"გთავაზობთ საოფისე სამსახურს უმაღლესი ან საშუალო განათლების მქონე პირებს. ასაკი 23-50 წელი. მზარდი ანაზღაურებით, დოლარებში. ხალხთან და საბუთებთან გექნებათ საქმე. შესაძლებელია შეთავსებაც. CV არ განიხილება. ელ-ფოსტა: ვიღაცა@yahoo.com ან რაღაცა@mail.ru ტ.: 899 xxXXxx საკონტაქტო პირი"
გინახავთ მსგავსი განცხადებები? გაგიგიათ Tiens-ის, ტიანშის ან ცის ლომის შესახებ რამე? უარს ვერ დავიჯერებ! ამდაგვარი განცხადებები კიდევ ბევრგანაც შეგხვდებათ. მე ჩავატარე დამოუკიდებელი ექსპერტიზა (როგორ ჟღერს? ) და გადავწყვიტე ინფო თქვენამდე მომეტანა, რადგან დრო ტყუილად არ დაკარგოთ.
კი ვიცოდი, რომ ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”, მაგრამ სათქმელი მაინც გრძელი გამომივიდა, ამიტომ გთავაზობთ ვორდის ვერსიას. გადმოიწერეთ და შეფასება არაა საჭირო.
საავტორო უფლებები რად უნდა? უბრალოდ, თუ რამეს დაამატებთ და სხვაგან დაუპირებთ გავრცელებას, კი ბატონო, ოღონდ აზრი არ შეცვალოთ!
გადმოსაწერი ბმულებია:
link.ge - http://www.link.ge/file/30013/dasaqmeba.doc.html
ან megaupload.com - http://www.megaupload.com/?d=ZMUJ8P2B
ბ.მ. (ბოლოს მინაწერი) ეს მეგა აპლოადი ამ ბოლოს ”გაბლატავდა” და თულბარის დაყენებას ითხოვს გადმოწერის სანაცვლოდ... ვინც ლინკ.გე-დან ვერ იწერს და უნდა მეგადან გადმოწერა თულბარების გარეშე, გამოიყენეთ http://rapget.com/download.html და მისი გაშვების შემდეგ (დაყენება არ სჭირდება და 200 კბ-ია) ლინკი დააკოპირეთ და ჩასვით სიაში. (სხვა რამეშიც გამოგადგებათ, ოღონდ ჯერ რაპიდიდან ვერ იწერს, რაპიდის სკრიპტი შეცვალეს... )
Sh@ko
დავინახე სათაური და ვებრდღვენი თემას, ეხლა ვაჩვენებ ტიანშის სეირს-მეთქი და მოთავებული არ ყოფილა საქმე? მშვენიერი სტატიაა
არადა წამლები მართლა ეფექტური აქვთ, საკუთრი გამოცდილებით ვამბობ. თან ჯერ არც კეთრის ან ლეიკემიის ნიშნები დამტყობია
წამალი არ გამისინჯავს მაგათი, მაგრამ მე ყურადღება ხალხის მოტყუებაზე გავამახვილე!
სად დასაქმება და სად "მოდით, ხალხო, გიმკურნალოოთ!"
Sh@ko
რამდენიმე შენიშვნა:
1. ნუ იდეაშI თემა თითქოს ამ საიტისთვის არაა, მაგრამ სტატია მომეწონა , 10 ბალიანი სისტემის 10-ს გიწერ!
2. ნუ შენი დასკვნები ცოტა განსხვავებულია, საქმე იმაშია რომ საბოლოოდ გახდები ჩინური მონა, რომელიც დარბის ქალაქში ყიდის რაღაც ჩინურ ქლიბობას, რომელიც შეიძLება ციყვის კურკლიდან იყოს დამზადებული,ბოლოს ვიღაც მოიწამლება და ბრალი შენზეა , თუ შენი კლიენტურა არ მოიწამლა და გაყიდე, მაშIნ შენით შესული ფული კომპანიას ააშენებს ხოლო შენ გროშები შეგხვდება, იმისათვის რომ ემტი იშოვო კაკრას რეფერალები უნდა მოიწვიო (ეგ სწორედ გაქვს აღწერილი), ისინი კიდევ იშოვიან კლიენტებს და შენთვის კიდევ დამატებით კაპიკები წვეთავს. ბოლოს მართლა მთელი პლანეტა შენზე უნდა მუშოაბდეს.
3. შენ ვერ მიხვდი რომ მიდიოდი და გეუბნებოდნენ ვის ესაუბრე ეს იყო კოდული სიტყვა, ანუ ეუბნები ვესაუბრე მარინა 54-ს, მორჩა თუ შენ ფსიფოლოგიურად სისტი ხარ და დათანხმდები მუშოაბას, აღმოჩნდები მარინა54-ის რეფერალი და შენს მიერ ნაშოვნი ფულის ნაწილი მის ყურაბაში ჩავარდება, როგროც შენს მიერ მოწმვეული რეფერალი შენს ყოლაბაშI ჩააგდებს. მთელი პლანეტა ახლა შენზე მუშაობს, ხოლო მეორე პლანეტის მოსახლეობიანად კი ყველა იმ მარინა54-ზე მუშოაბს
4. ნუ პირამიდა რომ ბოლო კრახია ყველამ ვიცით. მარა აქ მეორე საინტერესო ფაქტი იჩენს თავს, თუ ასეთ მაგარ ჩინურ სამკურნალო კურკლებს ყიდიან (გაქართულებული მულტფილმისა არ იყოს - "ტკბილს და ულევს გთავაზობთ კურკლებს"), მაშინ ტრადიციული სავაჭრო და სარეკლამო სისტემებს რატომ არ იყენებენ? შენ ეგ არ გიკითხია, მე კი ერთ ეგეთ სისტემაში ჩათრეულს ვკითხე პასუხი შოკის მომგვრელი იყო.
კი არ აღიარა რომ კურკლებს ყიდის და ტრადიციული გაყიდვისას მეცნიერული მიდგომა და პასუხისმგებლობაა საჭირო, არამედ განმიმარტა რომ ვიღაც კანადელი რეკლამის სპეცის აღმოჩენა ყოფილა რომ ტავარი ჭორებით უფრო მეტი იყიდება ვიდრე პრესისა თუ ტელევიზიის რეკლამით, ეს სხვა კომპანიები არიან ქლიბები რომ თურმე ამ ჭეშმარიტებას დღემდე ვერ მიხვდნენ
5. მართალი გითხრა დაწერის სტილი და ღადავის მანერა იმდენად მომეწონა რომ მინდოდა შემომეთავაზებინა საიტზე სტატიის დადება, მაგრამ მგონი ცოტა დარაბორკა უნდა და სურათების შოვნა, თუმცა ეს ბოლო პუნქტი ცოტა გაჭირდება თორემ ურიგო არ იქნებოდა. თუ რა თქმა უნდა ავტორი თანახმა იქნებოდა (ანუ შენ).
6. შემდეგისთვის მაინც მოგიწოდებდი ასეთი თემებისგან და ცრუ შეტყობინებებისგან რომლებიც წააგავს ჟურნალის უკან გაწვევას და ეგეთ რარაცეებს თავი შეგეკავებინა. მაინც თემაში არ ხვდება
იდეაში გასაგებია ყველაფერი!
თემის გამოქვეყნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზ.ა. სამსახური ასოცირდება ოფისთან, თავის მხრივ, ოფისი - კომპიუტერთან, კომპი კი - ამ ფორუმთან.
საერთოდაც, მიმაჩნია, რომე ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური თემები ამ ფორუმზე აუცილებლად განხილული უნდა იქნას! აბა, მარტო ტექნიკით ხომ არ შედგება ჩვენი ყოველდღიურობა?!
საავტორო უფლებების გამო ახლა სასამართლოში ჩივილს არ დავიწყებ: "ვაიმეე, ჩემი ნაწერი, ვინცხამ სტატიაში (გინდაც სხვაგან) გამოიყენაო!" პირიქით, მესიამოვნება...
ხალხო, ტიანშის საქმის გასკდომიდან კაი ხანი კი გავიდა, მაგრამ იცით როგორ მიხარია?! ასე მგონია, სანდრაბუსში შოფრის გვერდზე ვზივარ თითქოს!!!
ისე კი არაა საქმე, რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის, მერე რა რომ ერთ-ერთმა გაზეთმა დაბეჭდვაზე უარი მითხრა: თუ ჟურნალისტი არა ხარ, არ (და არა "ვერ") დაგიბეჭდავენო!
მორჩა ღლაბუცი. თემა დაიხურა.