თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ Opera Unite

პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 07:19 AM

აზრზე არ ვარ, რა არის, ამწამს ვნახულობ.

თქვენც ნახეთ: http://unite.opera.com/ (ან http://www.opera.com/freedom/).

აგერ გასაცნობი ტექსტიც: http://dev.opera.com/articles/view/an-introduction-to-opera-unite/

------------------------

ჰმმ, საინტერესოა:

ციტატა
Opera Unite is, in short, a Web server running inside the Opera Web browser. This Web server allows the user to install services and share these services with their friends and colleagues (or everyone, if they wish). The interaction is all done via a central Opera Unite server — Opera Unite uses a proxy between the server and its clients (found at operaunite.com) to avoid the need for any special firewall configuration.


უაჰ! მომწონს smile.gif

აგერ, სატესტოდ: http://home.domen.operaunite.com/file_sharing/content/ და http://home.domen.operaunite.com/fridge/ :-)

საინტერესოა, რომ ყველა მოქმედებაზე (მაგალითად, მაცივარზე ახალი შენიშვნის მიკვრისას) მე მომდის შეტყობინება, ამან და ამან შენს Opera Unite-ში ეს ქნაო.

--------------------

ხომ, ესეც http://home.domen.operaunite.com/the_lounge/lounge.html, ადგილი IM-ისთვის.

პოსტის ავტორი: Bekward Jun 16 2009, 07:50 AM

domen
ვაა, მაგარი რაღაცა ჩანს ტო ohmy.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 16 2009, 08:02 AM

მოდის... მოდის მოდის რევოლუცია
კ.ფ "ნატვრის ხე" დან biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 16 2009, 08:06 AM

ვაიმე, ვინმემ მომკალით! biggrin.gif

საწამლავი დამალევინეთ!!! laugh.gif tongue.gif


მეც გავაკეთე http://work.profsword.operaunite.com/file_sharing/
ფაილსერვერს რო თავი დავანებოთ, ვებსერვერი რო გვინდა ხალხს უფასოდ და პროვაიდერებს ვემათხოვრებით... smile.gif აგერ, უფასოდ...

მოკლედ, სუპერ-პუპერია რა smile.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 16 2009, 08:28 AM

ვაუ, მაგარი რამეა მართლა. გაოგნებული ვარ.
საღოლ ოპერა სოფტვარე smile.gif
აბა, ნელ-ნელა კარგად გავარჩიოთ.
მაგრამ რთული არც არაფერია.
სამაგიეროდ, გამოსადეგიან ნამდვილად.


პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 08:28 AM

Sh@ko
ნწ, ვებსერვერი დიდი ვერაფერი ხვითოა biggrin.gif html და JS, ჰა-ჰა, php-ს ვერ ცნობს smile.gif

ნუ, მაგის ამუშავების გზაც გამოიძებნება, ნელ-ნელა წამოვა შესაბამისი გაფართოებები, მაგრამ ამწუთას რაცაა, არაფერში ვარგა smile.gif

ფაილსერვერი კარგია smile.gif თუმცა, უბრალოდ ტორენტის გრაფიკული ვარიანტია, მაინც შენს რესურსებს ჭამს tongue.gif

ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ნებისმიერ მოწყობილობაზე მუშაობს Unite smile.gif ნებისმიერზე, სადაც მუშაობს Opera, რა თქმა უნდა tongue.gif ასე რომ, Pitersona, აღარაა wap-ზე წვალება საჭირო სურათების ასატვირთ-ჩამოსატვირთად :-)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 16 2009, 08:32 AM

აუ ეს რა პრობლემა მომიგვარე: სამსახურში მთელი დისკი მივაშარინგე (Private-თი რა თქმა უნდა) და ახლა აღარ მექნება გადაწერა/გადმოწერის პრობლემა.... ძაან მაგარი რამეა, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ როგორია ნეტავ??

პოსტის ავტორი: Bekward Jun 16 2009, 08:35 AM

ეეჰ, სანამ GeLink არ მექნება sad.gif ისე მართლა კაი რაღაცაა და დომენ შენგან 35-ით მოქონდა და რა ნეტი გაქვს ეგეთი? tongue.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 16 2009, 08:37 AM

ჯერ ახალი ხილია და უსაფრთხოება კაი საკითხავია...


ვებსერვერს რაც შეეხება, არ მიცდია საიტის ატვირთვა, ახლა ვცდი wink.gif მოყვარულს შეუძლია გააკეთოს HTML და ფაილების ატვირთვა არ დასჭირდება სადმე, ეგაა კაი smile.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 08:39 AM

Bekward
რომ მოქონდა საერთოდ, ეგ მიკვირს biggrin.gif DSL, 50 ლარიანი smile.gif

gi0_kiborg
Sh@ko
ჰო, უსაფრთხოება მეც ვიფიქრე, მაგრამ სანამ ვინმე არ გატეხავს, იქამდე ვერაფერს გავიგებთ მაგ ამბავზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 16 2009, 08:46 AM

Sh@ko
შენგან 35-ით ვიწერ..
domen
ნიუსი უნდა ამ ამბავს მთავარზე

http://work.giokiborg.operaunite.com/fridge/ აი ჩემი მაცივარიც

პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 08:48 AM

gi0_kiborg
ვწერ უკვე smile.gif

შენი მაცივარი მიუწვდომელია, Firewall-ში გადის ნამდვილად?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 16 2009, 08:50 AM

ციტატა(domen @ Jun 16 2009, 11:48 AM) *
gi0_kiborg
ვწერ უკვე smile.gif

შენი მაცივარი მიუწვდომელია, Firewall-ში გადის ნამდვილად?

აბა ახლა ცადე....
ფაერვოლში დავრთე ნება და იმედია შიდა ქსელი (თსუ-სი) არ გაახურებს

პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 08:53 AM

gi0_kiborg
ნწ, მაინც არაფერი sad.gif

ბმული ჩავასწორე ზედა პოსტში.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 16 2009, 08:55 AM

ციტატა(domen @ Jun 16 2009, 11:53 AM) *
gi0_kiborg
ნწ, მაინც არაფერი sad.gif

ბმული ჩავასწორე ზედა პოსტში.

http://work.giokiborg.operaunite.com/fridge
აბა....
ისე, ამ სიამოვნებისთვის Opera ჩართული უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 16 2009, 09:12 AM

ციტატა
giokiborg does not seem to be running any services at the moment.

მგონი რომ ჩართული უნდა იყოს... :|

პოსტის ავტორი: domen Jun 16 2009, 09:22 AM

gi0_kiborg
კი smile.gif

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 16 2009, 04:58 PM

სადიდან გადმოვიწერო ახალი Opera? Opera Unite-ს საიტიდან კი გადმოვწერე მაგრამ მე-10 ვერსიაა

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 17 2009, 06:15 AM

აბა, თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ ვინც უკვე იგემეთ Unite cool.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 17 2009, 08:38 AM

Goka710, http://unite.opera.com/ აქედან გადმოწერე? ხოდა ეგაა
მარცხნივ რომ პანელია, ბუკმარკების და ისტორიის, მანდ იქნება სადღაც იუნიტის ლოგოც და იქიდან ჩართავ/გამორთავ სერვისებს!

სერვისით რომ სხვამ ისარგებლოს, ოპერაც ჩართული უნდა გქონდეს!

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 17 2009, 09:11 AM

სახლში ამუშავდა მაცივარიbiggrin.gif http://home.giokiborg.operaunite.com/fridge/
ისე, როუტერში პორტების გადამისამართებით ხომ გაიზრდება კავშირის სიჩქარე,? მაგრამ რომელი პორტი გადავამისამართო?

პოსტის ავტორი: achiko Jun 17 2009, 09:17 AM

gi0_kiborg
ოპერადან არ მუშაობს?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 17 2009, 09:18 AM

achiko, ოპერადან მუშაობს, აბარა! biggrin.gif ოღონდ სპეციფიური ოპერადან wink.gif
http://unite.opera.com

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 17 2009, 09:19 AM

ის ფუნქციები, რომლის აღწერაც არის საიტზე, ჩართვა უნდა?

და სერვისებისს არღწერა არ გინდათ ვინემ გააკეთოთ?

პოსტის ავტორი: achiko Jun 17 2009, 09:21 AM

ვინმემ გააკეთოს აღწერა ,რა როგორ კეთდება დაწვრილებით?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 17 2009, 09:22 AM

Goka710
ფაილ შერინგის სერვისს რა აღწერა უნდა? ჩართავ ოპერას და იუნიტს, მიუთითებ უზერნეიმს და პაროლს, მიუთითებ საქაღალდეს, სადაც არის ფაილები, რომლებსაც აშეარებ, აირჩევ ყველამ ნახოს, მარტო მეგობრებმა პაროლის მეშვეობით თუ მხოლოდ შენ და ვსიო. ოპერა ჩართული დატოვე და სხვა კომპიდან შევლენ და გადაწერენ ფაილებს

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 17 2009, 09:26 AM

Sh@ko
ზოგადად Sharing-ის არსი არ ვიცი რაში მდოგამარეობს rolleyes.gif . რაც შეეხება სხვა სერვისებს – Fridge, The Lounge, Media Player, Web Server?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 17 2009, 09:32 AM

ციტატა(Goka710 @ Jun 17 2009, 01:26 PM) *
Sh@ko
ზოგადად Sharing-ის არსი არ ვიცი რაში მდოგამარეობს rolleyes.gif . რაც შეეხება სხვა სერვისებს – Fridge, The Lounge, Media Player, Web Server?


შერინგის არსი... ჰმ... rolleyes.gif ეგ ნიშნავს გაზიარებას. ანუ, სხვას შეუძლია გაზიარებული საქაღალდიდან გადაწეროს ფაილები. ანუ სხვა კომპიდან ინტერნეტის საშუალებით. მაგალიტად, პროგრამების საინსტალაციოებს გააშერინგებ და როცა მოისურვებს და როცა ჩართული გექნება ოპერა, გადაიწერს შენს დაუკითხავად (თუ ამის ნებას მისცემ, ანუ პაროლს ეტყვი იმ საქაღალდეზე)


Fridge ანუ მაცივარზე მისაწებებელი ქაღალდები ეკრობა და შეგიძლია რამე-რუმეები მიუწებო, ხომრობის პონტში.
The Lounge - ჩატია ოპერას მეშვეობით... არ მიცდია smile.gif
Media Player - იგივე ფაილ შერინგია, ოღონდ შესაძლოა მუსიკების პირდაპირ დაკვრა შესძლოს გადმოუწერლად. არ მიცდია.
ვებსერვერზე კი სტატიკურ საიტს ატვირთავ და ვინცხა გახსნის smile.gif ონლი ჰტმლ ის ალლოვედ wink.gif
კიდეა ფოტოსერვერი, ანუ ფოტოების პაპკას გააშერინგებ და გადმოუწერლად ნახავს ფოტოებს, შეუძლია გადაწეროს კიდეც


ამ ყველაფერზე შეიძლება წვდომების დაყენება, ანუ ყველასთვის მისაწვდომი, მეგობრებისათვის მისაწვდომი პაროლითურთ და მხოლოდ შენთვის მისაწვდომი...

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 17 2009, 09:33 AM

ციტატა(Goka710 @ Jun 17 2009, 12:26 PM) *
Sh@ko
ზოგადად Sharing-ის არსი არ ვიცი რაში მდოგამარეობს rolleyes.gif . რაც შეეხება სხვა სერვისებს – Fridge, The Lounge, Media Player, Web Server?

Fridge-მაცივრის კარზე მიმაგრებული სტიკერებია, უბრალოდ შეტყობინებები, მნიშვნელოვანი ფაქტები რომ არ დაგავიწყდეს
Lounge- ჩატია ჩვეულებრივი, მაგას ვიდეოკავშირსაც თუ დაამატებენ მაგარი იქნება
Media Player-ეგეც ფაილ შარინგია, მაგრამ ოპტიმიზებული მულტიმედია ფაილებისთვის, შენი მუსიკალური კოლექცია შეგიძლია სულ თან გქონდეს რამხელაც არ უნდა იყოს
WEB Server-ვებ სერვერია, რომელსაც შენს კომპიუტერზე გაუშვებ, შეგიძლია მანდ საიტი გააკეთო, თუმცა ჯერჯერობით სუსტიაო როგორც domen-მა თქვა

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 17 2009, 09:38 AM

ისე, სიმართე რომ ვთქვა, ახალ სკინს ველოდებოდი მე, ისეთი რეკლამა ქონდა გაკეთებუ, რომ მეგონა რაღაც სასწაული უნდა ყოფილიყო cool.gif

პოსტის ავტორი: achiko Jun 17 2009, 09:51 AM

unite.opera დავაყენე და ზევით მარჯვნივ კუთხესი პატარა სანაგვე რომ იყო ის აღარაა და ვერ გამოვაჩენ?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 17 2009, 01:29 PM

achiko
biggrin.gif მგონი სანაგვეს უნდა დაემშვიდობო... tongue.gif სამაგიეროოოოდ, მომრგვალებული ისარი ხატია შუაში X-ით და ისაა იმ ფუნქციის მატარებელი, რასაც სანაგვე ატარებდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 17 2009, 04:30 PM

ბოდიშს ვიხდი, რომ სიახლე აქამდე ვერ გავუშვი, იმისთანა ამბავი მოხდა, როცა ვწერდი, რომ იმ დროს ამდგარი ახლა დავჯექი კომპთან smile.gif

თუ გამიმართლა, ხვალ იქნება. დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან :-)

პოსტის ავტორი: Goka710 Jun 17 2009, 08:08 PM

ვერაფერი გავიგე ახალ Opera-ს wacko.gif . გადმოვწერე მაგრამ განსხვავებას ვერ ვხედავ

პოსტის ავტორი: domen Jun 22 2009, 08:36 AM

plastic
მე ეს მომწონს განსაკუთრებით:



თვალები როგორ უელავს, როცა შესაძლებლობებზე ლაპარაკობს biggrin.gif აი, ნამდვილი Geek tongue.gif

ერთი გამოსვლა ჯამში და რამდენიმე ნაწილადაა დაჭრილი, ერთის მეტს ვერ ვპოულობ sad.gif