თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამულ-აპარატურული პრობლემები _ usb პორტის პრობლემა

პოსტის ავტორი: zaza.r Dec 12 2010, 09:54 PM

ახალი ნაყიდი მაქვს კომპი,წინა უსბ პორტში ფლეშკის გამოერტებისას კომპი რესტარტდება,რისი ბრალი უნდა იყოს?
ორი პორტი აქვს და ორივეში ესე შვება
ორი სხვადასხვა ფლეშკა ვცადე და იგივეს აკეთებს ორივეზე

პოსტის ავტორი: mixomai Dec 13 2010, 06:15 PM

მემგონი ეგ შიგნიდან უნდა იყოს ანუ რო დაშალო და ნახო კომპ? მე რო დავშალე პირველად ვიდეოს ქულერი არ იყო შეერთებული smile.gif

პოსტის ავტორი: system32 Dec 13 2010, 07:42 PM

არა ვიდეოსთან ეგ არამგონია რამე შუაში იყოს, მანდ აბა ბიოსი გაანულე და მერე დეფაულტზე ჩამოყარე ან უსაფრთხო რეჟიმზე ჩამოყარე ბიოსი. BIOS-ში კიდე სადაც ეწერება USB(ძირითადად Integrated Pheripecals: ამ პუნქტში) Enabled-ზე ან Auto-ზე დააყენე. შედეგი დაწერე. smile.gif

პოსტის ავტორი: smart22 Dec 14 2010, 12:48 AM

მე ჯერ ქეისს გავხსნიდი და მოხსნილ გვერდს (მარცხენას) თავზე გადავაღუნავდი იმ ვაი ,,კომპიუტერშიკს" ვინც ააწყო კომპი, მერე ბარემ მოხსნილია და USB-ს კაბელებს სწორად შევაერთებდი მაზერზე...

პოსტის ავტორი: zaza.r Dec 14 2010, 01:06 PM

ციტატა(smart22 @ Dec 14 2010, 01:48 AM) *
მე ჯერ ქეისს გავხსნიდი და მოხსნილ გვერდს (მარცხენას) თავზე გადავაღუნავდი იმ ვაი ,,კომპიუტერშიკს" ვინც ააწყო კომპი, მერე ბარემ მოხსნილია და USB-ს კაბელებს სწორად შევაერთებდი მაზერზე...



ვნახავ სახლში რომ მივალ,ისე რას მოუხდებოდა კომპს "ვაი კომპიუტერშიკის" თავის რელიეფურ გამოსახულებიანი მარცხენა გვერდი ჰა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: smart22 Dec 14 2010, 01:25 PM

ციტატა(zaza.r @ Dec 14 2010, 05:06 PM) *
ვნახავ სახლში რომ მივალ,ისე რას მოუხდებოდა კომპს "ვაი კომპიუტერშიკის" თავის რელიეფურ გამოსახულებიანი მარცხენა გვერდი ჰა? biggrin.gif


მერე კომპი კიარა კომპაჩოვი გექნება smile.gif  ისე მაზერის უხარისხობაც შეიძლება იყოს და თეორიულად ვინდოზავრის, ისე ძირითადი ეჭვი რაზეც მექნებოდა მე გითხარი და რა მოხდება დაწერე... smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Dec 14 2010, 05:09 PM

კვების ბრალი მგონია, ძაბვის ვარდნას ვერ არეგულირებს, წინაღობის ცვლილებაზე არესტარტებს რა smile.gif

პოსტის ავტორი: smart22 Dec 14 2010, 09:10 PM

კვება რომ იყოს დატვირთვაზეც აურევდა, და სხვა ,,გაფრენებიც" ექნებოდა... თან წინა პორტშიო უწერია და არა ნებისმიერში. მაინცდამაინც წინა პორტებზე რატომ აფრენს სადაც არასწორი შეერთების შესაძლებლობა არის და არა უკანა პორტებზე რომელიც ჩადუღებულ-ჩაკრული ყავს დედიკო-დაფას გულში? smile.gif

პოსტის ავტორი: zaza.r Dec 14 2010, 11:09 PM

ბიოსი ჩამოვყარე ,USB კონფიგურაციაც ავტოზე დგას,გავხსენი კეისი და აქვს ორი შესაერთებელი ერთს აწერია USB 56, და მეორეს USB 78.ჩემი USB-ეები პირველში იყო შეერთებული,გადავიტანე USB 78-ში მაგრამ იგივე ქნა
USB შნურის დაბოლოვება შედგება 3+1 შტეკერისგან ეს ერთი ცალკეა რაღაც აწერია ზედ და ვნახავ და დავწერ.მე მგონი ეგ არის არასწორედ შეერთებული.
მაზერია ASUS P5KPL-AM SE
მანუალს გადავხედე და დიდი ვერაფერი გავარკვიე. http://support.asus.com/download/download.aspx?SLanguage=en-us

და კიდევ ერთი რამე შევნიშნე,წინიდან შეერთებულ ფლეშკაზე წავშალე ფაილი ,ჩავწერე სხვა ფაილი.გადავტვირტე კომპი ისე რომ ფლეშკა არ გამომიძრია,გავხსენი და არც ის ფაილი წაუშლია და არც ახალი ჩაუწერია.

დავააბდეიტე ბიოსი,იგივე ქნა .
და კიდევ ერთი აქამდე არ მიცდია და ეხლა შევაერთე უკანა უსბ პორტში ფლეშკა და იქაც იგივეს აკეთებს.
როდესაც ვაძლევ " Safely remove USB Mass Storage Device " და ფლეშკის გამოძრობას ვერ ვასწრებ რომ კომპი რესტარტდება.

კომპიუტერს სხვა ვერაფერს ვერ ვამჩნევ ყველაფერი გადასარევად მუშაობს.

პოსტის ავტორი: zaza.r Dec 14 2010, 11:54 PM

პრობლემის გადაწყვეტა:
ვიყენებ(დი) პროგრამას "Win Rool Back" .დაცვა მქონდა დაყენებული ც დისკზე.როდესაც ეჭვი მივიტანე ამ პროგრამაზე ჯერ დაცვა გავუთიშე,მაგრამ ისევ დაარესტარტა კომპი,შემდეგ ანისტალი გავუკეთე და "ცხოვრება ისევ მშვენიერია".ყველაფერი გასწორდა.
მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე რა შუაში იყო ც დისკის პროტექტი ფლეშკასთან.
ყველასთან ბოდიში ტყუილად ნაჭყლეტი ტვინისთვის და განსაკუთრებით "ვაი კომპიუტერშიკთან", biggrin.gif რომელსაც მე და smart22-მა თავზე ვაღუნავეთ მარცხენა გვერდი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: smart22 Dec 15 2010, 02:15 PM

იდეაში ეგ პროგი ინახავს ფაილების მდგომარეობას ისე როგორც არის, ანუ წაშლა-ჩაწერას არ იმახსოვრებს და მაგიტომ არ ჩაწერა ფლეშზე ის რაღაც... გადატვირთვას რაც შეეხება არ ვიცი...

პ.ს. კარგია როცა ცხოვრება მშვენიერია smile.gif


პოსტის ავტორი: mixomai Dec 17 2010, 06:27 PM

system32
არა ვიდეო არ მიგულისხმია მე ის ვიგულისხმე რო ბევრი უნიჭო და ზარმაცი აწყობს კომპს და შეიძლება შიგნიდან იკოს რამე პრობლემა

system32
არა ვიდეო არ მიგულისხმია მე ის ვიგულისხმე რო ბევრი უნიჭო და ზარმაცი აწყობს კომპს და შეიძლება შიგნიდან იკოს რამე პრობლემა : D