იდეა მომივიდა, ახლა ვათვალიერებდი ჩემს მედია ფლეირში დახარისხებულ მუსიკას (რომელთაც რამოდენიმე კვირა შევალიე დახარისხებაში) და გამიჩნდა ერთი პატარა იდეასავით, ნუ იდეაში სათაურშივე ჩანს რა იდეაა, მაგრამ რატომ ამ გზით?
1. ასე თუ ისე გავეცნობით ერთმანეთის მუსიკალურ გემოვნებას.
2. შეიძლება თქვენს კოლექციაში აღმოვაჩინო ისეთი რამ რაც ძალიან მიყვარს და უბრალოდ არ მახსოვს (იგივე შეიძლება ითქვას თქვენს შემთხვევაშიც)
3. შეიძლება გავიგო ისეთი მომღერლის ან ჯგუფის შესახებ რაც აქამდე არ მსმენია, არადა ჩემს გემოვნებაში ჯდება (ნუ, ჟანრის მიხედვით მაგ. ჯაზი)
ასე რომ მე ვდებ ჩემს მუსიკალურ კოლექციას, გაეცანით და თუ რაიმე მოგეწონებათ მზად ვარ გაგიზიაროთ
http://img100.imageshack.us/my.php?image=capturedw.jpg
Giena
იდეა კარგია, (შენი გემოვნებაც მომწონს )
მაგრამ ჩემს შემთხვევაში პრობლემა რაშია: მაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ კომპში ისეთები გავაჩერო, რომელსაც ხშირად ვუსმენ და ალბომის ყდები ვერაა მასე მოწესრიგებული როგორც შენთან (ნუ ტეგები WinAMP-ის წყალობით კიდევ ხო...)
ხოდა WMP-ში ალბომებზე რომ გადავრთე კარგა გრძელი სკროლიც გაიჩითა
მოკლედ სხვა რა ფორმით შეიძლება გაზირება მითხარი
ჩემს კოლექციაში შედის Rock'NRoll-დან დაწყებული მელოდიური და გოთიკ-მეტალით დამთავრებული როკ-მუსიკა,
ქანტრის და ალტერნატიული ქანთრის ნაკრებები
ცოტა ჯაზიც (The Blues Brothers 2000 ხათრით), საუნდტრეკები სხვადასხვა ფილმებიდან და რეკლამებიდან და თქვენ წარმოიდგინთ ედიტ პიაფის რამდენიმე ტრეკიც Casa Musica-ს 20-მდე ალბომი, სადაც ყველა სახის საუკეთესო მუსიკაა..
ქართულებიდან რაც ქართულ საიტებზეა: ქართული ხმები, 4 გია, , გოგო დოლიძე, მამუკ ჩარკვიანი, ვია75...კინომუსიკა...
ხო, ჰამლეტ გონაშვილის ტრეკებს ვეძებ მაღალი ხარისხისას რაც ვნახე ჯერ დაბალი ბიტრეიტისაა და მერე ფირფიტიდნ გადმოწერის ნაკლი ეტყობა... Loss Less თუ იქნა უკეთესი
gi0_kiborg
ჩემს შემთხვევაში ყველას მივეცი 5 ვარსკვლავი რეიტინგი და მერე Organaize - > Sort By -> Rating საბოლოო ჯამში ასე დამილაგა მე ძირითადად ჯაზის და ბლუზის მსმენელი ვარ, ნუ ფოკლორულ ჯაზ/როკ-ზეც არ ვამბობ უარს, ასევე როკიც მაგრამ იშვიათად დავბერდი და დავღვინდი ალბათ (ბავშობაში მოყვარული როკერი ვიყავი მამაჩემისგან გამომდინარე, ის დღემდე ვერ გამოვიდა როკის ასაკიდან ) არ მიყვარს არანაირად ჰაუსები და ტექნო აჯაფსანდალები გოგის რაც შეეხება მინდა თუ აგვიტვირთავ სადმე (რა ხარისხია?)
რაც შეეხება ტაგირებას და ალბომის ყდებს, 90% შემთხვევაში ჩემი კოლექცია, ტანჯვა წამებით გავაკეთე, ვიყენებდი პროგრამას http://www.mp3tag.de/en/-ს, ძალიან კარგი პროგრამაა თან უფასო შეუძლია ყველაფერი აბსოლიტურად რაც ტაგირებას და საერთოდ მუსიკის დახარისხებას ეხება
ხო, MP TAG-ს ვხმარობდი მეც Winamp-ში autotag ფუნქციის გამოჩენამდე
დოლიძის 8 ტრეკი მაქვს 64-128 Kbs ხარისხით.. რაც ქართულებზეა ის, განსაკუთრებული არაფერი
gi0_kiborg