თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ კასპერსკი ნახეთ რას კისრულობს

პოსტის ავტორი: alchemist Dec 9 2006, 04:02 PM

დააკვირდით ვინ ასკანირებს პორტებს biggrin.gif
http://foto.radikal.ru/f.aspx?i0612eb582398e01bjpg
biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Dec 9 2006, 06:25 PM

alchemist
თავისი პროდუქტის მუშაობას ამოწმებს ალბათ biggrin.gif ან... rolleyes.gif

მოკლედ, მე როგორც ვიცი ერთ-ერთი სასწავლო კურსიდან, პორტების სკანირება პასიური შეტევაა, რომელიცხშეიძლება შეტევად არც ჩაითვალოს, თუმცა თავისუფლად შეიძლება საკმაოდ სერიოზული შეტევის მოსამზადებელი ფაზა გამოდგეს, ასე რომ, NOD32 wink.gif

P.S. რას არ იზამს უსაქმო კაცი...

პოსტის ავტორი: alchemist Dec 9 2006, 06:30 PM

მე რატომღაც მგონია რომ ეს ამბავი იმ ავადსახსენებელ blacklist-ებთანაა დაკავშირებული

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 10 2006, 11:53 AM

მდა კასპერსკიმ მაგარი ჭლექი გამიჩინა ეს 1 კვირაა.
ამიდუღეს ტელეფონი, ლამის 100 კაცთან გადავაყენე ანტივირი და დროებით სხვა პროგა დავაყენე, ყველა კლუჩი რაც მქონდა შავ სიაშია მოხვედრილი დაჟე ვითომ ახალი ერთი კვირის წინ გამოჩენილი ვერსიაც.

არადა არ შველის აბდეიტების გამორთვა და არაფერი, მეთქი ლოკალ პაპკიდან გავუკეთებ აბდეიტებს მეთქი და ისე გავალ ცოტახანი ფონს მეთქი, მაგრამ აშკარად ბაზების განახლებასთან ერთად შავი სიის განახლებაც არის შეტენილი, ჯინაზე ვერ ვიპოვე რომელი ფაილია მაგ ხულიგნობის ჩამდენი smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Dec 10 2006, 06:34 PM

მე რო დავდე ისინი? არავის შეუმოწმებია?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 11 2006, 10:02 AM

გიგა
რა დადე? აბა მითხარი იმედია საინერესო შტუკა დადე.

პოსტის ავტორი: გიგა Dec 11 2006, 11:13 AM

ja_ja
მე კასპერსკის კეიზე ვამბობ http://www.gigasoft.ge.googlepages.com/Kaspersky.rar
შეამოწმეთ აბა და დაწერეთ

პოსტის ავტორი: alchemist Dec 11 2006, 05:33 PM

ja_ja
აი ეს ნახე, domen-მა მომცა და ჩემთან მუშაობს

პროგრამული კოდი
9JZJH-9DJY2-ZYPAY-C68GM

პოსტის ავტორი: nikolausi Dec 11 2006, 05:48 PM

giga შენი ატვირთული არ მუშაობს
alchemist 9JZJH-9DJY2-ZYPAY-C68GM მუშაობს!

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2006, 11:21 AM

alchemist
გაამართლა!
საინტერესოა რამდენიხნით biggrin.gif

გიგა
ეგ რამდენიხანია მაქვს მარა .....

პოსტის ავტორი: domen Dec 13 2006, 11:45 AM

ja_ja
ეგეც გაბაზრდა, ასე რომ, მაქსიმუმ 1-2 კვირის სიცოცხლე დარჩა ალბათ...

და ბარემ თქვი, ეს კასპერსკი რაში ჯობია ნოდს, ასე გადარეული რომაა ხალხი?? თუ მარტო პოპულარობის და მითების ბრალია?

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 14 2006, 07:27 AM

domen
არც კასპერსკი მაქვს, არც ნოდი, არც ნორტონი, არც სიმანტეკი, არც mcafee, ერთადერთი MS-ის Defender მაქვს და მეტის ქონის სურვილი არც არასდროს გამჩენია smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Dec 16 2006, 08:29 AM

ja_ja

ციტატა
მდა კასპერსკიმ მაგარი ჭლექი გამიჩინა ეს 1 კვირაა. ამიდუღეს ტელეფონი, ლამის 100 კაცთან გადავაყენე ანტივირი და დროებით სხვა პროგა დავაყენე, ყველა კლუჩი რაც მქონდა შავ სიაშია მოხვედრილი დაჟე ვითომ ახალი ერთი კვირის წინ გამოჩენილი ვერსიაც.არადა არ შველის აბდეიტების გამორთვა და არაფერი, მეთქი ლოკალ პაპკიდან გავუკეთებ აბდეიტებს მეთქი და ისე გავალ ცოტახანი ფონს მეთქი, მაგრამ აშკარად ბაზების განახლებასთან ერთად შავი სიის განახლებაც არის შეტენილი, ჯინაზე ვერ ვიპოვე რომელი ფაილია მაგ ხულიგნობის ჩამდენი

მერე 2004-ის ვერსია და მაგას ჭლექი არ ემართება

პოსტის ავტორი: domen Dec 16 2006, 11:19 AM

Power_VANO
უაზრო ლაპარაკი რომ არ იყოს, დავწერ რატომ ავირჩიე ნოდი და შენ დაწერე, რატომ MS Defender.

თავიდანვე ბევრი არ მირჩევია. 2004-ში მქონდა ნორტონი, მაგრამ მაშინდელი ცოდნით ანტივირუსად ფეინთსაც დავიყენებდი biggrin.gif

მერე მქონდა კასპერსკი და ყველა ფანჯრის გახსნაზე დასაკლავი გოჭივით ჭყვიტინებდა. ერთი მშვენიერ დღეს კი მივაგენი ნოდის განხილვას ქება-დიდების მხრივ და ვიფიქრე ვცდი-მეთქი. სხვათაშორის, კასპერსკიმ იმ ფანჯრის გახსნაც დაბლოკა, გრძნობდა ალბათ აღსასრულის მოახლოვებას უბედური...

დავაყენე ნოდი და მართლა დავისვენე. არც ვირუსები(ერთი-ორი მცდელობა დაბლოკა უკვე), არც პროცესების შენელება, არც გოჭის ხმა, არც ფანჯრების დაბლოკვა... მოკლედ, ავშენდი კაცი!!

არანაირად არ ატრაკებს არალეგალურ რეგისტრაციაზე. თუმცა სულერთია, არსებობს ქართული სერვერი, რომელსაც ლეგალური ვერსიის ქონა არ ჭირდება, თან ბოლო განახლებები აქვს, თითქმის ისეთივე სისწრაფით, როგორც ოფიციალურ სერვერს.

რომ შევაჯამოთ, გამოდის საიმედო, განახლებადი, წყნარი და ცოტა რესურსების მომხმარებელი ანტივირუსი.

და რაც მთავარია! ათასნაირ პორნო, არაოფიციალურ და ყველანაირად უნდო საიტებზე ძრომიალს ვერანაირი ანტივირუსი ვერ უძლებს!! კომპი ყველა შემთხვევეაში დაუცველია, თუ ანტივირუსს პატარა ინტერნეტ კულტურა არ დაუმატეთ!

პოსტის ავტორი: nikolausi Dec 16 2006, 06:50 PM

ციტატა(domen @ Dec 13 2006, 03:45 PM) [snapback]5818[/snapback]

ja_ja
ეგეც გაბაზრდა, ასე რომ, მაქსიმუმ 1-2 კვირის სიცოცხლე დარჩა ალბათ...


ფაფუ უკვე. dry.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 17 2006, 07:45 AM

domen

ციტატა
დავწერ რატომ ავირჩიე ნოდი და შენ დაწერე, რატომ MS Defender.

მე ძირითადად იმიტომ ავირჩიე დეფენდერი, რომ პროცესორს ვუფრთხილდები, ზედმეტი დატვირთვა არ მინდა tongue.gif სულ პირველად ნორტონი მქონდა სელერონზე, მერე მე-3 ვერსიის კასპერსკი მერე ნოდიც მქონდა და მერე დეფენდერი მაქვს, სპაივეირებს იჭერს ყველას, ვირუსი კიდევ არც მინახავს ალბათ წელიწადი იქნება და არ ვიცი ვირუსებსაც თუ იჭერს დეფენდერი smile.gif

და პორნო საიტებს რაც შეეხება, free6.com ათვალიერეთ ხოლმე, უვირუსო პორნო საიტია ფართო ასორტიმენტით biggrin.gif (არ დამვორნოთ smile.gif)

პოსტის ავტორი: gearge Dec 17 2006, 11:46 PM

alchemist
ვხედავ Kaspersky AV-ს და Agnitum Outpost Firewall-ს ერთად იყენებ და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგიმჩნევია მათ თავსებადობასთან?
რატომ გეკითხები: როცა ნიუზებში http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=764 დავდე (kasperskyAV6-ის უფასო lite ვერსიაა!) აგრეთვე ავღნიშნე რომ ახასიათებს თავსებადობის პრობლემა Outpost-თან (რამდენიმე განხილვაზე წავაწყდი ინფოს. არაფერ კონკრეტულს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეთქვა). ამიტომ საინტერესო იქნებოდა უშუალოდ მომხმარებლისგან მიმეღო ინფორმაცია მოცემულ საკითხზე!

domen

ციტატა
..
არანაირად არ ატრაკებს არალეგალურ რეგისტრაციაზე. თუმცა სულერთია, არსებობს ქართული სერვერი, რომელსაც ლეგალური ვერსიის ქონა არ ჭირდება, თან ბოლო განახლებები აქვს, თითქმის ისეთივე სისწრაფით, როგორც ოფიციალურ სერვერს.

რომ შევაჯამოთ, გამოდის საიმედო, განახლებადი, წყნარი და ცოტა რესურსების მომხმარებელი ანტივირუსი.

და რაც მთავარია! ათასნაირ პორნო, არაოფიციალურ და ყველანაირად უნდო საიტებზე ძრომიალს ვერანაირი ანტივირუსი ვერ უძლებს!! კომპი ყველა შემთხვევეაში დაუცველია, თუ ანტივირუსს პატარა ინტერნეტ კულტურა არ დაუმატეთ!
საკმაოდ ძლიერი არგუმენტებია და დავფიქრდები მის გამოყენებაზე. მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო რომ მისი მოღუშული (არაერგონომიული) ინტერფეისი და ვერაგულად ჩუმი "ხასიათი"+ შედარებით რთული და დამაბნეველი კონფიგურაციის შესაძლებლობები [მწარმოებლის მიერ დაყენებულ კონფიგში ის არ ასკენებს გარკვეულ ფორმატის არქივებს რაც პოტენციალურედ (და რეალურად) საშიშია მომხმარებლისთვის. ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგვიანებით დავწერ (გავივლი ამ გამოცდების პერიოდს და თქვენ განკარგულებაში ვარ biggrin.gif ] რთულს ხდის მის გამოყენებას ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ . აგრეთვე წაკითხული მაქ შემთხვევაზე როცა ბოროტმოქმედმა პროგრამამ უპრობლემოდ შეძლო უშუალოდ მისი ('ნოდ32'-ის) დაცვის შეჩერება, პროცესის მოკვლა (მაგრამ როგორც ჩანს ეს აბსოლიტურად ყველა ანტივირუსის მიმართ შეიძლება იყოს განხორციელებული..ამაზეც ვრცლად მაგრამ ცოტა მოგვიანებით smile.gif ).

ბნ. ja_ja
რატომ მაინცდამაინც KAV ?! უყენებთ warez-ს და შემდეგ წვალება გიწევთ ლიცენზირებასთან! რატომ არა უფასო (!) AntiVir PE, AVG Free და Avast 4 Home? ისევე როგორც მათ ფასიან ანალოგებს ყველა მათგანს აქვს მიღებული Virus Bulletin-ის ლაბორატორიისგან VB100% ჯილდო აგრეთვე ტიტულარული ჯილდოები ICSA Labs და West Coast Labs-ისგან. ამიტომ თქვენ ჩემზე უკეთესად გესმით რომ ისინი არამც თუ არამც არაფრით ჩამოუვარდებიან მათ თანამოძმეებს. კარგით შესაძლოა AntiVir-ს პრობლემა აქვს ფოსტის სკანირებასთან და AVG ნელა ტვირთავს განახლებებს რადგან (Pro. ვერსიისგან განსხვავებით) ისინი ექსკლუზიური ულტრათანამედროვე და ჩქარი ქსელით არ მოგვეწოდება, მაგრამ AVAST-ი ხომ სრულფასოვანი და სწრაფად განვითარებადი ანტივირუსია. ეს მათი პროდუქტის გავრცელების პოლიტიკიდანაც ჩანს..

Power_VANO
ციტატა
..არ ვიცი ვირუსებსაც თუ იჭერს დეფენდერი smile.gif
ო არა, ეგ მარტო ანტიspyია. ზოგადათ Malware-სგან დასაცავად Microsoft-ი ასაღებს თავის ახალ Windows Live One Care-ს (დიდძალმა ინვესტიციამ პატარა antiVir & antiSpy კომპანიებში ხომ უნდა გაამართლოს გამოცდილი მარკეტოლოგების მოლოდინი laugh.gif ) ვიცინოთ მაგრამ უსაბრთხოების სპეროში ლიდერი, სერიოზული კომპანიები უკვე პანიკის სღვარზე არიან მონოპოლისტი MS-ის ამ სფეროშიც შემოჭრასთან დაკავშირებით! ეს ზოგადათ ინფოსთვის..
აი რა მაინტერესებს გავიგო ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანისგან როგორც შენ (ცუდად არ გამიგო, მაგრამ სერიოზულათ ვიძახი): თუ AntiVir/Spy სკანერებთან დაკავშირებით შენ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია სხვა რა ტიპის უსაბრთხოების სისტემებს იყენებ? Firewall-ის გარდა რათქმაუნდა. შეგიძლია კონკრეტულად პროგრამის სახელი არ ახსენო მაგრამ მაინტერესებს რა კლასს განეკუთვნება..'ყველა სიტყვა რომელსაც შენ იტყვი' არ 'იქნება გამოყენებული შენ წინააღმდეგ' ph34r.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 18 2006, 08:50 AM

gearge

ციტატა
ო არა, ეგ მარტო ანტიspyია. ზოგადათ Malware-სგან დასაცავად Microsoft-ი ასაღებს თავის ახალ Windows Live One Care-ს (დიდძალმა ინვესტიციამ პატარა antiVir & antiSpy კომპანიებში ხომ უნდა გაამართლოს გამოცდილი მარკეტოლოგების მოლოდინი ) ვიცინოთ მაგრამ უსაბრთხოების სპეროში ლიდერი, სერიოზული კომპანიები უკვე პანიკის სღვარზე არიან მონოპოლისტი MS-ის ამ სფეროშიც შემოჭრასთან დაკავშირებით! ეს ზოგადათ ინფოსთვის..
აი რა მაინტერესებს გავიგო ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანისგან როგორც შენ (ცუდად არ გამიგო, მაგრამ სერიოზულათ ვიძახი): თუ AntiVir/Spy სკანერებთან დაკავშირებით შენ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია სხვა რა ტიპის უსაბრთხოების სისტემებს იყენებ? Firewall-ის გარდა რათქმაუნდა. შეგიძლია კონკრეტულად პროგრამის სახელი არ ახსენო მაგრამ მაინტერესებს რა კლასს განეკუთვნება..'ყველა სიტყვა რომელსაც შენ იტყვი' არ 'იქნება გამოყენებული შენ წინააღმდეგ'

მე მიყვარს MS. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მონოპოლისტია თუ არა, მთავარია ,,ჩემზე" ზრუნავს smile.gif

ჩემი დაცვის სისტემა აი ესაა: Windows Defender, Windows Firewall. მეტს არაფერს ვიყენებ. დანარჩენი მცირე კონფიგი, ზედმეტი სერვისების გათიშვა და რამდენიმე სეტინგის ჩასწორება მე გავაკეთე. სიმართლე რომ ვთქვა ამაზე მეტი დაცვა მე არ დამჭირვებია. მამაჩემი და ჩემი ძმა ხანდახან ერთი-ორ სპაივერს კი გადმოწერენ ხოლმე, ძირითადად ბროუზერ ტულბარების სახით, მაგათ დეფენდერი შველის. ვისურსი კი როგორც ზემოთ ვთქვი წელიწადი იქნება არ მინახავს. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ვიღაცამ შემიტია, შემოძვრა ჩემთან, ან დავვირუსდი, მოკლედ თუ დამჭირდა მეტი დაცვა გამოვიყენებ აუცილებლად, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ ჩემთვის.

პოსტის ავტორი: domen Dec 20 2006, 12:40 PM

gearge

ციტატა
აქვე მინდა ავღნიშნო რომ მისი მოღუშული (არაერგონომიული) ინტერფეისი და ვერაგულად ჩუმი "ხასიათი"+ შედარებით რთული და დამაბნეველი კონფიგურაციის შესაძლებლობები [მწარმოებლის მიერ დაყენებულ კონფიგში ის არ ასკენებს გარკვეულ ფორმატის არქივებს რაც პოტენციალურედ (და რეალურად) საშიშია მომხმარებლისთვის

"მოღუშულ" ინტერფეისში და რთულ კონფიგურაციაში გეთანხმები. კონფიგურაციაში ბევრი პარამეტრის დანიშნულება ახლაც არ ვიცი biggrin.gif დრო რომ მექნება, უნდა ჩავუჯდე და გავარჩიო.

ისე, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ მომხმარებლების უმრალესობას სწორედ მასეთი ინტერფეისი აფრთხობს და მუშაობას აღარც უყურებენ smile.gif

პოსტის ავტორი: nonia22 Dec 21 2006, 11:35 AM

AVG მიყენია, რა ვიცი მუშაობს თავისთვის, რაზეც გავტესტე ჯერჯერობით იჭერს ყველაფერს. ისე მე 6 თვეა winRollBack i მიყენია და რაც ამ დროის მანძილზე მე ჩემს კომპს წამებები ჩავუტარე ეგ რომ არა ალბათ აფეთქთებოდა. მადლობა " კოპინფოს" კეთილი რჩევისთვის.

პოსტის ავტორი: gearge Dec 21 2006, 12:51 PM

ციტატა(nonia22 @ Dec 21 2006, 03:35 PM) [snapback]6066[/snapback]

AVG მიყენია, რა ვიცი მუშაობს თავისთვის, რაზეც გავტესტე ჯერჯერობით იჭერს ყველაფერს. ისე მე 6 თვეა winRollBack i მიყენია და რაც ამ დროის მანძილზე მე ჩემს კომპს წამებები ჩავუტარე ეგ რომ არა ალბათ აფეთქთებოდა. მადლობა " კოპინფოს" კეთილი რჩევისთვის.
nonia22
და თვითონ AVG რომელ დისკზე გიყენია? ალბათ სტანდარტულად C:\-ზე არა (ანუ ისე როგორც პროგრამის ინსტალერმა დააყენა, თქვენ მიერ ჩარევის გარეშე) :) ?! ამ შემთხვევაში საერთოდ ანტივირუსის გამოყენების აზრს ვერ ვხედავ; ნებისმიერი დონის ანტივირუსი განახლებების გარეშე (სიგნატურული და თვით პროგრამის მოდულების) უბრალოდ უფუნქციო სათამაშოა რომელიც აბსოლიტურად უაზროდ (და უზომოდ) რესურსებს ჭამს! ანუ რა გამოდის: რა განახლებებიც არ უნდა ჩამოტვირთოს თქვენმა ანტივირმა, ყველაფერი ეს იშლება რადგან ასეთია 'winRollBack'-ის ფუნქციონირების მოდელი (სტილი)!...მაგრამ მე ცოტა რადიკალურად გამომდის (მაპატიეთ), შესაძლოა თქვენ უკვე იზრუნეთ AVG-ს სწორ განლაგებაზე. თუ არა, მაშინ კარგი იქნებოდა როგორც მინიმუმ იმ ფაილის (არქივის) რომელშიც ინახება სიგნატურები (ფაილები, რომლებსაც ყოველდღე ტვირთავს ინტერნეტიდან თქვენი ანტივირუსი) "გადაასახლოთ" სხვა დისკზე (დავუშვათ D:/-ზე) {მაგრამ კონკრეტულად როგორ გაკეთდება ეს უბრალოდ არ წარომიდგენია :-( ამიტომ}. ყველაზე მარტივი [ ! ] და ეფექტური გამოსავალი კი იქნება ანტივირუსის გადაყენება (თავიდან დაყენება). ინსტალაციის დროს კი როცა პროგრამა შეგეკითხება სად დაყენდეს, სტანდარტულად ეს მგონი არის C:/Program Files/Grisoft/.., C-ს მაგივრად *დავუშვათ ჩაწერო D (ანუ ამ დისკზე დააყენო. რათქმაუნდა ეს დისკი უნდა ამოიღო winRollBack-ის მიერ დაცული დისკების სიიდან!). ოღონდ ყურადღება, სანამ მთელ ამ ოპერაციებს ჩაატარებდეთ ჯერ გამორთეთ WinRollBack-ის დაცვა!!!

პოსტის ავტორი: gearge Dec 21 2006, 02:31 PM













* დისკი D:/ პირობითად ვიხმარე. თქვენ შემთხვევაში მყარ დისკზე გაკეთებულ დანაყოფებს (პარტიშენებს, ლოგიკურ დისკებს) შეიძლება სხვა სახელი ერქვათ (E, F..). ან შესაძლოა სივრცე თქვენს ვინჩესტერზე საერთოდ არ არის დაყოფილი (ანუ მთლიანად C:/ იყოს)

პოსტის ავტორი: geo6600 Dec 31 2006, 08:32 AM

კასპერსკიმ გამაგიჟა ყოველ დღე ახალ გასაღებს ვარგებდი.......... ბოლოს გადავწყვიტე NOD32 მომექაჩა და დამეყნებინა. ვიფიქრე რაც იქნება იქნება მეტქი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად გაამართლა ისე მუშაობს ვერაFერს ვიგებ და კასპერსკისთან შედარებით ოდნავ ნაკლებად გრუზავს...

პოსტის ავტორი: alchemist Jan 23 2007, 05:37 PM

მაგ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ხალხო იცით რაშია საქმე, გადავაყენე ვინდი და იმ სერიულით, რომელიც გადაყენებამდე მუშაობდა, კასპერსკის აქტივაციას ვეღარ ვაკეთებ. მოკლედ ახლა მაქვს "Trial key" და მეყოფა თებერვლის შუა რიცხვებამდე. მაგრამ მერე დამერხა sad.gif
ვინმემ ხომ არ იცით კასპერას მორჯულების რამე ახალი საშუალება?

პოსტის ავტორი: z125 Jan 24 2007, 10:35 AM

მერე ავტვირთავ ხალხნო სადმე ახალ სერიალებს, ეხლა მეზარება. თქვენ უბრალოდ შემახსენეთ რომ არ დამავიწყდეს wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 24 2007, 11:59 AM

კაროჩე რა ეს ანტივირები მოშნი თავსატკივარია.

იდეაშI ერთი ანტივირი 100%-იან დაცვას არ უზრუნველყოფს. საჭIროა რამდენიმე, ნუ მინიმუმ 2. შედეგად რაც არ უნდა იწვალო პროცის რესურსს მაინც დახარჯავ.

ახლა როდესაც ნორმალური კომპია ჰკიდია ანტივირის მუშოაბა, თუმცა მაგალითად რენდერის დროს ტვინს ბურღავს.

პირადად დღემდე არცერთ ანტივირს არ ვიყენებ, მაგრამ როდესაც ვიღაცას უყენებ და იმას ლეგენდებით სმენია რომ KAV არის მამა, იქ სპორი არ მოსულა, უნდა და ა ბატონო :-)

ისე ზოგი NAV-ს ითხოვს, მაგრამ იდეაშI ეგ არის კომპის სიკვდილი, ვერ გაიგებს კომპს ყიდულობ იმისათვის რომ ანტივირუსმა იმუშაოს ზედ თუ იმისათვის რომ შენ რაღაც აკეთო :-).

შედარებით მსუბუქი ვერსიაა კორპორატიული სიმანტეკ ანტივირი (სხვათაშორის ახალი ვერსია მაქვს 10.2, მარა მთელი კოპაქტია სად დავდო არ ვიცი), მარა ეგეც NAV-ისგან დიდად შორს არ წასულა, ასე რომ იდეაშI ეგეც მაგარი კირპიჩია პროცისთვის.

NOD-ზე რომ იჭრის ყველა ვენებს, კი მესმის კაი9 ანტივირია, რესურსი ცოტა უნად, სხვათაშOრის DRWEB-საც ხოტა რესურსი, უნდა, მაგრამ ნუ მიწყენთ მაგ ანტივირის მოყვარულები, ბევრ ვირუსს ატარებს. მაგალითად ახალი ვირი გაიჩითა, ADOBER.EXE-ს პროცესად იშვება, ზის და იდეაში არაფერს აკეთებს, მაგრამ საკმარისია კომპში ფლეშკა შეარჭო, მაშინვე აუტორანს წერს ზედ და ტავის დუბლიკატს აგდებს (თან ჰაიდენ ფაილებად, ასე რომ თუ დამალული ფაილების გამოჩენა ჩართული არ გაქვთ ვერც კი დაინახავთ რომ ახალი სტულარი შემოიჭრა თქვენს ფლეშკაზე.).
ასეთ ფლეშკას სხვა კომპში შეარჭობ, აუტორანით გაიხსნება და ვსიო, აკიდებული გაქვს ეგ ახალი ვირი, იდეაშI თვითონ ტროიანი და დიდს არაფერს აფუჭებს, მაგრამ ახალ კომპში თვითონ ქაჩავს ოხრად სხვა ვირუსებს.

შედეგად, ახალ გადმოწერილებში NOD-ი ნაწილს იჭერს ნაწილს, არა. სხვათაშრის თვითონ ADOBER.EXE-ს რატომღაც არცერთI ანტივირი არ იჭერს. მაგრამ მაგალითად NAV-ი და KAV / AVP უპრობლემოდ ნახულობენ ყველა მის მიერ შემოტენილ ვირუსს.

თვითონ ADOBER.EXE-ს მოკვლა იოლია, TASK MANAGER-იდან დაბრიდეთ პროცესი, თუ ასეთი აღმოაჩინეთ, შემდეგ სტანდარტულ მისამართზე C:\WIndows, ან C:\WIndows\system32-ში იპოვეთ ეს ფაილი და მიაშალეთ. მორჩა ტროიანი გაუვნებელყოფილია, და თუ ზემოთხსენებული ანტივირები გაქვთ შემოტენილი მოდულოებიც იტრუპება, აი NOD-ის შემთხვევაშI ყველა შემოტენილი ვირუსი არ იბრიდება, და ნაწილი მათგანი გაუგებარი EXE ფაილების სახით TASK MANAGER-ში ისევ აგრძელებს მუშოაბს, დაბრიდავ წაშლი, ისევ იშვება და ასე შედმეგ smile.gif

კაროჩე რა საშველი ერთია, თვალყური რეესტრს და TASK MANAGER-ს და რაიმე გაუმართავი სიტუაციის დროს, პროსტა შენახული იმიჯის ხელახლა გახსნა და WIndows-ის წინა მდგომარეობაშI დაბრუნება.

პოსტის ავტორი: რჩეულა Feb 6 2007, 10:30 AM

ციტატა
მე მიყვარს MS. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მონოპოლისტია თუ არა, მთავარია ,,ჩემზე" ზრუნავს

მე ლინუს ტორვალდსი უფრო მიყვარს, ის არც მონოპოლისტია და ´´ჩემზეც´´ ზრუნავს smile.gif

შემოტევის და დავირუსების ვარიანტები გამორიცხულია... smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 7 2007, 05:35 AM

რჩეულა

ციტატა
მე ლინუს ტორვალდსი უფრო მიყვარს, ის არც მონოპოლისტია და ´´ჩემზეც´´ ზრუნავს

შემოტევის და დავირუსების ვარიანტები გამორიცხულია...

თქვენზე რომ ზრუნავდეს ტორვალდსი, ეგრე საჯიჯგნად არ მიუგდებდა ყველას ბირთვს smile.gif

შეტევა და დავირუსება კიდევ გამორიცხული არსად არაა, უბრალოდ, ვირუს მეიკერებს ლინუქსი ნაკლებად აინტერესებთ, იმიტომ რომ არაა ფართოდ გავრცელებული smile.gif

პოსტის ავტორი: alchemist Feb 7 2007, 07:24 AM

თემას ცოტა ავცდით, მაგრამ მაინც, დღესდღეობით ვინმეს აქვს kasperski რომელიც მუშაობს?

პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 7 2007, 07:51 AM

ციტატა ფილმიდან: მოუხვიე, ხე მოვიდა!!! (პატარა ოფფი)
ახლა საქმე ->
პროჩიტაეტე: Kaspersky Anti-Virus 6.0.1.411 + Ключ до января 2008 года
ი სკაჩაეტე ოტ სუდა:
http://rapidshare.com/files/13684417/KAV_6.0.1.411___2008.rar.html
რომელ საიტზეც ვნახე, ლინკის სანახავად რეგისტრაცია უნდა გაგეარათ და ხომ კაი ვქენი, ლინკი რომ დავდე ჰააა??? smile.gif smile.gif smile.gif

მ.მ. კასპერსკის არ ვიყენებ, შეაბამისად, პასუხსაც ვერ ვაგებ, რადგან იმდენად გაეშმაკდნენ ლაბორატორიაში, რომ ყველა ახალ კრეკს შავ სიაში თხრიან აღმოჩენისთანავე! არ უნდათ, ნუ უნდათ, სადა მაქვს 80$ ?!

პოსტის ავტორი: domen Feb 8 2007, 10:31 AM

alchemist
file.ge-ზე ვნახე ერთი-ორი კვირის წინ ასეთი ინსტრუქცია:

ციტატა

სანამ განახლებაზე გაუშვებდეთ აინტივირუსს, რომ დაიბლოკოს შემდეგ, იპოვეთ შემდეგი ფაილი: “C:\Documents and Settings\All Users\Application Data\Kaspersky Lab\AVP6\Bases\black.lst” და შემდეგ გახსენით მისი Property და დაუსვით ნიშანი Read Only-ზე.


და შეიძლება ეს მაინცდამაინც იმ ვერსიაზე მოქმედებს, რომლისთვისაც ეს ინფოა მოცემული, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის

http://www.link.ge/file/61184/kav6-0-rus-BY-WWW-FILE-GE-.rar.html

ესეც ისევ file.ge-დან, ოღონდ სარეგისტრაციო ნომრების და ლიცენზიების ნაკრები

http://www.link.ge/file/32371/Kaspersky-Keys-BY-WWW-FILE-GE-.rar.html

პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 8 2007, 10:46 AM

არაკაცო! (მძიმე და სფეისი გამომრჩა tongue.gif , domen, შენ ცუდად არ გამიგო! ამით მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ყურადღება მიაქციონ პუნქტუაციას!) ფაილ.გეს არ ენდოთ ბოლომდე! ამას წინათ გამოაქვეყნეს სიახლე FireFox 3.0 (FINAL) with Gecko. გადმოვწერე და რა ფინალი, Alfa2Pre ბუილდი იყო...
კასპერსკიზე სინჯეთ, კაცო, იქნებ გაამართლოს, მაგრამ მაგათ ზოგჯერ "მხოლოდ ფაილ.გე-ზე"-თი თავის მოქონვა რომ უყვართ, ეგ მაღიზიანებს.
ის კი ვიცი, რომ მე კაი ფაილს ვნახავ უცხოურ სერვერზე, ცოტა ხანში ეგენიც აგდებენ საიტზე... tongue.gif ეს კარგია, რადგან რაპიდიდან გადარჩები ქაჩვას, მაგრამ კურიოზია, რომ ზოგიერთ ფაილს პირვანდელი წყაროს მისამართი აწერია სახელად (მაგალითად, ცხოველების სურათებს კაპა.რუ-დან)