სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)
ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.
თუმცა დავრჩები, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მომცემს.
დიდი მადლობა ყველას ჩემი ადმინისტრირების პერიოდში ფორუმისა და საიტის განვითარებაში ხელშეწყობისთვის.
P.S. CompinfoPack შეიძლება განვაახლო ხოლმე, თუ საშუალება მექნა.
P.P.S. ვისაც რიჩარდის წასვლა არ გინახავთ, შეგიძლიათ http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=346.
ოჰო, ცუდია... იმედია, სერიოზული არაფერია და მალე მოგირჩება. ღმერთი შენსკენ!
მ.მ. ისე მეც რაღაც ვერ ვარ... წინა კვირას მუხლი ამტკივდა და დავიარები კოჭლობით...
domen
domen
მალე გამოჯანმრთელდი
მომენატრება შენი 10% იანი გაფრთხილებები.
დომენი წავიდა და მე დავბრუნდი ესაა სამართალი ?
დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის! სერიოზული არაფერი, უბრალოდ დასვენება მჭირდება რამდენიმე ხნით.
domen
შემოდი ხოლმე და ოფტოპიკები მაინც დაწერე
აბა შენ იცი მალე გამოჯანმრთელდი!
domen
თვალებს უნდა მიხედო აუცილებლად, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები....
ექიმის რჩევას რომ არ დავუჯერე, დავდივარ ახლა სათვალლებით....
მოკლედ მიხედე თავს და მალე დაგვიბრუნდი ახალი შემართებით!!!
მალე დამაწერინე WB დომენ მანამდე კი ჯანმრთელობა, ofc
Sucks ...!
მაპატიეთ ბილწსიტყვაობა, მაგრამ ამის გაგონებას მერჩივნა მარცხენა ხელის თითები მოეჭრათ დომენ, შენ გარეშე არ წარმომიდგენია კომპინფო. ვანოსა და შენზე და არა Koobi-ზე მუშაობდა ეს საიტი!
ვანოს სიტყვებისა არ იყოს, "მალე დამაწერინე WB დომენ"! მანამ კი, რამდენად ენდობი ექიმის დასკვნას/კვალიფიკაციას, ხომ არ არის ზედმეტად კონსერვატიული, არ შემეშინდება ვუწოდო არქაული?! გამომძალველური ... ექიმის პირადი ინტერესები?! სერიოზული უნდობლობა მაქვს დღევანდელი ქართული მედიცინის მიმართ და ამის ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო!
იმედია მალე გამოჯანმრთელდები და მალე დაგვიბრუნდები მთელი ძალებით.
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
გამოჯანმრთელებას გისურვებ, მალე დაგვიბრუნდი აწი უკვე სრულად ჯანმრთელი
თვალები და გული, რასაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე!
NetDevil, plastic, gi0_kiborg, Power_VANO, gearge , Forumeli - დიდ მადლობა!
კი ვენდობი ჩემს ექიმს და რომც არ ვენდობოდე, ძალინ თვალნათლივ ვხედავ, რომ დასვენება მჭირდება :-)
domen
ცუდია ვერც კი გამოგემშვიდობე მაგრამ WB-ს აუცილებლად გეტყვი! აბა გამოჯანმთელდი და გელით!