ეს თემა ძირითადად აქტიური წევრებისთვისაა, მაგრამ ახლებსაც მივიღებთ :-)
მოკლედ, ძვირფასო ძველო ფორუმელებო, როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ვაცოცხლებთ საიტსაც და ფორუმსაც, დავიწყეთ განახლებები და ვცდილობთ, დავიბრუნოთ ძველი პოპულარობა ჰოდა, გვაინტერესებს თქვენი აზრი საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების შესახებ. რაზე ვწეროთ უფრო მეტი, რა უფრო საინტერესო იქნება, კარგია თუ არა ის სტილი, რომლითაც ახლა ვწერთ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც საიტზე გამოქვეყნებულ კონტენტს შეეხება
გელოდებით
P.S. ასეთი თემა არსებობს უკვე, მაგრამ ის უფრო ზოგადი ტიპისაა, ამიტომ გავხსენი ახალი (ჩემ თავთან ვიმართლებ თავს )
სიახლეებს არ ვკითხულობდი მარტო ფორუმზე შემოვდიოდი.
domen
პირველ რიგშI ტექნიკურზე , ჯერ IPB-ს ღილაკები შეცვალე , ესენი არ მიდის "რაღაც" ამ ვერსიაზე
მერე ნიუსებს რაც შეეხება მომწონს, უბრალოდ ზოგჯერ სოფტი ჭარბობს ზოგჯერ ჰარდი და ცოტა ბალასნირებული რომ იყოს უფრო ამგარი იქნება ,
ისე რამდენიმე სტატია მაქ გეგმაში
მე ვფიქრობ უფრო ტექნიკური სიახლეები და უფასო, ღია კოდის პროგრამებზე ინფორმაციები თავისი გადმოსაწერი ბმულით, არავითარ შემთხვევაში ფასიანი პროგრამების ბმულები, რადგან ქართველი მომხმარებელი არის ვარეზებს მიჩვეული და რომ დაინახავს რომ კრეკები არ იდება გული აუცრუვდეს შეიძლება ეს პირადი გამოცდილებით ვამბობ იყო ერთი რუსული ძალიან კარგი ვარეზი, არც პორნოები იყო არც უაზრო პოპაპები და იყო კარგად შერჩეული და გემოვნებიანი სოფტი, თან მაქედან გამაზვა (კრეკი არ მიდიოდეს, სერიული არ ემთხვეოდეს და ასე შემდეგ) არ მინახავს, ერთი პერიოდი გაითიშა საიტი და რომ ჩაირთო შევარდი რაღაცა პროგრამის გადმოსაწერად და გადმოვწერე უკრეკოთ მაგრად გამიტყდა სიმართლე გითხრათ და ღარც შევდივარ მაგ საიტზე კიდევ ნავიგაციიდან აშკარად უნდა ამოვარდეს ჩანართი Warez
Giena
არადა, ბოლო სიახლეებში PrinterShare (Shareware სოფტია, კრეკი არ დაგვიდია) ყველაზე მონახულებადია :-) ძირითადი საიტის მერე ერთ დიდ სიახლეს გავუშვებ და იქ ვიტყვი, რომ კრეკები აღარ გვექნება :-) სამაგიეროდ, საინტერესო სოფტი გვექნება სულ, კარგი სიახლეები და სტატიებიც, კიდევ რამდენიმე რამე ვგეგმავთ, ოღონდ ისინი საიდუმლოა ჯერ ანუ, შემოსასვლელად მიზეზი იქნება ნამდვილად :-) თან, ვინ იცის, ამდენ ვარეზებში იქნებ ვინმე აგვყვეს და ჩვენი დადებული პროგრამებისთვის კრეკები დადოს, საქმე გაუჩნდებათ
ვარეზიც ამოვარდება აუცილებლად
plastic
თუ გადავედით ახალ ძრავზე, სიახლეები არც გადავა, დაკონსერვდება და იქნება ძველ საიტად, ახალზე კი ვარეზ განყოფილება არ იქნება საერთოდ აი, თუ დავრჩით, მაშინ ალბათ უბრალოდ გაქრება ყველა ვარეზ სიახლე პრინციპში რაღა სიახლეები ეგენია, თუ ოთოს MS Visual Studio-ს არ გავითვალისწინებთ, ყველა ორი წლისა და აღარცერთის ბმული აღარ მუშაობს
domen
Power_VANO
ხო Google Chrome-ში არ მუშაობს
მე სიამოვნებით წავიკითხავდი თანამდროვე ტექნოლოგიებზე, ახალ იდეებზე, გამოგონებებზე, რადიო და რობო ტექნიკაზეც თუ შეიძლება
ძაან დიდ ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებტან თუ არააა დაკავშირებული იქნებ რამე განყოფილებ დაემატოს და filehippo.com მსგავსი რო იყოს რაღა თქმა უნდა ეროვნულ სერვერზე დადებული ფაილებით
რაც შეეხება კრეკებს, მართალია, მთავარ გვერდზე არ ღირს მაგათი დადება ვარეზის ფორმა რომ არ ქონდეს, მაგრამ როგორც domen- მა აღნიშნა, შეიძლება ფორუმზე დავდოთ, თან მთავარ სიახლეში ფორუმის შესაბამისი თემის გვერდი უნდა მივუთითოთ (თუ იქნება რა თქმა უნდა), ოღონდ დაცული, რათა მომხმარებელი დარეგისტრირდეს და მერე იქნებ სხვა საინტერესო რამეებიც აღმოაჩინოს
domen
Power_VANO
სერვერზე თუ არის ადგილი, რომ ვთავათ რამე სარკე გაკეთდეს, ვთქვათ Fedora-სი, ანუ სულაც ubuntu-სი?
და კიდევ, (მო)ვითხოვ, IRC სერვერს კომპინფოზე irc://compinfo.ge იფ რა კარგი იქნება
otosaxel
ერთხელ ხომ ვცადეთ irq და არ გაამართლასავით
gi0_kiborg
კიდევ ერთი "იდეა" მომივიდა,
როგორც გადაწყდა, მთავარ საიტზე არ იქნება ვარეზი, ეს კარგია, მაგრამ ფორუმზე "ვარეზული" რჩევების არარსებობ მემგონი გაუმართლებელი იქნება, ხოდა გააკეთეთ http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=13 განყოფილებაში ქვეგანყოფილება "compinfo.ge-ზე დადებული სოფტი" ან რაღაც ამდაგვარი, სადაც განხილული იქნება საჭიროების მიხედვით თემები მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული პროგრამების შესახებ: კრეკები, პატჩები, სერიალები და ა.შ, და ყოველი soft news-ის ქვემოთ ლინკი "განიხილე ფორუმზე" ან რაღაც ამდაგვარი, და თუკი არ იქნება თემა, იუზერმა თვითონ რომ შექმნას, აუცილებელი იყოს სიახლის სახელის და ლინკის მითითება, სტანდარტული პოსტები რომ იყოს თითოეული სოფტისტვის, ასეთი ნანახი მაქვს seclub.org-ზე თუ არ ვცდები, სდაც თამაშების "გადამუშავებული" ვერსიები იყო, ხოლო მთავარ გვერდზე კი ლინკები მწარმოებლის საიტზე,
მგონი იდეას მიმიხვდით, რას იტყვით?
gi0_kiborg
plastic
plastic
otosaxel
ნუ ავტომატურად თუ იქნება ბევრად ჯობია, თუ არა მანუალზე მაინც ვიჩალიჩოთ
ჟურნალი აღარ გამოდის?
ერთ დროს აქტიურად ვკითხულობდი
საქართველოში მანამდე ნორმალური გაზეთი ან ჟურნალი არ არსებობდა ეგეთ თემაზე
სოსო
მარადიული კითხვაა რა
აღარ გამოდის, სამწუხაროდ არც განახლება იგეგმება ჯერჯერობით და ძველი ნომრებიც არ მოიპოვება არც ციფრულ და არც ბეჭდურ ვერსიაში, რომ გადაათვალიერო
ამწუთას მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ მთავარ გვერდს და ფორუმს ვაცოცხლებთ, მომავალში ვნახოთ
domen
მართლა რას შვები სოფტის ბაზაზე??
მართლა, ისე, კარგი იქნება WINDOWS FAQ&Instructions გავაკეთოთ, ბევრ რამეზე წერია უკვე სტატია, პირდაპირ ლინკებს ჩასვავ და ვსიო(მაგ windows XP/Vista-ს ინსტალაცია-აქტივაცია)
ასევე როგორ უნდა იმიჯის დისკზე ჩაწერა, (სხვადასხვა პროგრამებით, სკრინებით) ასევე სისტემის დაცვის კონფიგურირება და ა.შ
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=5680&hl= - არ წარმოადგენს სიახლეს, მაგრამ რეაგირებას საჭიროებს.
გუგლის მთარგმნელი, ჰეჰ...
ეს უკვე სერიოზულ პრობლემაზე უნდა მიანიშნებდეს! StopBadware-ის რჩევები ასეთი სიტუაციისთვის:
http://www.stopbadware.org/home/security
http://www.stopbadware.org/home/reviewinfo
http://safebrowsing.clients.google.com/safebrowsing/diagnostic?client=Firefox&hl=en-GB&site=http://compinfo.ge/
მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება ანალოგიურ და უფრო ცნობილ/რეიტინგულ რესურსებს:
http://www.mywot.com/en/scorecard/compinfo.ge
კომპინფოს არ აქვს შეფასებები ამ პოპულარულ საიტზე, რაც მის ჯამურ რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. აქ საზოგადოების (ათქვენი კომპინფოელებო) მხარდაჭერის გარეშე ვერ შევცვლით მდგომარეობას - კომპინფოსთვის უმნიშვნელოვანესია ყოველი თქვენგანის შეფასება გაკეთებული myWOT.com-ზე.
http://www.websecurityguard.com/results.aspx?qkw=compinfo.ge
ამ საიტისთვის ჩვენ არ ვარსებობთ, რაც გამოსწორებას ექვემდებარება, მაგრამ პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს.
ამავდროულად, სასიხარულოა შემდეგი რესურსების შეფასებები:
http://www.browserdefender.com/site/compinfo.ge/
http://www.siteadvisor.com/sites/compinfo.ge
http://safeweb.norton.com/report/show?url=compinfo.ge
მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს!
გავასწორე გუგლის მაიმუნობა. ბევრ ქართულ საიტს მოედო ერთდროულად, როგორც ჩანს, "ჩერეზ" top.ge.
რევიუ გავაკეთებინე გუგლს და მოიხსნა მალვეირის სტატუსი
ЕПТИ СПС ОГРОМНОЕhttp://bank-vkladi.ru/