თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამულ-აპარატურული პრობლემები _ პრობლემები ყველაფერთან

პოსტის ავტორი: alchemist Jun 10 2006, 08:17 PM

მოკლედ ერთდროულად რამოდენიმე პრობლემა მაქვს.
1) უკვე კარგა ხანია კომპიუტერის ჩართვისას Windows Firewall-ი გათიშული მხვდება (თითქმის ერთი წელია, რაც ქსელი გავაკითეთ და მას შემდეგ ვამჩნევ). გარდა ამისა არ მუშაობს ინტერნეტი მანამ, სანამ ქსელის კარტას არ გავთიშავ და თავიდან არ ჩავრთავ.
2) winamp-ის გაშვებისას კომპმა უკვე მეორეჯერ გამომიტანა შეტყობინება ბოლო 1 თვის განმავლობაში, რომ ბგერასთან დაკავშირებითრაღაც პროგრამული პრობლემებია, დაზიანებულია ან არ ვარგა sound driver-ი თუ რაღაც მაგდაგვარი. ყველაფერი სწორდება დედაპლატის მოყოლილი დისკიდან ხელმეორედ დაინსტალირების შემდეგ.
3) გათიშვისას რამოდენიმეჯერ კომპიუტერი გამიძალიანდა. დაწერს Windows is shuting down და გაჭედავს. არც ითიშება, არც რამე რეაქცია აქვს, უბრალოდ ქეისზე წითელი ნათურა ციმციმს შეწყვიტავს და მწვანე ანთია.
4) რამოდენიმეჯერ მთლად ისეთი ხულიგნობა ჩაიდინა, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ქსელის კარტას გავთიშავ და მერე Enable-ს რომ მივცემ დამიწერს connection failed და ისევ გათიშული რჩება. რესტარტის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე.
იქნებ ვინმემ იცოდეთ თუნდაც რომელიმე პრობლემას როგორ მივხედო. sad.gif

პოსტის ავტორი: merabi Jun 10 2006, 09:07 PM

ციტატა
უკვე კარგა ხანია კომპიუტერის ჩართვისას Windows Firewall-ი გათიშული მხვდება

და ალბათ ვერც ჩართავ რომ მოინდომო ხო??? რაღაც "OK" მესიჯს წერს ალბათ...
ანტივირუსს არ იყენებ ხო??? (თუ არა მაშინ ვეღარც გი

აუუუ, ამ ფორუმმა მერამდენედ შემიჭამა პოსტი...

გავაგრძელებ:

ანტივირუსს არ იყენებ ხო??? (თუ არა მაშინ ვეღარც გიშველის)...

ProcessExplorer_ი თუ გაქ იმით ნახე, რეგისტრშიც შეიარე ნახავ გაძეძგილი იქნება.. რაღაც გექნება აკიდებული...
ვინდოუსი დააყენე ყველას ჯობია... პარტიშენები დააფორმატე ან თუ ინფოს დაკარგვა არ გინდა ვინდოუსის პარტიშენი მაინც დააფორმატე და მერე ანტივირს დაასკანერებინე ყველაფერი

ციტატა
თითქმის ერთი წელია, რაც ქსელი გავაკითეთ და მას შემდეგ ვამჩნევ

და ალბათ ფაიერვოლიც Tavidanve გათიშული გქონდათ ხოო...

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 11 2006, 12:21 AM

alchemist
ისეთ რაღაცეებს ყველა რომ ნორმალურ სიტუაციაში ან აპარატურის უსუსურ მუშოაბას უნდა დააბრალო, ან მომსპარ Windows-ს.

ყველაზე მარტივია ჯერ Windows-ი დააყენო ახალი თუ პრობლემები გაგრძელდა, მაშინ ვიტყოდი რომ დედიკოა რაღაც ანტიოგრავიტაციული biggrin.gif

პოსტის ავტორი: alchemist Jun 11 2006, 11:05 AM

merabi
ანტივირუსს ვიყენებ კასპერსკის და ყოველ კვირას ავტომატურად შემოწმება მაქვს ჩართული.
Firawall-ი გათიშული მხვდება, მაგრამ მერე ხელით ვრთავ და უპრობლემოდ ირთვება.
მაგრამ ერთი ის კი მეჩვენება უცნაურად, რომ კასპერსკის უკვე ერთი 7-8 თვე იქნება არანაირი ვირუსი უპოვნია თუ არ ჩავთვლით სხვა კომპიუტერიდან დისკეტით მოტანილ სიკეთეს, რომელსაც მაშინვე დედის დღე მოუწყო.
დავიჯერო ვირუსები ჩემს კომპიუტერს არ ეკარებიან, თუ კასპერსკი მატყუებს

პოსტის ავტორი: merabi Jun 11 2006, 11:33 AM

ციტატა
ანტივირუსს ვიყენებ კასპერსკის და ყოველ კვირას ავტომატურად შემოწმება მაქვს ჩართული.

განახლებებს ხო უკეთებ???
ნორტონი შინჯე...

მარა ამდენ წვალებას წინდოუსი გადაწერე ჯობია...

პოსტის ავტორი: domen Jun 11 2006, 12:34 PM

მეც მაქვს პრობლემები:

1) კასპერსკი მქონდა. მივქარე და პირდაპირ Program Files-იდან წავშალე. მერე ჩავწერე ავასტი და მეუბნება, სამ სკანერზე ვერ შევდივარ, სხვა av software-ს აქვს დაკავებულიო. რა ვქნა?

2) მქონდა რეესტრის გამწმენდი პროგრამა და ისიც Program Files-იდან წავშალე. ეხლა ყოველდღე გამოაქვს შეტყობინება რეესტრი გასაწმენდია და რას შვებიო, თან არც don't show this message again-ი აქვს. რა ვქნა?

გასაგებია, აწი Program Files-იდან პროგრამას არ წავშლი და უაზრო დარიგებებიც არ მჭირდება. მხოლოდ პრაქტიკული რჩევები.

პოსტის ავტორი: Bekward Jun 11 2006, 03:13 PM

ციტატა
გასაგებია, აწი Program Files-იდან პროგრამას არ წავშლი და უაზრო დარიგებებიც არ მჭირდება. მხოლოდ პრაქტიკული რჩევები.


პრაქტიკული რჩევა თუ გინდა ეს არის: ორივე პროგრამა დააყენე თავიდან და მერე ნორმალური ანინსტალით(Add or Remeve Programs)
წაშალე.
თუ არაპრაქტიკული გინდა კიდე, ჩაიტვირთე რამე ჩამტვირთავით, C დისკზე ყველაფერი წაშალე და ამის მერე დააყენე Windows-ი თავიდან, ეგ უშველის ნაღდად(ხუმრობა). biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 11 2006, 05:28 PM

domen
აი ძლაიან მაინტერესებს რომელმა ჭკვიანმა მაგმა გასწავლა Program Files-ებიდან პროგრამის დაღტევა და ჭაშლა რომელ საუკუნეში ხართ??
ადრე DOS-ი რომ იყო კი ბატონო ეგრე ვშვებოდი, იმიტომ რომ ყველა პროგას მხოლდო ტავისი საქაღალდე ჰქონდა და სისტემაში არ ინტეგრრდებოდა, Win 95-დან დაწყებული თითქმის ყველა პროგა სისტემა და განსაკუთრებით რეესტრში ინმდენ ხარახურას ყრის რომ ჩემს მტერს, შლით და პარამეტრები რჩება, რა თქმა უნდა გაატრაკებს. რისთვისაა ეს მამძაღლი ADD/REMOVE Programs-ი მოგონებული? რომ კორექტულად ყველაფერ წაშალოს.

ჩვენში დარჩეს და ეს ვერ შლის ბოლომდე ნორმალურად smile.gif სხვა პროგებია კიდევ საჭირო და თქვენ ვააბშე ხელებით და ფეხებით შლით პროგებს biggrin.gif გაარეკინებთ ნებისმიერს biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 12 2006, 09:20 AM

რადგან თემასა ქვია პრობლემები ყველაფერთან მეც დავწერ ჩემსას:
ვიდეო ფაილების გახსნისას არის მარტო ხმა და გამოსახულება საერთოდ არაა. დავაყენე K-Lite Codec Pack ი, მარა მაინც არ უსჰველა. მიშველეთ ვინცხამ რაცხა plz wacko.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 12 2006, 11:14 AM

ციტატა(alchemist @ Jun 11 2006, 03:05 PM) [snapback]1341[/snapback]

merabi
Firawall-ი გათიშული მხვდება, მაგრამ მერე ხელით ვრთავ და უპრობლემოდ ირთვება.



თუ Firawall-ი გათიშული გხვდება ჩართვის დროს აბა სინჯე შემდები:

შედი Control Panel\Administrative Tools\Services, ჩამონათვალში ნახე Windows Firewall/Internet Connection Sharing (ICS), გახსენი და Startup Type ჩაურთე Automatic, შემდეგ: თუ გათიშულია დააჭირე რილაკს Start და მერე დაარესტარტე კომპი და ნახე აბა ჩაირთვება თუ არა ავტომატურად.

რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს ყველაზე ნაღდი ალბათ ფორმატი და Windows-ის ხელახალი ინსტალაციაა
smile.gif


ციტატა(nikolausi @ Jun 12 2006, 01:20 PM) [snapback]1390[/snapback]

ვიდეო ფაილების გახსნისას არის მარტო ხმა და გამოსახულება საერთოდ არაა. დავაყენე K-Lite Codec Pack ი, მარა მაინც არ უსჰველა. მიშველეთ ვინცხამ რაცხა plz wacko.gif


უფრო კონკტერულად დაწერე:
1. რომელი პროგრამით უშვებ ვიდეო ფაილებს?
2. ყველა ტიპის ვიდეო ფაილი აკეთებს ეგრე თუ მხოლოდ რომელიმე ტიპი?
3. რის მერე დაიწყო ეგრე?

პოსტის ავტორი: merabi Jun 12 2006, 11:23 AM

ციტატა
ვიდეო ფაილების გახსნისას არის მარტო ხმა და გამოსახულება საერთოდ არაა. დავაყენე K-Lite Codec Pack ი, მარა მაინც არ უსჰველა. მიშველეთ ვინცხამ რაცხa (smile.gif) plz


ხო ახალი კოდეკ პაკი დააყენე? რომ ამბობ "ვიდეო ფაილების გახსნისას" რა ფაილებს გულისხმობ? თუ ვერანაირ ვიდეოს ვერ უყურებ კოდეკის ბრალი არ იქნება... (მარტო უკოდეკო მედიაპლეერით (ვინდოუსს მოყოლილს ვგულისხმობ) MPG_მაინც უყურებ...)

სიახლეებში xpcodec pack_ი გამოჩნდა და ის გადაქაჩე..


პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 12 2006, 11:37 AM

nikolausi, მართლა რომელი პრორამით უშვებ ფილმებს? მე კა-ლაითი რომ დავაყენე (ახალი), მედია კლასიკი დამიყენა დეფაულტად. მერე, სხვა დროს, რომელიღაც ვიდეო ჩავრთე და დონ'ტ რენდერ ზის ფაილო, დამიწერა. მეთქი, შეუშტვიკინა ფაილმა! ჩვეულებრივი მედიათი გაეშვა.
ასე მოიქეცი: მარჯვენა კლიკით ფაილზე open with... მენიუში აირჩიე choose prog. მერე ფორთოჩკაში აირჩიე მედია პლეერი და არ დაგავიწყდეს თოლიის (smile.gif) აღნიშვნა Alwais use selected program to open this kind of file. მორჩება თავისტკივილი, თუ არადა ახალი კოდეკი გინდა, როგორც მე.
იქნებ მეც დამეხმაროთ! გობლინის "პიანნი მასტერი" გადმოვწერე და გამოსახულება აქვს, ხმა - არა. fddshow კოდეკით ჩანს ჩაწერილი. ყველა ჯურის კოდეკი ჩარწერე, მაგრამ სტილლ ლაივ. ვინმეს გაინტერესებთ, ავქაჩო აქაჩეზე?!

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 12 2006, 12:20 PM

არც ერთ პლეერში არ უშვებს. რეალშიც ვცადე მარა არც იმან გაუშვა. კა-ლაითის მეტი რომელ კოდეკს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: Bekward Jun 12 2006, 01:28 PM

ციტატა
ვინმეს გაინტერესებთ, ავქაჩო აქაჩეზე?

კაის იზამ.

პოსტის ავტორი: merabi Jun 12 2006, 05:00 PM

ციტატა
არც ერთ პლეერში არ უშვებს. რეალშიც ვცადე მარა არც იმან გაუშვა. კა-ლაითის მეტი რომელ კოდეკს მირჩევთ?


კოდეკს მოყოლილი "მედია კლასიკიც" არ უშვებს? ასეთი რა არი??? ფაილი დაზიანებული არ იყოს

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 13 2006, 07:34 AM

საერთოდ არც ერთი პლეიერი არ უშვებს. არის მხოლოდ ხმა. გამოსახულება არააsad.gif

პოსტის ავტორი: merabi Jun 13 2006, 10:37 AM

ფაილი დაზიანებული არ იყოს და კოდეკს ტყუილად არ აბრალებდე...

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 13 2006, 11:04 AM

ყველა ფაილს რა დააზიანებდა? ისე ვიდეოკარტის დრაივერს რო ქონდეს პრობლემა შეიძლება?

მარა დრაივერის ბრალი რო იყოს არც Windows Movie Maker ში აჩვენებდა არა? იქ ყველაფერი კარგადაა...

პოსტის ავტორი: oracle Jun 13 2006, 01:30 PM

ციტატა(nikolausi @ Jun 13 2006, 03:04 PM) [snapback]1490[/snapback]

ყველა ფაილს რა დააზიანებდა? ისე ვიდეოკარტის დრაივერს რო ქონდეს პრობლემა შეიძლება?

მარა დრაივერის ბრალი რო იყოს არც Windows Movie Maker ში აჩვენებდა არა? იქ ყველაფერი კარგადაა...


მაშინ ასე მოიქეცი:

გადაიღე შენ კომპში ეს სურათი და დაპოსტე
IPB-ს სურათი
დანარჩენს მეტე გეტყვი

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 13 2006, 01:37 PM

პიანი მასტერი ასე გავუშვი! წავშალე კოდეკები Your Uninstall-ით და თავიდან დავაყენე!!! შეიძლება შენთანაც დაზიანდა! ატვირთვაზე მალე ვიფიქრებ, ოღონდ ლინკები სად დავტვირთო, აი ეგ არის საკითხავი!:) ჯერ-ჯერობით ჩემს საიტზე დავაგდებ!

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 13 2006, 03:59 PM

http://up.aqache.com/?act=download&fid=hN8Idi2K აი ესაა ცჰემი ვიდეოკარტის უბედურება... unsure.gif

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 14 2006, 02:10 PM

მორჩა გავაკეთეეეეეეეე smile.gif დიდი მადლობა ყველას ვინც შეეცადა დამხმარებოდა wink.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 14 2006, 02:23 PM

ხომ მიხვდი რაშიც ყოფილე საქმე?

ვიდეოკარტა იყო გადართული ნაწილობრივ მეორე ეკრანზე?

ალბათ სწორ გზაზე დაგაყენე ეგ სურათი რომ გამოგაგაზავნინე smile.gif

ცოტათი დამასწარი, რომ ამეხსნა ბოლომდე, ეგ არაფერი, მთავარია გამოგივიდა ყველაფერი

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 14 2006, 02:47 PM

ხო მასე იყო ზუსტად smile.gif გაიხარე wink.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 14 2006, 05:27 PM

აჰა! ე.ი. ჩართავდი და მეორე ეკრანზე აჩვენებდა? smile.gif ეგრე მეც დამემართა, ჩემი დოკუმენტები და სანაგვე ყუთი მეორე ეკრანზე იღებოდა, სადაც არ ჩანდა! huh.gif
მგონი აღნიშვნის ღირსია და ვიღაცას რომ კინო უნდოდა, იმ კინოს ლინკს დავაგდებ, მეც არ მიყურებია, მაგრამ გობილნის ნათარგმნი, მართლა საკაიფო უნდა იყოს... მარტო ბეჭდების მბრძანებელი რად ღირს. rolleyes.gif

ესეც კინო, http://profsword.mylivepage.ru/file/14/681/Drunken+master.txt, (აქაჩეს ლინკებია).


პოსტის ავტორი: nikolausi Jun 14 2006, 05:35 PM

unsure.gif ეს რა ფილმია? unsure.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 15 2006, 05:08 PM

ja_ja

ციტატა
domen
აი ძლაიან მაინტერესებს რომელმა ჭკვიანმა მაგმა გასწავლა Program Files-ებიდან პროგრამის დაღტევა და ჭაშლა რომელ საუკუნეში ხართ??
ადრე DOS-ი რომ იყო კი ბატონო ეგრე ვშვებოდი, იმიტომ რომ ყველა პროგას მხოლდო ტავისი საქაღალდე ჰქონდა და სისტემაში არ ინტეგრრდებოდა, Win 95-დან დაწყებული თითქმის ყველა პროგა სისტემა და განსაკუთრებით რეესტრში ინმდენ ხარახურას ყრის რომ ჩემს მტერს, შლით და პარამეტრები რჩება, რა თქმა უნდა გაატრაკებს. რისთვისაა ეს მამძაღლი ADD/REMOVE Programs-ი მოგონებული? რომ კორექტულად ყველაფერ წაშალოს.

ჩვენში დარჩეს და ეს ვერ შლის ბოლომდე ნორმალურად სხვა პროგებია კიდევ საჭირო და თქვენ ვააბშე ხელებით და ფეხებით შლით პროგებს გაარეკინებთ ნებისმიერს


ზუსტად მაგაზე ვთქვი, უაზრო შენიშვნები არ მინდა-თქო. მაგდენი მეც მესმის.

Beckward
ციტატა

პრაქტიკული რჩევა თუ გინდა ეს არის: ორივე პროგრამა დააყენე თავიდან და მერე ნორმალური ანინსტალით(Add or Remeve Programs)
წაშალე.


ეგეთი გზა მეც ვიცი, ოღონდ უფრო მოკლე თუ არსებობდა, იმის გაგება მინდოდა.

პოსტის ავტორი: merabi Jun 15 2006, 09:41 PM

ციტატა
ზუსტად მაგაზე ვთქვი, უაზრო შენიშვნები არ მინდა-თქო. მაგდენი მეც მესმის.

ასეთი პოსტები აფუჭებენ სიტუაციას, ჯა-ჯას ადგილზე ვიყო წაგიშლიდი ექაუნტს!

-----

ციტატა
ეგეთი გზა მეც ვიცი, ოღონდ უფრო მოკლე თუ არსებობდა, იმის გაგება მინდოდა.

უფრო მოკლე რა გეგონა?
ელექტრო მაგნიტი იშოვე ასე 10 000 ვატიანი და კომპთან დადე! ია ყველაზე მოკლე გზა!

პოსტის ავტორი: Frrrredo Jun 17 2006, 07:36 AM

domen - უხეშობა და ტლანქობა შენთვის დაიტოვე , ფორუმია , დახმარება ითხოვე და აგიხსნეს , და აეგეთი
კითხვები რო არიყოს აგიხსნეს რაც აღარ უნდა გააეთო.

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 20 2006, 04:22 PM

ეს რისი ბრალია ხო არავინ იცით?
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: domen Jun 20 2006, 04:23 PM

ციტატა(merabi @ Jun 15 2006, 09:41 PM) [snapback]1668[/snapback]

უფრო მოკლე რა გეგონა?
ელექტრო მაგნიტი იშოვე ასე 10 000 ვატიანი და კომპთან დადე! ია ყველაზე მოკლე გზა!

იქნებ პირდაპირ რეესტრიდან იშლება ის ჩანაწერი?

ციტატა
ასეთი პოსტები აფუჭებენ სიტუაციას, ჯა-ჯას ადგილზე ვიყო წაგიშლიდი ექაუნტს!


ბოდიში ბატონო, უხეშად ნამდვილად არ მინდოდა mellow.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jun 20 2006, 04:28 PM

რისი ბრალია და იმ ვეებერთელა პლანეტის მაგნიტური ზემოქმედების ბრალია smile.gif

ჩამოთვალე ბოლო რამდენიმე პროგრამა, რისი დაყენების შემდეგაც ეგ გაჩნდა და ეგრევე გეტყვი. smile.gif

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 20 2006, 04:51 PM

აუ არ მახსოვს კაი ხანია მასე ჭირს smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 20 2006, 06:27 PM

აქ ნახე мой компютер > свойства > дополнитедьно > бистродействие параметры > визуальные эффекты >отбрасиванные теней значками на рабочем столе უნდა იყოს მონიშნული
ინგლისურში შენ თვითონ გაარკვიე სადაა

პოსტის ავტორი: merabi Jun 20 2006, 09:51 PM

ციტატა
აქ ნახე мой компютер > свойства > дополнитедьно > бистродействие параметры > визуальные эффекты >отбрасиванные теней значками на рабочем столе უნდა იყოს მონიშნული
ინგლისურში შენ თვითონ გაარკვიე სადაა

My computer » Properties » Advanced » settings (პირველივე, ზედა) » Use Drop shadows for icon labels on the desktop...
თუ არ უშველა დესკტოპზე properties _ში colour_ში შეცვალე ფერი ჯერ შავით და მერე თეთრით

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 20 2006, 10:53 PM

ორივე ვცადე.
პირველზე არანაირი შედეგი არ იყო...sad.gif
მეორეზე ეს :
IPB-ს სურათი
sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 20 2006, 11:11 PM

ისევ რუსულზე დავწერ ეს სცადე
მარჯვენა > упорядочить значки > закрепить веб елементы на рабочем столе
აქ მოხსენი გალოჩკა

პოსტის ავტორი: merabi Jun 20 2006, 11:13 PM

ციტატა
ორივე ვცადე.
პირველზე არანაირი შედეგი არ იყო...
მეორეზე ეს :

ფერი იასნია შეიცვლებოდა, მაგრამ რამდენიმეჯერ ქნა და რო ვცვლიდი ქრებოდა... რა პონტია ავხსნი: როცა ბექგრაუნდი შავია წარწერები თეთრი უნდა იყოს რომ დაინახო და როცა ცვლი ფონს თეთრით, ვინდოუსი თვითონ ცვლის წარწერებს შავი ფერით და ამ დროს ეწერება "Please wait" ხელთავიდან ტვირთავს და თუ რამე შეცდომის გამო იყო უნდა გაქრეს წესით

პოსტის ავტორი: merabi Jun 20 2006, 11:23 PM

შენ კომპში კიდე აღმოვაჩინე პრობლემები
1. DivX წაშალე!!
2. Win Rar_ის shortcut_ი რად გინდა დესკტოპზე??
3. ICQ_ს სამივე ადგილიდან რთავ??

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 21 2006, 09:57 AM

merabi
Win Rar ის shortcut ი რათ მინდა და დაარქივებულებს თავისით არ ხსნის რარში და იმიტოsmile.gif
ICQ რავი აბაsmile.gif დამავიწყდა მაგისი და yahoo ს წაშლა laugh.gif
გიგა
ეგ მოხსნილი აქვს

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 21 2006, 02:09 PM

ეეე, არაფერი არ წაშალო!!! dry.gif რა პროგრამის ბრალი?! პროგრამა კი არა googlebot-ი არ გინდა?! აბა, აქ შეძვერი: DeskTop Properties->Desktop->Customize Desktop->Web->Lock desktop items "თოლია" აღნიშნული იქნება და გამორთე! wink.gif

პოსტის ავტორი: merabi Jun 21 2006, 09:15 PM

ციტატა
ისევ რუსულზე დავწერ ეს სცადე
მარჯვენა > упорядочить значки > закрепить веб елементы на рабочем столе
აქ მოხსენი გალოჩკა

ეს და ეს ერთი და იგივე არაა?????? აბა რა დაწერა ამ კაცმა რამდენიმე პოსტის უკან???
ციტატა
ეეე, არაფერი არ წაშალო!!! რა პროგრამის ბრალი?! პროგრამა კი არა googlebot-ი არ გინდა?! აბა, აქ შეძვერი: DeskTop Properties->Desktop->Customize Desktop->Web->Lock desktop items "თოლია" აღნიშნული იქნება და გამორთე!


პოსტის ავტორი: გიგა Jun 21 2006, 09:22 PM

კია ერთიდაიგივე მარა ალბათ არ წაუკითხია smile.gif

პოსტის ავტორი: merabi Jun 21 2006, 09:38 PM

ციტატა
კია ერთიდაიგივე მარა ალბათ არ წაუკითხია


პასუხი:

ციტატა
გიგა
ეგ მოხსნილი აქვს



კიდეც წაიკითხა და პასუხიც გაგცა biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 21 2006, 09:56 PM

Sh@ko
ზე ვთქვი

პოსტის ავტორი: merabi Jun 21 2006, 10:02 PM

ციტატა
Sh@ko
ზე ვთქვი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 22 2006, 10:00 AM

Sh@ko
ეეეეეეეეეეეჰ sad.gif ეგეც გამორთულია sad.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 24 2006, 09:01 AM

ეს თემა რაღაც ძალიან გაგრძელდა. ასე არ ივარგებს, ამიტომ choxeti21-ს პოსტს ვუხსნი ცალკე თემას. ეს თემა დაიხურა.

nikolausi
თუ ამ თემაში აუცილებელი იყოს დაპოსტვა, მომწერე და გავხსნი.