თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ კომპინფო

პოსტის ავტორი: domen May 30 2007, 09:09 PM

ეს თემა უფრო ადმინისტრაციისთვის გამიზნული კითხვაა, მაგრამ რადგანაც მგონია, რომ ეს საკითხი ყველას გაინტერესებთ, ამიტომ კითხვას(უფროსწორად, კითხვებს) ღიად დავსვამ.

  1. ვისთან ერთად იყოფს სერვერს კომპინფო? //თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის
  2. სად დგას ეს სერვერი? //ესეც ასევე
  3. რატომ ჩნდება საიტზე გვერდის ორ განახლებაში ერთხელ "Too Many Connections" შეცდომა MySQL-ის მხრიდან?
  4. გაიზრდება თუ არა ფორუმზე მიმაგრებული ფაილის დასაშვები მოცულობა? თუ გაიზრდება, რამდენჯერ?
  5. გვექნება თუ არა ჩვენ, აქტიურ მომხმარებლებს, რაიმე სივრცე სერვერზე?
  6. გველოდება თუ არა რაიმე სიახლე მთავარი საიტის განახლების ინტერვალის საკითხში?
  7. რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება საიტის მიმართულებაში?
  8. ხომ არ არის რამე ისეთი, რისი კითხვაც დამავიწყდა?

პოსტის ავტორი: გიგა May 31 2007, 11:08 AM

ციტატა
რატომ ჩნდება საიტზე გვერდის ორ განახლებაში ერთხელ "Too Many Connections" შეცდომა MySQL-ის მხრიდან?

ეს უკვე რამდერჯერმე მომივიდა smile.gif
ეტყობა ახალმა სერვერმა ახალი პრობლემები შექმნა sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 31 2007, 12:56 PM

domen
ნაწილ კითხვებს გავცემ პასუხს, ნაწილს კი....

მოკლედ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ჯერჯერობით ის საიტი არ მუშაობს, ერთადერთი რასაც გეტყვით იქნება ონლაინ მაღაზია, მაგრამ ჩვენთან საერთო არაფერი ექნება, თუ არავცდები ტექნიკა გაიყიდება, ოღონდ არა კოპმპიუტერული, ანუ მაცივრები ტელევიზორები და ეგეთი რაღაცეები.

2. ვაბშეტა ამ ფორუმის აქტიური წევრი ასეთ კიტხვას არ უნდა სვავდეს, იმიტომ რომ NSLOOKUP-ში რომ ჩაწერო ჩვენი საიტის სახელი ეგრევე მიირებ შემდეგ პასუხს:
Non-authoritative answer:
Name: compinfo.ge
Address: 80.83.135.194

IP-ების ეს დიაპაზოონი კი ეკუთვნის დიდ არა საყვარელ Geonet-ს, სამწუხაროდ სანამ მე მოვიძიებდი ყველა საჭირო ინფოს მეგობარმა იჩქარა და კონტრაქტი ამ კომპანიასთან გააფორმა, ახლა ვფიქრობს გასვლაზე, მაგრამ კონტრაქტი ხელმოწერილია, პირველადი თანხები უკვე დარიცხულია. ტაკ ჩტო ორმაგი გადახდა მოგვიწევს ახლავე რომ სხვაგან წავიდეთ, ასე რომ მინიმუმ ეს ზაფხული მაგ პროვაიდერთან ვიქნებით. (სამწუხაროდ სიჩქარე ისეთი არ არის როგორსაც გვპირდებოდნენ, 10 მეგაბიტი ალბათ მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, რეალობაში კი მეგაბიტს აღწევს, დილა უთენია შეიძლება 2 მეგაბიტამდე ავიდეს, ღამე არ მისინჯია).

3. იმიტომ ჩნდება ეს საზიზღარი წარწერა რომ MySQL სერვერი ოპტიმიზირებული არ არის და კონექშენების სოკეტების რაოდენობაა მცირე, მოკლედ მაგაზე ვმუშაობთ გამოსწორდება უახლოეს მომავალში.

4. კი გაიზრდება, ზუსტი ზომა არ ვიცი, ეგ გასარკვევია, იდეაში გამოსაკითხია და დიფერენცირებაა საჭირო ჯგუფების მიხედვით, მაგრამ ახლა 10 და 50 მეგაბაიტი რომ საჭირო არ იქნება მაგაში მგონი დამეთანხმებით. მოკლედ მაგას ყველა ერთად გავარკვევთ, შემდეგ ჩვენც ავწონ დავწონით და ისე მოხდება ეგ საქმე.

5. ვერ გავიგე რა სივრცე გსურს, დააზუისტე. ჰოსტინგის რაიმე ვარიანტს თუ ფიქრობ, მინდა მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია, ტექნიკური მიზეზების გამო და არა სივრცის გამო. მაგაზეც ვმუშაობთ, იმედია მოვაგვარებთ.

6. იგივე პასუიხა, მაგაზეც ვჩალიჩობთ, თუმცა უკვე მეორე დღეა ვჩალიჩობ ბაზებთან მიმართვის ოპტიმიზაციაზე, მაგრამ მარტო საიტის ოპტიმიზირება აშკარად საკმარისი არაა, MySQL-ის პრობლემას კი ამ შაბათ კვირას ჩავუჯდებით.

7. იგეგმება, მაგრამ ამჯერად ვერ გეტყვით. ტაინუს სეკრეტუს, ანუ კორპორაციული საიდუმლოა, თუმცა ჩვენგან რა კორპორაცია გამოვა smile.gif

8. ეგ უკვე ამირანი გულში მღეროდაო, აბა მე რავიცი რისი კითხვა გინდოდა :-) მაქსიმუმ დავძენ:
- რამდენიმე აქტიურ და მცოდნე მემბერს მინდა მესამე დონის დომენი მივცე, მაგრამ ზემოთ ვახსენე რომ ჯერ ტექნიკური პრობლემებია
- სავარაუდოდ შეიძლება P2P განყოფილება გავსხნა მაგრამ ეგეც ჯერ დამუშავების პროცესშია
- საკუთარ ასაქაჩ განყოფილებას გავაკეთებ, მაგრამ ეს მხოლოდ საიტისთვის იქნება, ანუ საჭირო პროგრამები რომ აქვე აიქაჩოს და სარენი არ იყოს სადრაც, ჩვეულებრივ მომხმარებლებს ამ განყოდფილებასტან წვდომის შესაძლებლობა არ ექნებათ
- ასევე საკუთარ სურათ შესანახ განყოფილებას შევქმნით თუმცა ესეც მხოლოდ საიტის საჭიროებისთვის და არა საყოველთაო მომსახურებისთვის, მაგისთვის სხვა სერვერებია ოხრად, მათ შორის ქართულიც, ამიტომ სულაც არ ვგეგმავთ სხვის სფეროში შეჭრას და საკითარი ტავის ატკივებას, მაგ საქმეს სხვა ხალხი ავად თუ კარგად აკეთებს.

მგონი სულ ესაა. კიდევ რაიმე კითხვა გააქვთ?

პოსტის ავტორი: domen May 31 2007, 01:35 PM

ja_ja
ჩემთვის საკითხი ამოიწურა(ჯერჯერობით მაინც), დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 31 2007, 06:34 PM

giorgius
ჯერ ნაადრევად ინტერესდები. ისე კი უხეშ მონახაზს ახლავე გეტყვი:

- მაგალითად რაც არ უნდა კაი კაცი იყოს და რაც არ უნდა აქტიური იყოს ადამიანი მისთვის დომენს ლამაზი თვალებისთვის არ გავხსნი. თუ მაგალითად აქვს მარტივი მიზეზი, აუ ჩემი Home საიტი მინდა გავხსნა რა... და ასე შედმეგ. ძალინა დიდ პატივს ვცემ ყველას მაგრამ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, არ მაქვს სურვილი სხვა კომპანიების საქმიანობის სფეროში შევიჭრა, უფასო ჰოსტინგ საიტები ოხრადაა ქართულიც და უცხოურიც, საკუთარი ჭიის გასახარად, ნებისმიერს შეუძლია გახსნას თავისი საიტი.

- აი თუ მომხმარებელი რაღაც საერთო საქმეს აკეთებს (არა კონკრეტულად ჩემსას ან Compinfo-სას), მაგალითად აქართულებს რაღაცას და განახლებებისთვის სჭირდება მხარდამჭერი საიტი ან რაიმე ასეთი, ან რაღა საჭირო პროექტებს აკეთებს რომლიდანაც სარგებელი არა ერთეულ პიროვნებას არამედ მთლიან ქართულ ინტერნეტ საზოგადოებას ექნება მისთვის ცალკე მესამე დონის დომენს არ დავინანებ და არც ცივრცეს მოვუჟმოტავ (გონიერების ფარგლებში). ახლა რაც არ უნდა მიმტკიცოს ვიღაცამ რომ კიდე ერთი Rapidshare-ს ან Imageshake-ს ასლი საიტი გადაარჩენს ქართულ ინტერნეტს, ნუ ეგ საკითხი არ მაინტერესებს, მაშინ ეგეთს მეთვითონ გავხსნიდი, მაგრამ ეგ ერთეულის სარგებელია და არა საერთო საქმის. (პლიუს ეგეთი საიტები ოხრადაა)

- რაც შეეხება დომენს, დომენს მე ვერ დავურეგისტრირებ თუ მეორე დონის დომენი უნდა, მაგალითად საყვარელი maputu.ge, ეგეთს ჩემს დომენურ ზონაში ვერ მივცემ, მაგრამ თუ სურვილი ექნება სრულყოფილ ჰოსტინგს მიიღებს მისამართზე maputu.compinfo.ge, ანუ მესამე დონის ჰოსტინგზე. შესაბამისად იქ დადებს ტავის საიტს, თავის შესახებ ინფოს, რას აკეთებს და შესაბამის პროდუქციას რასაც აკეთებ. ეს შეიძლება იყოს გაქართუელბა რომელიმე პროგრამის, არღაც საჭირო ქართყლი უტილიტა, მაგალიტად კაცს შეუძლია არღაც პროგრამის გაკეთება, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა ან თავი არეგისტრიოს დონემი და მერე მისთვის ჰოსტინგი არჩიოს.

- ნუ ერთეულ შემთხვევაში დასაშვებად მიმაჩნია მეორე დონის დომენის რეგისტრირებაც, მაგრამ აქ უკვე პროვაიდერთან იქნება გასარკვევი დომენის გაწერა მის DNS სივრცეში, გააჩნია ვისთან მექნება მაგ დროს სერვერი, მაგალითად დრევანდელი კომპანია მაგაში არაფერს ითხოვს, მაგრამ მაგალითად ონლაინი და კაუკასუს-ი ცალკე მომსახურებაში უშვებენ და მინიმალურ ერთჯერად გადასახადს ითხოვენ 1-2$-ის სახით, ნუ ეგ მოგვარებადია მთავარია პროექტი იყოს ღირსეული. იასნია სხვა თემატიკაზე გადართვის დროს, ყველა პრივილეგია იმ მომხმარებელს გაუქრება და შეიძლება ჩვენი შეღავათიც დაკარგოს.

- ნუ პლიუს რა თქმა უნდა შესაბამისი ინფო იქნება მთავარ გვერდზეც, რომ ესა და ეს დომენებია ჩვენთან გახსნილი და შეიძლება ესა და ეს ინფო მიიღონ, ან ჯერ არ ვიცი ზუსტად ეგ როგორ გაკეთდება და რეალიზდება.

- მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჰაერში კიდია ტექნიკური პრობლემის გამო და კონკრეტულად როდის იქნება კაცმა არ იცის. ასე რომ არანაირ ვადებს აქ არ ვწერ. ეს პროექტი გეგმაშია სადრაც 8-9 თვეა, ახლა ამ დროისთვსი და ამ სერვერის ამუსავებით ერთი დიდი პლიუსი აქვს მის გრაფას მიწერილი, მაგრამ ჯერ მინუსებიც არის აღმოსაფხვრელი!

- ნუ პლიუს დიდ პატვს ვცემ Open Source მოძრაობას, მაგრამ ახლა ყევოლ მეორე Linux-ის საინსტალაციოს, Open Office-ს და რაღაც ეგეთს ჩვენთან ვერ დავაგდებ, ვერსიებია იცოცხლე და ყოველი მათგანი VISTA-ზე ნაკლებ საინსტალაციო ადგილს არ იკავებენ, ასე რომ მაგ საქმეს არც კი მოვკიდებ ხელს, საქმე არა მარტო ვეებერტელა სივრცეშა, არამედ ტარფიკშია, ყოველი მეორე ხან ერთ DVD-ს ჩამოტვირთავს ხან მეორეს და ბოლოს საიტები არ გაიხსნება იმიტომ რომ ვიღაცეები 24 საათი ერთი და იგივე პაკეტებს 10-10-ჯერ გადაიწერენ biggrin.gif

მოკლედ ერთის მხრვ იდეალისტური სიტუაცია დავხატე, მაგრამ მეორეს მხრივ ვხვდები საჭიროა და მინდა ხელი შევუწყო ეგეთ საქმეებს. მადლობა ღმერთს ადგილი არის, ტრაფიკს კი ამ პროვაიდერთან თუ არა სხვასთან მოევლება.

პოსტის ავტორი: Frrrredo Jun 1 2007, 02:35 PM

ააააა მივხვდი მარტო ზიხარ სახლში და წერ (გინდა მეორე ტორვალდსი იყო?) smile.gif
ცოტა დაწვრილებით ვერ გვეტყვი? კაცი თურმე რას ეჭიდება და მარტო უნდა მოაგვაროს ყველაფერი.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 1 2007, 06:36 PM

giorgius
Frrrredo

ციტატა
ჩემ ოპერაციულ სისტემას ვქმნი სახელი უკვე აქვს და იმიტო მინდა რო სტაბილურად გადმოწეროს

ციტატა
ააააა მივხვდი მარტო ზიხარ სახლში და წერ (გინდა მეორე ტორვალდსი იყო?)
ცოტა დაწვრილებით ვერ გვეტყვი? კაცი თურმე რას ეჭიდება და მარტო უნდა მოაგვაროს ყველაფერი.

მეტი საკაიფო და გასაოფტოპიკებელი არ გაქვთ არცერთს? ოპერაციული სისტემა გუგლს ვერ შეუქმნია, რა ტორვალდსზეა ლაპარაკი...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 2 2007, 10:49 PM

giorgius

ციტატა
ვანო საიდუმლოს გეტყვი ერთმა ფორუმელმა უკვე შექმნა თავისი ოპერაციული სისტემა ეხლა ბაგებს ასწორებს და აპდეიტებს უჩალიჩებს,სახელი მე შევარჩიე ამ ლინუქსის და კიდე ამ ადამიანს ინკოგნიტოდ სურს ყოფნა ჯერჯერობით

მიდით რა, გაიარეთ იმ ფორუმელმაც და შენც biggrin.gif tongue.gif ლინუქსის დისტრიბუტივის გადაკეთება ოპერაციული სისტემის შექმნას არ ნიშნავს wink.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 3 2007, 12:36 AM

ციტატა
მიდით რა, გაიარეთ იმ ფორუმელმაც და შენც ლინუქსის დისტრიბუტივის გადაკეთება ოპერაციული სისტემის შექმნას არ ნიშნავს

გეთანხმები მარა.......................
..........................
მეორე კითხვა მიჩნდება ადამიანმა რომელმაც არ იცის რომ, ლინუქსის დისტრიბუტივის გადაკეთება და ოპერაციული სისტემის შექმნა ერთი და იგივე არაა, როგორ უნდა გააკეთოს თუდაც დისტრიბუტივი

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 4 2007, 10:25 AM

giorgius

ციტატა
ძაან პესიმისტი ხარ ვანო

პესიმისტი კი არ ვარ, კორექტულად ვაზროვნებ biggrin.gif თორემ ახალ პროექტებს, სიახლეებს ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ. smile.gif მთავარია მათში რაიმე აზრი დავინახო. აი ლინუქსის ახალი დისტროს შექმნაში ვერ ვხედავ აზრს. მაგალითად შეგიძლია მითხრა რატომ იქნება ეგ დისტრო თუნდაც Fedora, Red Hat ან Ubuntu-ზე უკეთესი? smile.gif აი ეს არის მთავარი, თუ უკეთესი არ გამოვა, ტყუილად უნდა იწვალო ე.ი. დრო კი ფულია smile.gif ანუ ის დრო რაც მაგ დისტროზე დაიხარჯება = დაკარგული დრო

თორემ გაგიგონია ჩემგან, როდისმე Core 2-ის ან DDR3-ის წინააღმდეგ გამოვსულიყავი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 4 2007, 12:58 PM

giorgius

ციტატა
ზუსტად ეგ თქვა იმანაც ვინც ეს ალფავერსია გააკეთა მაგრამ ეს მან გამოცდილების შესაძენად გააკეთა და არა იმ მიზნიტ რომ კონკურენცია გაეწია სხვა დისტროებისთვის

აბა თუ მაგისთვის გააკეთა, რეკლამირება რათ უნდა მაგ დისტროს? თუ მაინც არავინ გამოიყენებს?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 5 2007, 12:32 PM

კარგი, გასაგებია, ნუღარ გავაოფტოპიკებთ, თემის შესახებ ვისაუბროთ ამ პოსტის შემდეგ smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 7 2007, 04:48 PM

მოდით, კიდევ ერთ საკითხს წამოვწევ:
შესაძლებელია თუ არა, რომ ციტირებისას დაეწეროს ვისია ციტატა?
ანუ მე ვუკეთებ ვიღაცის ნათქვამს ციტირებას პირველი გვერდიდან და ჯდება მესამე გვერდზე (ფორუმი გაიზარდა უკვე და გვერდების რაოდენობაც მოემატა smile.gif) ამ დროს უცხოს ან სკლეროზიანს მოუწევს ეძებოს ციტირებული სიტყვების ავტორი. ზოგიერთ ფორუმზე მინახია - [ვინცხამ თქვა - რაღაცა...] ან მსგავსი, ხომ გესმით... მარტო quote-თი შორს ვერ წავალთ...

პოსტის ავტორი: გიგა Jun 7 2007, 05:26 PM

ალბათ ციტატის მისამართი უნდა დაწერო

ასე http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=859&view=findpost&p=10871

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 7 2007, 05:29 PM

ციტატა(გიგა @ Jun 7 2007, 10:26 PM) [snapback]10871[/snapback]

ალბათ ციტატის მისამართი უნდა დაწერო

არა! აი, ზემოთ როგორცაა. ჩვეულებრივ ციტატას რომ ვაწვები მაშინ არ ჩანს... პირდაპირ quote ისმება (მონიშნულის ციტატად ჩასმა რომ წერია)
ნუ სწრაფი პასუხის ფორმამ "გამაზარმაცა" და იქ, დიდში აღარ შევდივარ! tongue.gif

მოვინდომე არა, მზა-მზარეული?!

პოსტის ავტორი: domen Jun 7 2007, 06:59 PM

ციტატა(Sh@ko @ Jun 7 2007, 10:29 PM) [snapback]10872[/snapback]

არა! აი, ზემოთ როგორცაა. ჩვეულებრივ ციტატას რომ ვაწვები მაშინ არ ჩანს... პირდაპირ quote ისმება (მონიშნულის ციტატად ჩასმა რომ წერია)
ნუ სწრაფი პასუხის ფორმამ "გამაზარმაცა" და იქ, დიდში აღარ შევდივარ! tongue.gif

მოვინდომე არა, მზა-მზარეული?!

თუ გინდა, დაეწეროს სახელი, [quote]-ს უნდა ჩაუმატო "name='სახელი'", თარიღის დასაწერად ჩაამატებ "date='თარიღი'", ხოლო ციტატაზე ბმულის მისათითებლად "post='პოსტის ნომერი'"(პოსტის ნომერი შეგიძლია პოსტის ზემოთ #-იან ნომერზე დაწკაპუნებით ნახო, ოღონდ ნომერი არა სრული მისამართი, არამედ მხოლოდ რიცხვია), საბოლოო ჯამში კი გამოვა:

პროგრამული კოდი
[quote name='Sh@ko' date='Jun 7 2007, 10:29 PM' post='10872']

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 8 2007, 08:46 AM

Sh@ko
+ ციტატა-ს ხომ ხედავ პოსტებზე? ზუსტად მაგისთვისაა ეგ ფუნქცია. თემების დათვალიერებისას მონიშნავ საჭირო პოსტებს და მერე Add Reply-ში დაგიხვდებიან ყველანი smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 8 2007, 10:10 AM

[quote name='Power_VANO']...ფუნქცია. თემების დათვალიერებისას მონიშნავ საჭირო პოსტებს და მერე Add Reply-ში დაგიხვდებიან ყველანი [/quote]
ეგ ადრეც თქვი... wink.gif
[qoute name="domen"]თუ გინდა, დაეწეროს სახელი, quote-ს უნდა ჩაუმატო "name='სახელი'"...[/quote]
მარტო სახელის დაწერა მინდა... ციტატა კი ყლაპავს... ორმაგი ბრჭყალი ხომ არ უნდა??? ნუ ადრე მინდოდა მოდერაცია ციტირებულის და სახელი ჩავუმატე მაგ წესით, მაგრამ არ გამოჩნდა...

საერთოდ კი ვიგულისხმე, რომე სწრაფი პასუხის ფორმაში რომ არის "მონიშნული ციტატის ჩასმა" და "იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ", ესენი რომ უკეთებდნენ პირდაპირ სახელის და სასურველია თარიღის მითითებასაც, თორემ მე სკრიპტები რომ არ მუშაობდა, მაინც ქართულად ვწერდი, მაგრამ სხვები არა, გამიგეთ?! ახლაც შემიძლია ციტირებებიც იგივე წესებით ვწერო (რაც ვიცოდი, მაგრამ მეზარებოდა smile.gif), მაგრამ სხვა პირდაპირ იოლ ფორმას გამოიყენებს და მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან (ისე ამ გაგანია ზაფხულში მთელი ფორუმიც ვერ მოვიყვანთ გაზაფხულს tongue.gif)

m.m. როგორც ხედავთ არ წერს მარტო სახელს, თორემ მოსინჯული მქონდა უკვე... სახეზეა აპოსტროფის და ორმაგი ბრჭყალის გამოყენების მაგალითი.

პოსტის ავტორი: domen Jun 8 2007, 11:01 AM

ორი-სამი ცდის შემდეგ გაირკვა, რომ მარტო სახელს მართლაც არ წერს smile.gif თუმცა, ერთი ხერხის გამოყენება შეიძლება:

ციტატა(Sh@ko @ )

m.m. როგორც ხედავთ არ წერს მარტო სახელს, თორემ მოსინჯული მქონდა უკვე... სახეზეა აპოსტროფის და ორმაგი ბრჭყალის გამოყენების მაგალითი.


კოდი:

პროგრამული კოდი
[quote name='Sh@ko' date=' ']
m.m. როგორც ხედავთ არ წერს მარტო სახელს, თორემ მოსინჯული მქონდა უკვე... სახეზეა აპოსტროფის და ორმაგი ბრჭყალის გამოყენების მაგალითი.
[/quote]

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 8 2007, 11:10 AM

ციტატა(domen @ 08.06.07)
თუმცა, ერთი ხერხის გამოყენება შეიძლება:

მივაწვეთ ამ ბოლო ჩვენებას!!! wink.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 18 2007, 02:21 AM

ისა და ის პრბლემა MySQL-თან გამოსწორდა როგორც ვხედავ

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 19 2007, 04:17 PM

თვითონ საიტს რა სჭირს რატო არ მიშვებს ექაუნტში, ან ფორუმს რატო აგზავნის დაზიანებულ წერილებს?
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=898
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=897

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 20 2007, 04:42 PM

გიგა

კი MySQL-ის პრობლემას ჰქვია რომ გასწორდა შეცდომა, მაგრამ გარეგნულად არის ეგრე, რეალურად ბირთვის დონეზე კიდევ ბევრი შეცდომაა დარჩენილი. მაგაზე სხვა თემაში ვისაუბრე უკვე: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=885&view=findpost&p=11360



otosaxel
ბაზაში დაზიანებული იყო იუზერების ცხრილი, ახლა აღვადგინე ცხრილი და ყველაფერი ამუშავდა. რაც შეეხება წერილებს, კონკრეტულად აღწერე რა სახის წერიელბი გაქვს გამოწერილი, ანუ პასუხები გამოიწერე თუ რა გამოიწერე რომ არ მუშოაბს? კაკრაზ მაინტერესებს ისედაც ოხრად რაღაც არის გასასწორებელი და როგორც ვხედავ ეს ერთიც დაემატა მაგ სიას.

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 20 2007, 10:32 PM

ja_ja
თემის გამოხმაურებები გამოვიწერე და ვიღებ მესიჯს ატაჩში ხოლო შიგნით წერია ეს:
CORRUPTED MESSAGE

This is the Courier Mail Server 0.55 on localhost.localdomain.

I received the following message for delivery to your address. This message
contains several internal formatting errors. This is often caused by
viruses that attempt to infect remote systems. Instead of blocking
this message, I converted it to a safe, text-only attachment that can be
safely read with a text editor.

This sometimes also happens when the sender's mail software has a bug
that creates improperly-formatted messages. Although these kinds of
formatting errors may often be ignored by other mail servers, this
server detects and intercepts improperly-coded messages in order to
prevent viruses from taking advantage of bugs in E-mail programs:

-----------------------------------------------------------------------------
The headers in this message contain improperly-formatted binary content.

See <URL:ftp://ftp.isi.edu/in-notes/rfc2047.txt> for more information.
-----------------------------------------------------------------------------

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 21 2007, 12:42 PM

otosaxel
იასნა, სერვერეის უნიჭობის ბრალია.

რა გითხრა მიახლოებით პასუხი უკვე იცი, როცა ახალ სერვერს ავწევ იმედია გამოსწორდება ყველაფერი, მანამდე ვერაფრით დაგეხმარები, გფაქსია მაილ ფუნქცია არასწორედ მუშოაბს.

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 26 2007, 09:23 PM

ja_ja
მაგ გამოწერასთან კიდე ერთი პრობლემა მაქ ვიღებ ერთიდაიგივე წერილის 9-10 ასლს.