ვიცი არსებობს რაღაც ინტერნეტი რომელიც სატელიტური ანტენის საშუალებით მიიღება, იქნებ გამარკვიოთ, სად როგორ და რანაირად გავაკეთო ვინ დგამს მაგას, და რა ჯდება...
მეც მაინტერესებს თუ ვინმე გაგვარკვევს კარგი იქნება? რა ადგილებში შეიძლება გამოყენება და რა ჯდება ეს სიამოვნება?
სატელიტური ინტერნეტი? პირველად მესმის...
აბა მეც გიერთდებით და ველი ინფორმაციას
http://ka.lmgtfy.com/?q=satellite+internet+site%3A.ge :-)
http://www.intellcom.net/geo/index.php (Opera-ს არ სწყალობენ)
მადლობა, გაიხარე ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ვინმეს თუ აქვს ნეტა ღირს 40,50,66 მარადმწვანეს გადახდა? 120 და 200 აღარ არის საუბარი. საინტერესო შემოთავაზებებია მაგრამ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ქაჩავს. რატო არ ჩანან ბაზარზე? რამე ტუფტა ხომ არ არის?
პირველად გავიგე,მართლა ტუფტა ხომ არ არის.სერვიცი როგორი აქვთ ნეტა...
Forumeli
რამდენადაც ვიცი ტუფტა არ არის, რადგან გურჯაანში ქონდა ვიღაცას დაყენებული და მუშაობდა, თუმცა ძააალიან ძვირია ...
ხო,ტარიფი მართლაც დიდია...
ერთ ადამიანს ველაპარაკე ე.წ. აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯარში იყო რაღაც IT-შნიკის ვარიანტში, მერე ვეღარ დავუკავშირდი, მოკლედ ამ ადამიანმა მითხრა გერმანიიდან ჩამოტანა შეიძლებაო ტექნიკისო, 10 ევრომდე ჯდებაო თუ დოლარამდეო, სატელიტიდან ქაჩავ პირდაპირო, სიჩქარე უაზროდ დიდიაო, ფასი 10 დოლარიაო თვეშიო, ოღონდ ეს ისე მუშაობს მარტო Down გაქვსო Up რამე ნეტით უნდა მიაწოდო ცალკეო, ხოდა საინტერესოა ძალიან ეგ, რეალური რაღაცააო, ქა მიყენიაო, (ჯარში), იქნებ რამე გაარკვიოთ, რაც მითხრა სატელიტური ანტენა გინდა და PCI-ზე დგება რესივერის მაგვარი რა, არის ცოტა მეტი ღირს UP-იც აქვს და Down-იცო...
არასწორად დავწერე, ტექნიკა 150 დოლარი თუ ევრო ჯდებაო ხოლო 10 დოლარი თუ ევრო ყოველთვიური გადასახადიაო
smart22
რაღაც არა მგონია მაგი ამბავი, ერთადერთი პონტი შეიძლება იყოს, ვინმე პროვაიდერისგან თუ ყიდულობ მაგ აპარატურას + მოსმახურებას ... თვარა მაღაზიაში მასეთ რამეს ვერ იშოვი როგორც წესი
კი, კი, რეალური და შესაძლებელია ის, რასაც smart22 წერს. მუშაობს ეგრე ხალხი, ოღონდ კონკრეტულად როგორ კეთდება, არ ვიცი, დასერჩვა უნდა, რუსულ საიტებზე უფრო იქნება ეგეთი ინფო
და ინტელკომიც ნაღდია
მე დამაინტერესდა ჩემ რაიონში ინტერნეტის პრობლემაა და თუ ეგ გამოდგება და თუ ფასიც არ იქნება დიდი ვარკვევ და ვიზამ რამეს. მეც მგონია რომ კაი ფასი ექნება და ინტერნეტის კაი სისწრაფის იქნება.
რაც იმ ბიცჰმა მითხრა ძალიან დიდ სიჩქარეზეა ლაპარაკი, Down 256 MBit-მდე
Giga1
Forumeli
რამდენიმე ოჯახი თუ გაერთიანდებით და ერთად დაიდგამთ, ნამდვილად კარგი ვარიანტია
ოღონდ, იმის გამო, რომ ტრაფიკი შეზღუდულია მაინც, სჯობს შეთანხმდეთ, რომ AVOE-ს და GOL.ge-ს არ გამოიყენებთ
smart22
90% შემთხვევაში სატელიტური ინტერნეტი ყოველთვის შეზღუდული ტრაფიკით მოდის. თუმცა არ ნიშნავს, რომ ტრაფიკის ამოწურვის მერე აუცილბლად ნეტი გაითიშება. ზოგჯერ არის შემთხვევა რომ სიჩქარე გივარდება და ა.შ. გარკვევა უნდა მოკლედ, პირობებს
აუ რა მაგარიაა, მეც მინდა სატელიტური ინტერნეტი
ჩემ ძმაკაცს ეყენა ადრე
ხომ არაა რამე სიახლე დაყენებაზე?