http://www.itschool.ge
ყველასთვის, ვისაც ნამდვილად უნდა შეიძინოს რეალური ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება
სწავლის ხარისხი - ჩვენი პრინციპია და ჩემი აზრით, ესაა ძირითადი მომენტი რაც უნდა აინტერესებდეს სტუდენტს.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
1. ვებ–პროგრამირება (PHP, MySQL)
2. საბაზო კომპიუტერული პროგრამები
3. კომპიუტერული ქსელები
http://www.itschool.ge
გიო_
ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია!!!
პირველები ხართ და გაამართლებთ, იმედია ;-)
თემას ვპინავ :-)
domen
ძალიან დიდი მადლობა
P.s. ნებისმიერი შენიშვნა ან წინადადება ან აზრი თუ გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ.. აუცილებლად გავითვალისწინებთ
სასიამოვნო, მარტივი დიზაინის საიტია, favicon-ზეც კი გიზრუნიათ და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაგიფასოთ რომ მთლიანად საიტზე ქართული ტექსტი Unicode-ში არის აკრეფილი!
ეს ოფტოპიკად დავტოვოთ ეხლა გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რომელიც საიტის განვითარებისთვის გამოგადგებათ:
1) აღმოვაჩინე რომ Netcraft-ის შეფასებით თქვენი საიტის RiskRating არის მაქსიმალური (იხილეთ მიმაგრებული სურათი) რაც აბსურდულია რადგან ასეთი შეფასება ფიშინგ, ფარმინგ და სხვა ბოროტმოქმედ ქმედებებში შემჩნეულ საიტებს ეძლევა!
gearge
ვაფასებ შენს რჩევებს
მადლობა.
P.s.
გიო_
მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია თქვენი წამოწყება წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში. თანაც ფასებიც მისაღებია აშკარად
აბა ჩვენგან ვის უნდა სკოლის გატესტვა? წადით, ისწავლეთ (ანუ დატესტეთ) და გაგვიზიარეთ შეხედულებები
გიო_
ღია კარის დღე როცა გექნებათ, გთხოვთ არ გამოგვატოვებინოთ!
Power_VANO
გიო_
domen
მშვენიერი შემოთავაზებაა
დიდი სიამოვნებით.
როგორც კი დავაზუსტებთ დეტალებს, დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ
მშვენიერი!
წინასწარ ბოდიში მინდა მოგიხადო გიო_, მაგრამ ფორუმ.ჯი-ზე შესაბამისი თემის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა დამებადა: პირადად თქვენ რა დატვირთვა გაქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლაში©
gearge
კიდევ მინდოდა მეთქვა, და მავიწყდებოდა
საიტს რაც შეეხება, ალბათ მივხედავთ ამ დღეებში და ცოტას კიდევ გავაუმჯობესებთ... გარკვეული აუცილებლობიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე დროში მოგვიხდა საიტის დიზაინის, კოდის და CMS'ზე მიბმის პროცედურების ჩატარება. რამაც თავისთავად, ასე თუ ისე დაღი მაინც დაასვა მის ხარისხს.
სხვათაშორის, რამოდენიმე ისეთი სასაცილო შენიშვნაც მივიღეთ, როგორზეც ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შეიძლება ადამიანი მოგედაოს
P.s. დიდი ბოდიში თუ დავარღვიე თქვენი ფორუმის წესები.. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ დახუროთ ეს თემა. მიუხედავად ამისა, ღია კარის დღეზე მაინც სიამოვნებით მიგიღებთ
გიო_
Power_VANO
მაგასაც არაუშავს, გამოუშვით თქვენი სკოლიდან ნასწავლი ადამიანები ეგაა მთავარი, იყოს მცირე რეკლამა
გამარჯობა, ბიჭებო
საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა საუბარში, მაგრამ არაუშავს...
ახლა იმის თქმა მინდოდა, რომ ადრე ვისაუბრეთ ღია კარის დღესთან დაკავშირებით და მინდოდა ახლა ასეთი რამ შემომეთავაზებინა თქვენთვის:
საჯარო და ოფიციალური ღია კარის დღის გამოცხადება ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი ჩვენი ოფისის მასშტაბების გათვალისწინებით. ამიტომ, თუ არ დაგეზარებათ და ამასთან ერთად, სურვილიც გექნებათ დაგვათვალიეროთ, დაგვისვათ კითხვები რომელიც გაინტერესებთ ან თუნდაც უბრალოდ, ადამიანურად გავისაუბროთ ჩვენს სკოლასთან და საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით (თან ჩვენი კვალიფიკაციის დონესაც შეიტყობთ ალბათ ) ნებისმიერ დროს, წინასწარ შეთანხმების საფუძველზე დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თქვენნაირ სტუმრებს
ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან უშუალო ურთიერთობას მივესალმებით
იმ დამოკიდებულებამ რაც ამ ფორუმის მომხმარებლებისგან (ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები უფლებებით ) დამხვდა აქ, ძალიან იმოქმედა ჩემზე და თავიდანვე განმაწყო მეგობრულად
ასე რომ, მხოლოდ გამიხარდება თქვენთან ურთიერთობა. მომწერეთ მერე, რას და როგორ გადაწყვიტავთ და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ.
ფორუმ.გე-დანაც არის დაინტერესებული ხალხი (ყოველშემთხვევაში ერთი ნამდვილად, ახლახანს ველაპარაკე ამ საკითხზე) და თუ ძალიან ბევრნი არ იქნებით, იმათაც შევატყობინებ. ოღონდ მაქსიმუმ 10 კაცი, თორემ არ გვეყოფა რესურსები
დანარჩენები მეორე ეტაპზე.
გიო_
სალამი!
ძალიან კარგი ამბავია :-) ჩვენ, ვინც ამწუთას შევთანხმდით წამოსვლაზე, გვცალია გარდა ორშაბათისა ნებისმიერ დღეს, თუ აუცილებელი იქნა, ორშაბათსაც მოვიცლით :-) მთავარია, თქვენ როდის გეცლებათ, ჩვენ მზად ვართ.
მოვდივართ სიტუაციის გასაცნობად, კითხვებს დაგისვამთ და ერთ-ორ სურათს გადავიღებთ, შეპირებული სტატისთვის :-)
P.S. კიდევ ორ კაცს დავიმატებთ კომპინფოდან, თუ ვინმეს გინდათ :-) მხოლოდ სტაჟიანებს ;-) აქვე დაპოსტეთ, დასწრებაზეა
სიამოვნებით წამოვალ თუ ამის საშუალება იქნება, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამგვარი პროექტები.
Frrrredo