მოგესალმებით ყველას. დაგვიანებით მაგრამ მაინც გილოცავთ ახალ 2010 წელს შობასა და ძველით ახალ წელს.
რაშია ეხლა საქმე, ესეიგი რამოდენიმე იდეის ნიადაგზე, გადავწყვიტე რომ ავაწყო სერვერი. ჩვეულებრივი PC - ის დონეზე ოღონდ სასერვეროდ. ნუ არ მაქვს აქცენტი სუპერ სერვერზე, უბრალოდ უნდა იმუშაოს მდგრადად და სწრაფად. პირველი კითხვა რაც მაქვს ისაა თუ რამდენად რეალურია ეს აზრი რომ PC - დაიდგას სერვერად (რამდენადაც ვიცი სერვერისთვის სხვა მოწყობილობებს იყენებენ თუმცა არ ვიცი რა ქვია მას) სავარაუდოთ რა მონაცემების კომპიუტერი დააკმაყოფილებს ნორმალური სერვერის იმიჯს და რა თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი?
მეორე კითხვა მდგომარეობს, უკვე აწყობილი სერვერის დაქოქვაზე და მის დადგმაზე პროვაიდერთან. როგორც ვიცი შეიძლება რაღაც თანხის საფასურად დადგა პროვაიდერთან სერვერი.
ვინაიდან არ მაქვს საჭირო ინფორმაციები, იქნებ გამარკვიოთ ამ საქმის დეტალებში და დამაკვალიანოთ ?
ქართული რელობიდან თუ შევხედავთ შენს კითხვას მაშინ შეიძლება , მარა რათქმაუნდა არასერიოზულია მიდგომაა, არანაირი სუპერ მოწყობილობ არა რასებობს რაც შენს PCს სერვერად გადააქცევს, ნუ პირველ რიგში ჯერ უნდა ჩამოყალიბდე რა უნდა დაეკისროს შენს კომპს და მერე გადაწყვეტ დესკტოპს დადგამ თუ სერვერს.
2. მდგრადობაზე ცოტა რთულია ლაპარაკი დესკტოპის შემთხვევაში, როცა შენ არ გაქ 2 ან რამოდენიმე კვების ბლოკი 2 ან მეტი დამოუკიდებელი პროცესორი რამოდენიმე ჰოთპლაგ ოპერატიული მეხსიერების მოდულები, რაიდები, ოპტიკა, სან სტორიჯი, რამედენიმე ქსელის დაფა და etc. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სერვერსის შემთხვევაში ყველაფერი დუბლირებულია გათვლიალია სასტიკ პირობებზე და შეუჩერებლივ მუშაობაზე და რათქმაუნდა ყველაფერი მკაცრად ოპტიმიზირებულია ნონ-სტოპისთვის.
Frrrredo
გამარჯობა, მადლობა რომ გამომეხმაურე.
ვიცი რომ არასერიოზული მიდგომაა, ვიცი რომ იმაზე მეტს შეილება ვითხოვდე ვიდრე შესაძლებელია დესკტოპ სერვერიდან. მაგრამ ზოგადად, სიტუაცია ასეთია, ვგეგმავ პროექტს რომელიც, უნდა დავქოქო და გაუშვა.
პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, სერვერის დადგმის აუცილებლობას ვხედავ და რატომ, გათვალისწინებით იმისი რო საქართველოა და ორმაგი ან ოთხმაგი ფასი ადევს ყველაფერს, გაცილებით მეტი ხარჯები გამოდის ჰოსტინგის აღებისას, ვიდრე სერვერის დადგმისას. თუნდაც ნუ იქნება ეს სერვერი დესკტოპი მაგალითად.
პროექტის სატესტო რეჟიმი, რომელიც მოიცავს მაქსიმუმ 5 თვეს, საჭიროებს საშუალოდ 20-25 GB - ის ოდენობის მყარ დისკს. შესაბამისად რომ ვივარაუდოთ და გამოვთვალოთ 20-25 GB ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 თვე 150 ლარი მაინც ღირს.
საშუალოდ კი 200- 300 ლარი მაინც მომიწევს თვეში გადასახადი.
15 X 12 = 1800
200 X 12 = 2400
300 X 12 = 3600
ამ ფასად ცნობილია რომ არა დესკტოპს არამედ რეალურად სერვერსაც ვიყიდი. რომელი ჯობია ეხლა აიღო ჰოსტინგი რომელიც საბოლოოდ შენი არაა და ქირაობ, იხდი ამხელა თანხებს და რამე რო მოხდეს და პროექტმა ვერ გაამართლოს რჩები აბსოლიტურად 0 -ზე.
რაც სერვერის დადგმის შემთხვევაში ასე არაა. პროექტმა რომც არ გაამართლოს სერვერი სერვერად მაინც გრჩება.
სერვერის ძირითადი მოვალეობები იქნება, გაუძლოს მომხმარებელთა რიცხვის დატვირთვას და სურათების ამოღება ჩადება იქნება პირველი და ერთადერთი მოვალეობა. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე. ნუ მონაცემთა ბაზებთანაც მოუწევს თავისებურად მუშაობა.
მესმის რომ კარგია როცა კარგი აპარატურა გაქვს, პრობლემებიც ნაკლებია, კომფორტი მეტი და ვინ მოითვლის პლიუსებს მაგრამ, რეალურად პირველ ეტაპზე მაინც, მინდა რო დესკტოპი დავდგა. იმიტო რო მეტის საშუუალება არ მაქვს. დროთა განმავლობაში კიდე ან გავაუმჯიობესებ ან შევცვლი საერთოდ.
გასაგებია, "სურათების ამოღება ჩადება" -ში თუ image processing ს გულისხმობ აქცენტი გააკეთე რაც შეიძლება მძლავრ პროცესორზე.
ისე ფასები კარგად გაარკვიე ეგ ძალიან ძვირია. მგონი რამოდენიმე გაქრთველი ჰოსტერი უკვე VPS მომსახურებას გვთავაზობს და აბა მაგის ფასი გაიგე. თუ მისაღებია, რათქმაუნდა ჯობია ვირტუალური ჰოსტი შენს ეხლანდელ პირობებს.
Frrrredo
არა ამოღება ჩადებაში ვიზუალური ჩვენება და სურათის შენახვა იგულისხმება
http://serv.ge/service/virtual-private-servers
თვეში 170 ლარად გაქვს საკმაოდ კარგი სერვერი, რომელსაც პროვაიდერი უზრუნველყოფს ყველაფრით (კვება, კონდიცირება, დაცვა და ა.შ.).
3200 ლარად კი, სერვერს ვერ იყიდი, მითუმეტეს კარგს. საუბარი მაქვს ახალ სერვერზე, თორემ ნახმარ სერვერებს კი ჩამოიტან იბეიდან მაგ ფასად, მაგრამ გარანტიაზე საუბარი მანდ ზედმეტია.
პ.ს. დამავიწყდა წინა პოსტში - VPS-ის შემთხვევაში, გარანტიაც გაქვს პროვაიდერისგან
zghuladze
გასაგებია მაგრამ იდეა არის ესეთი, თავიდან დავიწყო დესკტოპ სერვერით ხოლო შემდეგ თუ პროექტმა შემოსავალიც მომიტანა და დამატებით ჩემი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, არ არის ორი აზრი რო უკეთეს სერვერზე გადავალ.
პირველი ეტაპისთვის მომხმარებელთა რაოდნობაც ისეთი დიდი არ იქნება როგორც მისი წარმატების შემთხვევაში. შესაბამისად შეიძლება იდეაში გაუძლოს და შეინარჩუნოს თავის დონესთან შესაბამისად სტანდარტულობა დესკტოპ სერვერმა.
რეალურად ასეთი სურათი იხატება. პირველ ეტაპზე სერვერს ვდგავ რომელიც რამე რო იყოს დამრჩება და გამოვიყწნებ კიდეც. თუ არაფერი მოხდა და პროექტმაც მშვენივრად აუღო ალღო მომხმარებლებს, ვეცდები გარკვეულ წილად შემოსავლის წყაროდაც ვაქციო ეს პროექტი რომელიც რეალურად თავის თავს დააფინანსებს.
პირობითად წარმატების შემთხვევაში, 1 წელიწადში ალბათ VPS - სერვერზე გადავალ კიდეც. არ მინდა ისე გამოვიდეს რო ერთად და ყველაფერს ვითხოვ და არც ის მინდა გამოვიდეს რო წარუმატებლობის შემთხვევაში დავებერტყო 0 - ზე.
თუ დესკტოპს დავდგავ, ამ შემთხვევაში სივრცეც მეტი მაქვს გადასახადიც ნაკლები ჰოსტინგის გადასახადთან შედარებით.
ეს კი პროვაიდერის წერილი:
LOADER
აქ სერვერებზე იყო საუბარი და არა დეკსტოპებზე შენ თუ დესკტოპს ასერვერებ, ეგ სხვა საქმეა.
მე პირადად, მაქვს კოლოკაციის სერვისი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკმაუნთ სერვერია და არა დესკტოპი.
zghuladze
ხო ხო, ანუ ჩვეულებრივი PC - ის დასერვერებაზეა ლაპარაკი.
zghuladze
გასაგებია, ამ შემთხვევაში ჩემი არჩევანი თქვენს სტანდარტებში არ ჯდება.
შეგიძლია ორი სიტყვით დესკტოპ სერვერზე და ამ რეკში ჩასასმელ სერვერზე მითხრა ?
ნუ განსხვავება რაღათქმა უნდა დიდია და მათ ჩამოთვლას არ გთხოვ, უბრალოდ მაინტერესებს, დესკტოპი რო დავდგა, სავარაუდოთ რა კონფიგი ჭირდება რომ, იმუშაოს იმ მოთხოვნებზე რაც დაეკისრება. უშუალოდ კი ვგულისხმობ, სურათების ამოღება (ჩვენება) ატვირთვა (შენახვა). მონაცემთა ბაზასთან მუშაობა (mysql) და საშუალოდ დღეში რამდენიმე ათასი ვიზიორი.
კარგით რა Google-მ ორი პენტიუმ 2-ით დაიწყო მუშაობა, რეკში თუ არ ჩადგი ეხლა და მაინც და მაინც HP-ის ბლეიდი არ დაითრიე არ გამოვა არაფერი? დღევანდელი სადესკტოპო აპარატურა ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე ადრინდელი Yahoo-ს ან Google-ს სერვერული აპარატურა, (ერთი ისაა რომ სკაზიზე ქონდათ ვინტები რა ) ამიხსენით რაში არ უნდა ეყოს სერვერს 1Gb/s შეერთება, 4GB ოპერატიული და თუნდაც Q6600 პროცესორი? მიარჭობ ზედ ლინუქს დააყენე Apache და MySQL ეგ არის რა, ჩვენც არ ვცხოვორბდეთ ეხლა შვეიცარიაში ან ტოკიოში...
LOADER
მიდი მიდი მიაწექი თუ ძმა ხარ, ვიცი რომ რეკში ჩადგმული HP-ის ბლეიდი ან IBM-ის ბრენდები უკეთესია, მაგრამ შენ რაც გჭირდება თავისუფლად გაართმევს თავს დსკტოპიც ...
Giena
აგაშენა ღმერთმა.
კარგზე კარგი რეალურად არ დალეულა და არც დაილევა მომავალში.
ყველაფერი შეფარდებითია, თუ არის სურვილი და არის იდეა, უნდა გააკეთო ის რაც შესაძლებელია და კარგს თუ ცუდს, შედეგს მოგცემს. რაც შეეხება პერსპექტივას, განავითარებ და ჩააყენებ ისეთ სტანდარტებში როგორიც საჭიროა.
მოკლედ ჩემი #1 პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ, რეალურად მაინტერესებს კო(ნ/მ)ფიგურაცია პროცესორის რომელიც, ასე თუ ისე გაუმკლავდება თავის მოვალეობებს და სურათის ჩადება/ამოღებას + მომხმარებლების რიცხს აიტანს და კატასტროფული პრობლემა არ ექნება.
LOADER
Giena
ტაკს
CPU - http://shop.gitec.ge/Products/420-e6300.aspx
RAM - http://shop.gitec.ge/Products/366-ddr2-ks-2g8.aspx X2
Video - რამე ნახმარი 128 - ნი ხო ეყოფა ?
MB - მაზერზე როგორ მოვიქცე ?
HDD - http://shop.gitec.ge/Products/616-sg-500-sata.aspx
P/W - http://shop.gitec.ge/Products/588-tch-600.aspx
მოკლედ სადღაც 600 ლარში ჩავჯდები.
LOADER
რამდენის ფარგლებში ფიქრობ? ვიდეო ცალკე რად გინდა და მითუმეტეს 128MB ინტეგრირებული აიღე და ეგ არის, მაგაზე უკეთესი მაინც იქნება
Giena
ნუ 600-750 დაახლოებით.
LOADER
მონიტორის ყიდვა არ გინდა?
მისმინე ფასებთან დ ნაწილებთან ვანო უფრო ახლოს არის, შენ რა ნაწილებიც ჩამოთვალე არ ღირს, ვანოს ჯობია დაელაპარაკო მაგ თემაზე უფრო ხარისხიანს შეგარჩევინებს და თან შეიძლება მაგ ფასშიც ჩაგსვას
Giena
კი რა თქმა უნდა, გამომრჩა
ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ გაწეული დახმარებისთვის. გადამეხადოს ორმაგად
zghuladze
დაინტერსებული ვარ კოლოკაციით: მაქვს 2 უნიტიანი, მჭირდება 4 რელური IP, გლობალი მკიდია, ლოკალი მაქსიმალური მინდა. შეგიძლია ფასი მითხრა?
Giena
zghuladze
ისე რატო არ აკეთებთ თქვენ კოლოკაციას ?
LOADER
ვაკეთებთ, მხოლოდ რეკმაუნთ სერვერების. დესკტოპების არა
zghuladze
გასაგებია და სწორედ ეგ მაინტერესებს რატო რიცხავთ დესკტოპებს ?
LOADER
მარტივია:
დატაცენტრი არის აგებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ყველაფერი წესრიგში -სერვერები რეკებში, ე.წ. "ფალშ" იატაკი და ზოგადად - როგორც უნდა იყოს წესით.
აბურდული სასერვერო და დესკტოპები, რომლებიდან ზოგი დაშლილი იქნება და ა.შ. არანაირად არ შედის ჩვენს ინტერესებში
zghuladze
ჰმ გასაგებია.
ისე დამებადა ერთი შეკითხვა რომელიც მინდა რო განვავრცო.
ცნობილია რომ, როცა გვსურს შევიძინოთ მძლავრი PC - რომლის საბოლოო იარარქია ჯდება რამდენიმე ათასი ლარი, ვცდილობთ ნაწილ, ნაწილ შევაგროვოთ საჭირო კონფიგურაცია და მოთმენის ნიადაგზე მივიღოთ სასურველი შედეგი.
ეს პერსონალურ კომპიუტერებში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რომ ავიღოთ სერვერები ეგრედ წოდებული რეკში ჩასადგმელი ისიც იგივე კონფიგურაციით იწყობა რაც პერსონალური, როგორც წავიკითხე ასე წერია.
თუმცა თავისი სპეციფიკა სერვერს აქვს და სწორედ ეს მაძლევს საბაბს შეკითხვის დასასმელად.
თუ არ მაქვს ერთიანად ის თანხა რომლითაც შევიძენ სასურველ სერვერს, შემიძლია ვთქად ეტაპობრივად ვიყიდო ნაწილები და ნელ ნელა შევავსო?
მაგალითად:
პირველ ეტაპზე ვიყიდე ქეისი
მეორე ეტაპზე ვიყიდე მაზერი
მესამე ეტაპზე ვიყიდე ჰარდ დრაივი
მეოთხეზე ოპერატიულები
და ასე შემდეგ.
თუ ეს შესაძლებელია და ახლავს შესაბამისი საინსტრუქციო დოკუმენტაციები ზოგადად ტექნიკური მხარის გამართვის ვფიქრობ რომ ძალიან კარგი მიდგომა იქნება შედეგის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა კიდევ მაქვს შეკითხვა. როგორც ვხვდები "რეკი" არის პლადფორმა უხეშად რო ვთქვად ყუთისმაგვარი რომელიც ასრულებს ფუნქციას რამდენიმე სერვერის შეთავსების ხომ ?
მწარმოებლისგან ეგრე ყიდვა გამორიცხულია, გთავაზობენ აწყობილ ოპტიმიზირებულ სერვერებს კლასის და მოთხოვნის მიხედვით.
შეგიძლია ამაზონზე ან სადმე სხვაგან ნახო კიდეც. კეისი ცალკე იყიდო და მაზერი ცალკე, ეგეც რაღაც მეეჭვება, საერთოდ შიძლება უფრო ცუდი აღმოჩნდეს ეგეთი მიდგომა, მაგ: შენ თუ არა იცი თავსებადობა რაიდ კონტროლერის და მაზერის და აშ. ყველაზე კარგია იყიდო სასურველი სერვერი მინიმალურიო კონფიგურაციით და მერე გააძლიერო. მგონი განავადებაც ააქვთ რამოდენიმე ქართველ რესელერებს.
Frrrredo
გასაგებია
LOADER
მონიტორი რად გინდა? სახლში იდგავ მაგ სერვერს? სერვერ რუმში მიაერთებენ ერთ მონიტორზე ყველა სერვერს და გადამრთველით რთავენ სასურველ სერვერზე
მონიტორი არ გჭირდება ნამდვილად
რომელმა კომპიუტერმა უნდა გაუნაწილოს საკუტარი რესურსები სასურველ დონემდე ?
მიტომ არის ნახევარზე მეტი პროექტები რომ იძირება, მოგებას ერთვ თვეში გეგმავენ და ფულს არ იმეტებენ ან ვერ იმეტებენ.
Giena
98-სა და 2010 წელს შორის განსხვავებას, მოთხოვნას და ტექნიკურ განვითარებას ვერ ამჩნევ ?
bakurmefe
Giena
bakurmefe
Giena
უფულოდ რომ კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებ კაცი 21-ე საუკუნეში სადაც ტექნიკის პროგრესულად ვიტარდება ხო ადვილი მისახვედრია ?
bakurmefe
რა გინდა რეიზა მეკამათები? ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ცოტა ფულით ბევრი მონდომებითა და მუშაობით... მთავარია კარგი გონება და კარგად მოფიქრებული პროექტი...
Giena
იმიზა გეკამათები რომ ბაზარს და დონეს აფუჭებენ საქართველოში მსგავს რესურსზე დაფუძნებული პროეკტები. და ლოკალის 2მბ-ზე ფრთებ გამოსხმული რომ დაფრინავს ნახევარზე მეტი მაგის ბრალია რომ კარგ შედეგს წლები ვერ აღწევენ და ჩვენ კიდე განუვითარებლები ვრჩებით
კარგი გვეყო მგონი
bakurmefe
შე კაი კაცო, მაგაზე Google-ს აწყობას არავინ აპირებდა, საუბარი იყო მარტივ საიტზე... მარტივ საიტთან მიმართებაში კი მშვენიერი სერვერია რაც ჩამოვთვალე დონეზე კი იმიტომ, ვრჩებით რომ ქვეყანაში არ არის არანაირი დამხმარე რესურსი კაი იდეის განსახორციელებლად, აწი მომიწევს პოლიტიკაში გადასვლა რაც ძალიან არ მინდა ამ თემაში, ამიტომ ვწყვეტ კამათს მეც და ვჩერდები
გამარჯობა, მემგონი იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა ყოფნა
მოკლედ, მე მინდა სერვერის დადგმა, ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, დღეში დაახლოებით ტბ ტრაფიკი მაინც დაჭირდება ჩემს სერვერს და რას მირჩევთ, რა მონაცემების პროცესორი იქნება საკმარისი და დაახლოებით რა ფასებში ჩავეტევი?
leviko97
დიდი მადლობა, გადახედვით კი გადავხედავ და ისიც ვიცი, რომ კაი სერვერი მინდა მარა დაახლოებით მონაცემებს ვერ მეტყვით მაინც?
leviko97
მოკლედ რა ხდება ახლა, ვარეზის პონტი მინდა, ოღონდ საკუთარი ფაილების ბაზით, მიხვდი? ხოდა დაახლოებით 5-დან 10 ათას მომხმარებელზე რომ გავთვალოთ რა დღეში.
ჩვეულებრივ ქეისში რომ ავაწყო აი7 პროცესორი და 4იანი ან 8იანი ოპერატიული, არ ეყოფა ნეტა?
leviko97
დიდი მადლობა დახმარებისათვის, გადამეხადოს
გამარჯობა. ხალხო არავის გეგულებათ მინი ჰოსტ სერვერი თავის ნსებით? არ ვაპირებ ჰოსტით ვაჯრობას ისედაც ბევრია და თან არაფერი გამეგება მაგის, უბრალოდ მინდა რომ საკუთარი ჰოსტი მქონდეს და გამოვაბა ჩემ დომენს არ არის ამის საშვალება???? იქნებ სრული ნაბორი ვინმეს გქონდეთ?? არ შემომთავაზოთ ეხლა FOXserver ან denveri მე ნამდვილი სერვერი მინდა ოღონ მინი, მაქსიმუმ 3 დომენი რო დავჰოსტო. კარგი ინტერნეტი მაქ და თან კომპიც სულ ჩართული არის თამაშის სერვერია გაშვებული. გეხვეწებით დამეხმარეთ
* * *
ჰა არავის გინდათ ერთი გლეხის შვილს დაეხმაროთ??? :D:D
* * *
giena შენ თუ მეტყვი რამე რეალურს შენი იმედი მაქ.