მგონი სატაურით და გამოკითხვით ყველაფერს მიხვდებოდით....
როგორც იცით, ერთ ერთმა ჩვენმა მოდერმა domen-მა დაგვტოვა გარკვეული დროით,
შესაბამისად, ფორუმზე დაგვრჩა ერთადერთი მოქმედი მოდერი- Power_VANO,
მართალია, ის ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად უძღვება, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ: ერთ ადამიანს, შეიძლება ისე აეწყოს სიტუაცია, რომ ვერ მოახერხოს ყველაფრის გაკონტროლება...
ამიტომ მიმაჩნია მას სჭირდება დამხმარე domen-ის დაბრუნებამდე ფორუმის (ყოველ შემთხვევაში ზოგ განყოფილბის) მართვის ამბავში,
პირველ რიგში თვითონ ვანოს აზრია რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და გადამწყვეტი, მაგრამ მგონი ჩვენი აზრის ცოდნა არც მისთვის იქნებოდა ცუდი
მოკლედ, გთავაზობთ სავარაუდო მოდერობის კანდიდატურას:
ჯერ, სანამ დავასახელებდე, მაინც ვიტყვი, ჩემი აზრით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ
2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება)
3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი
და:
4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ (სავარაუდო) კანდიდატად: http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=3255-ს
მგონი, ყველა დამეთანხმებით, ზემოთჩამოთვლილ პირობებს სრულიად პასუხობს....
მოკლედ, მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხზე
მეც otosaxel-ს დავასახელებ.
gi0_kiborg
მშვენიერი კანდიდატურაა, მე ორივე ხელით, ორივე ფეხით და 21 თითით ვეთანხმები მაგრამ რა საკვირველია ბოლო სიტყვა ვანოზეა, მართალი გითხრა და რამოდენიმე დღეა რაც ფორუმზე გამოვჩნდი ისევ და არ ვიცი საერთოდ რა ხდება
დაე იყოს! მაგრამ ვანოც არ შემოდის, მგონი ნუ, ეს დრო არ გვყოფნის რაა...
gi0_kiborg
ჩემი აზრით ოთო ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა მაგ საქმისათვის
gi0_kiborg
გეთანხმები, ოთოს დიდ პატივს ვცემ, ფორუმისთვის კაის მეტს არაფერს გააკეთებს. რათქმაუნდა თუ თითონაც თანახმაა
gi0_kiborg
უკაცრავად და თუ გადაწყდა ოთოს მოდერობა, ჯაჯას თანხმობაცაა საჭირო ?
plastic
ეგრე რომ იძახი,ჯერ იკითხე იქნებ მოდერის ამპულაში სხვანაირად მოიქცეს.მოდერობა რათქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობაა და ამას "ლაითად" არ მოეკიდება არცერთი წევრი.
plastic
მოდი შენი კანდიდატი დაასახელე.ვის თვლი მოდერობის ღირსად?
plastic
მოკლედ ყველა დიდი მადლობ მხარდაჭერისთვის, ახლა კი ჩემი აზრი:
თუ მოდერია საჭირო და მე კარგ კანდიდატურად მიგაჩნივართ, დაე იყოს ასე და ვაფასებ და ყვალს დიდი მადლობა, რომ ჩემი კანდიდატურა წამოაყენეთ
ახლა რაც შეეხება თვითOნ მოდერის დამატება არ დამატების საკითხს, მგონი რომ ჯერ-ჯერობით ფორუმზე არ არის ისეთი სუტუცია რომ ბოტს დაეპოსტოს ან რამე კონფლიქტური სიტუაცია მომხდარიყოს და არ დაწყანარებულიყოს, ან დიდად გაოფებულის და ეს პოსტები არ წაშლილიყოს. ჩემი აზრით ვანო ჯერ-ჯერობით მარტო ართმევს თავს და თუ დამხმარე გახდება საჭირო, კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზად ვარ მოდერობის კანდიდატურაზე წარვდგე და ეს ჩემთვის დიდი პატივია
მოკლედ თუ მოდერი საჭიროა მზად ვარ და თავს თუ ვერ გავართმევ გადადექი არ უნდა დაგჭირდეთ, ორი მოდერი წავიდა ლამაზად და ამ ტრადიციას არ დავარღვევ რამე ცუდად თუ წავიდა
აჰა,ოთოს აზრიც დაფიქსირდა,და გამარჯვებული კანდიდატი ვინ უნდა "აკურთხოს" მოდერად? რა თქმა უნდა თუ ის პიროვნებაც თანახმაა,ვინც ამას გადაწყვეტს...
არ გეგონოთ მე ერთ პიროვნებას ვუჭერდე მარტო მხარს,მე უბრალოდ მინდა რომ ახალი მოდერი აიყვანონ,და წესიერად "იმოდეროს" ამ წევრმა,ოთო იქნება ეს თუ სხვა.
plastic
შენ არ გინდა მოდერობისათვის ბრძოლაში ჩაება? :?
ან შენ ვის დაასახელებდი დააკონკრეტე...
გლობალ მოდერობა კაია მარა მე ვფიქრობ განყოფილებების მიხედვით იქნება უფრო სწორე მოდერების დანიშვნა, ყველა რაღაც წვლილს შეიტანს რომ თავის განყოფილება ასე თუ ისე განავითაროს და ეს ფორუმს ძალიან წაადგება. სიახლე და აქტიურობა გვჭირდება
ცოტა არ იყოს, მეძინება და შეიძლება აზრიც ვერ ჩამოვაყალიბო მთლად გარკვეულად, მაგრამ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი.
პირველ რიგში, მხარს ვუჭერ ჩემს შემცვლელს და მხოლოდ გლობალ მოდერის პოსტზე, ფორუმს ამ მომენტში მეტი არ სჭირდება.
მეორე - მოდერი არაა აუცილებელი ღრმად ერკვეოდეს რომელიმე ტექნიკურ საკითხში, არასწორი მიდგომაა (კარგი ცოდნა და სხვების დახმარების სურვილი არანაირ კავშირში არაა კარგ მოდერთან). საჭიროა მხოლოდ იმ დონის ცოდნა, რომ გაარკვიოს, რომელ თემაში რაა ოფტოპიკი და რომელი თემა რომელ განყოფილებას ეკუთვნის. ენთუზიაზმი ნამდვილად რაც მეტი, უკეთესია და დროზე ვერ დავეთანხმები კიბორგს - იანგარიშეთ მინიმუმ საათ-ნახევარი დღეში.
დავეთანხმები პლასტიკურს - ძალიან საჭიროა აზრის გადმოცემის უნარი და ობიექტურობა (სიმკაცრის საჭირო დოზით) ხომ თავისთავად. არ უნდა დაიშვას არცერთი გამონაკლისი დარღვევის გამოსწორება-დასჯისას სიზარმაცის ან ლოიალურობის გამო. მენდეთ, ეს ძნელია :–)
კიდევ ერთი შენიშნვა მსურველებს: მოდერობა ნამდვილად პრივილეგიაა, გარკვეულწილად ბერკეტიც თქვენი სასურველი კუთხით დაუშვათ ფორუმის განვითარება (უფრო თუ დავახურდავებთ, მოდერად არჩეულს ექნება საშუალება დაინახოს მომხმარებლების IP-ები, დამალული თემები და პოსტები და ა.შ.), მაგრამ ამან არ, მმ.. "შეგაცდინოთ", ძალიან გთხოვთ. პრივილეგიების უკან დგას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და რუტინული, გარკვეული აზრით დაუფასებელი სამუშაოც - მოდერი მაშინაა კარგი, თუ მისი არსებობის შესახებ არავის ახსოვს :-) არჩევის შემდეგ პირველი ორი–სამი დღის შემდეგ, როცა ყველა ახალ კუნჭულს დაათვალიერებთ და მათით თამაში მოგყირჭდებათ, ეს პოსტი მძიმე მოვალეობად დაგაწვებათ. ვიმეორებ – მოდერის უფლებები ბეევრად ნაკლებია მის მოვალეობებზე, თუ სხვანაირად ხდება, მაშინ ის კარგი მოდერი არაა :–)
ამიტომ, თუ ვინმეს აქვს მოდერობის სურვილი, გთხოვთ დააფუძნეთ ის თქვენს ენთუზიაზმსა და კომპინფოს სიყვარულზე და არა ახალი სათამაშოს გაჩენის თუ სხვებზე აღმატების სურვილზე. ეს პოსტი ნამდვილად არაა სიამოვნების თუ გართობის წყარო :–)
რაც შეეხება ჩემს აზრს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი plastic–ს ან gearge–ს გლობალ მოდერად. ჯერჯერობით სხვა აზრი არ მაქვს.
plastic
plastic
ფორუმზე დემოკრატია არ არის! გიკვირთ? ჰეჰ ... ავტოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიის კუნძულს ეძებთ? რამდენიც არ უნდა ვირჩიოთ და პეტიციები ვწეროთ, ამ საიტს და შესაბამისად მის ყველა კუთხე-კუნჭულს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს: ჯა_ჯა! როგორც ძირეული ადმინი გადაწყვეტს, ისე მოხდება!
აქ კარგა დიდი დისკუსია წასულა....
გარკვეულ საკითხებში მეც ვეთანხმები ყველას ცოტ-ცოტას,
gearge და plastic შესანიშნავი კანდიდატები არიან, თუმცა, როგორც ვიცი, მათთვის დროის პრობლემაა...თორემ, მეც ვიფიქრე მაგაზე,
ოთოს არ ეწყინოს თავი "უსაქმური" არ გონოს, მაგრამ მე მგონი (შეიძ;ლება ვცდებოდე) დანარჩენ 2 ზე მეტი თავისუფალი დრო აქვს: ჯერ მოსწავლეა და სწავლის მეტი ფაქტიურად არ უნდა აწუხებდეს ლოგიკურად (იგულისხმება სამსახური, ოჯახი,+სწავლა უმაღლესში და ა.შ)
ვერ დავეთანხმები plastic-ს იმაში, რომ ოთო ექცენტრიკულია და აზრის გადმოცემა უჭირს, პირიქით, ალიან გაწონასწორებულია (პოსტების მიხედვით), ყოველთვის დალაგებულად და ლოგიკურად გადმოსცემს აზრს გინდაც "აბგ" დონის შეკითხვა იყოს და გინდაც საკმაოდ ჩაღრმავებული (გადახედეთ მის სტატიებს მთავარ გვერდზე)
რაც შეეხება დაგუგვლას და მისთანებს, ცოდნა ყველას თავისით არ დაგვყვება, ასე ვსწავლობთ ყველანი....და მთავარი არა მარტო ინფორმაციის მოძიება, არამედ მისი სწორი ინტერპრეტაციაცაა, რაც ოთოს არ ეშლება ჩემი აზრით
ვეთნხმები, რომ განყოფილების მოდერს გლობალ მოდერი ჯობია, მაგრამ არ ვეთანხმები, რო მოდერი არ უნდა იყოს კარგად გარკვეული იმ საკითხებში რასაც მოდერობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ფორუმზე, რადგან საკმაოდ ვიწრო სპეციალიზაციის ფორუმია, და მოდერს პატივისცემის მოსაპოვებლად მარტო პრივილეგიები არ უნდა გააჩნდეს, მგონი, ყველა კომპინფოს მოდერი პატივისცემით სარგებლობს მის წევრებში არა პრივილეგიების, არამედ ცოდნის გამო.....
მართალია, მოდერობა არც ისე მარტივია, როგორც გვგონია, როგორც domen-მა თქვა, მაგრამ მემგონი ოთო კარგად გაართმევს თავს,
მე არ მახსოვს მისი უტაქტო პოსტი ამ ფორუმზე, და არც უტაქტო კომენტარი მთავარ გვერდზე, მაშინაც კი როცა სხვა მას არაკორექტულად მიმართავდა, ეს კი მოდერისთვის ზოგადად აუცილებელი პირობაა
ასევე მემგონი არ შეეშლება მიხვდეს თუ რომელი პოსტის ადგილი სადაა და რომელი თემა სად გადაიტანოს...
კიდევ ვიმეორებ, სხვებიც არიან "კომპინფოელის" ჯგუფში რომლებიც იმსახურებენ თუ საჭირო გახდა მოდერობას, თუმცა თავისუფალი დრო და ენთუზიაზმი არა მგონია ყველას ქონდეს, ოთომ გამოთქვა თანხმობა, domen-მაც ზოგადად თანხმობა განაცხადა მის დროებით შემცვლელზე...
სხვა კანდიდატურებიც დასახელდა,
plastic, შენი უარი საბოლოოა მოდერატორობაზე?
რაც შეეხება ჩემს დასახელებას, მადლობას გიცხადებთ ნდობისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს მისი დრო (ენთუზუაზმი კი ) რომ მოდერის რანგში მივხედო ფორუმს...
დაველოდოთ რას იტყვის Power_VANO...
რას იტყვის ვანო და... მე ჩემს პოზიციას მოგვიანებით დავაფიქსირებ. განაგრძეთ დისკუსია
მხარს ვუჭერ წამოყენებულ კანდიდატურას, მეტს ვერაფერს ვიტყვი, სამსახურიდან ახალი მოსული ვარ და თავი მაქვს გაბერილი, ვერ ვაზროვნებ დალაგებულად.
მე ყველაზე ნაკლებად ვარ გათვითცნობიერებული ამ საქმეში, და რა მაინტერესებს, იცით? ეს ვაკანსია არჩევითი უნდა იყოს მაინცდამაინც? ასე ხომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში საერთო დასკვნამდე ვერც კი მივიდეთ. მე მგონი, ჯობს, თუ დომენი და ვანო გადაწყვეტენ ამ საკითხს.
plastic
იდეა გასაგებია....
გარკვეულწილად მისაღებიც...
უფრო დავაკონკრეტებ მაშინ მე როგორ ვხედავ ამ საკითხს: სულაც არაა საჭირო ვთქვათ "კომპინფოელი"-ს ჯგუფის წევრებს მოდერობის ყველა პარამეტრი გავუხსნათ: IP-ების ნახვა, დამალული თემები და ა.შ...
უბრალოდ, ჰქონდეს მასზე სტატუსით ნაკლები წევრის თემის რედაქტირების, დახურვის(და არა წაშლის) და სხვა განყოფილებაში გადატანის საშუალება,
ბანის მიცემის საშუალება არ მიმაჩნია საჭიროდ, მხოლოდ გაფრთხილება (ისიც გარკვეული დოზით)
მართალია, გეთანხმები, რომ ადმინისტრაციამ უკვე გამოგვიცხადა ამ ჯგუფს გარკვეული ნდობა, იმედია გავამართლეც კიდეც, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება (უფლებების მოატება) არა მგონია მარტო ნდობაზე იყოს დაფუძვნბული, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს
ერთი სიტყვით, შენი იდეა ჩემთვის პიდადად მისაღებია (ზოგჯერ გამჩენია კიდეც სურვილი ორმაგი თემის დახურვის, ან შესაბამის განყოფილებაში გადატანის...) თუმცა, ჯერჯერობით მაინც ერთი დამატებითი გლობალ-მოდერის პოსტს უფრო ვემხრობი, არა მგონია ამხელა დემოკრატია იყოს საჭირო ჩვენს ფორუმზე, მგონი 2 ადამიანი თუკი კარგად უძღვებოდა აქამდე საქმეს. აწიც კარგად გაუძღვება, დამატებითი უფლებები კი მართალია არავის გვაწყნს, მაგრამ მაგის გარეშეც გავძლებთ როგორმე
როგორც გახსოვთ, domen-მა თქვა:
რა ბრძნული აზრებია
achiko
Giga1
მაგას თავიზი აზრების დაფიქსირება არ შეუძლია მხოლოდ ოფტოპიკებზე მუშაობს :- )
Giga1
ოთოსახელ
Giena
achiko
გასაგებია,ოთოს კიდევ ერთი მომხრე ყავს
თუ ადმინისტრაცია მომხმარებლების აზრს ითვალისწინებს ალბათ კარგი იქნება არჩევნების ჩატარება რათქმაუნდა ღიად დაფარული ხმების გარეშე
კარგით, ბატონებო, მიღებულია თქვენი აზრები.
უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას
მოოოკლედ, ვიფიქრე/ვიფიქრეთ, გავაანალიზე ადგილობრივი სიტუაცია და... მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი მოდერატორი საჭირო არაა, ფორუმის აქტივობიდან გამომდინარე.
თან ახლა არდადეგები მეწყება და უფრო მეტი დროც მექნება ფორუმისთვის.
როცა ფორუმის აქტივობა გაიზრდება ან რეალურად დამხმარე დამჭირდება, სხვადასხვა გარემოებების გამო, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ამ თემაში თქვენი გამოთქმული მოსაზრებები ანუ ტყუილად არაა ნაპოსტი ამ თემაში.
Power_VANO
ცოტა ხალხ მგონი იმიტოა რო საინტერესო ცოტა რამე თუ გამოჩნდება ხოლმე იქნებ მოდერატორი შეცვლიდა ცოტა სიტუაციას როგორც ყველამ იცის ახალ დამწყები ყოველტვის მეტი მოტივაციით არი და მეტ საქმესაც აკეთებს ნუ რათქმაუნდა თუ მკვდარი ადამიანი არ არი
და მოდერატორის მოვალეობებში სიახლეების კეთება როდის აქედან შედის?
ცოტა ხალხი კი იმიტომაა, რომ სპეციფიკური ფორუმია + "ფლუდერებს" არ ვაბაირამებთ ფორუმზე
გეთანხმები Power_VANO, ფორუმის დატვირთვიდან გამომდინარე, ამ დროისთვის, ერთი მოდერიც საკმარისია.
Power_VANO
ერთი მოდერიც უმკლავდება ყველაფერს
თან დომენიც ხომ შემოდის ხანდახან,სულ არ დაკარგულა
Power_VANO
მე სიახლეები არ მიხსენებია და არც არავინ არაფრით დამივალდებულებია მარა მარტო წესრიგის გამტარებელი მოდერი არავის არ ჭირდება მგონი. მოდერი მგონი არის მეტი უფლებელის მქონდე წეევრი რომელიც წესრიგს იცავს და ეგეთი უფლებები ღირსეულ ფორუმელს უნდა ქონდეს თვითონ შენც და დომენსაც მაგიტო ვცემ პატივს თორე დომენმა ერთხელ გაფთხილება სულ უბრალო რამისთვის მომცა და მერე სულ აღარც გახსენებია (რათქმაუნდა ამით მე არაფერი დამკლებია და არც ნაწყენი ვარ) რავიცი თუ ნამეტანი ოფფ ტოპერი არ ვარ და გაფთხილების ჩამოკლებას აზრი არ ქონდა მგონი გასაგებად გადმოვეცი მე რასაც ვფიქრობ თუ არ გინდათ მე არც არავის არაფერს ვაძალებ და მგონი ვერც ვერავინ დაგაძალებთ
მეც ოთოს ვასახელებ. ოთო რო ისწავლე მიდი ეხლა და იმოდერე
Forumeli
საჭირო არააო ვანომ და თუ დასახელებაზეა საქმე "ოთო 4eveR"