაა რომ პროგრამა ქართულ უნიკოდს ვერ ხედავს და იქნებ ვინმე დამეხმაროს მაგრა მჭირდება
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაა,
წინასწარ დიდი მადლობა
otikos
სამწუხაროდ, მასეთი პროგრამების გაქართულება შეუძლებელია. თუ ეხლა პროგრამულ კოდს დაშლი და უნიკოდზე გადააწყობ, ეს სხვა საქმეა.
საერთოდ შეიძლება მწარმოებელს მისწერო, რომ პროდუქტის მომდევნო ვერსიაში ჩაამატოს უნიკოდის მხარდაჭერა, მაგრამ ეგ არასაიმედო და დროში გაწელილი საქმეა, თუმცა "ცდა ბედის მონახევრეა"
მაგიტო ვუთხარი PoEditi ამ შემთხვევაში მწარმოებელი გიგზავნის ინგლისური ენის ფაილს გაფართოებით- .po , რომელოც იხსნება
პროგ..ში სახელად POEDIT , რომელსაც სხვათაშოროს ქართული "იუზერ ინტერფეისიც" გააჩნია , მოცემულია რამოდენიმე ათეული ან _ათასეული სტრინგი თითოეულ სტრიქონს ააქ მოპირდაპირე ველიც ააქ უწრ ქართულ თარგმანს (უნიკოდში) უგზავნი მწარმოებელს და ის ანა ახალ ბუილდში აინტეგრირებს მას ან უშვებს "პაჩის" სახით, მარა ეს ეხება Open Sources და GNU ლიცენზიის
მქონე პროგებს , რომლებიც უფასოდ ვრცელდებიან , სხვათაშორის Open Office_იც მაგ პრინციპითაა ნათარგმნი.
დანარჩენ შემთხვევებში ვიყენებთ რეს ჰაკერს ან რაღაც ათასგვარ სისულელეს, რო მენიუეი თუ არა შეტყობინებები მაინც გადაქართულდეს , ესეც იმ შემთხვევაში თუ პროგს უნიკოდის მხარდაჭერა გააჩნია.
Gi0rgius
ნოუტპდედით ცადე შეინახო unicode-ში და unicode big editian-ში, მგონი უნდა უშველოს თუ არ იმუშავა მაშIნ თვითონ იმ პრგოას პრობლემაა , და თუ კუბიკები გამოაქ მაშინ შრიფტის ბრალია
Gi0rgius
+ რა პროგრამაა დაწერე ბარემ და უფრო ადვილად დავადგენთ აქვს თU არა უნიკოდის მხარდაჭერა.
Gi0rgius
საიტზე შევედი და უკვე 95%-ით დარწმუნებული ვარ რომ პროგრამას არ აქვს უნიკოდის მხარდაჭერა მისწერე ავტორს მაგის შესახებ და იქნება გაასწოროს.
ისე, სკრინიც დადე აბა შენი გაქართულებულის, სადაც არასწორად ჩანს სიმბოლოები.
ჰმ.. აშკარად პროგრამის ბრალია, კუბიკები რომ ჩანდეს, შენი სისტემის ბრალი იქნებოდა, მაგრამ ასეთ დროს დამნაშავე თვითონ პროგრამაა.
იმის დასადგენად, აქვს თუ არა პროგრამას უნიკოდის მხარდაჭერა, ერთი მარტივი ხერხი არსებობს, ჩააგდეთ პროგრამის შესაბამისი ფაილი(თუ ფლეიერია მაშინ აუდიო ფაილი) საქაღალდეში მაგ: "ბლაბლაბლა", ანუ მთავარია რომ ქართულის ასოებით დაწერილი სახელი ქონდეს, თუ უნიკოდის მხარდაჭერა არა აქ მაშინ უბრალოდ ვერ დაინახავს მაგ ფაილს(ცადეთ აბა) და თუ აქვს მაშინ უპრობლემოდ იმუშავებთ...
ეს ახლა დავასკვენი რამდენიმეჯერ შემემთხვა ასეთი რამე, და შეამოწმეთ აბა თქვენც, რამე უაზრობა არ იყოს და შეცდომაში არ შევიდეს ხალხი...