არც ის გეგონოთ, რომ მინდა, არც ის, რომ http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=1753&view=findpost&p=20920 თემის კონკურენტია
მოკლედ, სახლში მყავს 5 წლის დისშვილი, რომელიც მამაჩემზე უკეთ ერკვევა ინტერნეტში ჯერ ალბათ ადრეა, მაგრამ მერე შესაძლოა მოხვდეს ასეთ საიტებზე, რაც არ მინდა.
რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ კომპს შეეყარა ვირუსი, რომელმაც მოახდინა ჰოსტების ფაილის შემდეგნაირად რედაქტირება - ყველანაირი ანტივირუსის საიტის ლოკალურ ჰოსტზე გადამისამართება
გამიჩნდა იდეა, რომ ვიმოქმედოთ მსგავსად და უმეტესობა პორნოსაიტი გადავამისამართოთ ლოკალზე მერე bath ფაილი გავაკეთოთ და გავავრცელოთ ქსელში - ვისაც უნდა - ნებით, ვისაც არა - მოტყუებით მოკლედ, როგორც შევძლებთ.
თუ სადმე შესაძლებელია ამ საიტების შეგროვება, შევაგროვოთ. დაბლოკვა ხდება შემდეგნაირად: C:\Windows\System32\Drivers\etc დირექტორიაში არის ფაილი hosts (გაფართოების გარეშე, გაიხსნება ტექსტურ რედაქტორში, მაგ.: Notepad-ში). მასში უნდა ჩავწეროთ ლოკალური IP და გადასამისამართებელი საიტი, მაგალითად xashura.ge
127.0.0.1 xashura.ge #ცოტა მეტი დაშორება უნდა რა, 5-6 ჰარით, რათა კარგად გამოჩდნეს და არ აიბლანდოს
127.0.0.1 www.xashura.ge #ძალიან ახლოსაა ეს...
ორჯერ იმიტომ, რომ 3 W-თი აკრეფისას არ მოხვდნენ. შემოწმებულია და მუშAობს ორივე ვარიანტის ჩაწერის შემთხვევაში.
გუუგლში ტოპ ასეული ვნახე და გადმოვაკოპირე, მაგრამ ვატყობ, რომ მაინც ბევრია
თუ საჭიროა, დამალულ განყოფილებაში გადავიტანოთ
Sh@ko
ეგეთი დიდი ბაზა მქონდა რეკლამების როგორიც არის adsense და სხვა, ვაგდებდი ჰოსტში და პოპ-აპ რეკლამებს აღარ ყრიდა საიტებზე, სამწუხაროდ დავკარგე თვარა სადღაც 2-3 ათასი ჩანაწერი იყო. საინტერესო იდეაა, მაგის ბაზის გამოსაყენებლად შეიძლება გამოგვადგეს პროგრამა Anti-Porn-ის ბაზა, რა თქმა უნდა თუ მოვახერხეთ ბაზების ექსპორტირება.
ვახ, ვიპოვე ის http://www.mvps.org/winhelp2002/hosts.txt
მე პორნო საიტებს user control-ით ვბლოკავ ხოლმე ,ისე ეს უფრო ადვილი უნდა იყოს .
Sh@ko
პირველ რიგში - სალამი :-)
ვფიქრობ, არასაჭირო საქმის კეთება წამოგიწყია. უცხოური ბაზრისთვის იგივე Anti-Porn-ის ტიპის პროგრამები კარგა ხანია რაც არსებობს, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში კი პორნოსაიტების აღნუსხვა არავის გაუკეთებია და გარდა იმისა, რომ უბრალოდ ტექნიკურად ძალიან რთულიც (და მოსაწყენიც) იქნება სოკოების ტემპით გამრავლებადი პორნოსაიტების დევნა და მერე მრავალ კომპიუტერზე ბაზების განახლება, საჭიროც არაა - 5-12 წლის ბავშვებს ქვევით დავწერ, როგორ მოევლებათ, უფრო დიდები კი უმეტეს შემთხვევაში იქით ასწავლიან მშობლებს კომპიუტერის გამოყენებას, იმათთვის შორიდან დაბლოკვა ძნელი იქნება.
პატარა ბავშვებისთვის შემიძლია გირჩიო ასეთი რაღაც: არსებობს პროგრამა http://www.kidzui.com/, რომელიც 5-12 წლის ბავშვებისთვის ფაქტიურად მთელი კომპიუტერია - საბავშვო თამაშები, მუსიკა, ვიდეოები, სურათები... მოკლედ, ყველაფერია, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის კომპიუტერში საინტერესოა და, რაც მთავარია, ყველაფერი გადამოწმებულია, არანაირი ძალადობა, 18+ და ასე შემდეგ.
შეიძლება ბავშვს მისცე ცალკე სამომხმარებლო ანგარიში (ანუ ერთადერთი ანგარიში, რომელიც უპაროლო იქნება), დაბლოკო იქიდან ინტერნეტში გასვლა და დესკტოპის იქით გახედვა და სტარტაპში ჩააგდო მთელ ეკრანზე გაშლილი Kidzui, პრობლემა მოხსნილია.
ეს მეთოდიც კარგია მაგრამ თუ მაინც გინდა შემიძლია რომ დაგეხმარო ამ საიტების შეგროვებაში
ეს ბევრს გამოადგება 10 წლის ბავშვს ვერ დააინტერესებ უკვე ასეთი პროგრამები
domen, მადლობა ვცდი ბრაუზერს.
ჰოსტების გადამისამართებით მინდოდა სასარგებლო ვირუსივით გამეკეთებინა
Sh@ko ჩენთაბ რატო არ მუშაობს ეგ ვარიანტი? ოღონდ მე ოდნოზე გავაკეთე.
127.0.0.1 odnoklassniki.ru
127.0.0.1 www.odnoklassniki.ru
ასე დავწერე
Forumeli
ჰეჰეე, მე მგონი იმიტომ, რომ odnoklasniki.ru-ც მუშაობს, დააკვირდი, ერთი "ს" ურევია. ეგეც მოსინჯე., მე მგონი, მარტო www-იანი რომ ჩაწერო, ეგრეც იმუშავებს.
უბრალოდ, რამდენიმე ორთოგრაფიულშეცდომიანი დომენი აქვთ, რომ სხვაგან არ მოხვდნენ ხალხი