ჟურნალ ”ჯუნიორში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 5 მაისს პლანეტას მოუწევს იარსებოს
ინტერნეტის გარეშე !
ეს ის დღეა, როცა მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩვენსა და კომპს შორის გაბმული ჯაჭვი და ერთი დღე დავგეგმოთ ქულერის სასიამოვნო ზუზუნისა და ინტერნეტის გარეშე
აი ის სტატია
,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.” ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი.
როგორც წესი,ინტერნეტზე რაღაც სამუშაოების შესრულება, მითუმეტეს წინასწარ დაგეგმილის, ხდება გაფრთხილების შემდეგ და კომუნიკაციის უწყვეტობა ხორციელდება სარეზერვო კავშირის საშუალებით. მე არ მჯერა ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის გლობალური მაშტაბით განხორციელებისა, რადგან ინტერნეტი ხომ მხოლოდ ჩვენი კომპიუტერების მარტივი ერთობლიობა არაა, არამედ მასზეა დამოკიდებული ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.
კარგით რა, ქსელებში ვინც ერკვევა მიხვდება რაც არის.
ინტერნეტი არის უბრალოდ გადაბმული კომპები, და DNS, File, HTTP სერვერების ერთობლიობა, ჰოპ და განაახლე ეგრე არ არის. მაქს ის იგულისმებოდეს რომ პირველად DNS-ების სერვერების შეცვლა იყოს, ანუ მაგ სერვებზე არის ინფო ge რომ აკრიფავ გაუშვას საქართველოში და ა. შ. და საკუკვარ საიტებზე ნუ იდარდებთ ეგ ყვეალფერი ლოკალურად იკეშება!, ან ჩვენ პროვაიდერებთან ან საერთოდ საკუთარ DNS სერვერზე
კიდევ ერთი არგუმენტი სტატიაში წერია 1969-წელს აშენებულ სერვერებზე დგას 13 მსოფლიო DNS-ო, გჯერათ? როგორ გგონიათ ერთი DNS-ი თუ იხსნება 2 წამში სხვა DNS-ს არ დგამენ? ეგ კი არადა აპარატურის ცვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად არანაირ გათიშვას ადგილი არ ექნება მითუმეტეს განახლების მიზნით, მოვა აგერ 5 მაისი და ამ თემაში დავწერ პოსტს
Giena
რავიცი რავიცი მეც ეჭვი მეპარება და გამიკვირდა რო წავიკითხე მარა მასე ეწერა
otosaxel
ეგ ჟურნალი საპირველაპრილო ხომ არ იყო? თუ იყო, კარგი ხუმრობა კი გამოსვლიათ, რაკი ამ ფორუმზე ამდენი მსჯელობის საგნად იქცა
Giena
სადაა სხვა პოსტები, მართლა გამორთული ხომ არ იყო ნეტი 5 მაისს?