პროგრამა დავწერე Visual Basic 2008-ზე, ეს ვერსია ავირჩიე უნიკოდის მხარდაჭერის გამო.
პროგრამა განკუთვნილია ავტომობილის განბაჟების საფასურის დასათვლელად, ითვალისწინებს რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, პროგრამა შედეგად იძლევა განბაჟების საფასურს ლარებში. კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც განსაზღვრულია კანონში ევროში, ექვივალენტით ლარებში, კი შესაძლებელია დაზუსტდეს ევროს მიმდინარე კურსის მითითებით (მინდოდა კურსი მიეღო მაგალითად ეროვნული ბანკის საიტიდან, მაგრამ სამწუხაროდ ეგ ჩემს ცოდნის ფარგლებს ცდება ), ასევე პროგრამა ანგარიშობს საწვავის ხარჯის ამერიკული სისტემის ექვივალენტს ჩვენებური სტანდარტისთვის
ესაც პროგრამა http://www.mediafire.com/download.php?roytmouymmd
იმდენი ხანი ვეწვალე პროგრამა, რომ ამ დონემდე მიმეყვანა, რომ 2.1 ვერსიამდე ავედი
Bekward
ძალზე საინტერესო და საჭირო ვეშია ვინც ავტობიზნესს ეწევა, (ეკონომიკურმა კრიზისმა თუ არ ჩააგდო ეგ საქმე )
პატარა შენიშვნები:
საბაჟო მოსაკრებელში რომ წერია 60ფუნტის ეკვივალენტი 138.174-შიო პირდაპირ კურსი მიგეთითებინა?
საწვავის ხარჯის დათვლაში კიდე MPG რას ნიშნავს???
gi0_kiborg
რავი მაგაზე მოკლე ვერ მოვიფიქრე თორე აუცილებლად, მარა source აღარ მაქვს მგონი თავიდან რა გაიხსენებს
Bekward
MPG რა იყო მე კიდე ვერაფრით მოვიფიქრე
ქართულ კანონში ეწერა კაცო 60 დოლარის შესაბამისი????? სირცხვილი ჩვენი
60 ევროს ექვივალენტი, კურსის ცვლილებით ფული ხო უნდა აკეთონ