პროგრამის დაწერა გადავწყვიტე რომელიც გამოთვლის კომპიუტერის ელექტრო ენერგიის მოხმარებას, ჯერჯერობით, მერე დაემატება კიდე სხვა რაღაცეებიც.
თქვენი დახმარება მინდა შემდეგში:
სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ნაწილების შესახებ ოგონდ რაც შეიძლება ზუსტი.
ჯერჯერობით მოვიფიქრე შემდეგი ნაწილები:
კვება
პროცესორი
დედა პლატა
ვინჩესტერი
დისკის წამკითხავი
დისკეტის წამკითხავი
ვიდეო კარტა
ოპერატიული მეხსიერება
გამაგრილებელი
მონიტორი
UPS - ქართულად ვერ მოვიფიქრე რა ქვია
კლავიატურა
მაუსი
Forumeli
იდეა ძალიან კარგია, თან გამოსადეგი აშკარად, მთავარია რამდენად ბოლომდე მიიყვან და რამდენად კარგად იქნება გამოთვლითი სისტემა აწყობილი... რაც შეეხება თვითონ აპარატურის ენერგო მოხმარებას... უნდა დაიარო მწარტმოებლების საიტები და იქ უნდა შეაგროვო ინფორმაცია თითოეულ მოდელზე რას რამდენი ვატი მიაქვს და ასე შემდეგ, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება, შეიძლება გაგაგიჟოს ამიტომ ნუ მიუდგები მხოლოდ ენთუზიაზმით "მე ეს მინდას" პრინციპით მიუდექი "მე ვალდებული ვარ ბოლომდე მივიყვანოს" პრინციპით რომ დახურო დაწყებული საქმე, ჩემის მხრივ შემიძლია შემოგთავაზო დახმარება და რაღაც კონკრეტულკ აპარატურაზე ან მოდელების ერთ კონკრეტულ სერიაზე მოგაწოდო ინფორმაციები...
Forumeli
შენ გიწერია კომპიუტერი რამდენ ენერგიას მოიხმარსო მარა მგონი ჯობია სისტემური ბლოკი რა ენერგიას მოიხმარს იმის გამომთვლელი დაწერო რომელიც კვების ბლოკის ასარჩევად კარგი იქნება მითუმეტეს ქართული
ისე მწარმოებლებს რო მიწერო და აუხსნა რო შენ აკეთენ აღნიშნულ პროექტს და თხოვო მათი პროდუქციის ენერგო მოხმარების მონაცემბი მგონი ღირს მე მგონია არ დაგზარდებიან
მოკლდ წარმატებები
ხო მემგონი რაგაცა ავურიეეეე .
პრინციპში მონიტორიც ხო წვავს დენს და კლავიატურა/მაუსი
ანუ მთლიანად რა ხარჯი აქვს კომპ. არა?
Giena
მაშინ შენ asus - ის პროდუქტი ნახე თუ ბევრი იქნება რომელიმე კონკრეტული ამოარჩიე მაშინ.
მე ეხლა ინტელს ვაგროვებ
Forumeli
ეს ნახე აბა:
http://www.extreme.outervision.com/psucalculatorlite.jsp
otosaxel
ამის მიხედვით ავაწყო თუ აზრი არ აქვს ჩემ ჩანაფიქრს?
Forumeli
ხო გაიხარე გამომადგება ნაღდად. ეხლა ვაწყობ ვიზუალურად პროგრამას.
Forumeli
მაგარი აზრია პრინციპში წარმატებები.
და რა ენაზე წერ მაგ პროგრამას? C# ში?
fasha
otosaxel
C# ს არ ვერჩი ნაღდად, და არც მგონია რომ რომელიმე ენა ცუდია უბრალოდ გააჩნია რა საქმესი გამოიყენებ ხო..
უბრალოდ მე ის მაწუხებს რომ ლინუქსზე არ გაეშვება.
Forumeli
შეეცადე პროგრამას ადვილი ინტერფეისი ჰქონდეს ასევე დაიცავი სიმეტრიულობა ნუ მოკლედ შეეცადე ლამაზი იყოს
და კიდე ბევრი ფუნქციები ჰქონდეს
და + 1 კიდევ შეეცადე პროგრამის კოდის ოპტიმიზაციაზე იფიქრო სულ
კი C# ში ვწერ. ვეცდები ყველანაირად ადვილი ინტერფეისი ჰქონდეს. თან დაწყწბამდე უფრო ადვილი ჩანდა მაგრამ რო დავიწყე მერე უფრო გამოჩნდა პრობლემები.
კარგა ხანი დამჭირდება იმიტომ რო ეხლა კარგად ვერ ვმუშაობ 25 - ში ფესტივალზე მივდივარ და რეპეტიციები მაქვს აი მერე უფრო კარგად ჩავუჯდები.
რა დროც არ უნდა დაჭირდეს მაინც მივიყვან ბოლომდე.
fasha
fasha
Forumeli
Forumeli
ლინუქსზე არ გაეშვება არანაირად .NET ბიბლიოთეკებს არ უშვებს მაიქროსოფთი ლინუქსზე
საერთოთ C# არის შექმნილი windows აპლიკაციებს საწერად.
otosaxel
რათქმაუნდა ადვილია საგრძნობლად .NET ენებზე დაწერა თან ადვილია თან ცოტა დროს მოითხოვს მაგრამ მაინც აი რაღაცნაირია რა
უფრო ზარმაცი პროგრამისტებისთვის არის , მე ასე ვთვლი
.net ისაო ესაო მაგრამ მაინც ნეითივი კოდი სულ სხვაა აი მაგალითად C C++ assembler
P.S ეს ჩემი პირადი აზრია, ჩემთვის .net პლატფორმა ცუდია
თემას აღარ გადავუხვევ
ამ თემაში C#-ზე კამათის გაგრძელება გამოიწვევს პოსტინგის შეზღუდვას ორი კვირით.
მგონი ზუსტად ვერ მივხვდი მაგრამ როგორც მივხვდი რაღაც კალკულატორის პონტი იქნება სადაც ჩაწერ მონაცემებს და ის გამოითვლის ესა თუ ის აპარატურა რამდენს მოხმარს?
თუ სწორად მივხვდი მაგდაგვარ კალკულატორებს ჯავასკრიპზე ვაკეთებდი ძველ კაი დროს ბანკში
მე მარტო Desktop კომპიუტერისთვის ვაკეტებდი და ბარემ Notebook - ის თვისაც გავაკეთებ.
რას იტყვით?
ისე ასეთი პროგრამის შექმნისთვის საჭიროა კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა როგორც ჩანს.
თქვენი დახმარება მჭირდება. ინფორმაციის მოპოვებაში ვისაც აქვს სურვილი გელოდებით.
Forumeli
ეხლა ვნახე საერთოდ ეგ თემა... იდეა მომეწონა.. სიმართლე გითხრა აქამდე არ მიფიქრია მსგავს რამეზე...
კონკრეტულად რა ინფო იგნდა? თუ რამე შემიძლიაა აქ ვარ
Forumeli
ჯერ დესკტოპ კომპიუტერისთვის გააკეთე , ხომ უნდა ნახო რა გამოგივიდა. და მერე ნოუთზეც გააკეთებ სად წავა
როგორ მიდის საქმე, მუშაობა გრძელდება?
სალამი ყველას ვერ შემოვდიოდი კარგი და ცუდი ამბები გადაება ერთმანეთს.
janela
შენ რომელიც უფრო მოგიხერხდება ის მინდა
მაგალითად Asus - ის მაზერები, ან პროცესორები, ან სხვა პროდუქტზე ინფორმაცია რათქმა უნდა ელ ენერგიის მოხმარების ინფოც.
წინასწარ მადლობა
სამწუხაროდ დროებით მუშაობა შეწყდა მაგრამ ნელნელა ვაკეთებ ეხლა. მთავარია სურვილი არ გამქრალა.
Forumeli
აღმოვაჩინე რო პროგრამის დიზაინის შედგენაში 0.05% ცოდნა მქონია
არა გაგეხუმრეთ სადღაც 5.5% მაქვს :D
კაცო შენ კოდი დაწერე, დიზაინის შედგენას რა უნდა მასეთ პროგრამას რაც შეიძლება მკაცრი ინტერფეისი უნდა ქონდეს
მუსიკალური ფლეერი ხომ არაა რომ მეგობრული ინტერფეისი ქონდეს.
:D:D აქამდე გეთქვა შეკაო
Forumeli
ჰე რას შვები ჩაიქნიე ხელი?
არა ხელი არ ჩამიქნევია. უბრალოდ ვერ მოვიცალე და შეყოვნდა, ავაწყვე ყველაფერი. პროგრამის კოდი 80% დაწერილია. იმედია მალე ნახავს დღის სინათლეს ეს პროგრამა.
მიდი, მიდი მიაწექი და გვანახე თუნდაც მინიმალური სამუშაო ვერსია (რომ ირთვება ისეთი ოღონდ )
http://support.asus.com/PowerSupplyCalculator/PSCalculator.aspx?SLanguage=en-us ინტელის კალკულატორია, ამ ბოლოს აღარ წერს პროცესორის სახელებს მაგრამ ეგებ რაღაც მოწყობილობების ვატებზე გამოგადგეს. თუ რამე შემიძლია აქ ვარ, ეხლა ვნახე ეს თემა.