ძველი ნივთები და დოკუმენტები ძალიან მიყვარს... ცოცხალი ზღაპრებივით არიან - ძველ ნივთს აიღებ და ახლებურად რომ შეხედავ, შანსი არაა, რაიმე სასიამოვნო გრძნობა არ გაგიჩნდეს.
ერთხელაც, სხვენის საფუძვლიანად დალაგების შემდეგ, აღმოვაჩინე ორი პატარა გაზეთი: კომX - კომXების პირველი ქართული გაზეთი, დათარიღებული 2002 წლის თებერვლით. სანაგვეში გადავაგდებდი(ც), რომ არა ერთი პატარა დეტალი... (თვითონ აღმოაჩინეთ! თუ ვერ იპოვით, გაერთობით მაინც წარსულის დღეთა ამბებით, რომელიც ამ ორ პატარა გაზეთშია აღწერილი ) ზუსტად ეს "დეტალია" კომპიუტერული თავგადასავალი, ოღონდ ჩემი არა... სხვისი
ჟურნალების გადმოტვირთვა შეგიძლიათ http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=861&view=findpost&p=10646.
ეს კი N2 და N3 ჟურნალიდან სურათები რეკლამისთვის. ზოგი იფიქრებს: რეკლამას პირველ გვერდზე უფრო აკეთებენო, მაგრამ მე ჟურნალ-გაზეთებს ბოლოდან ვათვალიერებ.
კომX #2: . . . . . . . . . . . . კომX #3:
http://image002.mylivepage.com/chunk2/19694/46/comX_2_8.pnghttp://image002.mylivepage.com/chunk2/19694/10/comX_3_8.png
სამწუხაროა, მაგრამ თავფეხიანა პლაგიატია - 1:1-ზეა გადახატული ანალოგიური კომიქსებიდან, მაგრამ დეტალები და ტიპაჟი აშკარად მოიკოჭლებს. ეს იმის ვარიანსIა, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატები ვენებს იჭრიან.
განსაკუთრებით კომპ-გრაფიკის სპეციალიტია აღსანიშნავი
კაი კომიქსებია
giorgius, მგონი, საიტი არ უნდა ჩაიტვირთოს და პირდაპირ ლინკზე უნდა შეგაგდოს... იქ დგაცდევინებს 30 წამს და ვსიო... თუმცა, შეიძლება ფაილის პირდაპირ ბროუზერში გახსნა დააპიროს და მაგიტომ მოუნდეს დიდი ხანი.
ლინკი კი რავი, მუშაობს... შეიძლება ზოგ პროვაიდერთან ჰქონდეს პრობლემები...
ორივე ბმული Link.ge-ზე 31.05.07@15:26 დროის მდგომარეობით მუშაობს! შევამოწმე...
giorgius, თუ იცი რამე, მთლად ახლადგამოჩეკილის შთაბეჭდილებას ნუ ტოვებ! შედის-მეთქი რომ დავწერე, ნიშნავს, რომ შევამოწმე ამ კომპიდანაც და სხვა კომპიდანაც, სადაც ავტორიზებული არ ვარ საიტზე. ორივეგან ოთხივე ბმული მუშაობდა!
ახლა კი მოდერატორს ვთხოვოთ, რომ პოსტები: 4-დან ამის ჩათვლით წაშალოს. თუ აზრის გამოთქმა გინდა, მერე დაწერ...
giorgius აუ ბიჭო თუ არ შედის რა Sh@ko ს ბრალია ჩემთან რო შედის ან შენც Link.ge-დან გადმოწერე მარა შენთან ალბათ ისიც არ მუშაობს
მაშინ შენი პროვაიდერის ბრალია და შაკომ რა დააშავა?
giorgius
ისე მართლა ურევ, თუ ერთისგან შედის და შენგან არ შედის, მაშინ დაელოდე მესამეს ის რას იტყვის, როგორც ჩანს ისიც ამბობს რომ შედის.
მაშინ შენთან უნდა ეძებო პტრობლემა, ან შენი კომპი ახურებს, ან ბროუზერი, ან პროვაიდერი ან კიდევ რაღაც.
Sh@ko
მაგ გაზეთის გვერდი გუშინ RIPPER_RUNA-მ რომ გადმომიგზავნა გამახსენდა ახალგაზრდობა . ვიხარხარე ჩაფსმამდე.
ეგ ყველა კომიქსი პირადად ჩემი აწყობილია. თავიდან აზრი იყო მთავრობა და ედიკა გვეშაყირებინა (მაშინ მოდაში იყო ეგეთი რაღაც) კომიქსურ პონტში, მერე აღმოჩნდა რომ სულ 2 მხატვარი გვყავდა (ერთერთი Zaliko იყო), რომლებსაც კომიქსებში დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ (ჩვენში დარჩეს და პრაქტიკულად ჩვენით ვიგონებდით რა როგორ დახატულიყო რომ რაღაც გამოსულიყო, ამ მიმართულებასთან ხელის შეხება თან ფერად ვარიანტში არავის არ გვქონდა), პლიუს სულ 3 კაცი რომლებიც მუშაობდნენ ამ გაზეთზე. 2 იგონებდა იდეებს და მე, რომელიც მხატვრების დახატულს კომპში ვამუშავებდი (სკანირება ტრასირება, ობიექტეის შეერთება, დაჭრა და ასე შემდეგ) ვაფერადებდი და ვალაგებდი. სადღაც 2 დღე მიდიოდა იდეებზე, 2-3 დღე მიდიოდა ხატვაზე, და 2-3 დღე კომპ დამუშავებაზე, სულ 1 კვირა და ახალი ნომერი ცხვებოდა.
მაგრამ მეორე ნომრის მერე დაიწყო ინტერნეტიდან ამოყრილი სურათების გადაკატავება, აი მერე გაბანძდა იდეა. მაგრამ ხანდახან ორიგინალური იდიოტიზმები იყო ხოლმე. , გასართობი და სახარხარო არ გვაკლდა.
მოკლედ თუ ძალიან გინდათ შემიძლია ორიგინალ დაუსკანირებელ ვერსიაში დავდო ეგ პროექტი, გინდ CDR ანუ COREL DROW-ის ფორმატში, გინდ PDF-ში, თუმცა CDR-ს მაინც მოვერიდები, ვიღაც მამაძაღლი შემოვა გადაიწერს, გადააკატავებს და მერე იტყვის ჩემი გაკეთებულიაო, მე ჩემი ნაშრომი არ მენანება მაგრამ ორ მხატვარს რა ვუთხრა რატომ იწერს თქვენს ნამუშევრებზე სხვა ქულებს მეთქი????
RIPPER_RUNA
ja_ja
ვაა ჯა_ჯ, შენი ნამუშევარი :up: კარგია მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნომრის ბოლო გვერდზე სტრიპში დახატული ბუღა. მაგის ყვ*^*ის გაფდერადება არ გინდა? როგორია Zoom გაუკეთო და უფერადო
კიდევ სად მUშაობდი გვითხარი აბა, არქივებში მივაგნოთ იქნებ რამეს კიდევ
giorgius
პოსტების მოსამატებლად სხვა, უფრო ცივილიზებული ხერხებიც არსებობს
ja_ja, რამდენი ნომერი მქონდა, არ მახსოვს... ეგ ორი ნომერი ნაგვის გროვას ამოვარიდე (არადა რამდენი ხანი ვინახავდი ისე, რომ შემქნელების სახელებს არ ვაკვირდებოდი). სხვა ნომრებიც მექნებოდა ასიანი, მაგრამ იმათმა ვერ გაუძლეს ეტყობა დროთა ქარტეხილს.
PDF-ში რომ დადო სჯობია, Corel Draw ყველას არ უყენია... თუ არ დაგეზარება, პირველ პოსტს მიაბი, ანდაც მეც შემიძლია ჩასწორება... ოღონდ მარტო ჩემი პოსტის.
მტააკ როგორც ითხოვა საზოგადოებამ და როგორც შეგპირდით გთავაზობთ ყველა ნომერს.
მაშ ასე სულ ქსელში გაშვებული იყო 11 ნომერი, აქედან ბოლო 2 ნომერი, ანუ 10 და 11 იყო 16 გვერდიანი, წინა ნომრები კი იყო 8 გვერდიანი.
პლიუს აქვე ვდებ ნულოვან ვერსიას, რომელიც არავის არ უნახია, ანუ ეს არის ვერსია რომელიც გაკეთდა მანამდე სანამ ჩაიშვებოდა, პროექტი ქსელში, იმისათვის რომ გვენახა გამოგვდის რაიმე თუ არა, თან გვინდოდა სპონსორები დაგვეინტერესებინა და ამიტომ გავაკეთეთ ვიწრო წრისთვის ეს ნომერი.
როგორც ყოველთვის ასეთი წამოწყება არ შეფასდა, იმიტომ რომ გრანტის ფულის სუნი არ ტრიალებდა ამ საქმეში, SMS-ების ტინგიცაობა არ იყო, ზედმეტ ქულებს არ ვიწერდით, ამიტომ სპონსორები ვერ ვნახეთ და საკუთარი ძალებით და ხალისით ვუშვებდით ყველა ნომერს.
მოკლედ, ვიცი რომ ნაწილი ჩვენს მიერ ნაჩალიჩები არის ინტერიდან აღებული, ნუ რა ვქნათ უფროსობამ ასე მოინდომა. ასევე გასათვალისწინებელია რომ პროექტი იდეაში ისხავდა პოლიტიკურ შაყირს, ეს იყო 2002 წელი, და ედიკას და მთავრობის შაყირი მოდაში იყო
ყოველი ახალი გაზეთი ასახავდა კვირის პოლიტიკურ სისულეებს (იმდროინდელს), ყდაზე გადიოდა ყველაზე დიდი სისულელე რაც იმ კვირაში მოხდა (მაგალითად ერთხელ იყო აქტუალური თემა იმის შესახებ რომ თურმე ბინ-ლადენი პანკისის ხეობაში იმალებოდა, იასნია სუპერ სისულელე იყო, ჩვენც შესაბამისად ვირადავეთ), ან იმ თემის ირგვლივ ტრიალებდა ამბავი, დრეს ძნელია გაიხსენო კონკრეტულად რა ხდებოდა იმ დრეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ნომერს რომ გადავხედე, ერთი რამ ავღნიშნე, ზოგიერთმა ჩვენმა შაყირმა დრემდე არ დაკარგა აქტუალურობა.
ახლა კონკრეტულად წარმოდგენილ ნაკრებზე:
1. გვერდები დალაგებულია ბეჭდვისთვის, ასე რომ აღარ დამილაგებია მიმდევრობით, კაი დრო უნდა მაგას. იდეაში დიდად არეული არაა და რთული არაა მიმდევრობის გაგება. მსურველები იოლად აუღებთ ალღოს.
2. მაპატიეთ მაგრამ ყველა ნომერი დაცულია ბეჭდვისაგან და რედაქტირებისაგან, იმედია გაიგებთ ეს იმიტომ გავაკეტე რომ მამაძაღლი ხალხი ყოველტვის მოიძებნება.
3. დაცვის გარდა ყველა ნომერში ჩავაყოლე სიტყვა Property of www.compinfo.ge. ეს იმისთვის რომ ვირაც ვიღაცეებმა ლიჩერობა არ დაიწყონ.
4. პაროლი არ მთხოვოთ, არ ვიცი, რაღაც გერმანული საიტი გავხსენი, პირველი გრძელი სიტყვა ავირე და 6 ციფრი ჩავამატე ალაგალაგ, აპროლის დაყენების მერე პაროლი მეც წავშალე, ასე რომ ნახვით ნახავთ ყველაფერს ეკრანზე ამობეჭდვა რედაქტირება გამორიცხულია.
5. გადაწერა და გავრცელება ყველას შეგიძლიათ, შეზღუდვა არანაირია, უბრალოდ ჩვენი რესურსი მიუთითეთ, თუ არ მიუთითებთ და შიგნით მაინც წერია, თქვენი სირცხვილი იქნება , გაზეთი თავის სათქმელს იტყვის.
6. ალაგ ალაგ შეიძლება ქართული შიფტები დაკარგული იყოს, თითქოს ყველას გადავხედე მაგრამ თუ ასეთი მოხდა მაპატიეთ, მაინც 5 წელი გავიდა და ნაწილი შრიფტები დავკარგე.
7. ზომები დიდი არი არის ყველაზე პატარა იწონის 1.8 მეგაბაიტს, ყველაზე დიდი მე-11 ნოემრი კი არის 9 მეგაბაიტი, ძირითადად კი ზომები მერყეობს 2.5-4 მეგაბაიტს შორის.
მორჩა ახლა კი თვითონ ნომრები:
http://compinfo.ge/download/comx/N_0.pdf - 8 გვერდი: ლიმიტირებული ტირაჟით გამოსული
http://compinfo.ge/download/comx/N_1.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_2.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_3.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_4.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_5.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_6.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_7.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_8.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_9.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_10.pdf - 16 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_11.pdf - 16 გვერდი
ახლა კი მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს ეს გაზეთი არ მოეწონება, ყველას ვინც ამ პროექტში მონაწილეობას ირებდა დიდ მადლობას ვუხდი და ამ პროექტზე მუშაობის პერიოდს ყველაზე კარგ და სახალისო პერიოდად ვთვლი. სხვა ბევ პროექტზეც მიმუშავია, მაგრამ ეს იყო ყველაზე სახალისო პროქტი ჩემთვის, ალბათ სხვა მონაწილეებისთვისაც. პროექტში კი მონაწილეობდნენ:
ტვინის მბურღავი
- დავით კუპრავა
იდეის მოხალისე ავტორები, რომლებიც ყველას გვაცინებდნენ და გვახალისებდნენ:
- ნინო ოშხერელი - ვეჩნა მოხარხარე
- თეა კობახიძე - ვეჩნა სერიოზული
- ნინო თათარაშვილი - ვეჩნა ორ დაქალს შორის საქმის გამრჩევი
კომპიუტერული მამაძაღლი, რომელიც ბევრს ბურდღუნებდა, როდესაც ბევრი რამ გასასწორებელი იყო:
- Ja_Ja
მხატვრები, რომლებიც ხითხითა გოგონების იდეებს გრაფიკულ გამოსახულებად აქცევდნენ:
- ზურაბ კობახიძე
- ზაალ სულაკაური
- გიგა ცხადია
ყველაფერი ეს ღრიანცელი ხდებოდა საგამომცემლო სახლ "მატრიცაში" (მაგარი სახელია არა? ოღონდ კომპთან და ფილმთან საერთო არაფერი, აქვს, იგულისხმობოდა ბეჭდვის მატრიცა, ანუ ანაბეჭდის მთავარი ასლი, თუმცა აქვე დავძენ, თავიდან ეს საგამომცემლო სახლი, საგამომცემლო ოთახში ეტეოდა თავფეხიანად )
P.S. თუ რომელიმე ლინკი არ მუშოაბს შემატყობინეთ გამოვასწორებ.
P.S. p.s. და ბოლოს მაპატიეთ ამდენი ბოდიალისთვის.
ja_ja
ja_ja კიდე რა საინტერესო პროექტებში მონაწილეობდი ნეტა
გიგა
ja_ja
მოკლედ, ნათქვამია, მხოლოდ ადამი იყო დარწმუნებული იმაში, რომ არავის იდეებს არ იყენებდაო. სრულიად შემთხვევით წავაწყდი აი, ამ სურათს:
მდაა... ხედავ რეებს გვიშვებიან რუსები? ამიტომ არ იყო საჭირო რედაქტირებისთვის განკუთვნილი ფაილების დაყრა აქ!!!
2 Sh@ko
აბა მე რა გითხარი - იდეების 95% მოპარულია და შემდგომ უნიჭოდ რეალიზებული. მსგავსი ეროტიული კომიქსები დიდიხანია ქსელში ტრიალებს და ეტყობა ფანტაზიის უქონლობის გამო ბრმად დაიწყეს კოპირება. ჩვეულებრივი მომენტია ჩვენნაირი ფსევდოშემოქმედების ქვეყანაში - სადაც ყოველი მეორე მომღერალი-მხატვარი-დიზაინერი ისტორიკოსი და ყოველგვარ საქმის მინისტრია.
ბიჭებო, ამ ჟურნალის პაკეტი ხომ არ გაქვთ ვინმეს?
ვერ ვპოულობ ვერსად კომპში
http://profsword.mylivepage.ru/image/10_Общие/6133_comX_3_1.png ადრე მქონდ აქ ატვირთული... :?
Sh@ko
მადლობა შაკო, მაგრამ ჯა_ჯა-ს დადებული PDF_ები მინდა, ეგენი თუ გაქვთ მეთქი ვინმეს სადმე
Power_VANO
ვა, ეს თემა პირველად ვნახე საინტერესო იქნება ჩემთვისაც, თუ ვინმეს სადმე მოგეძებნებათ ატვირთეთ რიაა...
დღეს მეორე კომპში მივაგენი კომX-ის ნომრებს
ჰოდა მე-16 პოსტში ლინკები განახლებულია, გადაწეროთ შეგიძლიათ: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=861&st=0&p=10646&#entry10646