თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ტერმინები განმარტებები _ content

პოსტის ავტორი: DriZ Sep 8 2007, 11:26 PM

რა არის ეს კონტენტი? (თუ სწორად მახსოვს ესე გამოითქმის) რაღაცა რომ აქვს საიტთან საერთო ვიცი, მარა უფრო დაწვირელიბ თუ შეუძლია ვინმეს ახსნა?

პოსტის ავტორი: domen Sep 9 2007, 11:37 AM

DriZ
ჯერ ერთი - სიტყვა "კონტენტი" არ გამოიყენება მხოლოდ საიტთან მიმართებაში(ანუ არ არის მხოლოდ ვებთან დაკავშირებული ტექნიკური სიტყვა).

საიტთან მიმართებაში კონტენტი არის ყველაფერი ის, რაც არ არის სკრიპტი smile.gif ქართულად ეს დაახლოებით იქნება "შიგთავსი", ანუ ის ნაწილი, რომელიც ადამიანს შეყავს.

მაგალითად, სიახლეები და სტატიები კომპინფოს მთავარ გვერდზე, ყველა თემა და პოსტი ამ(და სხვა) ფორუმზე კონტენტს, ანუ საიტის შიგთავსს, წარმოადგენენ.

მგონი მაინცდამაინც კარგად ვერ ავხსენი, იმდენად მაქვს გამჯდარი ეს სიტყვა, რომ ახსნას ვერ ვახერხებ smile.gif

დავიხმაროთ http://www.google.com/search?q=define:content და ვნახოთ, რას მოგვცემს:

1. პირველივე შედეგი ზემოთ მოყვანილ ბმულზე(კონტენტის ზოგადი განმარტება):

ციტატა
everything that is included in a collection; "he emptied the contents of his pockets"; "the two groups were similar in content"

ანუ ყველაფერი, რასაც შეიცავს ერთი "კონტეინერი".


2. იმავე გვერდიდან გადავდივართ ვიკიპედიაზე და ვკითხულობთ უფრო კონკრეტულ განმარტებას:
ციტატა
Content from the perspective of media and publishing may be thought of as information and experiences created by individuals, institutions and technology to benefit audiences in contexts that they value.

ანუ, კონტენტი მედია ხედვიდან ნიშნავს ინფორმაციას ან გამოცდილებას, გამოქვეყნებულს ინდივიდუალების მიერ იმ მიზნით, რომ მერე აქიდან აუდიენციამ(ანუ მსმენელებმა, მაყურებლებმა ან საიტის სტუმრებმა(ვიზიტორებმა)) რაღაც სარგებლობა ნახოს.

მაქსიმალურად ვცადე, კარგად გადამეთარგმნა, მაგრამ ჯობს ისევ ინგლისური წაიკითხო, უკეთ გასაგებად წერენ.

პოსტის ავტორი: Sh@ko Sep 9 2007, 01:06 PM

domen, მე იმის დარწმუნებას დაგიწყებ, რომ ჩინურის წაკითხვა უნდა სცადო, რადგან ისინი ბევრნი არიან და უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ უფრო გასაგებად დაწერონ! biggrin.gif

პირადად, კონტენტის არსიც არ ვიცოდი რა იყო (კონტენტი კონტენტია! smile.gif), მაგრამ შენგან გადმოთარგმნილით ძალიან კარგად გავიგე. ინგლისურიდანაც შეიძლება გამეგო, მაგრამ როგორც შენ არ იცი ჩინური, ისეა სხვისთვის ინგლისური... ამიტომ ჯერ მაინც ქართულად უნდა ახსნა და ვინც ვერ გაიგებს, ინგლისური წყარო მერე მიუთითე.

პოსტის ავტორი: domen Sep 9 2007, 01:22 PM

ციტატა
ამიტომ ჯერ მაინც ქართულად უნდა ახსნა და ვინც ვერ გაიგებს, ინგლისური წყარო მერე მიუთითე.

ეგრე არ ვქენი? :-)

პოსტის ავტორი: DriZ Sep 9 2007, 09:30 PM

domen დიდი მადლობა, ყველაფერი გასაგებია, გაიხარე

პოსტის ავტორი: domen Sep 10 2007, 09:16 AM

DriZ
არაფერს smile.gif თემა დახურულია.