// შესაბამისი განყოფილება ვერ ვიპოვე და ყველაზე ახლოს რომელიც მომეჩვენა, იმაში ვხსნი.
შემთხვევით წავაწყდი გუშინ დელისზე ავტობუსების მოსაცდელში გაკრულ დიდ პლაკატს ჟურნალ "კომპიუტერის" რეკლამით. იმდენად დავინტერესდი, რომ 5 ლარიც მივაფშვენი დიდი იმედით, ნახევარ საათში გავისიგრძეგანე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ჩვენთან IT [მედიის] კულტურა საერთოდ არ არსებობს.
რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ზოგადად: 38 გვერდი, დაბეჭდილი უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე, საკმაოდ საშუალო შესრულებით.
რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე კარგი: დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე.
რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ცუდი: პრინციპი "შეპირდი ნაკლებს, გააკეთე მეტი" შესრულებულია, ოღონდ პირიქით. ასე მაგალითად, სტატია პაროლების გატეხვაზე თითქოს ოდნოების და ფეისბუკის გატეხვას გვთავაზობს, სინამდვილეში ბრაუზერებში დამახსოვრებული პაროლების ამოსაღებ პროგრამებს მიმოიხილავს, ფულის ინტერნეტით შოვნა მხოლოდ იდეების დონეზეა ჩამოყალიბებული, XP-ს ინსტალაცია კი სულ ერთ გვერდზე ეტევა და შესაბამისად, ინსტალაციის ძირითადი გზის მოკლე აღწერას წარმოადგენს (შეცდომების ანალიზის და მოგვარების, დრაივერების მოძებნის და ასეთი უწი-პუწიების გარეშე). მოკლედ, ძნელია ანალოგი არ გაავლო ქართული ყვითელი პრესის სათაურებთან. ძალიან დაუხვეწავია ზოგადად ახსნის და წერის კულტურა, რაც ძალიან კარგად ჩანს OSI მოდელის ახსნისას - მიპოვეთ ვინმე ახალბედა, ვინც აქიდან რამეს გაიგებს და პირობას ვდებ, ვიყიდო "კომპიუტერის" ყველა შემდეგი ნომერი :-) იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენი "განმარტებითი" სტატიების უმეტესობაზეც. ჟურნალის დანარჩენი ნაწილი კი ძველი და კარგად გადაღეჭილი თემებია.
რამე კურიოზს ხომ ვერ გავიხსენებდი: ძალიან უცნაურია და ჟურნალის ბოლო გვერდი ეთმობა სტატიას.. "როგორ გავაოცოთ ყველა უსიტყვოდ", რომელშიც მოცემულია ადამიანებთა კონტაქტის დამყარების და ფლირტის შაბლონური მეთოდები
მოკლედ, ჟურნალი ძალიან დაუხვეწავია და ისეთი ძირეული პრობლემები აქვს (წერის და ახსნის კულტურის უქონლობა), რომ მის ყიდვას კარგა ხანს აღარც ვიფიქრებ და არც თქვენ გირჩევთ ხუთი ლარის გადაყრას.
თუ რომელიმე კომპინფოელს (ხაზს ვუსვამ, კომპინფოელს ) მოგინდებათ ჟურნალის გაცნობა, შემატყობინეთ, დასკანერებული ვერსია მაქვს და ავტვირთავ. თავისუფლად ჯერ ნუ გავავრცელებთ - ვცეთ ავტორების შრომას პატივი.
domen
კომპინფოელებში დადე რა ლინკი
plastic
"ნავიგატორი" გამოდის კიდევ მგონია...
დავდე
plastic
კი, კიდევ "ნავიგატორი" გამოდის, როგორც გიენამ თქვა, თუმცა, არ გამოდიოდეს ჯობია, ჩემი აზრით :-) ბოლო ერთი თვეა საერთოდ აღარც მიყიდია, ვეღარაფერს ვპოულობ შიგნით საინტერესოს, სამაგიეროდ რეკლამებს, "ქართულ IT სიახლეებს" და ყურით მოთრეულ სტატიების [საოცრად ზედაპირულ და მოსაწყენ] ციკლს ინტერნეტ-ვაჭრობაზე - ოხრად.
მეტი არაფერი არც შემხვედრია და არც გამიგია.
domen
დროა რა... ზაფხული მოსამზადებლად და ღმერთმა ქნას, შემოდგომიდან...
თორემ წაილეკა ქართული IT სფერო
Power_VANO
Power_VANO
მეც მაქვს ერთი ძალიან ქართული იდეა დალაპარაკება მინდა ყველასთან საერთოდ
მოვახრეხოთ და შევხვდეთ იქნებ
დაგირეკავ ამ დღეებში და დავილაპარაკოთ
მეც დავრწმუნდი წაკითხის შემდეგ, რომ ძალიან იდიოტური ჟურნალია, არადა კარგი პოლიგრაფიული ხარისხის
შემენანა 5 ლარის გადაყრა ამაში
ნავიგატორს ვყიდულობ ხოლმე (დაჟე დელისზე გაზეთების გამყიდველი მცნობს ), იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა (ქართული) არ არის...
თუმცა, შინაარსის მიუხედავად, საკაოდ დახვეწილი სტილით ნაწერია, ზგჯერ კი კარგი სტატიები (თუ გადმოთარგმნილი რეიუები, ან რამე მსგავსი) გამოერევა ხოლმე
Power_VANO
დააკონკრეტე შენი იდეა "კომპინფოელებისთვის" მაინც
შევეცდებით ყველაფრით დაგიდგეთ გვერდში )
gi0_kiborg
domen PM-ში მომწერე ლინკი თუ არ შეწუხდები.გადავხედავ რა არის .