აი, პირველი, ახლახანს შემოვედი ფორუმზედა..
http://www.radikal.ru
ეს სრული სკრინშოტი მაინც...
რაშია საქმე??
რა შიფრირებაო კაცო, რა უნდა? რის შიფრირებას გულისხმობს? აბა ინგლისურზე გადაიყვანე ოპერა და ისე ვნახოთ, თარგმანი არაზუსტი არ იყოს.
Power_VANO
რა ვიცი, მერე აღარ უქნიადა...
ისე, სანამ მაგას გავხსნიდი საათი გავასწორე (PM იყო AM-ის მაგივრად, წელი და რიცხვი სწორად იყო) და შეიძლება მაგის ბრალიცაა??
მაშინ მე ბოდიში
შიფრირებაში ალბათ Encription იგულისხმება?
gi0_kiborg
მერე მაგასთან საათი რა შუაშია
PM AM-ით შეცვალე და რა 12 საათში დაძველდა შიფრირება?
აზრზე არ ვარ რის შიფრირებასთან დაკავშირებით ამოაგდო ეგ. მეც გავხესნი ოპერათი და მეც არაფერი ამომიგდო..
Power_VANO
დღესაც ამომიგდო რაღაც საიტზე, მაგრამ კიდევ ქართულად იყო....
კომპინფოზე აღარ უქნია
gi0_kiborg
ოპერას კონფიგის ბრალია, ეგ შიფრირება არის SSL და როგორ თხოვ მაგას ახლა კომპინფოს
http://img18.imageshack.us/my.php?image=17785003jm8.png
ასეთ გაბრთხილებას აგდებს მელაკუდაში (Mozilla/5.0 (X11; U; Linux i686; en-US; rv:1.9.0.4) Gecko/2008103100 SUSE/3.0.4-4.6 Firefox/3.0.4). პრობლემა მელიასთვის სპეციფიური ჩანს, რადგან ოპერაში ყველაფერი ნორმალურადაა! გამოცხადებული შეცდომა არ უშლის ხელს ფორუმზე შესვლას!
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ვებ-მასტერი (მართალია IPB მზა სკრიპტია, მაგრმ მაინც) იმით ფასდება რომ იზრუნოს დიზაინზე ყველა რეზოლუციისთვის (მითუმეტეს ასეთი მაგარი ფორუმი ამდაგვარ დეტალებს უმნიშვნელოდ არ უნდა აღიქვამდეს). მე ვიყენებ 1024*768-ს, საქმე შემდეგიშია რეგისტრაციის გვერდზე სასაათო სარტყელი წელავს საიტს და ჰორიზონტალურ ლიფტს უკეთებს, შესაბამისად რეგისტრაციის ღილაკიც ნახევარად ჩანს.
მე ასეთი გამოსავალი გამოვნახე, ამოვაგდე საერთოდ ეგ სექტორი, და არც მგონია რამე პრობლემა შექმნას მაგან. კაბინეტიდან შეუძლია შეცვალოს ვისაც დაჭირდება ეგ ფუნქცია. ახლა დანარჩენი თქვენზეა. წარმატებებს გისურვებთ
chiora
ჰოო აი თავიდანვე დავეჭვდი რომ დაწერე ეგ, იმიტომ რომ სკეილინგი IPB-ში მშვენივრადაა ყველა რეზოლუციაზე. სპეციალურად სახლში ორივე კომპზე გადავამოწმე, 1024X768 გარჩევადობაზე ორივეგან მშვენივრად ჩანს გვერდი, IE 8-ში, Opera 9.6-ში, Chrome-ში და Safari-ში. მელაკუდაში არ გამიტესტავს.
ანუ პრობლემა იუზერის, ამ შემთხვევაში კი შენი მხრიდანაა. შენი ბროუზერი არასწორად არენდერებს როგორც ჩანს გვერდს.
Power_VANO
სიმართლე გითხრა ძაან გაკვირვებული ვარ, მეც ყველა ბრაუზერში გადავამოწმე და წელავს გვერდს, როცა ინგლისურ მენიუზე გადამყავს მაშინ სწორდება, ჰოდა უეჭველი ვიცი რომ დროის სარტყელი წელავს, რადგან ქართლად ესათუ ის სიტყვები ცოტა დიდია და რამდენიმე ქვეყანა ერთად ჯამში ძალიან გრძელი გამოდის სიგანეში
plastic
არა, გადართვით კი გადართავ, მაგრამ EN-შიც იგივე ფაილებია, რაც GE-ში
chiora
ჰო, სხვა რამე ვერ გაწელავს იქ მაგას, მაგრამ ჩემთან 1024-ზე მშვენივრად მუშაობს, სპეციალურად ყველაზე გრძელი სახელი რაც იყო, ის ამოვარჩიე და მაინც არ გაწელა გვერდი. ისე, რადგან გაკეთებული გაქვს, ბარემ დამიწერე კონკრეტულად საიდანაა ეგ კოდი ამოსაღები რომ არ ვიწვალო ძებნაზე.
Power_VANO
ადმინ პანელი > look and feel > edit template html > register > showform
და ეს კოდი ამოაგდე:
ოკეი, ამოვაგდებ ხვალ
chiora
ჰმ.. ამოვაგდე და მაინც დარჩა ჩვენი Time Zone-ის ველი
რეგისტრაციისას მითითებულ მაილზე მომდის ხოლმე გამოწერილ თემებზე შეტყობინება, არადა კაბინეტში არა მაქვს გამოწერილი თემები.... გაუქმება მინდა და ვერ ვაუქმებ რა....
gi0_kiborg
სტრანნა. და კონკრეტულად იმ თემებში რომ შეხვიდე, რაც გამოწერილია და იქიდან სცადო?
შევედი, მაგრამ პარამეტრებში გამოწერის გაუქმება არ იყო...
gi0_kiborg
მაშინ აბა სცადე მაგ თემის ხელახლა გამოწერა და მერე გაუქმება.
P.S. ეგ თემები ფორუმის განახლებამდეც გამოწერილი იყო?
კი გამოწერილი იყო,
თავიდან გამოწერას ვაპირებდი, მაგრამ მერე 2-2 წერილი არ მომივიდესთქო
Power_VANO
Power_VANO
არ უშველა.....
ვანო იქნებ მიშველო რა Asus EEE PC თემაა რა.. თავიდან გამოვიწერე და გავაუქმე, მაგრამ მაინც
რავიცი აბა მე compinfo ს ჯერ ვერავითარ ხარვეზს ვერ ვატყობ და თუ შევატყვეეე ( მერე ნახე მოდერატორების PM ების აფეთქება )
gi0_kiborg
მარტივად - გაუშვი სპამში მაგ სათაურით მოსული წერილი
და მერე რამეს მოვიფიქრებთ, დროთა განმავლობაში :-)
domen
კი მაგრამ სხვა რამე რომ მომივიდეს საიტიდან? რაც არ მინდა სპამში მოხვდეს??
gi0_kiborg
მგონი გიშველე თეამ გამოწერილი აქვს 2 იუზერსო დამიწერა ფორუმმა. ჰოდა გააუქმე მეთქი ნახე აბა თუ კიდევ მოვა მაქედან რამე.
gi0_kiborg
არა, მხოლოდ მაგ სათაურით მოსულ წერილზე ვამბობდი მგონი გიშველა ამასობაში ვანომ :-)
domen
არა, მაინც მოდის, ვცდი სათაურის მიხედვით დაბლოკვას
მე პირადათ არც ისე დიდიხანია რაც აქ ვარ (როგორც რეგისტრირებული თორემ ისე მგონი გახსნის დღიდან ვარ აქ) ხო და არაფერი შემიმჩნევია ისეთი რაც ტექნიკურ პრობლემას ქმნის.
ფორუმის პარამეტრებში არ არის პოსტის ჩასწორება ??? ვდრუგ და შემეშალა. როგორ ჩავასწორო პოსტი...
თუ მე მაქვს რაცხა ოფცია გამორთული ???
და რა განსხვავებაა სწრაფ პასუხსა და გამოხმაურებას შორის ??? იმედია მოდერი არ მიწყენს , ახალი ვარ....
Nautilus
ჯგუფს "რეგისტრირებული" (რომელშიც ამჟამად შენ ხარ) აქვს გამორთული საკუთარი პოსტის რედაქტირების ფუნქცია.
რაც შეეხება სწრაფ პასუხს და გამოხმაურებას შორის განსხვავებას, გამოხმაურებას რომ დააჭერ უფრო მეტი ოფციებია გამოხმაურების დასაწერად(შრიფტის, მისი ზომის, ფერის არჩევა, დამატებითი ტეგები და ა.შ.), ისე ორივე ერთიდაიგივე რამეს აკეთებს
Bekward
რამდენი პოსტი უნდა მქონდეს რომ შევძლო ჩასწორება ??? ვითომ ეგ რა მაიმუნობაა , იქნება შემეშალა რაღაც და ... ჰმ ბლინ !!!
Nautilus
ნწუ, ნწუ, ნწუ... ჩვენთან პოსტების მიხედვით არ განისაღვრება წევრების უფლებები
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4864 აი ამ თემას გადახედე, შეავსე მაგ თემაში არსებული ბლანკი, გადახვალ ჯგუფ "ფორუმელებში" და გექნება ეგ უფლებები.
კიდევ ერთი რაღაც კაი ხანია უკვე ასეა...
ზოგ თემებს (ძირითადად სადაც ხმის მიცემებია) ბრაუზერისგან დამოუკიდებლად ხან მიჩვენებს წაკითხულად, ხან წაუკითხავად (IE, Opera, FF, Chrome-ში მაქვს ნანახი)
დღესაც რამდენჯერმე ქნა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4711 ამ ტემაზე მაგალითად
gi0_kiborg
ჰო, ხმის მიცემა პოსტად ითვლება და თემა წაუკითხავად ინიშნება, ეგრეა
otosaxel
Power_VANO
მადლობთ ესე იგი არაა პრობლემა...
გავაწყალე გული ჩემი "აღმოჩენებით" მგონი
როგორც ვხვდები დღეს (და ამწუთში) აკეთებთ ფორუმის აპგრეიდს
სიახლე კარგია როგორც ყოველთვის, თუმცა არ გამოგრჩეთ 2 რამ რაც მე შევამჩნიე:
ნიკის ჩასმა
და ქრთული JS კლავიატურა (საერთოდ აღარაა ჩეკბოქსი ქართული კლავიატურის)
P.S: იმედია დაწერთ დაწვრილებით რა შეცვალეთ "ფორუმის ტექნიკური სიახლეების" განყოფილებაში
gi0_kiborg
რაღაც ძალიან გაუგებარ სიტუაციაში გაქრა ჰედერი, ნიკის/ციტატის ჩასმა და ქართული კლავა.
გავასწორებთ მალე.
მორჩა, ყველაფერი აღდგენილია და მუშაობს
- აი ეს დიდი წითელი მინუსი ფორუმს ჩემგან პოსტის ჩასწორების გაუქმების გამო!
ისე მომხრეების მოგროვება უნდა დავიწყო ახლა, ხელმოწერებს შევაგროვებ და გიჩივლებთ, ისე სარჩელი სად ვისთან უნდა შევიტანო, ჯაჯა-ს არ ეცლება ამისთვის
chiora
ოკ გასაგებია, მაგრამ
ისე ბარემ ტექნიკური პრობლემაა და აქ დავცერ, "ჩემს შესახებ''- არეულია არ ჩანს ლინკი და გაასწორეთ.
chiora
ფანტელები გამორთეთ, თუ შეიძლება. თვით იმსჯელეთ:
არ გეცოდებათ პროცი ეკრანის ამხელა სივრცის დამუშავებაზე ამდენ [ძვირფას] ციკლებს რომ კარგავს? ჩემს შემთხვევაში ელემენტარული სქროლიც კი შეუძლებელი გახდა. ამის გარდა, უკვე ორჯერ დამიქრაშა მელია.
CPU მოძველებული, მაგრამ აქტუალური: P4 3.20GHz.
გეარგე, შენთან აშკარად სხვა რამის გამო იყო ეგ, თორემ მეორე კომპი მაქვს, P4 2.4 გჰც-იანი და ისიც მშვენივრად ქაჩავდა
ეტყობა მელაკუდა ამუშავებდა ცუდად სკრიპტს და პროცს აჭედვინებდა.
-----
ამოვაძრე თოვლი
შესაძლოა მელიას ძრავის ბრალი იყო, ანუ შიდა პრობლემა, იმიტომ რომ ზუსტად გარე მიზეზების გამოსარიცხად მოვიყვანე მეორე [ცარიელი გვერდის] სკრინშოტი.
მადლობა!
ამ ბოლო დროს ითიშება ხშირად საიტი გარკვეული დროით.. ნუ ეს თვითონ ფორუმის ბრალი არ მგონია, უფრო პროვაიდერისაა ალბათ და რაშია საქმე?
საათია არეული კარგა ხანია...
smart22
ეს რამდენიმე დღეა შემოვდივარ ფორუმზე და ხანდახან დიდი ასოებით წერია: მიმართეთ "სერვ.გე"-ს გაყიდვების სამსახურს. რატომ თიშავენ?
თავიდან ვიფიქრე რომ გადასახადის გამო გაითიშა,მაგრამ დღეში ორჯერ?
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ის სკრიპტი, რაც მთავარ გვერდზე გვიყენია, საკმაოდ მძიმე რამეა. არის მომენტები, როცა საკმაოდ დიდ დატვირთვას უშვებს სერვერზე. სერვერის დაცვა კი ფიქრობს, რომ რაღაც ნიტოა და თიშავს საიტს. მერე ja_ja-ს ურეკავენ ხოლმე, რომ ესე-ესე და გავთიშეთ მერე ჩავართვევინებთ ხოლმე და ა.შ.
მოკლედ, ახლა უკვე მიდის მუშაობას მაგ ძრავის განახლებაზე და დამსუბუქებაზე. მალე ეს გათიშვების პრობლემები აღარ შეგვაწუხებს. თორემ IPB-ს ბრალი ნამდვილად არაა, ნეტა ყველა სკრიპტი IPB-სავით მსუბუქი და ოპტიმიზირებული იყოს
Power_VANO
ჰოდა განახლებას ვაპირებთ ზუსტად, როგორც ვთქვი
Power_VANO
საათია არეული და ვერ ამჩნევთ თუ მე ვარ სხვა განზომილებაში და მარტო ჩემთანაა ესე?
smart22
საქმე ისაა, რომ შენ გაქვს არასწორი დროის სარტყელი დაყენებული
ჩემთან ყველაფერი სწრორადაა. შენს პოსტსაც 11:19 აწერია მოკლედ, შედი კაბინებტში, მერე ფორუმის პარამეტრები, და მერე დროის სარტყყელი +3-ზე დააყენე.
თქვენთან არ ვიცი და ჩემთან +5-ზე რომ დავაყენე მერე დაემთხვა საათები ერთმანეთს
არა, ეხლა წინაა ერთი საათით, მაშინ ისე იყო, ეხლა +4-ს ითხოვს
smart22
იგივე შედეგს მიიღებ +3-ით და ჩართული DST-თი
ვანომ მართალი თქვა: როცა საიტიდან მოდის დასაშვებზე დიდი დატვირთვა, ავტომატურად ითიშება საიტი და გამოაქვს ის პეიჯი, რაც თქვენ თქვით.
რაც ჩემმა ადმინებმა დააფიქსირეს, ის არის რომ, ნებისმიერი დატვირთვის დროს, საკმარისია 15 წუთით გაითიშოს საიტი და მერე ისევ ჩაირთოს, მომდევნო 3-4 საათის განმავლობაში მინიმუმ, დატვირთვა აღარ მოდის.
ეს ეხება საიტის მთავარ გვერდს და არა ფორუმს. ანუ, ფორუმი არ ამძიმებს, მე და ja_ja-მ გავტესტეთ ერთხელ ეგ.
ვფიქრობ, მთავარი გვერდის ოპტიმიზაციამ უნდა უშველოს.
პ.ს. დატვირთვა იმხელა მოდის, რომ 2 quad core x 2.5 GHz 24 GB RAM მქონე სერვერს პრაქტიკულად მთლიანად აჩერებს.
პ.ს.
სერვერზე საათი სწორია და არ ურევს არასდროს
[~]# date
Fri Mar 26 12:01:37 GET 2010
zghuladze
Power_VANO
სავარაუდოდ, როდისთვის ?
zghuladze
ახლა თარგმანზე ვმუშაობთ, მერე გატესტვა და თუ ყველაფერი კარგად იქნა, მერე გამოვცვლით პორტალს. სავარაუდოდ, სავარაუდოდ, ალბათ ფინიშში 2 კვირაში გავალთ.
ფორუმულ სახელად რეგისტრაციისას მივუთითე ქართველი და ეხლა მარტო ქა რატომ ჩანს? გამისწორეთ რა
მადლობა
ვერც სურათი დავაყენე და ვერც ავატარი, ხოდა გინდა თუ არა ადმინს უთხარიო, მივწერე და დაბნეული ბატივით უკან დაბრუნდა მეილი... ე.ი. ეგეც გათიშულია? თუ ეშველება ეგებ უშველოთ...
smart22
ატვირთვა რომ აქვს? ვტვირთავდი მცირე ზომას, კარგი მერე გარედან ჩავსვამ
smart22
მე დიდად არ მაღელვებს მაგრამ ისევ ფორუმისათვის, ადმინთან კონტაქტი რატომ ვერ?... მეილი უკან დაბრუნდა ნწუო
smart22
დაუკავშირდიო საიტზე რო დაწერა და დავაკლიკე მეილის კლიენტმა ავტომატურად გამიხსნა ახალის დაწერა, ეხლა ვნახე და forum@compinfo.ge ამაზე გაუგზავნია...
ანუ რაც მიმითითა საიტმა იმაზე გავაგზავნე...
smart22
google chrom-ში ხშირად ეკიდება ფორუმი.