აბა დაწერეთ რა ასაკში და როდის გაიცანით კომპიუტერი () და რანაირი იყო ის
მე ერთი წლისამ და 11 წლამდე ვიცნობდი. მონაცემები აღარ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს, რომ 75$-ში გაიყიდა
მე პირველად 9 წლისამ გავიცანი (6 წლის წინ) სელერონ 1700 იყო... მერე დედაპლატა დაეწვა მაგრამ დანარჩენი ყველა ნაწილი იმისა დღესაც მუშაა და შენახული მაქვს
მგონი 6-7 – ის ვიყავი. მოკლედ, სუპერკომპიუტერი იყო რაა:
მეხსიერება და ეგეთები არ ვიცი, მაგრამ იყო შავ–თეთრი, არ ჭირდებოდა ვინდოუსი, არ ქონდა მაუსი, ჰქონდა მხოლოდ ერთი საბეჭდი პროგრამა, სადაც 5 ფონტი იყო. მანდ ვბეჭდავდი და მიხაროდა() მერე კი, "ახალი" IBM ვიყიდე, რომელსაც 700mb მეხსიერება ქონდა. რო ჩართავდი Norton Comander - ი ირთვებოდა. მერე უნდა აგეკრიფა win და ვინდოუს 3.1 - ში (თუ არ ვცდები) შედიოდა
სულ პირველად როდის დავინახე არ მახსოვს.
სადღაც მეხუთე კლასიდან დავძმაკაცდით. მაშინ გადავწყვიტე რომ ხაკერი გამოვსულიყავი
M.W.S
გაგიკვირდება და ეგეთებზე ახლაც ვმუშაობ ინფორმატიკის კურსებზე პასკალს მეტი არც უნდა, მაგრამ ყველა რომ მიდის, ერთი კაი კომპიუტერი აქვთ და იმაზე ვჯდები ხოლმე
Power_VANO
რა ექვსი წლის წინ, სახლში სელერონ 1700 ცოტა ხნის წინ გამოვცვალე
მე გავეცანი 13-14 წლისა. ინტერნეტ კაფეში რომ დავრბოდი და საკუთარი პენტიუმ 4, 2,4 გიგაჰერცით, ასუსის p4p800 მაზერბორდით, ენვიდიას 256 მბ 5600 კარტით, 160 ვინჩესტერით და ერთი გიგა ოპერატიულით 15 წლისას მეღირსა, რამაც ძალიან გამახარა ე.ი. 1 წელია რაც საკუთარი კომპი მაქ იეეეეს....!!!!
ყველაზე მოკრძალებული მე ვარ კომპიუტერი ვიყიდე 2004 წლის 18 სექტემბერს მაშინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება
ესეიგი წელიწად ნახევარზე მეტი
პირველად ვნახე მე რა ვიცი მარა როცა ვიყიდე არაფრის აზრზე არ ვიყავი მაშინ გაძლო ვინდოუსმა რეკორდული დრო 1 თვე
ერთი თვის მერე საერთოდ არ იტვირთებოდა რაც ვიცი ეხლა მაგის მერე ვისწავლე
კომპი ვიყიდე prescott 2.4 (1mb l2) 256 ოპერატიული(ეხლა 512), 80g ვინჩესტერი, ვიდეოკარტა geforce2 mx400(ეხლა FX5500 256)
ჰაჰა თქვენ მაგრები ხართ მე კიდე ...
ჩემი პირველი კომპი ისაა რომელიც ეხლა მაქვს და ვიყიდე გასული წლის დეკემბერში ...
რაც ვიცი თუ რამე ვიცი ნასწავლი მაქვს ინტერნეტკაფეებში თრევით. ყველაფერში ჩემით გავერკვიე არც არცერთი ახლობელი არც რომელიმე ძმაკაცი/დაქალი ამ სფეროში ოდნავაც გარკვეული არ მყოლია არასოდეს. არც კი ვიცი რატომ მაგრამ პირველად სადღაც შემთხვევით ვნახე კომპი და შემიყვარდა ჯერ ახლობლის სამსახურში ვნახე სხვისი კომპიუტერი. იმდენი ვქენი ახლობელს თავი მივათრევინე (98 წელი იქნებოდა). იქ დავდიოდი ცოტა ხანი. მერე ხან სად ხან სად... მერე სკოლაშიც გაეძრო რაღაც კომპიუტერები, მემგონი "რობოტრონები" ერქვათ (ეგეთი ვაბშე გაგიგიათ?) ტექსტური რეჟიმი მხოლოდ. პირველი პენტიუმი რომ შემოიტანეს იმ წელს გადავედი იმ სკოლიდან მერე ინტერნეტკაფე აღმოვაჩინე. მაშინ არ იყო იმდენი ინტერნეტკაფე რამდენიც ეხლაა. როცა ჩემი ტოლები თამაშების სათამაშოდ მიდიოდნენ მე რაღაცას ან ინტერნეტში ვიბურდებოდი ან ვინდს ვჩიჩქნიდი. ცხოვრებაში სამჯერ თუ ვიქნები ჩატში შესული.
ინფორმატიკაზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება სახლში არ მელაპარაკებოდნენ! შენც ალბათ გინდა თვალები დაიელამო და აჩკარიკა ინტერნეტკაფის ოპერატორი გამოხვიდეო მეუბნებოდნენ. ბოლოს ჩემი გავიტანე. ლომაიას "რეფორმირებული" გამოცდების პირველი ტალპა ვიყავი. აუ რა მითები დადიოდა. გამოცდაზე ხალხს გული მისდიოდა და რამე. საერთო სიაში მეიმდენე ვიყავი რეიტინგით მერამდენე სკოლაც დავამთავრე (ხომ მისტიკურია ). ხოდა გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის მეექვსე კლასიდან ნაოცნებარი კომპი მიყიდეს
ასეთია ჩემი ისტორია, მააშ
ჩეჰმი პირველი კომპიუტერი კი საცოდავი P166 MMX იყო RAM 32 ჰქონდა და 2გბ ვინჩესტერი და საცოდავი 14იანი მონიტორი ჰქონდა. ეგ 1996 წელს მოხდა და რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.
მემგონი ყველაზე ახალბედა მე ვარ აქ
კომპი ვიყიდე 2005 წლის სექტემბერში.
პირველად არ მახსოვს სად ვნახე, მარა პირველი შეხება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოხდა მას შემდეგ მაგრა შემიყვარდა ეს ოხერი მას მერე მგონი ცოტა აზრზე მოვედი რა ხდება
აბა მე რა ვთქვა ბაბუა ვყოფილვარ
აბა დაწექით ჩემს მემუარებზე
პირველი კომპი იყო საბჭოთა "ისკრა 1026" ეგ იყო კლასით 286-ზე დაბალი მეხსიერება მხონდა ძალიან ბევრი მთელი 512 კილობაიტი, 640 კილობაიტიანი ვერ ჩავიგდე ხელში (მამაჩემმა თქვა შენ გიჟი ხომ არა ხარ ეგ 500 მანეთი ღირსო ), ვინჩესტერი საერთოდ არ ჰქონდა :-) რომელ მაუსზე და სოუნდ კარტაზე მელაპარაკებით, ვიდეო ხომ ვაბშე ვიდეო არ იყო, მონოქრომატული კაიფი იყო ანუ CGA, მონიტორი მქონდა მაგრი უკან გადასართავი ჰქონდა და შეიძლებოდა ნაცრისფერის მაგივრად, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე და ლურჯი ნათების მიცემა. ოპერაციული სისტემა იყო რუსული DOS 3.0-ი ეგ იყო პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც საბჭოთა კავშირმა იყიდა MS-ისგან :-)
აი რა დერზკი კომპი იყო
რომ მომკლად წელი არ მახსოვს, სადღაც წინა საუკუნის 80-იანები იყო.
მეორე უკვე ძერზკი კომპი მქონდა 80286-ი, 10 მეგაბაიტიანი ვინჩესტერით, ორნაირი დისკეტის ჩასადები 1.2 მეგაბაიტი და 1.44 მეგაბაიტი, 16 ფერაიანი ვიდეო და მონიტორით, ეგრეთწოდებული EGA მონიტორი. აუდიო მაშინაც არ მქონდა და ისევ საზიზღარი 512 კილობაიტი ოპერატიული მქონდა, ამის გამო არ შემეძლო DOS-ის სრული კაიფის გამოყენება, Windows 3.0-ს ვერ ვაინსტალირებდი და სადღაც 90-აინებში გამოჩენილი NU 8.0-ი ყველა პროგას არ მაშვებიდენდა.
დალშე იყო P1 100 მეგაჰერცი, 853 მეგაბაიტი ვინტით 1 მეგაბაიტიანი S3 Trio V64+ და სუპეერ პროგრესი 8 მეგაბაიტი ოპერატიული :-). დანარჩენში მერე ნორმალურად აეწყო ჩემი კომპ ცხოვრება, P2 მერე P3-ი და ახლა P4-ი, გამნოდის რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე AMD-ს არ გავკარებივარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ AMD-ს არ ვაღიარებ.
ბევრი მცოდნე გრეხად მითვლის რომ ჩემი კომპ ცხოვრება უფრო დაღუპული BK-თი არ დაიწყო :-) მე კი ვთვლი რომ გამიმართლა მაგ საშინელებასთან რომ არ მქონდა შეხება. მაგნიტაფონის კასეტები, ტელევოზორთან შეერთება და რაღაც გაუგებარი Yუთი, რომელიც "ელექტრონიკა"-ს მაგნიტაფონს უფრო გავდა ვიდრე კომპს და თამაშებიდან მხლოდ ტენისი იშვებოდა. თუმცა მაგას დღეს ტენისი არ ჰქვია, ერთი პიქსელი დარბოდა ეკრანზე, ეს იყო ბურთი და მარცხნივ/მარვნის თითო ვერტიკალური შტრიხი, ანუ ტენისის რაკეტკა მოთამაშეებისთვის
თქვენ მართლა კარგად გქონიათ საქმე, Reechard_ის არ იყოს ლომაიას ნაჩალიჩევი გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის ("რახან უფასოზე მოხვდიო") ძველი intel celeron_ი გამომიცვალეს... 4 წლის წინ ნაყიდი. ის იყო ჩემი
თქვენ მართლა კარგად გქონიათ საქმე, Reechard_ის არ იყოს ლომაიას ნაჩალიჩევი გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის ("რახან უფასოზე მოხვდიო") ძველი intel celeron_ი გამომიცვალეს... 4 წლის წინ ნაყიდი. ის იყო ჩემი პირველი კომპი... 677MHz, 16 MB ენვიდიას ვიდეოკარტა, 128 MB რამით, დედაპლატა ნაღდად არ ვიცი...
თავიდან მილენიუმი ეყენა(კომპი რა თქმა უნდა ნახმარი იყო) დანგრეული ძლივს იყო; ხოდა მეც კაი მცოდნესავით პირველივე კვირაში ვინდოუს98 ოთხჯერ ჩავწერე... (არადა პირველად დავჯექი საკუთარ კომპთან; აზრზე არ ვიყავი რას ვაკეთებდი, კომპიუტერულ ფირმაში მიტანა კი მიტყდებოდა) ჯერ თავიდან ვინდოუსიდან ვუშვებდი, და ორივე ოპ სისტემა მქონდა მილენიუმიც და 98იც მარა არც ერთი არ მუშაობდა, მერე გავიგე ჩამტვირთავი დისკის შესახებ (მეორე დღეს) მაგრამ ვერ გავუშვი: Setup.exe ვერ ავკრიბე, მერე ისეთი ვინდი ვიშოვე ჩატვირთვისას პირდაპირ იშვებოდა და არაფრის აკრება არ უნდოდა და იმას დავჯერდი...
იმ კომპზე დავხურე პირველი თამაში მაქს პეინი...
არც ისე გამიმართლა, უფრო ადრეც შეილებოდა ჩემი კომპთან დაძმაკაცება მარა რას იზამ... დავიწყე და არც ერთ მასწავლებელთან არ მივსულვარ, მარტო ვჩალიჩობდი, მოვაღწიე აქამდე და იმედია კიდე გავქაჩავ...
ახლა რა მიჭირს სამ გიგაჰერციანი "ატომური ბომბი" მაქ...
ლოლ პირველად კომპთან რომდავჯექი ვიყავი 5 წლის 97 წელი იყო მაშინ ვითამაშე ვინდოუსს რომ მოყვება რაღაც ბობბები რომაა და რომ უნდა გამოიცნო სადაა და რაღაც ხო აზზრზე ხართ და მერე 3 კლაში რომ ვიყავი კაფეში დავიწყე სიარული და ქაუნთერს ვუბერავდი მერე 4 კლასში მიყიდეს კომპი პ3 და იმის მერე 5 კომპი გამოვიცვალე
მეც რიჩარდივით თრევა თრევით ვისწავლე კომპი
და წელს მიყიდეს მაგრამ ბევრ ისეთ ადამიანზე კარგად მესმის კომპი ვისაც იმენა წლებია აქვს
ნუ რაც ვიცი ეს არაფერი არაა წინა მაქვს კიდე ბევრი რამე. რაც მეტს ვსწავლობ მით უფრო ვხვდები რომ არაფერი ამისა არ გამეგება
არადა გამეგება, მაგრამ არ გამეგება. მოკლედ ჩვეულებრივ იუზერზე ცოოოოოტა მაღლა ვდგევარ რა
რჩეულა
"მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი" ეგეთ პონტში ჰო?
Power_VANO
ჰო, ზუსტად!
286 მქონდა 1995 _ში არა გატყუებ , 1996_ში მახსოვს პროცესორს ქულერიც კი არ ქონდა და თუ ძაან დაიტვერთებოდა " მარაზილკაში" ვდებდი რესტარტის მაგივრად რუბილნიკი ქონდა (აი ისეთი 60000 ვოლტს რო რთავენ) და ერთადერთი გასართობი იყო თამაშIი Sexonixc თუ არღაც ამდაგვარი , მთელი უბანი იკრიბებოდა მაგის სათამაშოდ
მაგარი "შეხვედრები" იყო! აი მე კომპი გავიცანი ზუსტად არ მახსოვს ნიტო 2000, ნიტო 2001 წლებში. რაც შეეხება მასთან მუშაობა ვისწავლე ჩემი ძმის ყურებით, თუ როგორ ეჩალიჩებოდა 3D MAX მემგონი მესამე თუ მეოთხე ვერსიას. ეგ საცოდავი კომპი ეხაც ცოცხალია. ქონდა თავიდან 10GB ი ვინჩი, მერე 20 ით შევცვალეთ (ხო მაგარია არ? ), 450MGH-ი, 128 ოპერატიოული და სულ რაღაც 8MB ი ვიდეო, რომელიც როცა 32 მა შეცვალა, მეგონა ეხა ყველა თამშს ჩავრთავ მეთქი. რაც მთავარია მონიტორი მქონდა საკაიფო 17იანი. ეს უბედური წელს იანვარში არწარ ირთვებოდა, რა არ ვეჩალიჩე მაგრამ არ ჩაირთო და მეც შევცვალე celleron ით.(სხვა გზა არ მქონდა ) მივეცი ბიძაშვილ და ამუშავდა. მოკლედ ის ეხაც მუშაობს. ვინდოუსი კი განუყრელი მილენიუმი აყენია მერე ნელ-ნელა უკვე ბიძაშვილის დახმარებით ვისწავლე ის რაც ვიცი. ეხა უკვე ჩემით ვეჩალიჩები ყველაფერს.
ჩემი პირველი ნაცნობობა კომპიუტერთან ადრეულ ასაკში შედგა. ბიძაჩემს ქონდა 1984 წელს გამოშვებული რაღაც, რომელსაც გინდ დაიჯერეთ, გინდ არა მონიტორი ფერადი ქონდა და ზოგიერთ თამაშებსაც ქაჩავდა. ზედ ეყენა ნორტონ კომანდერი, მაგრამ აქ აღსანიშნავია ისიც რომ ამ კომპიუტერს ქონდა მაუსი, რომელსაც ნორტონი ვერ ხედავდა და ამიტომას მუდმივად უჯრაში იდო. მონაცემები არ ვიცი, პროსტა მაგარი მეკიდა.
მერე ისევ ბიძაჩემის შედარებით ახალ კომპიუტერზე გავესაუბრე ვინდოუსს.
პირადად მე კომპიუტერი ვიყიდე 2004 წლის 15 ოქტომბერს. დიდი ვერაფერი ხვითოა. სელერონია 1800-იანი, 256 მეგაბაიტი მეხსიერებით 128 მეგაბაიტი ვიდეოთი. მაგრამ რაშიც მჭირდება მყოფნის. მართალია Farcry-ს ვერ ვთამაშობ, მაგრამ მაინცდამაინც გეიმერობაზე პრეტენზია არ მაქ. ერთადერთი მიყენია ქაუნთერი, რომელსაც ძმაკაცებთან ვთამაშობ ქსელში ორ თვეში ერთხელ.
მოკლედ კომპიუტერი პირადად და სახლში მოტანით გავიცანი(ახლოს) 2002 წლის 13 თებერვალს, მაგ დღეს რა დამავიწყებს დაბადების დღეზე რომ მომიტანა ბიძაჩემმა ისე გამიხარდა, რომ აწყობის მერე(აუ რამდენი ვიწვალე სანამ ყველა "შტეკერი" თავის ადგილს მოვარგე) 2 დღე რომ შუქი არ იყო არც მიგრძვნია. მანამდე "კომპიუტერთან მუშაობის სასწავლო ცენტრში" დავდიოდი 2 წელი!!! და ისეთი საზიზღარი კომპიუტერები იყო გახსენებაც არ მინდა, ერთს ვიტყვი რომ რაღაც გაუგებარი წარმოების(მემგონი რუსული) მოკომპიუტერო რაღაცით მარტო ბეჭდვა შეიძლებოდა შავ ფონზე თეთრად და "დისკების" მაგივრად რაღაც დენდის კასეტების მაგვარი იდებოდა. ასეთი იყო ერთი 20, ხოლო "მთავარი" კომპიუტერი იყო თანამედროვე, "სერიოზული" Windows 95 ეყენა.
ხოლო რაც შეეხება ჩემს კომპიუტერს Celeron იყო 900 Mhz, 128 MB RAM-ით, 8-იანი ვიდეოთი და 10-იანი ვინტით.
ახლა შედარებით პროგრესულ კომპზე ვზივარ AMD Sempron 2400+, RAM 512MB, HDD 80 GB, Video > ATI Radeon 9250 GE(Gamer Edition). ერთი ეგაა ქულერმა ამხადა თავი, ისე ბღუის, არ ვიცი სიცხის ბრალია, არ ვიცი ქულერის.
ვიმეორებ შედარებით პროგრესული
Davidus
ვააააააა :-)
მე ჩემი სელერონ 1700 მაქვს შენახული
ეგ დღესაც ბევრს აქვს არამარტო შენახულ მდგომარეობაში
მე კომპიუტერი 3 წლის წინ გავიცანი, როცა მე-8 კლასში გადავედი, სკოლაში კომპიუტერის სწავლა დავიწყე, მაშინ P3-ები ედგათ და მხოლოდ ვორდს და ექსელს გვასწავლიდნენ, თვითონ კომპიუტერის აზრზე არ ვიყავი, წელიწად ნახევრის წინ (2004 წლის ნოემბერში) ეს კომპიუტერი მიყიდა მამაჩემმა (მამაჩემმა იმიტომ რომ, მაშინ არაფრის აზრზე არ ვიყავი, როგორი კომპი უნდა მეყიდა, რა მონაცემებით და მამაჩემმა ისე იყიდა, არც უკითკია მისი მონაცემები, უბრალოდ უთხრეს კარგი კომპიუტერიაო)) როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, P4 - Intel Celeron, CPU - 1.80 ghz, HD - 40Gb, RAM - 256Mb, Video Card - 32 ჩემთვის ეს ჯართი შემოუტყუებიათ, მას შემდეგ ერთი RAM გავაძლიერე 500-მდე. და ასე შემრჩა ეს კომპი, რომლის გამოცვლასაც ჯერ არ ვაპირებ
george
ჩემი პირველი კომპიც 4 წლის წინ იიდა მამაჩემმა და ზუსტად ეგრე როგორც მამაშენმა მაშინ მეც აზრზე არ ვიყავი კომპის ერთი ტარზანი მქონდა ნათამაშები და მუმია ჰოდა "შეტენეს" celeron 1700, Hdd 20 GB samsung, 128 ram & 32 MB nvidia geforce 2 MX video. ერთი წლის წინ დედაპლატა გადაეწვა და გამოვცვალე კომპი ვინჩესტერი ეხლაც ჩემს კომპში მაქვს ოღონდ 120-იანი ბარაკუდა დავამატე დანარჩენი ყველაფერი გამოვცვალე
ისე მამაჩემს და ბიძაჩემს თითო-თითო კუმპიუტერები ჰქონდათ ძაან ადრე, ეხლაც მაქვს შენახული, მაგრამ თითქმის აღარ მუშაობს) რა თქმა უნდა შავ-თეთრი არის ორივე, არ აქვთ მაუსები და ვინდოუსი, დისკების ნაცვლად დიდი შავი დისკეტები აქვს, და როგორც მამაჩემი მიყვებოდა თურმე ადრე ჭადრაკს თამაშობდნენ მაგით)) მე ერთი ხუთი წლის წინ მქონდა ჩართული და ჩამოწერილი ტექსტური მენიუ ჰქონდა და მარტო ბეჭვდისთვის გამოიყენებოდა, სხვათაშორის პრინტერიც ჰქონდა, თავის ზაპასკა ლენტით (უფსო სწორედ აქვს). მოკლედ მაგარი ჯართი არის ორივე... ეხლა ვეღარ ვრთავ, მგონი შნური აქვს გაწყვეტილი სადღაც, ციფრული აპარატი რო მქონდეს აუცილებლად გადავუღებდი და განახებდით)
ჩემი პირველი კომპიუტერი იყო 2004-ში AMD 486 4mb ram 640kb video, მაგარია არა? მაგრამ ამის წინ მქონდა 2002-ში დენდი. ეხლა კი გამიმართლა მაგარ კომპზე ვზივარ :-).
ჰოოოოო, არ მახსოვს როდის, მარა ჩემი პირველი კომპი იყო Mac performa 9550 თუ რაღაც მაგდაგვარი... მონაცემები:
CPU: onboard 75 Mhz, 40MB DRAM, ვიდეოზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, ალბათ ერთი 512KB ექნებოდა რა...
OS: Mac OS 8.6 პირდაპირ სიხა იყო!
დაე მუდამ ენთოს მისი მონიტორი ჩვენს გულებში,ვისაც ჩაუქრება ღმერთი მაჭრის ბიჭო!!!!!!!
კომპიუტერს სულ რაღაც ერთი წელია ვიცნობ ამ ერთ წელში ისეთი ალღო აუღე რო მართლა მიკვირს ჩემი თავის ნამეტანი სერიოზულად მოვეკიდე და ყველაფერს გულით ავკეთებდი და სხვათაშორის შედეგიც ვნახე მე თავს არ ვიქებ მაგრამ ბევრი არ მეგულება რომელიც ერთი წლის მანძილზე ისეთ დონეზე ისწავლიდა კომპიუტერს რა დონემდეც მე მივედი
რაც შეეხება ჩემს კომპიუტერს თავიდან კარგი იყო ეხლაც კარგია უბრალოდ ვიდეო კარტა დამეწვა მაღალი ძაბვის გამო ვეღარ მოვასწარი გათიშვა ეხლა კიდე 64 იანით ვკმაყოფილდები
ეეეე.... მე კომპი პირველად 1995-97 წლები იყო რო ვნახე... რაღაც რუსული.. კორვეტი ერქვა... შავთეთრი იყო სულ ქონ და 7ფერი... მონაცემები კი ნაღდად აღარ მახსოვს.... დღესდღეობით მას მე დიდ კალკულიატორს ვუწოდებ ....
giorgius
50$-იანი UPS-ები ხშირ შემთხვევაში თანამედროვე კომპებთან მიმართებაში არაა საკმარისი.
თან როცა კომპში 800-1000+$-ს იხდი, ერთი UPS-ისთვის როგორ უნდა შეგენანოს ფული? თან ამას ვამბობ მე, რომელსაც UPS არ მქონია საერთოდ ჯერ ნუ ეხლა რაც მაქვს, ეს კომპი ყიდვის დროს კი ღირდაესე 750-800 მწვანე.
giorgius
არ გადაიწვება დარწმუნებული ვარ ძაბვის ვარდნის დროს მოქმედებას იწყებს როგორც კვების ბლოკის, ასევე დედაპლატის დაცვა, ეგრევე თიშავენ კომპს... ნუ კი ვაპირებ იასნია UPS-ის ყიდვას, მაგრამ ესე 1-2 თვე არა მაინც
მე გარიბი ვიყავი ბავშობაში რა იყო კომპი აზ5რზე არ ვიყავი ვაპშე 4 თუ 5 თვეა რაც დავიტრიე და ჩართვა გამორთვა არ ვიცოდი
გამორთვის დროს პირდაპი შტეპსელიდან ვგლიჯავდი
რის შედეგადაც xp მიყენია რა და ვერ უზლებს თურმე და 3 -ჯერ გადავაყენებინე ვინდოუსი რაც 100 არი დამიჯდა და მერე ვისწავლე ვინუჯდენი ვიყავი
ვისწავლე რა ეს ცოტა მაგარი ნათქვამია ვისწავლე ჩართვა გამოირთვა რა
spider
მოკლედ ასე: კომპიტერს რაც შეეხება ვიყიდე 2006 ის დასაწყისში(intel celeron D 320- 2.4/512 mb ოპერატიული/FX 5500- 256 mb/ვინჩესტერი 80 GB/მაუსი და კლავიატურა ) მარა ლომაიას გამოცდებისთვის ვემზადებოდი და არ მეცალა, ასე რომ შეიძლება იტკვას კომპიუტერთან ჯდომის 7- 6 თვიანი სტაჟი მაქ. სანამ კომპიუტერს ვიყიდიდი თამაშების ჩართვის (ისიც ზოგიერთის )მეტი არაფერი არ ვიცოდი. თავიდან ყველგან ვიქექებოდი (რაგაცეებს ვაფუჭებდი შემთხვევით) მოკლედ დამაინტერესა რა, მერე რაც უფრო აზრზე მოვდიოდი უფრო და უფრო გარკვევა ცოტა მიჭირდა დამხმარეც არავინ მყავდა და არც ინტერნეტი მქონდა, ამიტომ ცოტა გული ამივარდა ერთი პერიოდი, მაგრამ მალე ჩამიარა და ისევ შევუჩნდი კომპიუტერს... მოკლედ ახლა დავძვრები ინტერნეტში და რაც შემიძლია ვითვისებ ყველაფერს. ერთი ძააააააალიან დიდი პრობლემა მაქ ენების მხრივ(ვიცი:ქართული, მეგრული ,ცოტა რუსული და ცოტა ინგლისური(I am a table-ამ დონეზე ვარ )დამეთანხმებით დიდი პრობლემაა, მაგრამ მაინც ვცდილობ რა...
მოკლედ მთავარი მონდომებაა და ყველაფერი მოგვარდება(ყოველშემთხვევაში მე ამის იმედი მაქ).
მე კომპი რო ვნახე ეს რა საოცრაბააო ვთქვი არადა სულ რაგაც პენტიუმ I იყო.
მას მერე ათი წელზე მეტი გავიდა მაგრამ საკუთარიო კომპის ყიდვა მაინც ვერ მოვახერხე.
Classical
მე ისევ ჩემ პირველ კომპზე ვზივარ ეს ვიყიდე 3 წლის წინ ანუ 10 წლის რომ ვიყავი 512 მბ ოპერატიული ati radeon x1300 256mb ვიდეოკარტა intel pentium 4 2,66 ghz პოროცესორი, და 80გბ ვინჩესტერი
ხო XP ეყენა ამ კომპზე და ეხლაც xp ვაყენებ ხოლმე არანაირი vista ანნნნ თუნდაც ლინუხ არ მქონია სადღაც 3 თვეში გავაფუჭე და დამჭირდა ვინდოუსის აგადაყენება სულ 3 ჯერ გადამიყენა სხვამ ვინდოუსი ეხლა ჩემით ვაყენებ მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი პრობლემა ის არის ხოლმე სად ვიშოვო ვინდოუსის დისკი :P
მე პირველად გავეცანი 11 წლის.აი მონაცემები ზუსტად
პროცესორი:Intel Celeron
ოპერატიული:512 MB OF RAM
ვიდეო:Nvidia Geforce FX 5200
ვინჩესტერი:40GB
:D:D
რუსული BK მაგნიტაფონით და წუილ-ზმუილით. ეჰ... რა დრო იყო?
მე კიდე პირველად ჩემი კომპი 2005-2006 წელში ვნახე.
მაგრამ პრიკოლი ისაა რომ Windows XP-ს ინგლისური და ბერძნული დისკები მოყვა და ვინდოზავრი არ ეყენა
მერე კაი ხანი არ მქონდა ინტერნეტი და გადავეკიდე თამაშებს.
თუმცა რა პირველი ეხლაც ეგ მაქ
Intel M Pentium 720 - 1.6GHZ
Random Acess Memory - DDR2 512mhz 512mb
Video Card - ინტერგრაციებულ 128მბ ინტელის.
მყარი დისკი - 55,6გბ.
თან ნოუთბუქია და ახალი კომპის ყიდვა ვერ მოვახერხე.
სამაგიეროდ Windows 7 Ultimate Build 7600 მიყენია და არ მიჭედავს
1998 -ში უნივერსიტეტში ვნახე პირველად კომპიუტერი.
2006 წლის 15 მაისს ვიყიდე ასეთ კონფიგით:
MB - Asrock P4 M800
CPU - INTEL Celeron 2135 MHZ
RAM - 256 MB DDR
Video - FX 5200 128 MB 64 bit
PSU - 280 W
Monitori - 17''
UPC
Mouce, Keyboard, Speakers.
2009 წლის 20 აპრილს კი ასეთი:
MB - P5Q3 Deluxe
CPU - Intel Core 2 Duo E 7400 2800 MHZ @ 3505 MHZ ( OC 25 % )
RAM - 2 GB DDR 3 1333 MHZ
Video - NVIDIA GeForce 9600 GT 512 MB
PSU - 350 W
Monitori - LG 22 "
UPC
Mouce, Keyboard, Speakers.
პირველი კომპი 2006 წელს მეღირსა, ინტერნეტ "კაფეებში" გატარებული მთელი სწკოლისშემდეგი პერიოდის შემდეგ. ეს ის კომპია, რომელთანაც ჯერკიდევ ვზივარ (პარამეტრები აღწერილია ჩემს უკვე მოძველებულ http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=148).
Kakha55555
ჩემი პირველი კოპი რომელთანაც შეხება მქონდა იყო დაახლოებით 17-18 წლის წინ იყო შავ-თეთრი ეკრანით, უმაუსო, ირთვებოდა გასაღებით შეაერთებდი და გადაატრიალებდი...
ფაქტიურად მაიკროსოფტის ყველა ოს-მა გაიარა შემს ხელში, 3.1 არ მახსოვს რატომღაც...
იმაზე ვხალისობ მაგრად, რომ ძლივს ადამიანებს გრაფიკული გარსი ეღირსა და ნორტონ კომანტერში რომ მიძვრებოდნენ მაინც...
ძველი კომპიუტერი წინა გვერდზეა,ახალი კომპიუტერი კი 2010 წლის 31 დეკემბერს ვიყიდე
CPU - Intel Pentium Dual-Core E5500
Motherboard - MSI G31TM-P21
Video Card - Nvidia Geforce GT 220
Cooler,PSU - ჯერ არ მინახავს
Memory - 1x 2GB DDR2-800
Hard Drive - Seagate Barracuda 500GB 3,5
Monitor - Philips 19IV 18,5 დიუმიანი
Keyboard,Mouse,Webcam - A4 Tech
Speakers - iNTEX
აი ჩემი ძველი კონფიგიც
M/B: ASUS P4XP-X
CPU: Intel Pentium4 2.2Ghz, 478Socket.
Video: Nvidia Geforce4 MX 440-SE AGP 4X, 64MB.
RAM: DDR 256MB
HDD: 30GB IDE (მწარმოებელი აღარ მახსოვს )
CD/DVD: ATAPI CDROM NEC CD-R
BIOS: AwardBios(ძველი )
Monitor: Benq V772.
PSU: 300W
system32
არაა მაჩუქეს, რა არის? თავის დროზე კარგი იყო არაა? ეს იყიდეს იმათ ვინც მაჩუქეს დაახლოებით 2002 წელს, XP იყო ახალი გამოსული და მე მაჩუქეს 2008-2009 წელს და ეგ იყო ჩემი პირველი კომპიუტერი .
ვერ გეტყვი ალტაში ააწყეს თუ არა, მაგ დროს 5/6 წლის და ეგ კომპი კი არა ტეტრისი მიკვირდა
system32
კაი კონფიგი იყო ისე თავის დროზე?