პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 4 2010, 10:18 AM
საინტერესოა რომელი დომენ გაფართოებ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში (ქართული თუ უცხოური) და რატომ? ანდა, რა კრიტერიუმებით ხდება ქართული ან უცხოური დომენ დაბოლოების შერჩევა?
რა შემთხვევაში აირჩევდით თქვენი საიტისთვის .ge და რა შემთხვევაში .com, .net, .org ან სხვა საერთაშორისო დომენ გაფართოებებს?
პოსტის ავტორი: Giena Aug 4 2010, 12:15 PM
Virginia Wolf
ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 02:18 PM)
საინტერესოა რომელი დომენ გაფართოებ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში (ქართული თუ უცხოური) და რატომ? ანდა, რა კრიტერიუმებით ხდება ქართული ან უცხოური დომენ დაბოლოების შერჩევა?
რა შემთხვევაში აირჩევდით თქვენი საიტისთვის .ge და რა შემთხვევაში .com, .net, .org ან სხვა საერთაშორისო დომენ გაფართოებებს?
პირველ რიგში ge ქართული დომენია და უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ თუ გვაქვს სხვა დომენზე საიტი სასურველია იგივე დომენი გაკეთდეს ge-ზეც რადგან მომხმარებელი როგორც წესი ge-ს კრეფს ხოლმე
com-ს რაც შეეხება ეს უფრო კომერციული ორგანიზაციებისთვის არის, თუმცა თუ კომპანია არ აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას არ სჭირდება მგონია და ლოკალურ დომენზე დარჩებნა არ აწყენს
net ეს არის network ანუ ძირითადად პროვაიდერებს და სატელეფონო/მობილურ ქსელებს აქვთ ანუ კომუნიკაციაზე ვინც მუშაობს. აი org არის არასამეწარმეო კომპანიებისთვის იგივე არასამთავრობოებს რომ ეძახიან ან ისეთი კომპანიებისთვის ვინც ღია კოდზე მუშაობს (linux მაგალითად). დანარჩენი უკვე სურვილის მიხედვით არის
თუმცა ვთვლი, რომ თუ გინდა ორგ დომენი გე-ც უნდა მიაყოლო ხოლმე
მ.მ. ისე ადელინა კარგი ქალი კი იყო, მაგრამ გვარი ორი o-თი იწერება (Woolf)
პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 4 2010, 01:38 PM
Giena
მადლობა გამოხმაურებისთვის და განმარტებებისთვის. გასაგებია ისეთი საერთაშორისო დომენების მიზნობრივი დატვირთვა, როგორებიც არის .com, .net, .org და სხვა მსგავსი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ ხდება მათი დანიშნულებისამებრ არჩევა. მე სწორედ დომენ გაფართოების სურვილისამებრ არჩევის შემთხვევაში იმ ხალხის/ორგანიზაციების (და მათი მოტივების) შესახებ მსურს გავიგო, რომლებიც უცხოურ დომენებს ანიჭებენ უპირატესობას.
ანდა ასეც დავსვამდი კითხვას, არსებობს თუ არა ინტერნეტში ქართული საიტების შესახებ (რომლებიც ქართული და/ან უცხოური დომენებით არიან დარეგისტრირებულნი) მოაცემთა ბაზა?
p.s. მეც მესიმპატიურება ეს აადამიანი. იმედია მომიტევდა შეცდომით, რომ დავწერე მისი გვარი
პოსტის ავტორი: Giena Aug 4 2010, 02:17 PM
Virginia Wolf
ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 05:38 PM)
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ ხდება მათი დანიშნულებისამებრ არჩევა. მე სწორედ დომენ გაფართოების სურვილისამებრ არჩევის შემთხვევაში იმ ხალხის/ორგანიზაციების (და მათი მოტივების) შესახებ მსურს გავიგო, რომლებიც უცხოურ დომენებს ანიჭებენ უპირატესობას.
ხომ დავწერე უკვე:
ციტატა(Giena @ 4th August 2010 - 04:15 PM)
com-ს რაც შეეხება ეს უფრო კომერციული ორგანიზაციებისთვის არის, თუმცა თუ კომპანია არ აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას არ სჭირდება მგონია და ლოკალურ დომენზე დარჩებნა არ აწყენს
ანუ კომპანია თუ აპირებს გავიდეს საზღვარგარეთაც ალბათ com-ს მიანიჭებს უპირატესობას, თუ მხოლოდ ლოკალური ბაზარი აინტერესებს მაშინ ge-ს. მე მაგალითად არასამეწარმოე ორგანიზაციაზე "ვჩალიჩობ" და ამირომ org-ზე ავიღე დომენი, თუმცა ge-ზეც ავიღებ აუცილებლად და ორივეს ერთ ჰოსტზე დავსვამ.
ციტატა(Virginia Wolf @ 4th August 2010 - 05:38 PM)
ანდა ასეც დავსვამდი კითხვას, არსებობს თუ არა ინტერნეტში ქართული საიტების შესახებ (რომლებიც ქართული და/ან უცხოური დომენებით არიან დარეგისტრირებულნი) მოაცემთა ბაზა?
მგონი ეს საერთოდ სხვა კითხვაა
ბაზასდ რაც შეეხება არ ვიცი, შეიძლება იყოს სადმე დასაძებნია, ყველაზე ლოგიკურად მაგის ამოჩიჩქვნა შეიძლება ინტერნეტის განვითარების ჯგუფში, ge დომენი ვის ხელშიც არის, იმათმა უკეთესად იციან ჩანაწერების ამბავი
პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 5 2010, 06:29 AM
კი, ბოლო სხვა სეკითხვაა, რომელიც ასევე მაინტერესებდა.
O.k მადლობა
პოსტის ავტორი: Classical Aug 6 2010, 04:14 PM
დომენებს გაფართოებები თუ ქონდა ნამდვილად არ ვიცოდი
პოსტის ავტორი: Virginia Wolf Aug 9 2010, 08:30 AM
დომენ გაფართოება იგივე დომენ დასახელება ან დომენ დაბოლოება, დომენების აღმნიშვნელი რამდენიმე სიტყვათა წყობა არსებობს, რომლების სესაბამისი ინგლისური ტერმინებიდან მომდინარეობს: domain name, domain extention, etc.
ციტატა(Classical @ Aug 6 2010, 05:14 PM)