თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web მარათონი _ ყველაფერი ოლიმპიადებზე

პოსტის ავტორი: Godsmack Jul 26 2007, 07:27 PM

http://olympiad.myweb.ge

აბა ხალხო შემიფასეთ საიტი და იდეა ერთად smile.gif

ესეიგი ეს არის საიტი საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებზე!! რომელსაც აქვს თავისივე ფორუმი სადაც ტუტორიალებს დამწყებთათვის წერენ საქართველოს ნაკრებისწევრები ინფორმატიკასა და მათემატიკაში!! და ასევე ვიმედოვნებ რომ ფიზიკოსებიც მალე შემოგვიერთდებიან!

აბა ველი კომენტარებს smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 26 2007, 10:24 PM

საიტი თავისი შინაარსით კარგია, ვნახოთ, როგორ კონკურენციას გაუწევ მსგავს საიტებს... wink.gif

ისე, ცუდად მხვდება თვალში სიტყვა "ტუტორიალი", რაღაც არაქართულია და უკვე აღარც ინგლისურია... sleep.gif მოვიფიქროთ რაიმე სხვა უფრო ქართული და უფრო თამამი სიტყვა, ვიდრე გაურკვეველი ტუტორიალია... (ჩემი ვარიანტებია: გაკვეთილი, სასწავლო მასალა)

ფურცლის ნაგლეჯის იდეა ქვიშაზე მომეწონა, მაგრამ ფურცელი ძალიან დიდია სტატიების კითხვის დროს... biggrin.gif რომ კითხულობდე და მერე მოძებნა მოგინდეს რამის, ბრიტვის ჩასადებიც არსად არა აქვს, რომ დაიმახსოვრო... biggrin.gif

C++-ის სტატიაზე განვიხილავ. თავებადაა დაყოფილი, ხოდა ყოველი ახალი თავი რომ ახალ ფურცელზე იყოს, უფრო მოსახერხებელი იქნება. ტვინის უჯრედებს ოდნავი დაძაბვა დასჭირდებათ, რომ სასურველი ადგილი იპოვნო სტატიაში.

ვიზუალურ მხარეებს რაც შეხება, სრულად არ არის გადაქართულებული. ასევე, Firefox-ში რაღაც ვერ ჩანს კარგად, Opera-ში ნორმალურადაა. მელაში ცუდად ჩანს ის, რომ სიახლის გრძელი სათაური, გამოქვეყნების თარიღი, კატეგორია და ავტორი კონტრაში არიან სიახლის აღწერის ტექსტთან, მაგალითად "შედეგები მსოფლიო ოლიმპიადაზე მათემატიკაში"-ს გამწარებული ომი აქვს "დაარქივებული პრეზენტაცია"-სთან და ერთმანეთში არიან არეული ისე, რომ გამოქვეყნების თარიღი და მასთან მყოფი სხვა წარწერები არ ჩანან. გააშველე! smile.gif

პოსტის ავტორი: Godsmack Jul 27 2007, 12:07 AM

ციტატა
საიტი თავისი შინაარსით კარგია, ვნახოთ, როგორ კონკურენციას გაუწევ მსგავს საიტებს...

მგონი უნდა გაუწიოს რავიცი!!
ისეთი ხალხია ჩემთან ფორუმზე დარეგისტრირებული რომ მგონი მაგათზე კომპეტენტური ამ საკითხში საქართველოში არავინაა.

ციტატა
ვიზუალურ მხარეებს რაც შეხება, სრულად არ არის გადაქართულებული. ასევე, Firefox-ში რაღაც ვერ ჩანს კარგად, Opera-ში ნორმალურადაა. მელაში ცუდად ჩანს ის, რომ სიახლის გრძელი სათაური, გამოქვეყნების თარიღი, კატეგორია და ავტორი კონტრაში არიან სიახლის აღწერის ტექსტთან, მაგალითად "შედეგები მსოფლიო ოლიმპიადაზე მათემატიკაში"-ს გამწარებული ომი აქვს "დაარქივებული პრეზენტაცია"-სთან და ერთმანეთში არიან არეული ისე, რომ გამოქვეყნების თარიღი და მასთან მყოფი სხვა წარწერები არ ჩანან. გააშველე! smile.gif

რაც შეეხება ამ პრობლემებს სამწუხაროდ ჩემთან არანაირი პრობლემა არ ჩანს ისე რა გაფართოებაზე გაქ ეკრანი? მე 1280X1024 მაქ და რავიცი არანაირი პრობლემა არ აქვს sad.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 27 2007, 09:16 AM

ციტატა
მე 1280X1024 მაქ და...

ო-ჰო-ჰო-ჰოოო! ვოტ პრობლემა! სწორედ ეგაა, რომ წარწერები არ ეტევა და ორის მაგივრად სამ ხაზზე ეწერა! ისე, ყველას მასეთი გაფართოება ხომ არ ექნებოდა, არ გიფიქრია?! მარტო შენს კომპიუტერზე მოგირგია საიტი tongue.gif ეგეთი ნამუშევარი ცოტა არ იყოს სხვა კომპებზე მოიკოჭლებს! biggrin.gif სტანდარტული უნდა აიღო - 1024X768 და უმეტესად კარგად იმუშავებს, თუ ზოგიერთ მაზოხისტს 800X600-ზე არ უყენია მონიტორი.

სხვა პრობლემებში გაქართულებაც იგულისხმე თუ სპეციალურად ინგლისური გაქვს დატოვებული?

პოსტის ავტორი: Godsmack Jul 28 2007, 04:08 PM

ციტატა
სხვა პრობლემებში გაქართულებაც იგულისხმე თუ სპეციალურად ინგლისური გაქვს დატოვებული?



არა მაგას მალე მოვაგვარებ საიტი სულ რაღაც 2 კვირის გახსნილია და ჯერ არ დამიმთავრებია მუშაობა smile.gif

პოსტის ავტორი: george Jul 28 2007, 06:26 PM

საღოლ, მაგარი საიტია, თან მანდ ჩემი ყოფილი პარალელური კლასელიც გაიჩითა (რატი გელაშვილი) smile.gif

პოსტის ავტორი: domen Aug 8 2007, 03:15 PM

Godsmack
ძალიან კარგი იდეაა და განხორცილებეაც მომწონს smile.gif მაგრამ მაინც "გასაშალაშინებელია" - ბირთვი უნდა გადააქართულოთ ბოლომდე(შეგიძლია მიმართო M.W.S.-ს, მგონი აქვს მთლიანი პაკეტი) და ფორუმი ფერებში მაინც მიამსგავსეთ მთავარ გვერდს(არც სრული გაქართულება აწყენდა). ისე, შეგეძლოთ პირდაპირ IPB-ს ბლოგის სისტემა გამოგეყენებინათ და ერთიანი სისტემა იქნებოდა. არც ახლაა გვიან, თუ მოინდომებთ(ჯერ მასალა არც ისე ბევრია).

რატომაა ოლიმპიდების განყოფილებები დაცული? რატომ არ უნდა შეეძლოს სტუმარს დათვალიერება?

პოსტის ავტორი: gearge Aug 8 2007, 03:42 PM

პატარა შენიშვნა: All About Olympiad არასწორია. თუ გულისხმობ ყველაფერი ოლიმპიადაზე, მაშინ უნდა იყოს All About The Olympiads. თუ გულისხმობ ყველაფერი ოლიმპიურ თამაშებზე - All About The Olympic Games.

გვერდი გამოსადეგია და თემფლეთიც მომეწონა, მაგრამ ზემოთხსენებულ ტექსტს თუ რაიმე სტილსაც დაუმატებ ძლიერ მოუხდება ზოგად დიზაინს (ეს ჩემი, სუბიექტური აზრით;-)

პოსტის ავტორი: student777 Aug 22 2007, 02:39 PM

Godsmack
მე მომეწონა, მაგრამ კაცურად იქნებ აგვიხსბ\ნი ფორუმი როგორ დააინსატილირე smile.gif იმენა აქ მთელი დისკუსია გვქონდა და ვერ დავაინსტალირეთ, მერე ხელით რაღა რაღაცეები ვქენით და ძლივს დაყენდა მაგრამ მერე მაინ დიდი პრობლემები შეექმნა.... და იქნებ გვითხრა smile.gif