მოკლედ, ადრე იყო compinfo-ს ჟუნრალებში,
ახლა აგარ ვიცი საერთოდ სადღაა..
თუ გაქვთ ვინმეს სტატიები, ჯანმრთელობაზე, კომპიუტერისაგან რაც არის რა,
მაგალითად იყო ასეთი სტატია " მონიტორი, თვალები და ტკივილი"
კარგი იქნება თუ დადებთ.
SamaRa
სტატია არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე რჩევას მოგცემ, რომელიც ექიმმა მომცა:
1)მონიტორიდან 50სმ-ზე ახლოს არ დაჯდე
2)მონიტორს გაუკეთე დახრა ისე, რომ ქვედა მხარე რამდენიმე სანტიმეტრით ახლოს იყოს შენთან, ვიდრე ზედა
3)არ დაჯდე ჩაბნელებულ ოთახში მონიტორთან, რამე სუსტი შუქის წყარო მაინც გქონდეს
4) აუწიე მონიტორის Refresh Rate ანუ ჰერცები (LCD-სთვის 60 ნორმალურია უკვე, ხოლო კინესკოპიანისთვის 85 და ზევით თუ იქნება უკეთესი)
5) დარეგულირე მონიტორის სიმკვეთრე და სიკაშკაშე (ცოტა დაუწიე)
6) 30 წუთი კომპიუტერთან ჯდომის მერე 2-3 წუთიანი თვალების ვარჯიში გააკეთე: დადექი (ან დაჯექი) ფანჯარასთან და ჯერ ფანჯრის მინას შეხედე, მერე სივრცეს გარეთ
7) შეეცადე კომპიუტერთან ჯდომისას ხშირად ახამხამო თვალები
8) გამოიყენე პროფილაქტიკური საშუალება თვალებისთვის (ვიზინი ან ოფტაგელი-მე ამ უკანასკნელს გირჩევ)
ჟურნალები აღარ იYიდება?
ეჰ აღარ გამოდის თორემ გაყიდვით მგონი უნდა გაიყიდოს თუ გამოვა
ზემოთ აღწერილ რჩვებთან ერთად მე ექიმმა 17-იანი ეკრანი მირჩია
gi0_kiborg
აჰა, გეთანხმები ოღონდ მე-8-ს შევასწორებ ცოტა - ეგ წამლები იგივე "ხელოვნური ცრემლია" და ნამდვილი ცრემლის გამოყოფას აქვეითებს ნელ-ნელა (თუ სისტემატურად მოიხმარ, თვეში ერთხელ ან ორჯერ პრობლემა არაა), ასე რომ, ნუ მიეტანებით მაინცდამაინც
17-იან ეკრანზეც ვიტყვი - რაც მეტი, უარესი თქვენი თვალებისთვის, თორემ 17-იანს რამე განკსაუთრებული თვისება კი არ აქვს, უბრალოდ კარგი ბალანსია თვალების ჯანმრთელობასა და კომფორტს შორის.
დიდი მონიტორი უბრალოდ ნიშნავს, რომ უფრო დიდი მაგიდა დაგჭირდებათ ბალანსი რომ მიიღწეს და თვალები არ გეტკინოთ, ვთქვათ იგივე 22"-იანი მონიტორი უფრო შორს უნდა დაიდგას თვალებისგან, ვიდრე 17"-იანი, თორემ სხვა მხრივ, უარყოფითი თვისება არ აქვს დიდ მონიტორებს.
და მაინც ახალბედებო ყველაზე მეტად ყურადღება გაამახვილეთ ჰერცებზე Properties>settings>advanced>adapter>list all modes> ჰერცებს რაც მეტზე დააყენებ მით უკეთესი, საკმაოდ დიდხანს მიწევს ხოლმე კომპთან ჯდომა და არნაირი პრობლემა არ მქონია
chiora
კომპინფოს ჟურნალიც ქონდა? ყოჩაღ!!! მე დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ და არ ვიცოდი