გეცოდინებათ, IPB-ს აქვს შესაძლებლობა პროფილში სტანდარტულისა ველების (მდებარეობა, წერილების რაოდენობა და ა.შ.) გარდა დამატებითი, ადმინისტრაციის შექმნილი ველების შეტანისა. რახან ტექნიკურ ფორუმზე ვართ, მგონი საჭირო და სასარგებლო იქნება, გარკვეული დამატებითი ველები შევიტანოთ პროფილებში.
ჩემი აზრით, შეიძლება კომპიუტერის კონფიგის მთავარი კომპონენტებისთვის (დედა დაფა, პროცი, ვიდეო დაფა და რამი), ოპ. სისტემისთვის და წევრის თვითშეფასებისთვის (ვთქვათ: დამწყები, საშუალო, მევარრაცვარ და ა.შ.) დამატებითი ველების გამოყოფა.
უპირატესობა ისაა, რომ შეიძლება რეგისტრაციის დროს მოვითხოვოთ ამ ველების შევსება და ძალაუნებურად მოუწევს ყველას (არ ვითვალისწინებ შემთხვევას, როცა უბრალოდ ავსებენ ამ ველებს სიმბოლოების შემთხვევითი მიმდევრობით) შევსება.
მოკლედ, როგორ გგონიათ, არის რამე ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც ყველა წევრმა რაღაც დროს მაინც უნდა გაამხილოს?
მივესალმები ამ ფაქტს
domen
plastic
არა, აუცილებელი არაა, პოსტის გვერდით გამოჩნდეს ყველაფერი, შეიძლება პროფილში გამოჩნდეს მხოლოდ. პოპაპების ვარიანტი გაჭირდება, მგონი, მაგრამ დაწვრილებითი ინფოსთვის შეიძლება About Me გამოვიყენოთ, მაინც არავის არაფერი უწერია იქ და პროფილში შესვლისას პირველი ეგ გეცემა თვალში.
ნუ, პრაქტიკულ რეალიზებას მოვიფიქრებთ მერე, ახლა ჩამონათვალია საჭირო დამატებითი ველების.
plastic
რატომაც არა საერთოდაც ყველაფერი About Me-ში გავიტანოთ, ჯობია და ახალ წევრს უბრალოდ შევთავაზოთ წინასწარ გამზადებული ნიმუშის შევსება და თუ შეავსებს, ახალ ჯგუფში, ვთქვათ "ავტორიზებულ წევრებში" გავუშვათ და დამატებითი პრივილეგიები მივცეთ
ხომ, საკმარისია რეალიზებაზე ლაპარაკი, გადავიდეთ თვითონ ინფოზე, ანუ:
1. ჰარდი
1.1 დედა დაფა
1.2 პროცი
1.3 ვიდეო დაფა
1.4 რამი
1.5 ვინჩო (ეს საკამათოა)
2. სოფტი
2.1 ინტერნეტ
2.2 მულტიმედია
2.3 ოფისი
2.4 დაცვა
ეს 2.x-ები კიდევ გასაშლელია, შეიძლება CP-ს პროგრამები მოვიშველიოთ
3. გამოცდილება
3.1 პროგრამირების გამოცდილება
3.2 სისტემური ადმინისტრირების გამოცდილება
3.3. განხორციელებული პროექტები
აბა, რას იტყვით?
domen
NetDevil
Gioma
ხო მაგრამ ზოგი დახმარების მისაღებად მოდის აქ და ძალიან ბევრმა მათგანმა არც კი იცის რა იმალება იმ შავი ყუთის შიგნით, რომელიც დამატებით ბონუსად მოაყოლეს მის კომპს (მათი აზრით მონიტორით რომ განისაზღვრება, ხშირად გამიგია: "Samsung-ის კომპიუტერი მაქვს." მერე აღმოჩნდება რომ მონიტორი აქვს სამსუნგის )
ასე რომ ამ ველების აუცილებელ ველებად ქცევა არ მიმაჩნია მართებულად
domen
Bekward
ნუ ეგ გამონაკლისი არ გამითვალისწინებია. მეც ვიყავი პირველად ეგრე. რაღაც ყოველთვის პირველად ხდება
Gioma
მოკლედ, ასე თუ ისე ჩამოვაყალიბე. ინებეთ:
შევთანხმდეთ, ჩვენი ფორუმი არის ყველასთვის, როგორც ცოტა გამოცდილებისთვის, ისე ახალბედებისთვის. ამიტომ დაახლოებით ასეთი რაღაც მომაფიქრდა:
დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელი ხდება ჯგუფ "რეგისტრირებულის" წევრი, აქვს ის უფლებები, რაც ჩვეულბრივ მომხმარებელს. შემდეგ როგორმე ვატყობინებთ (ავტომატური PM, ალბათ), რომ არსებობს ბლანკი, რომლის შევსების შემთხვევაშიც ის გადავა ჯგუფში "წევრი" და მიეცემა დამატებითი პრივილეგიები როგორც ტექნიკურ, ისე "ადამიანურ" დონეზე. ანუ, ვთქვათ, ტექნიკურ დონეზე გაეზრდება PM ყუთის მოცულობა და შეეძლება საკუთარი პოსტების რედაქტირება, "ადამიანურზე" კი - ფორუმელები მეტად დაეხმარებიან: ერთი, რომ როცა ეცოდინებათ პრობლემატური კომპის მახასიათებლები, უფრო შეძლებენ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას და მეორე, დაინახავენ, რომ მონდომებული ხარ, გადაჭრა საკუთარი პრობლემა და ისინიც მეტად მოინდომებენ.
ასევე, კარგად გაწერილი მახასიათებლებით შეიძლება ერთი და იმავე ინტერესების ადამიანის პოვნა: მაგალითად, იყენებ ლინუქსს და ხედავ, ვიღაც ახალი წევრიც იყენებს ლინუქსს, შეიძლება საერთო გამონახოთ :-)
ერთ რაღაცას ვფიქრობ: ხომ არ ავუკრძალოთ "რეგისტრირებულებს" Off-Tech-ში პოსტვა? მგონი, უსამართლოც არ იქნება და დამატებით სტიმულადაც გამოდგება ბლანკის შესავსებად.
ახლა თვითონ ბლანკი:
1. ჰარდი
1.1 დედა დაფა *
1.2 პროცესორი *
1.3 რამი *
1.4 ვიდეო დაფა *
1.5 ვინჩო
1.6 მონიტორი
1.7. კვება, გაგრილება და სხვა
2.1 ინტერნეტი2.1.1 ბრაუზერი *
2.1.2 ელ. ფოსტის კლიენტი
2.1.3 IM კლიენტი *
2.1.4 ჩამოტვირთვების მენეჯერი
2.1.5 ტორენტ კლიენტი
2.2 მულტიმედია2.2.1. ვიდეო კონტენტის დამკვრელი
2.2.2. აუდიო კონტენტის დამკვრელი
2.2.3. ვიდეო რედაქტორი
2.2.4 აუდიო რედაქტორი
2.3. დაცვა2.3.1. ანტივირუსი *
2.3.2. Firewall *
2.3.3. დამატებითი დამცველი პროგრამები
2.4. რჩეული პროგრამები2.4.1 სიის ელემენტი
...
2.4.n. სიის ელემენტი
2.5. ოპერაციული სისტემები2.5.1. მიმდინარე ოპერაციული სისტემა
2.5.2. რომელ ოპერაციულ სისტემებთან გქონიათ შეხება?
3.1. პროგრამირების გამოცდილება
3.2. სისტემური ადმინისტრირების გამოცდილება
3.3. განხორციელებული პროექტები
1.1 დედა დაფა - Asus P5K SE
1.2 პროცესორი - Intel C2D E6750
1.3 რამი - ზუსტად არ მახსოვს, შევავსებ მერე :-)
1.4 ვიდეო დაფა - Club 3D Sapphire Radeon HD3750, თუ არ ვცდები.
1.5 ვინჩო - არ ვასახელებ
1.6 მონიტორი - არ ვასახელებ
1.7. კვება, გაგრილება და სხვა - არ ვასახელებ
2.1 ინტერნეტი2.1.1 ბრაუზერი - Opera
2.1.2 ელ. ფოსტის კლიენტი - არ ვასახელებ
2.1.3 IM კლიენტი - Skype, Digsby
2.1.4 ჩამოტვირთვების მენეჯერი - არ ვასახელებ
2.1.5 ტორენტ კლიენტი - არ ვასახელებ
2.2 მულტიმედია2.2.1. ვიდეო კონტენტის დამკვრელი - KMPlayer
2.2.2. აუდიო კონტენტის დამკვრელი - SongBird
2.2.3. ვიდეო რედაქტორი - არცერთი
2.2.4 აუდიო რედაქტორი - არ ვასახელებ
2.3. დაცვა2.3.1. ანტივირუსი - Avira Antivir
2.3.2. Firewall - Win7-ის ჩაშენებული Firewall
2.3.3. დამატებითი დამცველი პროგრამები - არ ვასახელებ
2.4. რჩეული პროგრამები2.4.1 VertrigoServ
2.4.2. Faststone Capture
2.5. ოპერაციული სისტემები2.5.1. მიმდინარე ოპერაციული სისტემა - Windows 7
2.5.2. რომელ ოპერაციულ სისტემებთან გქონიათ შეხება? - Windows: 98, 2000, XP, 2003, Vista, 7, Linux: Ubuntu, Slax, Suse, Mac OS X leopard
3. პირადი გამოცდილება
3.1. პროგრამირების გამოცდილება - საშუალოზე დაბალი, ვიცნობ პროგრამირების პრინციპებს და პროგრამირების რამოდენიმე ენას. შემიძლია ვუპასუხო საბაზისო კითხვებს.
3.2. სისტემური ადმინისტრირების გამოცდილება - საშუალოზე დაბალი, თავს ვართმევ საკუთარ და სხვების უმნიშვნელო პრობლემებს, არ ვიცნობ სისტემას ღრმად, არ მაქვს ქსელებთან მუშაობის გამოცდილება.
3.3. განხორციელებული პროექტები - CompinfoPack, Compinfo.ge
domen
დამატებაღა აკლია , ანუ ტექნიკურად განხორცილება
ერთი ბოლო პუნქტები არ მომწონს ანუ ეს:
"არ ვასახელებსა" და "არცერთს" შორის რა განსხვავებაა??? არ ჯობია საერთოდ დეფისი იყოს? ( "-" ) უხეშად გამოდის არ ვასახელებ... თითქოს.
არ ასახელებ და ნურც შევავსებთ მაგ ველს ან ჩავწეროთ "------"
იდეა კარგია სახალისოც და გამოსადეგიც
Sh@ko
არ ვასახელებ - მაქვს ან არ მაქვს და არ მინდა, სხვებმა იცოდენ ამის შესახებ.
არცერთი - არ მაქვს და მინდა სხვაბმა იცოდნენ, რომ არ მაქვს.
მაგას მივხვდი, მაგრამ ენის გამოყოფა და თვალების დახუჭვას მაგონებს ეგ ამბავი
ჩემო აზრით, "არ ვასახელებ" უხეშადაა ნათქვამი მაინც, "საიდუმლოა" უფრო ინიღბება... და რბილადაა უფრო და ინტრიგა, ინტრიგა!!! :ვასოფხაკაძე:
იხილეთ ჩემი პროფილი
otosaxel
მშვენიერია! ოღონდ ეს მართლწერის შეცდომები გაასწორე
მეც მივაკოპირებ ჩემსას საღამოსთვის
otosaxel
ანუ ეგენი სად ჩაწერე, რაღაც დავიბენი
Bekward
რამ დაგაბნია ბექვარდ შენთან ვარ.
Bekward
otosaxel
წყარო კი ვნახე, მარა სად უნდა ჩამეწერა ვერ ვნახე და ეხლაც ვერ ვპოულობ, საერთოდ ეგ ლინკი ჩემთან რომ დავაკოპირე კაბინეტის საწყისი გვერდი მაგიხსნა 2.3.3 მაქვს მე
Bekward
ბიჯოოო გადავირევი ეხლა, მანდ საიდან მოხვდი, ანუ ეგ about me საიდან ივსება ტო
მე გამოვშტერდი თუ რა ხდება, compinfo არის 2.2.0 ვერსიაზე და 2.3.3-ში არაა ეგ თუ რა ხდება?
Bekward
otosaxel
კაცო მოძებნა რომ დამჭირდება CODE=22 დავწერო? პირდაპირი ლინკი არ უნდა იყოს კაბინეტში?
Bekward
დავბრმავდი თუ რა ხდება ვერც ინგლისურზე ვნახე, ვეძებე ერთი საათი, აქ არა ჩემთან ორიგინალი ინგლისურიც არის და მაინც ვერ ვნახე
domen
ერთი შემოთავაზება, დაამატე, Y/N ანუ ვინც შეავსებს გადართოს true-ზე
Bekward
ჩვენთან არ ჩანს ეგ., მაგ ფრაზის შესაბამისი თარგმანის გრაფა ცარიელია და არაფერი გამოაქვს :-) სხვაგან არ ვიცი, რა ხდება, ალბათ იგივეა.
otosaxel
რა დავამატო?
----------------
მოკლედ, ამ წუთიდან ყველა "წევრი" გადასულია ჯგუფში "რეგისტრირებული", ბლანკის შევსების შემთხვევაში დაბრუნდება ჯგუფში "წევრი" (გადაერქვა და დაერქვა "ფორუმელი"), მალე თემასაც გავხსნი.
კომპინფოელებს არ გეხებათ ეს.
domen
მაგ ცარიელ ადგილას ჩემთან არის ხელმოწერის რედაქტირება.
და ბლანკს წევრები საიდან შეავსებენ ჩემთვის ისევ გამოცანად რჩება.
Bekward
Bekward
Giena
დაწერა უკვე otosaxel-მა, http://compinfo.ge/forum/index.php?act=UserCP&CODE=about_me_form თქვენი About me-ს რედაქტირების გრაფა.
domen
მაიცა და ხელით უნდა ვწერო ყველაფერი? ანუ აქ არსად არ არის ჩამოსაშლელი მენიუები და ასე შემდეგ...
უი, ბლანკი ვერ გიპოვიათ
ბლანკი ჩემს http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4817&view=findpost&p=41542, აგერ კოდი:
domen
და ფორმა თვითონ როდის გამზადდება? მერე შევავსებ
ბიჯოს ლინკი მომეცით, რომელსაც ნებისმიერი მიაგნებს, ჯანდაბას ბლანკი ვაა აიღე და ეგ ლინკი ბოლო-ბოლო ასისტენტში ჩავტენოთ, ასე ლინკებით სად ვირბინოთ, კაი ჩვენ მივაგენით და ყველა მიაგნებს ამ ლინკს? მაშინ Auto Welcome (IPB 2.3.3-ის თემაში დავდე) დავაყენოთ და ეგ ლინკი იქ იყოს მითითებული, სხვანაირად არ გამოვა რა
domen
otosaxel
რა ენაზე ლაპარაკობ შენ ვერ გავიგე
რას ქვია გარჩევა თუ შეავსებს ისედაც გამოჩნდება რომ შეავსო, თუ იმას ამბობ ეგ ველი ჩანდეს ტოპიკში რომ დაინახო შევსებული აქვს თუ არა, თუ მაგას გულისხმობ მაშინ +1
გაპოსტვა - (მითარგმნე კაცურად, ამ ბოლოს შენი ენა აღარ მესმის )
Bekward
დღეს და ხვალ შეზღუდული გრაფიკით ვიქნები, ამიტომ თემას ალბათ ვერ გავხსნი.
იქამდე კომპინფოელებს გთხოვთ, შეავსეთ თქვენი პროფილები, ან გადმოდით რეგისტრირებულებში :-)
otosaxel
y/n გადამრთველი არაფერი საჭირო არაა, ისედაც ჩანს - ვბისაც შევსებული აქვს, "ფორუმელებში" იქნება, ვისაც არა - "რეგისტრირებულებში". პოსტვის შესაძლებლობა აქვს რეგისტრირებულს ყველგან, Off-Tech-ის გარდა.
domen
ამ ველების შევსება აუცილებლობას წარმოადგენს?
Giga1
გარდაუვალ აუცილებლობას
domen
რას გვიშვება ეს მთავრობა
მოიცა დავიჯერო 2 ბოთლმა ლუდმა დამათრო ისე რომ ვერ გავიგე დამატებითი ველები ჩართულია თუ არა? პროფილში შევედი და არაფერია საიდან ჩავწერო About Me?
ისე, მომწონს Overclockers.ge-ზე რომაა, იუზერის ქვემოთ რომ იწერება მისი ჰარდის მონაცემები, ჩვენს შემთხვევაში OS-იც რომ დავუმატოთ მანდ უკეთესი იქნება
gi0_kiborg
აუუუუუუ ძლივს შევავსე ამდენი და შუქი ჩაქრა
http://compinfo.ge/forum/index.php?act=UserCP&CODE=about_me_form ჩემიც
http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=2208 აგრილდა ცოტა და ტვინიც ამუშავდა....
არა ვანომ ეგ გამოტოვებული About Me უნდა ჩაამატოს
მე ადრე შევავსე ცოტა (დრო არ მქონდა) და ხო არ გინახიათ აქამდე? პროცესორში P5 მეწერა სიჩქარეში
http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=15
მ.მ. გიენას ბმულით ჩემი პროფილის სარედაქციო განყოფილებაში მოვხვდი და მეთქი ვააა ჩემი კომპის კლონი საიდან დაითრიაო
Sh@ko
მაგარი პროექტები გქონია
შევავსე მეც კიდევ ერთხელ
http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=32
მე უფრო გავანაროჩე http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=3255
ვერ მივაგენი გვერდს, სადაც ჩემი კომპის მონაცემებს ჩავწერ
Goka710
როგორც იქნა, მეც შევავსე About Me: http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=44
http://compinfo.ge/forum/index.php?act=UserCP&CODE=about_me_form ამიმაღლეთ სტატუსი
http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=9105
Author
აგიმაღლე
აწი გექნება რედაქტირების უფლება.
შევავსე, გადამიყვანეთ კომპინფოელებში
http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=9195
აბა კომპინფოელებში როგორ ხვდებიან? საიტის შემქმნელები მხოლოდ?
smart22
ვმსახურობთ ხო, პაგონებიც გვაქვს უკვე :laugh:
მე გვიან დავრეგისტრირდი თორემ პირველი ჟურნალიდანვე თქვენთან ვარ, ეგ არ ითვლება? მართლა
ნუ მანამდე ინტერნეტი არ მქონდა და...
smart22