მოგესალმებით!
-მოკლედ, როდესაც youtube-დან ვიდეოს გადმოვწერ ვინახავ შესაბამისად რომელიმე ახალ ან არსებულ "ფოლდერშ"-ი. ამ ფოლდერის ხელახლა გახსნისას კი პროცესორის პროცენტული მაჩვენებელი 100-დე ადის და ჭედვას მიწყებს(მხოლოდ "flv" ფორმატის ვიდეოს შემთხვევაში)...
ვერაფერს ვე ვახერხებ და არაფერი შველის გარადა "ტესკ მენეჯერ"-იდან "ექსპლორერ"-ის გამორთვის და ხელახლა ჩართვისა...(ეს კი მოგეხსენებათ ყოველი ვიდეოს ჩართვისას არც ისე სასიამოვნოა)
-მოკლედ გადამრია ამ ერთიშეხედვით პატარა პრობლემამ და თუ ვინმემ იცით რამე ამ პრობლემის გადასაჭრელად ძმურად გამარკვიეთ!!! მადლობა ყველას!!!
როგორც წესი, ეგ პრობლემა K-Lite-ს კოდეკების ზოგიერთ ვერსიას სჭირს,
წაშალე რომელიც გიყენია,(ანინსტალი გაუკეთე) და გადმოწერე ახალი:
http://codecguide.com/download_kl.htm
(Full ან Mega ყველაზე კარგი ვარიანტებია)
მერე, კი გადმოწერე და დააყენე აპდეითიც:
http://codecguide.com/klcp_update.htm
ასევე, სხვა კოდეკები ან კოდეკების პაკეტები თუ გიყენია სისტემაში, სასურველია წაშალო
P.S: თემა გადმომაქვს დახმარების განყოფილებაში
აწი შესაბამის განყოფილებაში გახსენი ხოლმე ახალი ტოპიკი
წავშლი კოდეკებს და ვნახავ თუ რამე ეშველა.... გმადლობ გამოხმაურებისთვის!
რაც სჰეეხება თემას, იზვინი! გავითვალისწინებ შემდეგისთვის
ყველაფერი სიე გავაკეთე, როგორც მირჩიე და შედეგიც კაი მივიღე, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებამ ახალი პრობლემა გამიჩინა....
-პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გომ ფლეიერი ფლეშ თამაშებს აღარ მიხსნის(SWF ფორმატს. სანამ კოდეკებს წავშლიდი ჩვეულებრივად მიხსნიდა) გომ ფლეიერის ფუნქციებში SWF ფორმატი ჩვეულებრივად მონიშნულია, როგორც სხვა დანარჩენი. თამაშს რო ვაგდებ ფლეიერში არანაირი რეაქცია არ აქ...
GOM Player-ს არა აქვს წესით შეხება კოდეკებთან, თავისი კოდეკები აქვს
აბა Media Player Classic-ში ჩააგდე თუ გახსნის,
ან ჯუდევ გომის რეინსტალი ცადე, ნესტროიკებში (Settings Wizard) Use External Codec-ებზე პტიჩკა მოხსენი
ასეც ვცადე, დეფაულტიც მივეცი, მარა არანაირი ცვლილება არაა და არც Media Player Classic-ში არ ხსნის...
პრობლემა მოგვარდა! -Aero SWF.max Flash Player დავაყენე და გომპლეიერმაც ეგრევე გახსნა swf ფაილები...
gi0_kiborg -მადლობას გიხდი დახმარებისთვის!