გუშინ საღამოს სტუმრად ვიყავი ნათესავთან...
მანამდე შემომჩიოდა კომპზე ანტივირი არ მიყნია და მიშველე რამეო
მოკლედ, მეთქი ბარემ მოსული ვარ და მოიტა ლეპტოპითქო ( Toshiba Satellite A300-1G2 )
შევხედე და შემეცოდა: ჯერ ერთი Microsoft Genuine Validation-ის იკონკა იწონებდა თავს თრეიში შავი ეკრანის ფონზე.. ასევე მის გვერდზე უამრავი არასაჭირო (მესინჯერები, ოფისის ლინკები და ა.შ)
პროგრამები, IE-ში ნახევარი ეკრანი ეჭირა Toolsbar-ებს... მოკლედ საცოდავი სანახაობა იყო...
თან კომპი არ ითიშებოდა
პირველ რიფში, დავუყენე CCleaner და რამდენიმე GB მივაშალე, მერე აუტორანიც ევამოკლე, გადარესტარტდა
(ხო, სტარტაფში იჯდა Spyware Doctor, რომლის გატიშვასაც 5წთ-მდე მოუნდა...
გავუკეთე ვალიდაცია XP Validator-ით, გადავამოწმე Microsoft-ზე და მადლობია ბიძიაო ვალიდაციისთვისო...
დავაყენე შემდეგ Avira Anti Vir Free მე 9 ვერსია, დავანასტროიკე, დავააპდეითე და რადგან გვიანიიყო და წამოსვლას ვაპირებდი სახლში, Full Scan არ გამიშვია და მარტო აქტიური პროცესების სკანირებაგავუშვი...
4 პროცესს ეგრევე მოუგრიხა კისერი, მათ შორის EXPLORER.EXE-ს და გაითიშა ინტერფეისი...
მეთქი სანერვიულო არაფერია, შევულოცე Ctrl+Alt+Delete-თი, New task მივეცი და ჩავუწერე EXPLORER.EXE, მაგრამ ჰოი საოცრებავ: ეგ რაა საერთოდ ვერ ვნახეო შემატყობიან სისტემამ...
ცოტა ავნერვიულდი, მივარესტარტე და ჯერ კიდევ Genuine Vallidation-ის ფანჯარა გამოაგდო, მერე, როგორც მოვლოდი (თუმცა ცოტა იმედი მაინც მქონდა შერჩენილი) აღარც Explorer.exe ჩაირთო....
გავხსენი IE (ისევ მაგიური კომბინაციით და iexplore.exe-ს გამოძახებით), ვეძებე solution ცოტახანი, მაგრამ ბოლოს მაინც მმიწია ლეპტოპის მხარზე გადაკიდება და სახლში წამოღება მოსარჯულებლად რომელიც დილის 4-მდე გაგრძელდა თითქმის (10-მდე GB ფაილები დავაბექაფე და Seven Home Premium დავუყენე ვინჩესტერის სრული გადახვნით)
ხოდა მთელი ამ ისტორიის მერე მაინტერესებს: შეუძლია ანტივირუსს ცართულ ვინდზე explorer.exe-ს წაშლა? თეორიულად თუკი გათიშავ პროცესს მერე უნდა შეძლო, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ფაილს სხვა დამცავი მექანიზმები არა აქვს?
gi0_kiborg
gi0_kiborg
otosaxel
მართალი ხარ ხო იცი...
მაშინ ასე შემოვაბრუნოთ კითხვა: ასე უცერემონიოდ უნდა შლიდეს ანტივირი ინფიცირებულ კრიტიკულ სისტემურ ფაილებს? არ უმდა გვეკითხებოდეს მაინც: მე ახლა explorer.exe-ს წავშლი რომელიც დავირუსებულია, მაგრამ მერე გადააგდე ფაქტიურად ვინდიო?
gi0_kiborg
ისე, ეგ აშკარად ანტივირის ნაკლი უფროა, explorer.exe-ს როგორ ვერ უნდა ცნობდე ანტივირი
კიდევ ერთი
დღეს AC2 დვუყენე ძმკაცს სერვერის ემულატორით
ხოდა კრეკმა, რომელიც ემულატორს ამოწმებს და HOSTS ფაილს პატჩავს ჩართვისას დამიწერა HOSTS ფაილი ვერ ვნახეო
მივადექი ჩვეულ მისამართზე და მართლაც არ იყო
მაგრამ გავაკეთე ცარიელი ტექსტური ფაილი დავარქვი შესაბამისი სახელი გაფართოების გარეშე და ჩავაგდე თავის ადგილას და იმუშავა
რა საოცრებებს არ გადაეყრება კაცი ვინდიკაზე
gi0_kiborg
Giena
არა Seven Ultimate X86,
gi0_kiborg
მაშინ ჩუმად ვარ
აქ ამდენი პოსტის წაკითხვა ნაღდად მაგრად მეზარება, მარა სათაურს როგორც კი შევხედე 1 ის მომივიდა აზრად რომ explorer.exe-ს ვირუსი ხო არ აქ მიკერებული მეთქი, მაგალითად ტროიანის ტიპის.
ეს ჩემი პირველი პოსტია და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე xD
და ერთსაც დავამატებ რო არ მომწონს ყველა პოსტი რო არ ჩანს, სათითაოდ ხელით ამათი ნახვა კიდე მაგრად მეზარება
EtrenalOnes
კარგი იქნებოდა წაგეკითხა, არც თუ ისე ბევრი პოსტია
რაც შეეხება ჩვეებას:
პირველ პოსტს და სიკეთეს რაც შეეხება მართლაც, კეთილი იყოს შენი თაგვი ჩვენს ფორუმზე