კი გვაქვს დაახლოებით ასეთი თემა, მაგრამ უკვე ძალიან დაძველდა. ამიტომ ახალი გავხსნათ.
ჰოსტინგ პროვაიდერებზე დამატებითი ინფოსთვის მოინახულეთ ეს თემა: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=761&st=0
თუ კიდევაა ჰოსტ პროვაიდერები, რომლებით თქვენი აზრით, ასე თუ ისე, პოპულარობით სარგებლობენ და იმსახურებენ გამოკითხვაში მოხვედრას, დაწერეთ და ჩავამატებ.
პირადად მე ხმა მივეცი სერვ.ჯი-ს. კომპინფოს ჰოსტინგით ახლა სერვ.ჯი უზრუნველყოფს და კმაყოფილები ვართ ფასითაც, ხარისხითაც და საპორტითაც.
გამოცდილება მაქვს ასევე პროსერვისთან და კავკაზუსთან მუშაობაში. კავკაზუსს საერთოდ დიიიდი მინუსი ჩემგან, შეზღუდული ტრაფიკით აქვთ ჰოსტინგის პაკეტები და ამის შესახებ საიტზე არაფერი უწერიათ ეს მოხდა მაშინ, როცა ochopintre.ge დავკიდეთ მანდ, მერე კი აღმოვაჩინეთ რომ თურმე დღე-დღეზე საიტი გაითიშება, იმიტომ რომ ტრაფიკი ამოიწურა თითქმის
პროსერვისს რაც შეეხება, საპორტი კარგი აქვთ, სწრაფი და მეგობრული, მაგრამ თვითონ ჰოსტინგით მთლად კმაყოფილი არ ვარ. PHP Safe Mode-ი დეფოლტად ჩართული (cpanel-იდან არ ითიშება, საპორტს უნდა დაუკავშირდეთ), + პატარ-პატარა პრობლემები. overclockers.ge ამწუთას პროსერვისის სერვერებზეა განთავსებული.
Power_VANO
Serv.Ge
მე მაგალითად myhost.ge -ის მივცემდი ხმას მაგრამ არ არის მითითებული იქნებ დაამატოთ და საერთოდ ეგ ძალიან მცირე ჩამონათვალია სრული სია ქართული ჰოსტინგ პროვაიდერების შეგიძლიათ იხილოთ www.hostings.ge -ზე