გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს ) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის...
ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება ), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ http://personal-firewall-software-review.toptenreviews.com/, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით!
აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს...
ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" )!
P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია!
P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება"
კარგი იდეაა, თან გავერთობით
Giena
წინა ზაფხულს ვაპირებდი ზუსტად ეგეთ რაღაცას :-) ის კი არა, თითქმის ყველა კატეგორიაში პირველი სამი პროგრამი სიები შევადგინე, რამდენიმე ეგეთი საიტიდან (სხვათა შორის, იდეის სულისჩამდგმელი ზუსტად იგივე საიტი იყო, რაც შენთან :-))ამოვიწერე განხილვები, ჩემი შთაბეჭდილებები წავამატე, ბოლო ვერსიები ვიშოვე თავის კრეკებთან ერთად (ზოგიერთი უკრეკოდ :-)), დავალაგე და ჯაჯას თანხმობაღა მინდოდა, რომ სერვერზე განგვეთავსებინა, მაგრამ ისევ ეს მოუცლელობა
არადა "დიდი გეგმები" მქონდა, ვარეზში მხოლოდ ამ რჩეულ პროგრამებს განვაახლებდით, ახალს და უკეთესს წამოვწევდით წინ და მომხმარებელი ნიუსერის ხელში მოხვედრილ ნებისმიერი ჯურის და დანიშნულების პროგრამას უაზროდ აღარ გადმოწერდა, რაღაც აზრი მიეცემოდა მთელ ამ ქაოსს ..
ყველაზე სატირული ამ ამბავში კი ისაა, რომ მთელი ეს კოლექცია (1.1 GB - ზომა დამამახსოვრდა, დიდ, უსარგებლო ფაილებს ვიშორებდი :-)) ზუსტად სამი დღის წინ წავშალე, არაფერში მადგება-მეთქი!
(ახლა ვცდი აღდგენას, თუმცა მეეჭვება დარჩენილი იყოს, იმის მერე ის Partition რამდენჯერმე ბოლომდე გაივსო და კიდევ რაღაცები წავშალე)
მოკლედ, ასეთ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმი აქვს და უცებ იცის მოყირჭება, პირველი ორი კატეგორიის მერე სუფთა რუტინაა. ასე რომ, გართობა გამორიცხეთ, რამე სხვა მიზნისთვის უნდა ვიმუშავოთ.
(თუნდაც იგივე Compinfo PC მახსენდება, ნელ-ნელა ვხვდები, სხვანაირად არ გამოვა)
Power_VANO
Giena
მშვენიერი იდეაა , მე მაგალითად შემიძლია კასპერის და ავირას სკანირების ძრავების შედარება, და ერთი რამე საერთOდ ნებისმიერ soft-ზე შეიძლება მსგავსი რამეს გაკეთება, ვთქვათ ბრაუზერებზე, მეილ კლიეტებზე და ისეთ soft-ზე რომელიც "ყოველდღიურია", მე უფრო ასეთI soft-ის შედარება მომწონს ვიდრე ანტივირების, იმიტომ რომ "antivirus sucks" © Power_VANO , და ამიტომაც წავშლე კასპერა , (domen ვორნს ვეღარ ამკიდებ ), ახლა მიყენია ერთი პატარა ანტივირი, მარა კარგი ბაზებით , ასვე ერთი ბრაუმანდირი, რომლის კონფიგიც ცოტა დამეზარა და ყველაფერი ჩავაკეტინე და ნერვებს მიშლის
otosaxela
Giena
ისე ანტირუსებზე რაც არ დავჭამეთ ერთმანეთი მგონი ბრაუზერებზე დავჭამთ
otosaxela
Gi0rgius
Gi0rgius
მე მგონი ვერავინ ვერ გამიგო რა მინდა აი გავაკეთებ მე ერთ ნაკრებს და რომ გადახედავთ მიხვდებით ალბათ
რა შუაშია ხალხო კამათი? საერთოდ არ იქნება კამათი, რადგან არავის არ ეცოდინება ვინ რას წერს უბრალოდ ბოლოს შევადარებთ, რა თქმა უნდა მიკერძოება და მინუსების დამალვა არ უნდა მოხდეს...
აი მაგალითად:
Super Ad Blocker
+ ბლოკავს ფლეშ რეკლამებს
- ვერ ბლოკავს, ისეთ პოპაპებს, რომლებიც გვერდის დახურვისას ეშვება
რა არის აქ რთული? მოდით და შემეკამათეთ ეხლა სულ იქნება ასეთი ვარიაციები სადაც კამათი უბრალოდ წარმოუდგენელია (ენთუზიასტები თუ არ გამოჩნდნენ )
Gi0rgius
ნუ ხარ შენ პროვოკატორი
Giena
ოფდება უკვე თემა ნელ-ნელა. უკვე ის დროა (თუ რამეს ვაპირებთ), ჩამოაყალიბო კატეგორიები, გაწერო სამუშაო და ვისაც ენდომება, თავის წვლილს შეიტანს :-)
Gi0rgius
Giena
მეც თუ მოვახერხე მსგავს გავაკეთებ რამდენიმე მეილ კლინტზე
წინა ზაფხულის მსგავსი "პროექტიდან" კატეგორიების სიაც კი მაქვს შემონახული (აქვე კაბინეტში მქონდა ჩაკოპირებული:-) სკაიპ კონფერენციებში ჩამოყალიბდა, სხვათაშორის დომენის მიერ და http://www.toptenreviews.com/ ბაზაზე
--------------------------
1. მულტიმედია
1.1. აუდიო
1.2. ვიდეო
1.3. დიზაინი
1.4. გაფორმებები, დეკორაციები ..
1.5. თამაშები
2. ინტერნეტი
2.1 ბროუზერები
2.2 მესინჯერები
2.3 ჩამოტვირთვების მენეჯერები
2.4 ელ. ფოსტის კლიენტები
2.5 სიახლეთა არხის (RSS) კლიენტები
2.6 ანონიმურობა
2.7 ვებ-მასტერებისთვის
2.8 სხვადასხვა
3. სისტემის მოვლა
3.1 დაცვა და კრიპტირება
3.2 რეზერვირება
3.3 ფაილების/დისკების მენეჯმენტი
3.4 კომპრესირება
3.5 ქსელის მონიტორინგი
3.6 დიაგნოსტიკა/ოპტიმიზაცია
3.7 სისტემური ხელსაწყოები
3.8 დეინსტალატორები
4. ორგანიზება და სწავლა
4.1 კალენდარები და დამგეგმავები
4.2 ელექტრონული ლიტერატურა
4.3 უცხო ენების საწავლო პროგრამები, ლექსიკონები ...
4.4 სხვადასხვა
-------------------------
აშკარად გამოგადგებათ თუ დაიქოქა ყყველაქფერი ხომ, პატარა შენიშვნა: მოეშვით ვარეზ პროგრამების განხილვას, ყველას გესმით რა კურსი აქვს აღებულ კომპინფოს! ბევრი უფასო და არა უარესი (თუ არა უკეთესი) ალტერნატივაა.
დღეს სასწაულად მეძინება ბიჭებო და ხვალ შემოგთავაზებთ რამდენიმე ბლოკერის გარჩევას ცხრილებით, ნუ მე ახლავე შემიძლია 3-ის შემოგთავაზოთ, მაგრამ საჭიროა მინიმუმ 10, რომ ჩამოყალიბდეს საერთო აზრი, შემდეგ ამ 10-დან ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, თუ რომელია პირველი სამი ადგილის მფლობელი...
Giena
მაგნიტური დღეა, მგონი, მეც იგივე მჭირს
ამ ამბავს კი ერთი ცენტრალიზირებული ვიკი არ აწყენდა ნამდვილად, ხვალ დილით დაგხვდებათ :-)
(იმედია, ვიკიზე ამ პროექტის განხორცილების დეტალებზე გეარგე მოგვიყვება :-))
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/433
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/10
მოდულები FF თვის ჩემთან გადასარევად მუშაობს და არაფერიც არ მაქ გასარკვევი
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/4364 - დანამატის დანამატი:-) - ნახვამდის გუგლის მომაბეზრებელო და საშიშო(!) http://www.siteadvisor.com/studies/search_safety_may2006.html http://www.siteadvisor.com/studies/search_safety_may2007 ტექსტურო რეკლამავ
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/4042 - დაგეხმარებათ შეინახოთ ადბლოქერის კონფიგურაციები შორეულ FTP (HTTP, HTTPS) სერვერზე. გამოსადეგია თუ მბლოკავის გარკვეული დრო გამოყენების შემდეგ ხელით შედგენილი ფილტრების სარეზერვოდ შენახვას მოისურვებთ 1000+ საკუთარი წკაპებით დაბლოკილი რეკლამის შემდეგ მოისურვებ რეზერვის გაკეთებას პრინციპში შეგვიძლია ერთმანეთსაც გავუზიაროდ შემდეგ ეს ფილტრები (ელემენტარული ტექსტური ფაილებია), ვთქვათ დავარქვათ "კომპინფოს ფილტრი" საქმე იმაშია რომ ადბლოქ პლიუსის საკუთარი ფილტრები ფარავენ მხოლოდ ამერიკულ საიტებს და ევროპული საიტების ნაწილს, ქართული საიტების "წმენდაში" ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ!
ექსკლუზიურად გუგლის რეკლამის დაბლოკვა https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/743-საც შესწევს! მოსახერხებელი დანამატია, უნდა ავღნიშნო!
-----------------------------------------------------------------------
Adblock (არ აგერიოთ ზემოთხსენებულ Adblock Plus-თან!) რომელიც 2007 წლის დეკემბრიდან არ განახლებულა და Adblock Filterset.G Updater გამიზნულად არ ვახსენე. უკანასკნელთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ http://adblockplus.org/en/faq_project#filterset.g ად ბლოქ პლიუსის ხ.დ.კ. განყოფილებაში!
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მხოლოდ გამოცდილი მომხმარებლების საყურადღებოდ! დაგაინტერესებთ https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/7037. აღწერას გაეცნობით შესაბამის გვერდზე. რადგან დანამატი ექსპერიმენტალურია, ჩამოსატვირთათ საჭოროა მოზილას საიტზე რეგისტრაცია!
ფაიერფოქსის მომხმარებლებო გაერთიანდით აბა ოპერასა და IE-ს ფანები რას დაგვიპირისპირებთ?
Gi0rgius
აბა მოვიდა პირველი პროგრამა ჩათვალეთ, რომ აქ ჩემთვის ვლაპარაკობდი რაღაცეები ჩასასწორებელი იქნება და საბოლოო ანგარიში როდესაც შედგება ეს ყველაფერი კატეგორიებათ გახდება დასაყოფი რაშიც თქვენი დახმარება დამჭირდება აუცილებლად!
Super Ad Blocker 4.5
დადებითი:
ინტერნეტ ექსპლორერში კონტექსტური მენიუ-ს დამატება, მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი ინტერფეისი, ცხელი კლავიშების არსებობა (თუმცა გაუგებარია რა ცხელი კლავიშები აქვს, რადგან არ აქვს მენიუ სადაც შესაძლებელია ან მათი ნახვა ან რედაქტირება), ინტერნეტ ექსპლორერში თულბარის დამატება (თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით ეს დადებითი აშკარად არ არის!) პოპაპების მბლოკავი, ბლოკავს ფლეშ რეკლამებს, შეუძლია მფრინავი რეკლამების ბლოკვა (მეტი არაა ჩემი მტერი :-) , ბლოკავს მესენჯერის რეკლამებს, ბლოკავს საიტზე არსებულ შეტყობინების ფანჯრებს, გააჩნია შავი და თეთრი სია, აქვს ქუქისების, ბმულების ისტორიის, მოხმარებული ვებგვერდების ისტორიების, დროებითი ფაილების, ხშირად გახსნილი დოკუმენტების, RUN-ის ისტორიის, ძებნის ისტორიის და სანაგვე ყუთის წაშლის შესაძლებლობა, აგრეთვე აქვს შესაძლებლობა მონიშნული პუნქტები წაიშალოს ბროუზერის დახურვის დროს და მონიშნული პუნქტების წაშლა გვერდის შეცვლის (სხვა გვერდზე გადასვლის) დროს. საინტერესო ფაქტია ქუქისების არჩევის შესაძლებლობა ანუ რომელი გვინდა წავშალოთ და რომელი არა ძალიან კარგი ფუნქციაა მე თუ მკითხავთ! გვაძლევს შეტყობინებებს როდესაც დაბლოკავს რეკლამას (მაუსის კურსორის შეცვლა, შეტყობინების ფანჯრის ამოგდება, და ხმიანი შეტყობინება რეკლამის დაბლოკვის შემთხვევაში ამ პუნქტში შესაძლებელია სხვადასხვა ხმების არჩევა!) ასევე აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა (რომ არ შეიცვალოს) და ორი ქვეპუნქტი 1. შეტყობინების გამოტანა თუ შეიცვალა მთავარი გვერდი და 2. დაცვა შეცვლისგან, ანუ ვერაფრით შევცვლით მთავარ გვერდს! შესაძლებელია შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაშივე არსებულ ველში ჩავწერთ ახალ მთავარ გვერდს! აქვს შესაძლებლობა დაბლოკილი რეკლამების და „შპიონების/აგენტების“ ჩანაწერების კეთების, ასევე სტატისტიკის მენიუ სადაც შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენი ბანერი, რეკლამა, ფლეშ ბანერი თუ „აგენტი“ დაიბლოკა! აქვს დახმარების და მხარდაჭერის გვერდი და ბოლოს ავტომატური განახლებების შემოწმება და კომპიუტერის სკანირება აგენტურ და სარეკლამო მოდულებზე.
უარყოფითი:
არ აქვს პაროლის დადების შესაძლებლობა, არ აქვს საშუალება დაბლოკოს ცუდი სიტყვები, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!) საკმაოდ მწირი მენიუ აქვს (მაგრამ გასაგები ნამდვილად)
ეხლა ტესტები:
გავატარე ტესტები დაახლოვებით 100-მდე საიტზე სადაც რეკლამები და პოპუპები აშკარად მეგულებოდა, აქედან სადღაც 80% რეალურად დაბლოკა! დანარჩენში ჩაისვარა, გაიარა ყველა ტესტი საიტზე: http://www.popuptest.com (ისე სხვათაშორის ქართული ანალოგის გაკეთება არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს ძალიან მარტივი საქმეა ვისაც ჯავა სკრიპტი ესმის).
საბოლოო დასკვნა:
საკმაოდ ძლიერი პროგრამაა ერთი, ორი, სამი მინუსის გამოკლებით ჩემი შეფასება 10-დან 8
მეორე პროგრამა:
AdsGone
შესაძლებლობები:
მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი პროგრამის ინტერფეისი, შესაძლებელია კომპიუტერის სკანირება აგენტური და სარეკლამო მოდულების აღმოსაჩენად, აქვს შავი და თეთრი სიის შერჩევის საშუალება. აქვს ცხელი კლავიშების კონფიგურაციის საშუალება (სხვათაშორის საკმაოდ მოხერხებული, რომელიც 4 პუნქტით განისაზღვრება 1. პოპაპების ბლოკირების ჩართვა გამორთვა, 2. კონკრეტული დაბლოკილი საიტების დროებით დაშვება, რომ გაიხნას პოპაპი, 3. შესაძლებელია დაიბლოკოს პოპაპები მათი სახელის მიხედვით (შესაძლებელია ცვლილებების შეტანა) და 4. და ბოლო ყველა ინტერნეტ ექსპლორერის და ნეტსკეიპ ბროუზერის ფანჯრის დახურვა!), აქვს ფუნქცია ჩაირთოს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაირთვება ინტერნეტ ექსპლორერი (მხოლოდ ინტერნეტ ექსპლორერზე მუშაობს), შესაძლებელია პროგრამის პარამეტრების ინტერნეტ ექსპლორერში ინტეგრირება ღილაკის სახით!, ავტომატურად გადაყავნს კარანტინში ნაპოვნი მოდულები, ავტომატურად ანახლებს ბაზებს, აქვს ავტომატური განახლება, აქვს ინტერნეტ ექსპლორერში პოპაპების დაბლოკვის საშუალება () და მისი ქვე პუნქტი დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა! ასევე შესაძლებელია ცხელი სიის მითითება სადაც შევიტანთ სარეკლამო საიტების სიას და იმ სიის მიხედვით მიბლოკავს ყველაფერს (საკმაოდ მოხერხებულია!) , შეუძლია მესენჯერების სარეკლამო მოდულების დაბლოკვა, შეუძლია ფლეშ რეკლამების დაბლოკვა (არ მუშაობს აშკარად), ასევე მოძრავი ანიმაციების შეჩერება (არც ეს), აქვს პაროლით დაცვის საშუალება, და სტატისტიკების მენიუ, აქვს ასევე მცირე სტატისტიკების ფანჯრის გამოტანის შესაძლებლობა.
უარყოფითი:
არ აქვს ცუდი სიტყვების დაბლოკვის საშუალება, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!), რაც მენიუში აქვს თითქმის არაფერი მუშაობს გარდა „დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა!“ საკმაოდ ძლიერად, ახალ ფანჯარას არ მახსნევინებდა არ შეუძლია მუსიკისა და ვიდეოს დაბლოკვა, აქვს საშინელი ხმა როცა ბლოკავს რაიმეს (მაგრამ აქვს ხმების შეცვლის საშუალება), არ აქვს სიტყვების ჩანაცვლების შესაძლებლობა! არ აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა!
ტესტირება:
გავატარე ტესტირება 100-მდე საიტზე და აქედან 20%-ს გაართვა მხოლოდ თავი მაქსმიალურად დაცვის დროს, ასევე გავატარე http://www.popuptest.com/-ზე და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს უმეტესობა ტესტებში ჩაფლავდა
საბოლოო შეფასება:
ჩემი პირადი შეფასებით 10-დან 5 (ესეც მაქსიმუმ)
Giena
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/Super_Ad_Blocker
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/Adsgone
როგორც იქნა, ამუშავდა მალე შესაბამის სამუშაო სივრცეებს დავამატებთ და დავიწყოთ :-)
P.S. შენთან ქართულადაა ძრავი?
Giena და ყველა
სამუშაო სივრცე:
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_10
კატეგორიზაცია შორსაა სრულყოფილისგან და ყველა ვიზრუნებთ გაუმჯობესებაზე, მაგრამ არსებულიდან გამომდინარე რეკლამების მბლოკავები ჯდება კატეგორიაში: http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 > http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29 > ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი. დმენის მიერ ვიკიზე გადატანილი პოსტები შესაბამისად დალინკულია http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29 გვერდზე! ვიკიზე ყოველი ახალი რეკლამის მბლოკავის (ან ნებისმიერი სხვა პროგრამის!) განხილვის განსათავსებლად გთხოვთ გახსნათ ახალი გვერდი სათაურით "განხილვა:პროგრამისახელი" (ვერსიის ან სხვა დამატებითი ინფოს გარეშე).
ვიკიზე ახალი გვერდის შექმნის ყველაზე მარტივი და სწორი(!) გზაა ჩაწეროთ სასურველი სათაური (ჩვენს შემთხვევაში განხილვა:რამეპროგრამისახელი) ძებნაში. თუ ძებნამ ვერ იპოვა ასეთი სათაურის გვერდი, ის შემოგთავაზებთ შექმნათ ეს გვერდი. ასეც მოიქეცით . განხილვის განთავსების შემდეგ გთხოვთ მასზე ლინკი განათავსთ შესაბამის შესაბამის ქვეკატეგორიაში (ახალი რეკლამების მბლოკავებისთვის ეს არის "http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29"), ფორმატით [[განხილვისათაური]] . ამ გზით ავტომატურად იქმნება ვიკის შიგნითა ბმული
მოგვიანებით შემოგთავაზებთ მეტ ინფორმაციას ვიკიზე ტექსტის განთავსება/რედაქტირების შესახებ!
Giena
მაგრა გიწერია
domen
otosaxela
კონფიგთან პრობლემა გვაქვს, დროებითი! გთხოვთ მოგვიტევოთ, ძალიან მალე ვიკი იმუშავებს და გარკვეულ სიურპრიზებსაც შემოგთავაზებთ! აი ოპ. სისტემების შედარებას არც უნდა მოვკიდოთ ხელი ნუ ინდივიდუალურად თუ სტატიის დაწერას გადაწყვეტთ გამოაქვეყნეთ ვიკიზე, რათქმაუნდა! მაგრამ "საუკეთესო 10"-ის ეგიდით ამის გაკეთება ნამდვილად ვერ გამოვა
gearge
კარგი რამეა ვიკი, რამდენიმე თემა პატარა ტექსტებით გავხსენი, მერე ვეცდები შევავსო
otosaxela
ძალიან კარგი, ერთადერთი: დააგდე ლინკები აქ კარგი? ეს დროებით მანამ მოწესრიგდება ყველაფერი, მერე უკვე უშუალოდ ვიკიზეც შეძლებთ რაც შეეხება ზომას, მნიშვნელობა არ აქვს! ყველაფერს დასაწყისი სჭირდება
gearge
მაგ ეს:
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/ინტერნეტი
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows
otosaxel
დიდი მადლობა აქტიურობისთვის! მანამ განვაგრძობთ აუცილებელია დავაზუსტო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კომპინფოს ვიკით არ ვცდილობთ ბორბლის თავიდან გამოგონებას, ანუ: არავითარ შემთხვევაში არ გაიაზროთ კომპინფოს ვიკი როგორც ქართულენოვანი ვიკიპედიას ანალოგი/კონკურენტი! ამ გზით წასვლა მხოლოდ ჩიხამდე მიგვიყვანს! ისეთი გვერდები როგორც http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 ან http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows უნდა ატარებდნენ მხოლოდ ზოგად საინფორმაციო, განმარტებით ხასიათს. ანუ იდოს მოკლე, ადვილად გასაგები ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე, ვრხელი ინფოსთვის კი ლინკი Wikipedia-ს შესაბამის ქართულენოვან გვერდზე (თუ არ არსებობს, ინგლისურენოვან + თხოვნით დაეხმარონ ქართულენოვანის შექმნაში - ხელი ხელს ბანს) კომპინფოს ტექნიკურ ფორუმზე ადგილი უმმთავრესად განხილვებისა და სტატიებსთვისაა! მაგრამ უდავოდ აუცილებელია ზოგად საინფორმაციო, განმარტებითი მოკლე სტატიები, ისეთები როგორც otosaxel-მა დადო! მათ ხარჯზე შესაძლებელი იქება სტატიების/განხილვების კომპაქტურ ზომამდე დაყვანა, დეტალური/დამატებითი განმარტებების ვიკის შესაბამის გვერდებზე ლინკებით ჩანაცვლებით!
კომპინფოს ფორუმზე იმდენი საჭირო ინფოა მიმოფანტული, ამ დროს რომ დაგჭირდეს შეიძლება ნაწილ-ნაწილ პოსტებიდან მოგიწიოს ამოწიწკნა, ვიკიზე კი ნორმალური ნავიგაციით უნდა გადასახლდეს კომპიუტერთან ურთიერთობას რაც ეხება ყველაფერი, რაც დაწერილა ფორუმზე შეკრულად და მაქსიმალურად გასაგებად, ეს იქნება სრულფასოვანი FAQ დამწყებებისთვის და არა მარტო, ბევრი რამ შეიძლება Advanced იუზერმაც არ იცოდეს და სხვას ეკითხებოდეს, ეს არის კიდეც ამ ფორუმის არსებობის მიზანი, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვისწავლოთ ის რაც არ ვიცით
მემგონი კარგი იდეაა, აბა ცარიელი ვიკი რად გვინდა
თან ვიკის ფორმატი მემგონი ყველაზე კარგად იძლევა ზემოთთქმულის გაკეთების საშუალებას (ჩემი აზრით )
Bekward
კი, სათქმელად მარტივია და ლამაზი, განხორციელებაა ძნელი :-)
აგერ, http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki, მაგრამ ავსებს ვინმე? ეგ კი არა, http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1504, რა ვიკიზეა ლაპარაკი