მინდა შემოგთავაზოთ იდეა რომლზეც დიდი ხანია ვფიქრობ(თ), მაგრამ იმ სახით რა სახითაც ვაპირებ შემოგთავაზოთ, ყველაზე რეალურია განხორციელდეს. რათქმაუნდა ეს ტექსტი პირველ რიგში კომპინფოს ძირეულ ადმინისტრატორ Ja_Ja-სთვის არის გამიზნული, მაგრამ მის პირდაპირ მიმართვისგან თავს შევიკავებ რადგან ზუსტად თქვენი(!) კომპინფის აქტიური მომხარებლების გადასაწყვეტია ყველაფერ ქვემოთთქმულს განხორციელება უწერია თუ არა! მე ვსაუბრობ და ალბათ სათაურიდანაც მიხვდებოდით, კომპინფოს ბაზაზე ვიკის შექმნაზე! ტექნიკურ დეტალებზე გადასვლამდე, უნდა გითხრათ რატომ მიმაჩნია რომ კომპინფოს სჭირდება ვიკი საიტი და კონკრეტულად რას ვგულისხმობ მის ქვეშ. რატომ ვიკი? ვიკი (მაგალითისთვის აიღეთ ვიკიპედია) ვებ საიტის მართვის ღია სისტემაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს (მაგრამ არ გამორიცხავს) მართვის "ბიუროკრატიას". რა კავშირშია ეს კომპინფოსთან? "ბიუროკრატია" ამ შემთხვევაში უხეშად გამოყენებული სიტყვაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა "ერთპიროვნული მართვის სისტემა რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ამუხრუჭებს განვითარებას" კომპინფოს არსებული ხედვის მიხედვით, საიტზე ნებისმიერი ცვლილების შეტანის ძალა მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ეს გულისხმობს როგორც საიტის მართვის ტექნიკურ დეტალებს, ასევე ნებისმიერი ახალი მასალის დამატების საკითხებსაც. ერთისმხრი ეს სრულიად გასაგებია, საიტის შემქმნელს არ სურს გაუფილტრავი, დაუსრულებელი და/ან არაფორმატირებული ინფორმაცია მოხვდეს საიტზე, მეორესმხრივ ეს გულისხმობს რომ საიტის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო საიტის სათანადოდ მართვისთვის, ძვირფასი დრო რომელიც ბატონ Ja_Ja-ს სამწუხაროდ არ აქვს! ამავდროულად უნდა გვესმოდეს რომ ძნელია საკუთარი ქმნილების/პირმშოს ასეთ დონეზე მართვა გადასცე სხვა პირს ან პირებს, რამდენადაც არ უნდა ენდობოდე/იცნობდე მათ: როგორც მინიმუმ ადამიანების გემოვნება, ხედვა განსხვავდება. ამიტომ ალბათ უსამართლო იქნებოდა რაიმე რევოლუციური ცვლილება გვეთხოვა ჯა_ჯა-სგან, მაგრამ კომპინფოს საიტის განვითარება-წინსვლისთვის გარკვეული გაუმჯობესებები აუცილებელია მოხდეს! ამიტომ domen-სა Power_Vano-სთან ერთად გთავაზობთ შემდეგს:
* არსებული საიტი რაიმე სახით გამოეყოს კომპინფოს (ქვედომენზე ან გამოყოფილ საქაღალდეში)
თუ გვსურს ძველი საიტის შენარჩუნება (ამისთვის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის რომანტიკულიც:-) საჭირო იქნება ეს ნაბიჯი გადაიდგას!
* შემუშავდეს ახალ საიტი, უფრო მძლავრ ძრავაზე. არჩევანი შეჩერდა ჯუმლაზე.
რატომ http://www.joomla.org/? ის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ საიტის მართვის სისტემაა, როგორც მოქნილობით, ასევე გაფართოებადობით. დომენმა თავის თავზე აიღო ახალი კომპინფოს ვებ საიტის მომზადება და უკვე ეხლა მუშაობს მასზე! ის მალე წარმოგვიდგენს მას და ყველას გვექნება საშუალება აქ, ამ თემაში მივიღოთ მონაწილეობა ამ ახალი ვებ საიტის განხილვაში! ნებისმიერი კომენტარი ყურადღებით განიხილება!
საერთოდ რატომ უნდა შეიცვალოს კომპინფოს საიტი? ამის ერთ ერთი მიზეზის შესახებ როგორც დომენმა, ასევე მე ჯერკიდევ 2007 წლის სექტემბერში (ანუ ერთი წლის წინ) დავწერეთ საერთო ფორუმის თემაში “დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის”:
".. ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება"
"მართლაც, კომპინფოზე მასალების უხილავი კლასიფიკაცია მოუხერხებელი და დამაბნეველია. არსებული დაყოფა (Soft News, Hard News, Warez) არასაკმარისია. ინფორმაციის მასაში საჭირო ინფოს პოვნის ერთადერთი რეალური გზა ძიების სისტემაა, რომელიც თავისმხრივ სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სწორად შერჩეული საძიებო სიტყვის (სიტყვათა) შეყვანის შემთხვევაში. ამის გაკეთება გამოუცდელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. ამიტომ (და არა მარტო) გთავაზობთ დავეხმაროთ compinfo.ge-ს ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად განავრცონ არსებული დაყოფა კატალოგიზაციით .."
ყველაფერი ღირებული (სტატიები, მნიშვნელოვანი სიახლეები, მაღაზია და ა.შ.) გადმოკოპირდევბა ახალ, გაუმჯობესებულ საიტზე. ძველი საიტი დაარქივდება!
* კომპინფოს დაემატოს ახალი ქვედომენი, რომელიც გამოხატავს ზემოთთქმულ იდეას ვიკის შექმნასთან დაკავშირებით, დავუშვათ wiki.compinfo.ge
გარკვეულწილად უპასუხო დარჩა თავში დასმული კითხვა: რატომ ვიკი? ამ ტექსტის აგებულება მხოლოდ აქედან მაძლევს საშუალებას განვაგრძო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვიკის დედა აზრი გარემოს შექმნაა სადაც ნებისმიერ მსურველს (მაგრამ შეგვიძლია შევზღუდოთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებამდე) აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა საიტის მართვაში და ზედმეტი პრობლემების გარეშე გააუმჯობესოს/განავრცოს ან განათავსოს ახალი მასალები (იგულისხმეთ სტატიები და განხილვები) საიტზე. ის იდეალური ადგილია როგორც სრულფასოვანი ნამუშევრებისთვის, ასევე მოუმზადებელი, დაუსრულებელი სტატიების, ანუ ეგრედ წოდებული “დრაფტების” განსათავსებლად! მაგალითად ჩვენ ფორუმელ გიორგიუსის შეეძლება მისი ჩანასახოვანი სტატია უბუნტუ ლინუქსის ინსტალაცია/გამართვაზე განთავსოს უშუალოდ ვიკიზე, შესაბამისი სახელის მქონე ახალ გვერდზე, სრულად რედაქტირებად ბროუზერიდანვე როგოც მის, ასევე ნებისმიერი ჩვენგანის მიერ! სურვილის შემთხვევაში პირველ ავტორს უნდა შეეძლოს მისი სახელის (ან რაიმე სხვა საიდენთიფიკაციოს, მაგალითად ფორუმის ნიკის/სახელის) მითითება ნამუშევრის ბოლოში, მაგრამ თვით ნამუშევარი უნდა რჩებოდეს ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რედაქტირებადად (გამონაკლისები შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადმინისტრაციამ)! ეს საჭიროა ვიკის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობის შესანარჩუნებლად: ღია ვიკი იძლევა საშუალებას არა მარტო ავტორისა და ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების რესურსით შენარჩუნდეს საიტზე გამოქვეყნებული მასალა მუდამ განახლებულ მდგომარეობაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამავე მასალის სტატიკური სახით, სტანდარტულ ვებ საიტზე განთავსების შემთხვევაში - კომპინფოს მიმდინარე რეალობა! მოგეხსენებათ საზოგადოების რესურსი თითქმის შეუზღუდავია ავტორისა და ადმინისტრაციისთან შედარებით. აქედან გამომდინარე ვიკი იძლევა საშუალებას ოპერატიულად იქნეს გათვალისწინებული მომხმარებლების კომენტარები და შემოთავაზებები. ასევე ვიკი წარმომიდგენია როგორც პლაცდარმი ნებისმიერი ნამუშევრის სრულყოფილებამდე დასაყვანად, რის შემდეგაც მხოლოდ კომპეტენტური პირის, Ja_Ja-ს(!) თანხმობით ის განთავსდება კომპინფოს მთავარ საიტზე, შესაბამისი კატეგორიის ქვეშ და საწყისი ავტორის მითითებით (როგორც მინიმუმ)!
* ვიკი განთავსდეს, გაიმართოს და მასში ჩაკოპირდეს კომპინფოს ყველა არსებული სტატია (სახელების მიხედვით). მასალები, ღია რედაქტირების შემდეგ გადაკოპირდენ მთავარ საიტზე
როგორც ამ ასევე ყველა დანარჩენ საკითხზე (მთავარი საიტის განთავსება-გამართვის, ფორუმის ოფტიმიზაციის ახალი ძრავის ქვეშ და ასე შემდეგ) სიამოვნებით იზრუნებენ domen და Power_Vano! გვესმის რომ ჯა_ჯა-ს არ აქვს საკმარისი დრო ყველა ზემოთ აღწერილი ოპერაციის განსახორციელებლად, ამიტომ ერთადერთი რასაც უმორჩილესად ვთხოვთ, არის მისცენ ამ ორ (და მხოლოდ ამ ორ) პიროვნებას საკმარისი ადმინისტრაციული ძალაუფლება რომ მოახდინონ ყველა ცვლილება, რომლებიც ასე აუცილებელია კომპინფოს წინსვლისთვის! საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შერჩეულია: http://www.mediawiki.org/wiki/MediaWiki ვიკის, ხოლო ჯუმლა ვებ საიტის ძრავად (ფორუმი მხოლოდ ოფტიმიზირებული იქნება ახალ ძრავასთნ სამუშაოდ). ინსტალაციის სცენარი უკვე გათამაშებულია localhost-ზე!
ჰმმ, სად დაიკარგა პოსტები?! მე სრულად ვეთანხმები :-)
მოკლედ, აგერ პირველი სკრინები:
http://img176.imageshack.us/my.php?image=snapshot4ye9.png http://img375.imageshack.us/my.php?image=snapshot1yr5.png http://img254.imageshack.us/my.php?image=snapshot3le1.png http://img257.imageshack.us/my.php?image=snapshot2bv8.png
ვეთანხმები პირველ რიგში იმიტომ, რომ პოპულარიზაციისთვის და თუნდაც ძველი მომხმარებლების შესანარჩუნებლად აუცილებელია სიახლე, ახალი დიზაინი კი საუკეთესო სიახლეა,
ასევე ნამდვილად დასამატებელია კატეგორიები სიახლეებში, გასამართია RSS, ფორუმს რაც შეეხება მგონი ნორმის ფარგლებშია ყველაფერი,
ახალი დიზაინიც ძველს ჯობია ყოველ შემთხვევაში, იმედია როგორც gearge აღნიშნა ძებნის პრობლემაც მოგვარდება
ახლა რაც მეეჭვება Wiki-ზე:
gi0_kiborg
მადლობა გამოხმაურებისთვის! ეხლა რაც შეეხება ვიკის: ის არავითარ შემთხვევაში არ(!) უნდა იყოს გამოყენებული ტექნო სიახლეების დასადებად! სიახლეები, როგორც ჩვეულებრივ, პირდაპირ მთავარ გვერდზე უნდა განთავსდეს! ვიკიზე უნდა დაიდოს მხოლოდ(!) ინფორმაცია, განხილვები და სტატიები კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან ასოციირებულ საკითხებზე/თემებზე! თუ საჭირო გახდა შეზღუდვებიც დაწესდება! ამის გარდა არ დაგავიწყდეს ვიკის მოსახერხებელი თვისება: ნებისმიერი ცვლილება გაუქმებადია და გვერდის ნებისმიერ წინა (თუგინდ საწყის) მდგომარეობაში დაბრუნება რამდენიმე წკაპის საკითხია! ადმინისტრაციის და ერთგული მომხმარებლების ყურადღების ქვეშ არაფერი გამოუსწორებადი არ უნდა მოხდეს. ამავდროულად არ მაქვს ილუზია რომ ბევრი ადამიანი ჩაერთვება ვიკიზე მუშაობაში, რეალურად ზუსტად მეტ-ნაკლებად მცოდნე ხალხი იტრიალებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
მე მოვესალმები ამ იდეას ოღონდ მოგვიანებით დავსაბუთებ
ახლა კი მაგრად მეძინება
Gi0rgius
1. სურათებს ვერ ხსნი? :spy:
2. მთელი თემა ამაზეა.
3. თემასთან რა შუაშია?
4. Joomla უფასოა. ფორუმის შეცვლა ჯერ არ განიხილება
ვიკი:
1. მერე რა?
2. ეგეთი მოცლილები ნელ-ნელა დაიბლოკებიან.
რაც შეეხება დრუპალს, რაც არ იცი, ნუ წერ.
ხვალ ჩამოვალ თბილისში და დავწერ მეც ჩემს შეხედულებებს.
რაც შეეხება ჯა_ჯა-ს, დარწმუნებული ვარ, ისე მოიქცევა, როგორც კომპინფოსტვის აჯობებს, მანამდე კი ჩვენ ამ პროექტს საბოლოო სახე უნდა მივცეთ მისთვის წარსადგენად.
From K800i.
ჰო, კიდევ ერთი, ფორუმის ძრავზე რომ არ იყოს დავა, IPB არ შეიცვლება, ვერცერთი უფასო ძრავი კონკურენციას ვერ უწევს, განახლდება ჩვენი IPB უბრალოდ :-)
კაია, ვიკის იდეის gearge_ს გამოყენების იდეა მომეწონა
და ცოტა გადახალისსების ამბავი ყველაზე უფრო მომეწონა.
gearge
ნამდვილად საჭიროა ვიკი! ამ საიტის მომავლისთვის!
მე ვიკის ვეთახცმები!
domen
და მე ვიკის აუცილებლობას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ჯერ მგონი ყველაფერი შეიძლება განთავსდეს სტატიებში
და რაც ფორუმს და cms დიზაინს შეეხება ეგეთი უნდა გაკეთდეს ორიგინალური და მომზიდველი იყოს
ახლა გადავხედე ამ თემას.
ჰმმმმმმმმმ.. ნაწილობრივ უნდა ვაღიარო, ჩემი ქრონიკული უდროობა კაი არაფრის მომტანია.
მეორესმხრივ ნაწილობრივ ცვლილებები ფაქტია გასაკეთებელია, მაგრამ ნაწილობრივ არ ვარ მზად ამ ცვლილებებისთვის.
ახლა რაც შეეხება ამ შემოთავაზებას.
WiKi - კი მისაღებია, მაქვს ერთი ორგან სწორედ mediawiki დაინსტალირებული და შეიძლება მისი ორგანიზება, გინდა ქვედომენად, გინდა ქვესაქაღალდედ, ბმული დაიდება ძირითად საიტზე და ასე შედმეგ.
ოღონდ მოსაფიქრებელია სრულად როგორ იქნება მართვა, სავარაუდოდ რამდენიმე ძირითად მომხარებლებს დავარეგისტრირებთ და შემდეგ დავბლოკავ რეგისტარციას რომ სხვებს არ შეეძლოთ ხელების ფათური, ან რაცხა ამდაგვარი, მოკლედ ეს მოსაფიქრებელია რა და როგორ იქნება, ეს რაც ვთქვი პირდაპირ არ მიიღოთ, უბრალოდ ვთვლი რომ პირდაპირ ღუიად და ვისაც რა დაარტყავს ტავში იმის ჩასწორება და რედაქტირება მიუღებელია.
ჩვენი საზოგადოება მაგ დონეზე ჯერ არ განვითარებულა. ზოგს თავისი საიტის უპრაკონო რეკლამირება მოუინდება, ზოგს კიდევ რაღაც და ასე შემდეგ, აღარაფერს ვამბობ უწმაწუს ლექსიკაზე და რაღაც სულელურ მითოლოგიურ ლეგენდებზე. მოკლედ ეგ მოგვარებადია.
IPB - შეიძლება საწყენი იყოს მაგრა არ შეიცვლება ფორუმის ბირთვი, ცოტახანში ახალ ვერსიაზე გადავიყვან და ეგ იქნება მთელი ცვლილებები. ფორუმის ცვლილებას ამ ეტაპზე არ ვთვლი მისაღებად, დაიკარგება მთელი თემები და ასე შედმეგ. თუ რაიმე აზრი გაქვთ ჩამოაყალიბეთ და თუ მართლა კრიტიკული ვარიანტი იქნება, მაშინ შეიძLება გადახედული იყოს ეს მოსაზრება. განულებული ვერსიის გამოყენება არ არის არგუმენტი, გარკვეული დროის მერე მაინც ვგეგმაც ფასიანი ვერსიის აღებას, ასე რომ ნულიფიცირებული ვერსიის გამოყენების გამო რაღაცეების პონტი არ მიირება.
ძრავი - ვიცი რომ მოხდა ვითომ გატეხვა, სიტყვა ვითომს ტყუუილა არ ვიძახი.
გამოყენებული იყო ადრე სხვის მიერ დაწერილი სკრიპტი, აქაურმა მოხაკაკურა პიროვნებას ვითონ გატეხვა მოახერხა და უბრალოდ გამოიყენა არსებული სკრიპტი. იდეაში ჩემი ბრალია, მეგონა ჩვენთან მაგის მომტვინავიც არავინ იყო, ამიტომაც დაცვა ბოლომდე აქტივირებული არ მქონდა. თორემ დადირკული ძრავიო მთლად მისაღები არ არის ეგ გამოთქმა :-) ზუსტად იმდენად არის დადირკული რამდენადას სვვა საერთო მოხმარების სკრიპტები, არავინ მითხრათ ახლა რომ იგივე ჯუმბლა 100% დაცულია :-) ეგეთი რამ არ არსებობს.
დღეისათვის შეტევებს იმ სცენარით კიდევ ცდილობს ხალხი, ვიცი იმის და მიხედვით რაც ლოგებს ვუყურებ და რეგისტარცია/წაშლის მიდევრობას, მაგრამ ვინც კიდევ ცდილობს მინდა ვახარო, მინიმუმ 5 საფეხურიანი დაცვაა გაკეთებული, ადმინისტარტორის პირველ ჩანაწერს ადმინისტრატორი აღარ ჰქვია, პირველი ჩანაწერი ჩაფლულია 6 თუ 7 ათას დარეგისტრირებულ მომხმარებლებში, გამოიცნონ ახლა ადმინის ნომერი :-), შეცვლილია ბაზის სტრუქტურა, შეცვლილია ბაზის პრეფიქსი, დამატებით დაცულია ადმინ პანელი, პაროლების ფაილი გატანილია ძირითადი დირექტორიიდან ისეთ საქაღალდეში რომელთან წვდონაც WEB-იდან არ არის. ასე რომ ცდა რა თქმა უნდა ისევ შეუძლიათ გააგრძელონ, მაგრამ მაგრად მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ.
პროსტა მეზარებოდა ამ ყველაფრის გაგეთება და საკუთარი ნავიგაციისთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა არ მინდოდა თორემ დაცვა მაქსიმალურად არის გაჩალიჩებული.
ძიების პრობლემა - იდეაში ჩემი ბრალია, ერთერთი განახლებისას რომელიღაც ძიების განყოფილებაში რაღაც ჩავამატე, ყურადდღება არ მივაქციე და ისე გავუშვი საიტი, მერე აღმოვაძჩინე რომ ქართული უნიკოდით ძიებას არ აკეთებდა. იმდენად გვიან ვნახე ეგ რომ ვერ ვიხსენებ რომელი ცვლილების დროს მოხდა ეგ. სამწუხაროდ ლოკალზეც ბოლო ცვლილებ ჩატარებული ვერსია მაქვს და მთელი ბირთვის გადახედვის დრო როგორც იცით .....
იდეაში ეს მისახედია და არ მეპატიება აქ ხელებს მაღლა ვწევ და გნებდებით გასასწორებელი მაქვს. ძალიან დიდხანს მივატოვე უყურადრებოდ.
Joomla - რაც შეეხება ამ ბირთვს, ჩემი სუბიექტური აზრით დასანახად ვერ ვიტანდი ძველ ვერსიებს, ახალი სანახავია ჩემს ლოკალზე რისი გამკეტებელია საბოლოო განაჩენს ვერ გამოვიტან ახლავე.
მაგრამ ის რაც სურათებზე იყო წარმოდგენილი და დომენმაც მაჩვენა ლოკალზე, მთლად აღფრთოვანებას ჩემში მართალი რომ გითხრათ არ იწვევს. ძირითადად ეს განპირობებულია ნაცრისფერი დიზაინით და საერთოდ არ არსებული გაფორმებით. იდეაში ტიტველი ბირთვია რომლიც სამოსიც შესაკერია და ჩასაცმელია, თორემ მე მცივა მაგ ბირთვის მაგივრად :-)
ბიჭების გაკეტებული ბირთვი - რაც არ უნდა იყოს უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ რამდენიმე მოხალისეს, რომლებმაც გულტან ახლოს მიიტანეს კომპინფოს განვითარების ამბები და თავისებული ხედვაც კი შეიმუშავეს. სუპერ დიდი მადლობა მორალური და პრაქტიკულად ფიზიკური მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჯერ იმ ვერსიისგან რაც თქვენ გააკეთეთ მე თავს შევიკავებ. ალბათ დავბერდი, მაგრამ ჩემთვის გამოუყოფელი ერთფეროვანი ფორმა ცოტა არ იყოს დამაბნეველია, სად იწყება სტატიები, სად სიახლეები და რა როგოროაა გაყოფილი მთავარ გვერდზე ვერ ვხვდები (რა თქმა უნდა ვაზვიადებ, მე ძალიანაც კარგად ვხვდები, მაგრამ ვთვლი რომ ძირითადი სასტავისთვის დამაბნეველი ქინება).
რაც შეეხება დომენის მეირ შემოთავაზებულ ვარიანტს და ჩამონათვალს (მომაწობა ფაილი სადაც ჩამოთვლილი პლიუსები და შესაძლებლობებია აღწერილი), კი ბევრი ისეთი რამ არის რომ აშკარად გასათვალისწინებელია, დასაზუსტებელია და განსახილველია. ამ მომნეტშI ჯერ თავს ვიკავებ საბოლოო სიტყვისგან რადგან ჯუმლა როგორც ვთქვი ადრე ავითვალწუნე და ახლა კი ხელახლა გადასახედი მაქვს, იმიტომ რომ ბოლო ვერსიებს და მის შესაძლებლობებს პრაქტიკაზე არ ვიცნობ.
კი დომენ მესმის რომ მომაწოდე სრული ჩამონათვალი, როგორც უკვე ვთქვი სუპერ ნამუშევარია, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო სამოქმედო გეგმაა, ანუ შესამოწმწებელია და ასე შედმეგ. მესმის თქვენი ხედვაც, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მე ცოტა ჩემებურად წარმომიდგენია ეს საიტი.
მოკელდ ჯერ ჩემთან დავაყენებ ამ ბირთვს და გადავხედავ. მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.
ახლა კი ბოდიში უნდა გავიდე ქართული ჯაჭვის გასაკეთებლად. კომპ მომხმარებლებიც კი ვერ გავექცევით პოლიტიკას. ასე რომ დრეს სარამოს გადავხედავ რა აზრები გექნებათ.
ja_ja
ვა ჯაჯა? რაფერ ხარ? ნუ შენი აზრი ამ და სხვა საქმეში ყოველთვის გასათვალისწინებელია, მაგრამ ვიკი ნამდვილად აუცილებელია, თუნდაც ერთი მიზეზი შემიძლია მოვიყვანო, მე პირადად 4-5 სტატია მაქვს უკვე დამთავრებული რომელიც აქედან შენ 2 თუ სამი გაქვს ნანახი, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებ გამოქვეყნებას. თუ იარსებებდა ვიკი მაშინ იქ გამოვაქვეყნებდი სტატიას ბევრი კაცი გადახედავდა, რაღაცას ცაასწორებდა რაღაცას დაამატებდა და ბოლოს უკვე განხილული/დამტკიცებული სტატია გამოქვეყნდებოდა მთავარ საიტზე...
მმმ ... ასეთი კრიტიკა უკვე კარგია :-)
ესე იგი:
Gi0rgius
Gi0rgius
Gi0rgius
მთლიანი, საკუთარი პაკეტი მაქვს, გავრცელებას არ ვაპირებ ჯერჯერობით.
ესეც ახალი კომპინფო ჯაჯას დაბადების დღის აღსანიშნავად :-)
მიაკლიკეთ: http://picasaweb.google.ru/domen.co/Compinfo_exhib?authkey=DZCBKNBCH6M#
ვეცადეთ, დღეს დაგვემთავრებინა, მაგრამ ბოლომდე "გაშალაშინება" ვერ მოვასწარით :-) მცირე დეტალები შეიცვლება, მაგრამ დიდი არაფერი.
ხვალისთვის Live Demo-ც იქნება :-)
domen
The COMPINFO ®Evolution Live Demo:
http://compinfo.wow-info.net
Power_VANO
ჩემი აზრით პირველი ვარიანტი უფრო ჯობდა, რავი ესეც კაია მარა დიდად არ განსხვავდება ეხლანდელი დიზაინისგან, პირველი მართლა რევოლუცია იყო.
Frrrredo
ამჯერად ზუსტად ახლანდელ დიზაინს დავამსგავსეთ მაქსიმალურად - თეთრ და ლურჯ ფერებშია ყველაფერი.
წინა მე პირადად ძალიან მომწონდა, მაგრამ ჯაჯამ არ მოიწონა .. :-)
წინას მე IMO, ეს მირჩევნია IMO.
არ შედის
ჩემთან შედის საერთოდ კი, გლობალი მუშაობს დრეს ცუდად საკმაოდ compinfo.wow-info.net სერვეიჯზე დევს.
მდა გადავათვალიერე, დიზაინი მომეწონა, მაგრამ თვითონ მოდულები და ბლოკები როგორც იყო დალაგებული ეგ არ მომეწონა, ძველ ვარიანში უკეთესად იყო. თან სტატიების კატეგორიები მთელ არეალს იკავებს და ცოტა ცუდად ჩანს, მე უფრო ამის მხარეს ვარ რომ ეგ სკინი ამას "ჩაეცვას" http://img375.imageshack.us/my.php?image=snapshot1yr5.png
+ არაა საჭირო გალერეა
მგონი ჯერ მარტო wiki უნდა დაემატოს და საიტი მერე შეიცალოს
otosaxela
Giena
otosaxela
ხალხო, მთავარი აქ ახალი დიზაინი და ახალი ძრავის Look&Feel-ია, თორემ გალერეის და განყოფილებების დამატება-მოშორება წკაპების საქმეა :-)
მენიუს ხვალ შევასწორებ (ზუსტად ეგეთი ვარიაცია იყო და მოვაშორეთ, რომ ახლანდელს გვანებოდა), ახლა ვეღარ ვასწრებ.
domen
domen
domen
otosaxela
domen
otosaxela
domen
domen
Giena
ჰო, მაგაზე ვიმსჯელეთ უკვე და მოშორება დამავიწყდა ნაწილის :-) ქვეგანყოფილებას, რომელსაც ერთი სტატიაც არ აქვს, არსებობის უფლება არ აქვს :-) მაგ პრინციპით ძალიან ბევრი გაიცხრილება და რეალურად ნახევარი დაგვრჩება :-)
დანარჩენი ვარიანტების დემოსაც გავაკეთებ ახლავე და ნახეთ (დიზაინს ნუ მიაცევთ ყურადღებას, გამოსწორებადია).
Giena
საშინელი გლობალია, 10 წუთი ვუნდები ერთი მოდულის ინსტალაციას
ახლა გავდივარ და ხვალ შეუადღემდე გავაკეთებ აუცილებლად :-)
მენიუ შევამსუბუქე ამასობაში
http://compinfo.wow-info.net
Power_VANO
domen
მე, მგონი რაღაც კატეგორიები დასამატებელი გახდება, რადგან ამ წუთას ვათვალიერებდი სტატიებს მაგალითად domen-ის სტატია: "საუკეთესო იარაღები საიტის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად ამ კატეგორიების მიხედვით, რომელში უნდა მოხვდეს? ან ჯაჯას მიერ აღწერილი "IIS 7.0 + PHP + MySQL ინსტალაცია და კონფიგურირება Windows VISTA-ში"? კი ამას კიდევ შეიძლება მოვუძებნოთ "პროგრამები", მაგრამ domen-ის სტატია აშკარად აუტში რჩება... ან ესეც გაუგებარია Power_VANO-ს სტატია "Google AdSense – დიდი ფული თუ..." სად უნდა წავიდეს? ალბათ მიმოხილვებში უფრო? Wi-Fi თავისუფლება თბილისში კიდევ ერთი ჯაჯას სტატია აუტში მოკლედ მე მგონი ერთი კატეგორია აუცილებლად დასამატებელია "ინტერნეტი" აბა რას იტყვით? ეხლა საერთოდ დავიბენი ჯაჯას სტატია მწვანე ბარათი და 5 წლიანი აშშ-ს მოქალაქეობა, ეს ალბათ სამოქალაქო კოდექსში უნდა ჩავწეროთ
და მგონი პროგრამების კატეგორიას ჯობია "პროგრამული უზრუნველყოფა" დაერქვას...
Giena
Giena
ბოლო-ბოლო ასეთი "გზასაცდენილი" თემებისთვის კატეგორია "სხვადასხვა" არსებობს :–)
Gi0rgius
მიდი ველოდები PM-ს აბა, გაქვს შენც ეგ ვიდეოები?
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/მთავარი_გვერდი
მთავარი გვერდი (უფრო სწორედ მისი პროტოტიპი) განახლდა! შექმნილია შესაბამისი კატეგორიების (Windows, Linux/UNIX, Mac) გვერდები, საცდელი თემფლეთებით (ჩონჩხებით:-) და [დროებით მაინც] ყველაფერი ეს ურთიერთდაკავშირებულია სრულიად ხულიგნურ-დილეტანტური გზით
"http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=3515" ... დიახაც რომ!
gearge
რა არის ჩვენც გვითხარით უბრალო მოკვდავებს, დაგვაიმედეთ მაინც, დღეს მარტო სამჯერ გაავსეს ცხელ-ცხელი თემებით ბოტებმა
იმიტომაც მგონი 150 თემა წავშალე დღეს ვმუშაობთ მე და დომენი ამ საკითხზე და მალე ყველა გაიგებთ ინფოს ბოტებსაც მოვერევით და... (ბოლო სიტყვებს არ ვამბობ )
Power_VANO
Power_VANO
ე ბიჭო დაამთავრე დორბლები ჩამოგვდის უკვე ხალხს
ისე ერთი პატარა იდეა მომივიდა, აი მაგალითად უცხოურ საიტებზე არის "Quick Tips"-ები, ანუ მაგალითად როგორ შევიყვანოთ IP მისამართები ვისტაში, ნუ კი მე მეცინება ხოლმე და დარწმუნებული ვარ ამ ფორუმის ყველა წევრსაც, მაგრამ ხომ შეიძლება გაკეთდეს ეს უცოდინარი მომხმარებელისთვის? თან ყველასთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება, არც ბევრი ტექსტი უნდა და სულ რაღაც 2-3 სურათი, რომ ადამიანი მიიყვანო კონკრეტულ ერთ საკითხამდე... შეიძლება იყოს მაგალითად, როგორ გამოვაჩინოთ Quick Launch-ი გაგეცინათ? მეც აშკარად არის ასეთი საკითხები ხანდახან აქტუალური გამოუცდელი მომხმარებელისთვის... ასე მგონია მე და არ ვცდები არა აქვე დავამატებ ერთსაც, რომ ამ "Quick Tip's"-ების დაწერა და გამოქვეყნება უნდა შეეძლოს ყველა აქტიურ (მაქსიმუმ 5-10) მომხმარებელს. ასე დღეში 5-10 ცალი დაიდოს შეიძლება და საიტიც ხშირად განახლებადი იქნება... შემდეგ მაგალითად თუ მოგროვდა ბევრი ასეთი "TIP"-i Vista-სთვის, შეიძლება გაკეთდეს ერთი გვერდი "ვისტას სწრაფი მაგალითები" და იუქვე იყოს სწრაფი ბმულები სხვადასხვა მაგალითებზე, შევა მომხმარებელი ნახავს სარჩევში რომელიმე მისთვის საინტერესო მაგალითს დააჭერს და უცბად გადახტება იმაზე... აბა რას იტყვით?
Giena
programmist => domen
ჰო, დღეიდან ბოტები აღარ შეგაწუხებენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია
Power_VANO
Giena
Power_VANO
რა ხდება, აპდეიტი, როდის იგეგმება?
otosaxela
თუ არაფერი შეიცვალა, ძალიან მალე ;-)
domen
ფორუმის განახლებისთვის მიდის ეხლა სამუშაოები
ძირითადი საიტის განახლებაზე ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს
Power_VANO
otosaxela
Bekward
ასე ახლოს ჯერ არ ვყოფილვართ განახლებასთან რამდენიმე ტექნიკური საკითხი დარჩა მოსაგვარებელი და მზად იქნება
ესე ბატონებო, ხვალ ფორუმი გაითიშება, განახლდება და ისევ ჩაირთვება
არ მოიწყინოთ
+ ერთ ახალ კომპონენტსაც დავამუშავებთ.
Power_VANO
Power_VANO
არიქა თორე ვარდები აყვავდა უკვე
plastic
კი, განვახლდით, გმადლობ
ჩამოწერე აბა რა პრობლემებია რომ მივხედოთ
Power_VANO
ხო განახლდა ...
მარა მართლაც არის რაღაც პრობლემები , ვანო და ჩემ ძველ პროფილს არაფერი არ ეშველა?
ჰო, ეგ აი ამ ღილაკის ბრალია:
მაგას მოვუგრეხთ კისერს, დავამოკლებთ ან რამეს ვუზამთ.
ახალ ფორუმში წევრთანაა ეგ მოდერატორის მაგივრად მოდერს დავწერთ და შემოკლდება
მგონი გავაოფე და თემა გავხსენი შემინდეთ!
ეს შეამოკლეთ თარგმანში, უშნოდ ჩანს
"აცნობე მოდერს"
Power_VANO
plastic
TAB + Enter რას აკეთებდა?
მონიშნულის ციტატად ჩასმა არაა (თუმცა შეიძლება არც იყოს საჭირო )
ლათინურად დაწერილის გადაყვანა ქართულად ხომ არ მოძველდა? რაღა საჭიროა... ისედაც ყველა ბრაუზერში იწერება ქართულად... თან თუ ინგლისურ ტერმინს ჩაურთავდი, იმასაც მიაყოლებდა
სწრაფი რედაქტირების ველში: "შენახვა", "გაუქმება", "სრულად" ხომ არ იქნება მიზანშეწონილი?
"შეატყობინე მოდერატორს" - აქ შეიძლება ჩავსვათ მოკლე სიტყვა: "განგაში" (არ მომწონს), "! აცნობე", "! ცენზურა", "! დარღვევა"... ან ისეთი იეროგლიფი, რომელზეც ამოიკითხება, ამ პოსტის წაკითხვა შეუძლებელია ( "!" + "წითელი ამკრძალავი ნიშანი" (ან ლურჯი))
Sh@ko
Power_VANO
"შეატყობინე მოდერს"-იც კარგი დიდია , კიდე დაპატარავება უნდა, და რომ არის კიდევ კნოპკა ზემოთ ყბრალოდ ისარი რომ დარჩეს?
3-4 დღეში ახალ ღილაკებს დავხატავ მთლიანად, უკეთესი შრიფტით, უფრო ლამაზებს და კარგებს და მთლიანად გამოვცვლით დიდი გარჩევადობის ეკრანებზე კოშმარია ამ ღილაკების წაკითხვა, ძალიან თხელი შრიფტითაა გაკეთებული.
Power_VANO
ახალი პრობლემაბიც გაჩნდა ამ ვერსიასთან ერთად....
აი გიენას რა დაეწერა:
ჰო, ვიცით ეგ. გრძელ სიტყვებს, რომელიც უნიკოდშია, კვეცავს. მაგაზეც ვიმუშავებთ, ვიპოვნით და მოვუგრეხთ კისერს
otosaxela
დაანებეთ ჩემ ცოლს თავი ! :D:D
ხო ეგ მეც შევამჩნიე
Giena
plastic
ინგლისური ვინცხას შემოეჭამა ეტყობა
Power_VANO
არ აკლია, პირად ფოტოზე ხომაა ქვემოთ?
Power_VANO
ვანო, ქეშები განაახლე რა , ძველი BBC-ები ზოგან არ მუშაობს
ვერ მივხვდი, უფრო კონკრეტულად მითხარი და გავაკეთებ რაც საჭიროა.
Power_VANO
აჰა, დავააპდეიტებ ყველა ქეშს მაშIნ.
აბა შეამოწმე, BB-კოდის კეში დავააპდეიტე, ისევ ისეა თუ გასწორდა?
Power_VANO
აჰა, ღილაკების დახატვა დავიწყე, გაიხაროს Photoshop CS4-ის შემქმნელმა და იმან, ვისაც თავში ვიდეო აქსელერაციის დამატება მოუვიდა
შეაფასეთ აბა მოდერისთვის შეტყობინების გაგზავნის ახალი ღილაკი
plastic
უმრავლესობამ გადაწყვიუტოს, დაე!
წითელ ფერში იმიტომ გავაკეთე, რომ მაინც უარყოფითი დანიშნულების ღილაკია ეგ. ლურჯს კაციშვილი ყურადღებას არ მიაქცევს ხვალისთვის დავამთავრებ ყველას.
+ პირადი ფოტოს ატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემაც გავასწორეთ
ოთო, შენს სტატიას ხვალ დავდებ რა, დღეს ღილაკებმა გამიტაცა
Power_VANO
მე კი ვამბობდი ეგ კნობკა სუ არაა საჭირო მეთქი მარა გაფერადება ასწორებს რაც მეტად იქნება სხვა ფერებეი გამოყენებული (რათქმაუნდა გემოვნებით და შეხამებით) და არ იქნება ჩალურჯებული საიტი უფრო უკეთესია მგონი
ძველ საიტზე მიჩვეული თვალისთვის ყვირის თორე ისე ნორმალურია
მშვენიერია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ ამავე დროს ლამერებს მიიზიდავს და მოგივათ ოხრად უაზრო შეტყობინებები
დავამთავრე ღილაკების ხატვა. დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://internationalrelations.wow-info.net/forum/
ხვალ საღამოს ჩვენთანაც ავტვირთავთ.
მშვენიერი ნამუშევარია ვანო, რაც გადავათვალიერე ძალიან კარგია და რაც მთავარია ... გამორჩეული
Power_VANO
რა შრიფტი გამოიყენე მანდ თუ საიდუმლო არაა?
გმადლობთ შეფასებებისთვის
მანდ გამოვიყენე აი ეს შრიფტი: BPG Nino Mtavruli ბოლდიანი ვარიანტი.
Power_VANO
მაგარია
პროსტო ერთი რამე უნდა გკითხო შრიფტი ბოლდი რომ აიღე, უბრალო უფრო კარგად არ ჩანს? ანუ უბრალოზე ისევ ესეთად ჩანს და გამოდდება ჭირდება?
ბოლდი იმიტომ ავიღე, რომ დიდ რეზოლუციებზე კარგად და მკვეთრად ჩანს უფრო. ჩვეულებრივი თხელია უფრო.
Power_VANO
აჰაა, სპეციალურად მაღალი გარჩევადობებისთვის დავამზადე ეს ღილაკები, რომ 1280+ ზე კარგად ჩანდეს.
რადიაციის ნიშანი მეგონი ზედმეტია, ფერზე კი გეთანხმები, წითელი უნდა იყოს, მაგრამ მგონი მარტი ! ეყოფა, ცენტრში რომ იყოს, ცოტათი გაფორმებული
არა, რაც ეგ დავაყენეთ, მას მერე უაზროდ აღარ მიგვიღია მე და დომენს PM-ში შეტყობინებები ერიდებიან ახალი იუზერები ეტყობა მაგას
მოგესალმებით ყველას
მივესალმები იდეას საიტის განახლების შესახებ. ასევე მივესალმები იდეას Joomla-ზე გადასვლას.
მე თვითონ უკვე რამდენიმე წელია Joomla-ზე ვჩალიჩობ და ასეთუისე მაქ გამოცდილება ასვე კონტაქტები ცნობილ თიმებთან და თუ საჭირო იქნება ისეთი კომპონენტების ან მოდულების შოვნა რაც არ ყოფილა პუბლიკისათვის განკუთვნილი შემიძლიათ დაგეხმაროთ
კიდევ გადავიკითხავ პოსტებს და დაგეხმარებით თუ ინებეთ
P.S
სორრიტ ეს როდინდელი პოსტი ყოფილა, მე რატომღაც ახალი მეგონა. როგორც ჩანს აქ Joomla-ზე არ განიხილება საკითხი
sikvdila
დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის
ეჰ რა კარგი იდეები იყო და როგორ ვერ განხორციელდა (((
როგორც კომპინფოელი მოვითხოვ საიტის განახლებას!
WEB მართალია ფაქტიურად არ მახსოვს ამგრამ თუ საჭიროა გავიხსენებ კიდეც, კომპინფოს ჭირდება ახალი ძრავი, ja_ja გვიშველე!
+1
ოღონდ ეს საიტი განაახლეთ და ლეპტოპების მიმოხილვებს მე დავდებ ხოლმე და "how to"-ს ტიპის სტატიებს
პროსტა ტეხავს რა , პირველი სერიოზული საიტია კომპიუტერული ტექნიკის შესახებ და ესე უაზროდ მოკვდეს
+1
ოღონდ ეს საიტი განაახლეთ და ლეპტოპების მიმოხილვებს მე დავდებ ხოლმე და "how to"-ს ტიპის სტატიებს
პროსტა ტეხავს რა , პირველი სერიოზული საიტია კომპიუტერული ტექნიკის შესახებ და ესე უაზროდ მოკვდეს