თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ Wakoopa!

პოსტის ავტორი: domen Oct 26 2008, 03:05 PM

საკმაოდ საინტერესო რამეს წავაწყდი დღეს ინტერნეტში სეირნობისას, მგონი თქვენც მოგეწონებათ ;-)

http://wakoopa.com - კიდევ ერთი ჰუნგა-ბუნგა სახელწოდების, Web 2.0 Look'n'Feel-ისა და იდეის სტარტაპია (რაღა სტარტაპი, უკვე 2 წელია მუშაობს), მოკლედ რომ ვთქვათ, აგროვებს ინფორმაციას თქვენს მიერ გამოყენებულ პროგრამებზე და ათავსებს მათ თავის სერვერზე შემდგომი დამუშავებისთვის.

"შემდგომი დამუშავება" ასეთი ინფორმაციის პირობებში საკმაოდ საინტერესოა - თქვენ გეძლევათ საკუთარი გვერდი, სადაც თავსდება თქვენ მიერ გამოყენებული პროგრამების სია ათასგვარი სახით და ასევე, ეს სია მონაწილეობს საერთო სტატისტიკის შედგენაში, ორი სიტყვით სულ ესაა :-)

შესაძლებელია გუნდების შედგენა, მეგობრების მოძებნა და დამატება, პროგრამების განხილვა, კომენტარების დამატება და ა.შ. - სრულყოფილი კომპიუტერული სოციალური ქსელია.

და მგონი კომპინფოსაც ეკუთვნის ერთი გუნდი ;-) საინტერესოა, ჩვენ რას ვიყენებთ tongue.gif

მოკლედ, ვისაც გსურთ, დარეგისტრირდით, გადმოწერეთ პატარა პროგრამა თქვენი პროგრამებისთვის თვალყურის სადევნებლად და გაწევრიანდით http://wakoopa.com/teams/compinfo ;-)

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 27 2008, 02:04 PM

გადმოვწერე. გაივსება ეხლა იქაურობა Microsoft-ის წარმოების სოფტით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 27 2008, 08:08 PM

IE 7 არ მიყენია, IE 8 მიყენია biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Nov 1 2008, 01:29 PM

plastic

ციტატა
და კითხვა: აქტიურ პროგრამებს აღიქვამს თუ ყველას, რაც აყენია?

ყველაფერს, რაც გაშვებულია Wakoopa-ს აგენტის მუშაობისას, თან აქტიურ და ფონურ პროცესებსაც ასხვავებს :-)

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 2 2008, 07:42 AM

http://wakoopa.com/bittin ვაა ვინაა ეს დიაცი? smile.gif შვედი გოგოა, კომპინფოში გაწევრიანდა.

პოსტის ავტორი: Giena Nov 8 2008, 04:00 AM

ეხლა ბებერი Giena-ც შემოგიერთდებათ tongue.gif რა კარგია სახლში ინეტი biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Nov 12 2008, 06:12 PM

Giena

ციტატა
Spider Solitaire
Used by 1 person for 23 hours, 8 minutes and 24 seconds

Giena, blink.gif

პოსტის ავტორი: გიგა Nov 18 2008, 11:30 PM

მეც გავწევრიანდი smile.gif.
ვნახოთ აბა smile.gif

პოსტის ავტორი: domen Dec 4 2008, 02:52 PM

plastic
Help სექციაში დაძებნე ქულების მომატების პრინციპზე. ძირითადად კი ასეა - რაც მეტს გამოიყენებ კომპს და რაც მეტად აქტიური იქნები სოციალური ქსელის შიგნით (კომენტარები, გუნდებში გაწევრიანება, მეგობრების დამატება და ა.შ.), მით მეტი ქულა გექნება.

პოსტის ავტორი: gearge Dec 4 2008, 07:24 PM

ციტატა
Giena
ციტატა
Spider Solitaire
Used by 1 person for 23 hours, 8 minutes and 24 seconds

Giena, blink.gif

biggrin.gif კარგი იყო! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 4 2008, 09:22 PM

Go, Go, IE! ვეწევით ფაირფოქსს! biggrin.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: domen Dec 5 2008, 01:40 PM

plastic
პირიქით, შენ მისწრებ biggrin.gif

იმ კომპზე, სადაც Wakoopa Client მიყენია, ხშირად აღარ ვჯდები, მაგის ბრალია :-)

სტატისტიკა კომპინფო ჯგუფისაა :-)

Power_VANO
გადავჯდები იქით და მერე ნახეთ თქვენ ოპერას ამოქაჩვა tongue.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Dec 5 2008, 03:11 PM

მთელი დღე გაუნელებლად მაქვს ოპერა ჩართული tongue.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jan 14 2009, 04:17 PM

plastic
ამ წუთას სიმშვიდეა huh.gif

ის ასწორებს პროგრამების გადმოწერაც რომ შეიძლება huh.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 30 2009, 09:44 PM

domen
დედაჩემი თამაშობდა ან ბებიაჩემი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif