თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ დროა

პოსტის ავტორი: domen Sep 17 2007, 11:09 AM

როგორც იცით, ბოლო დროს კომპინფოზე ცუდი ამბები პირდაპირ ერთმანეთს წაეწყო - სერვერის გამოცვლა უარესობისკენ, ადმინისტრაციის მოუცლელობა, ბეჭდვითი ჟურნალის გაჩერება.. მოკლედ, ყველაფერმა ამან გავლენა საიტის პოპულარობაზე იქონია და დღეს სტუმრები თითქმის აღარ გვყავს.

ჩემი(და ალბათ ყველა აქტიური წევრის) სურვილია, კომპინფო დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს, ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატია თუ სიახლეა საჭირო, მთავარმა გვერდმა უნდა შეავსოს ბეჭდვითი ჟურნალის დანაკარგიც.

რადგანაც კომპინფომ თავის დროზე ფეხი ამადგმევინა კომპიუტერულ სამყაროში და დღესაც მეტ-ნაკლებად მეხმარება, მინდა ჩემი მადლიერება დახმარებით გამოვხატო - ვცდილობ თავისუფალ დროს რაც შეიძლება მეტი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე დავდო საიტზე.

მოკლედ, ყველა მსურველს მოგიწოდებთ, თუკი ინტერნეტში სეირნობისას წააწყდით ისეთ რამეს, რაც გგონიათ, რომ შეიძლება კომპიუტერული თემატიკის საიტის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, დაურთეთ მცირე განხილვა და დაპოსტეთ აქ, ან http://compinfo.ge/index.php?area=1&p=newsarchive&action=sendnews. თუ წერა არ გეხერხებათ ან გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ ბმული დადოთ აქ და მას ჩვენ განვავრცობთ, გამოქვეყნებისას კი თქვენს სახელს მივუთითებთ.

სიახლე შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ით, სიტყვებით "http://www.google.com/search?q=Sci/Tech+News", "http://www.google.com/search?q=Tech+News", "http://www.google.com/search?q=Computing+News" და ა.შ.

მართალია, ეს უფრო ქართული ვარეზების თხოვნას გავს, "თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ და გეხხვეწებით რაა..", მაგრამ დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Sep 17 2007, 02:28 PM

domen
გახარე!
რასაც წავაწყდები ყოველთვის დავდებ! (ნუ რა თქმა უნდა თუ კოპმს ეხება biggrin.gif)
P. S. კომპინფოდან მეც ბევრი ვისწავლე! (#25-ჟურნალიდან აქტიური მეკითხველი wink.gif)

ციტატა
სიახლე შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ით, სიტყვებით "Sci/Tech News", "Tech News", "Computing News" და ა.შ.

უფრო მე რასაც წავაწყდები იმეებს დავდებ, მე და გუგლი ვერ შევეწყვეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 17 2007, 03:00 PM

otosaxel
შენ შეგიძლია Yahoo-თი ეძებო tongue.gif

კიდევ ერთი დამატება - უპირატესობა ენიჭება ჯერ ინფორმაციას, მერე Freeware-ს და მერე warez-ს, ვარეზი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნეთ, თუ პროგრამას ძალიან საინტერესო ფუნქციები აქვს და საცდელ ვერსიაში მათი სრულად გაცნობა არ ხერხდება.

პოსტის ავტორი: otosaxel Sep 17 2007, 03:04 PM

domen
ვებ სიახლეები სად შეიძლება დავდო?
ანუ რაღაც მაგარ "ვეშს", მივაგენი და სად დავდო? არც სოფტია არც ჰარდი არც ვარეზი იმენა ვებ ტექნოლოგიაა და რომელ განყოფილებაში დავდო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 17 2007, 03:04 PM

domen
May light be with you!

პოსტის ავტორი: domen Sep 17 2007, 03:12 PM

otosaxel
ჰარდი არაა, ვარეზი არაა, ე.ი. სოფტია smile.gif ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს sad.gif სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება.

პოსტის ავტორი: otosaxel Sep 17 2007, 03:25 PM

domen

ციტატა
ჰარდი არაა, ვარეზი არაა, ე.ი. სოფტია ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება.

მეც მაგის იმედი მაქ!
ეჰ არც სოფტია, რაღა დავმალო და საიტის შემქმნელია, უბრალოდ piczo-ს დანახვა არ მინდა და MSN-ით ვიპოვე ეს პოსტალი რამდენიმე პიგზოს ფანი გადავიყვანე ამ სისტემაზე, ეს სისტემა იმითია კარგი რომ თავის ფორუმიც აქ და ადგილებში ქართულსაც იგებს. სპაიზას გავს უბრალოდ უკვე გამზადებული გხვდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 17 2007, 03:34 PM

otosaxel
სოფტია, სოფტი smile.gif მარტო პროგრამები კი არ შედის სოფტში smile.gif

ციტატა
ეჰ არც სოფტია, რაღა დავმალო და საიტის შემქმნელია, უბრალოდ piczo-ს დანახვა არ მინდა და MSN-ით ვიპოვე ეს პოსტალი რამდენიმე პიგზოს ფანი გადავიყვანე ამ სისტემაზე, ეს სისტემა იმითია კარგი რომ თავის ფორუმიც აქ და ადგილებში ქართულსაც იგებს. სპაიზას გავს უბრალოდ უკვე გამზადებული გხვდება

აბა, მიყევი http://compinfo.ge/index.php?area=1&p=newsarchive&action=sendnews :-)


პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 17 2007, 03:35 PM

otosaxel
დღევანდელი დაყოფით, Soft News-ში გადის ეგ smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Sep 18 2007, 12:30 AM

ციტატა(domen @ Sep 17 2007, 08:12 PM) [snapback]14551[/snapback]

.. ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს sad.gif სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება.

მართლაც, კომპინფოზე მასალების უხილავი კლასიფიკაცია მოუხერხებელი და დამაბნეველია. არსებული დაყოფა (Soft News, Hard News, Warez) არასაკმარისია. ინფორმაციის მასაში საჭირო ინფოს პოვნის ერთადერთი რეალური გზა ძიების სისტემაა, რომელიც თავისმხრივ სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სწორად შერჩეული საძიებო სიტყვის (სიტყვათა) შეყვანის შემთხვევაში. ამის გაკეთება გამოუცდელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. ამიტომ (და არა მარტო) გთავაზობთ დავეხმაროთ compinfo.ge-ს ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად განავრცონ არსებული დაყოფა კატალოგიზაციით.

რათა ეს სიტყვები დემაგოგიად არ აღიქვათ, გადავდგავ პირველ ნაბიჯს და შემოგთავაზებთ Soft News განყოფილებას შემდეგნაირ* კატალოგიზაცია-კლასიფიკაციას:

ინტერნეტი და ქსელი (ქვეკატეგორიები:
- ვებ გვერდების შექმნა და CMS-ები
- ბროუზერები და უტილიტები(?)
- ოფ-ლაინ ბროუზერები
- მობილური კავშირი
- სანიშნების მმართველები (მენეჯერები)
- WWW-უტილიტები(?)
- საფოსტო პროგრამები
- E-mail рассылка (ელ. ფოსტის მასიურად გაგზავნა?-)
- საფოსტო უტილიტები(?)
- ჩამოტვირთვის მენეჯერები
- FTP
- კავშირი
- Звонилки (Dialer-ები)
- ამჩქარებლები (ამაჩქარებლები?)
- სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა
- ურთიერთობა
- ძიება
- ნიუზრიდერები (Usenet)
- პოპულარიზაცია და რეკლამა
- Java
- სხვა ინტერნეტ უტილიტები(?)
- HTML-რედაქტორი
- HTML-უტილიტები
- პროგრამები ქსელისთვის
სისტემური პროგრამები (ქვეკატეგორიები:
-
დისკები და ფაილები (ქვეკატეგორიები:
-
უსაბრთხოება (ქვეკატეგორიები:
-
ტექსტთან მუშაობა (ქვეკატეგორიები:
-
გრაფიკა და დიზაინი (ქვეკატეგორიები:
-
მულტიმედია (ქვეკატეგორიები:
-
პროგრამირება (ქვეკატეგორიები:
-
ელექტრონული გამოცემები (ქვეკატეგორიები:
-
განათლება და მეცნიერება (ქვეკატეგორიები:
-
რუქები და ნავიგაცია (ქვეკატეგორიები:
-
Деловые программы (ქვეკატეგორიები:
-
თამაშები და გართობა (ქვეკატეგორიები:
-
ცხოვრების სტილი (ქვეკატეგორიები:
-
პროგრამები მობილური მოწყობილობებისთვის (ქვეკატეგორიები:
-
დაბეჭდილი გამოცემები (ქვეკატეგორიები:
-

რათქმაუნდა .GE ზონის ფორმატში ეს კლასიფიკაცია გადამეტებულია. ამიტომ მიიღეთ მხილოდ დემო ვერსიად smile.gif
_____________
*http://soft.mail.ru/-ს ბაზაზე. ეს რესურსი ავირჩიე რადგან მისი ორგანიზება უნივერსალურია თითქმის ყველა პოსტ კომუნისტურ ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ რუსეთი, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, დიდი ხანი არ არის რაც გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას ზოგადად და ამ მხრივ დაინტერესებულ (ან ამ საქმით დაკავებულ) ხალხთა მასის განათლებაც ორივე ქვეყანას ფაქტიურად ერთ დონეზე გვაქვს. ამავდროულად, ბაზად download.com ან softpedia-ს გამოყენება მრავალი მიზეზის გამო უბრალოდ სასაცილო იქნებოდა wink.gif

პოსტის ავტორი: gearge Sep 18 2007, 09:24 PM

მაგრამ, იქნება კი ეს ნაბიჯი პოზიტიური ძვრა კომპინფოსთვის? უკვე ეჭვი მეპარება და მეშინია პირიქით არასასურველი უკუეფექტი არ მოჰყვეს. საშუალო ინტერნეტ მომხმარებელი შეჩვეულია და საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენ მოუწესრიგებელ .ge ზონაში. ამ "იდილიაში" ნებისმიერი (პოზიტიური) ცვლილების შეტანის მცდელობა ერთდროულად ძალზედ ადრეა და ძალზე გვიანი. თუ კომპინფოს სტუმარი დაინტერესებულია რაიმე არსებული ინფორმაციის პოვნით, ის მას აუცილებლად იპოვის მისაწვდომი საშუალებებითაც. ამიტომ დიდ ბოდიშს ვუხდი კომპინფოს (როგორც ადმინისტრაციას, ასევე მომხმარებლებს) არასერიოზული და უდროო გამოხტომისთვის!

მადლობთ ყურეადღებისთვის!

პოსტის ავტორი: M.W.S. Feb 27 2008, 03:59 PM

სამწუხაროდ, მე არ მცალია სათარგმნად, მაგრამ საკმაოდ საინტერესო სტატიას წავაწყდი აქ:
http://www.straightdope.com/mailbag/mscrolllock.html

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 30 2008, 12:39 PM

აი ახალი სტატია სიმბიანზე http://www.link.ge/file/9781/sertificireba.doc.html

პოსტის ავტორი: Power_VANO Dec 4 2008, 09:17 PM

ეგრეა კი smile.gif ხვალ ან ზეგ გამოვცოცხლებით, დავიწყებ ნიუსების დაყრას ისევ, სანამ ახალ ძრავზე გადავალთ smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 8 2009, 01:23 PM

ნიუსი გამოვუშვი და ნახეთ smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 8 2009, 03:34 PM

+ კიდო რამდიმენიმე ნიუსი

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 9 2009, 07:14 AM

აბსოლუტურად ყველა ნიუსი დავააქცეპტე smile.gif მადლობა ოთო.

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 9 2009, 11:54 AM

Power_VANO

ციტატა
აბსოლუტურად ყველა ნიუსი დავააქცეპტე მადლობა ოთო.

ციტატა
დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის

wink.gif, ისე სტატია როგორ გამოვგზავნო ცოტაც და მზადაა smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 9 2009, 12:32 PM

Power_VANO
სტატია მზადაა smile.gif, html-ფორმატში, მაკროსოფტის პრუდოქციის ვიშინგით გადავიყვანე, PNG სურათებიანა ~ 2 მბ-ია smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 9 2009, 02:10 PM

Power_VANO
მივათავლიერე ჩემი ნიუსები და Asus EEE TOP-ი ორად გამოვაგზავნე არ ვიცი მოვიდა თჲ არა პირველად უბრალოდ შემშალა და soft-ში გავუშვი და ჰარდზე შეცავლე რა smile.gif, მადლობ smile.gif
+ კიდო ერთი სიახლე

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 10 2009, 05:16 AM

otosaxela
PM-ში გამომიგზავნე სტატია და დავდებ smile.gif შენს სახელს მივაწერ ბოლოში ofc smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 11 2009, 12:32 PM

Power_VANO

ციტატა
PM-ში გამომიგზავნე სტატია და დავდებ შენს სახელს მივაწერ ბოლოში ofc

ვანო, ფორმატმა რაიმე პრობლემა ხომ არ შეგიქმა? WORD-ის ფორმატში ხომ არ გადავიყვანო და ისე გამოუშვა?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 12 2009, 05:10 AM

არა, არა, გადარბენებზე ვარ და ვერ მოვიცალე დასადებად. დღეს დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Jan 12 2009, 10:57 AM

Power_VANO

ციტატა
არა, არა, გადარბენებზე ვარ და ვერ მოვიცალე დასადებად. დღეს დავდებ

კარგი smile.gif, ვანო ისე კიდო ერთი სტატია მინდა დავწერო, მაგრამ ბევრი ბოროტად გამოიყენებს და ჯობია არ დაიდოს ხომ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 12 2009, 07:06 PM

otosaxela
მომწერე PM-ში აბა რაზე აპირებ დაწერას wink.gif

შენი სტატია კიდევ ვერ დავდე, რეფერატებს ვწერ, ვეღარ ვასწრებ smile.gif მაგრამ დავდებ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: domen Apr 17 2009, 07:24 PM

გუშინ სტატისტიკაში ვუყურებდი, როგორ დაძვრებოდნენ სტუმრები ძველ თემებში, მერე კიბორგის თემას შევხედე XP-ს ინსტრუქციებზე და ერთი იდეა მომივიდა. გახსოვთ ალბათ თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1504. ისიც გეცოდინებათ, რომ ჩაიძირა :-) რახან ცოტა გამოცოცხლება შეიმჩნევა ფორუმზე, თან დასვენებებია და ყველას, ასე თუ ისე, გვცალია, გთავაზობთ ასეთ რაღაცას.

დავჯდეთ და თუნდაც ყველამ ჩვენ-ჩვენი გახსნილი თემებიდან ამოვკრიფორთ საინტერესოები და დავპოსტოთ აღნიშნულ თემაში. მერე მე და ვანო დავჯდებით და დავახარისხებთ. გამოვა კატალოგი, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება smile.gif ბოლო-ბოლო, ამდენი გვიმუშავია (ჰუჰ, ლამის სამი წელია, აქ ვარ :-)) და ტყუილად ნუ ჩავკარგავთ ნაკლებ მნიშვნელოვან თემებში smile.gif რეგისტრაციის ტექსტის შეცვლაც შეიძლება და სტუმარი დარეგისტრირებას რომ დააპირებს, პირდაპირ შეიძლება დავახვედროთ საინტერესო ინფორმაცია, ლანგარზე :-)

მოკლედ, მე ჩემს თემებს მივხედავ სახვალიოდ, თქვენი იმედი მაქვს :-)

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 17 2009, 07:30 PM

domen

ციტატა(domen @ 17th April 2009 - 11:24 PM) *
გუშინ სტატისტიკაში ვუყურებდი, როგორ დაძვრებოდნენ სტუმრები ძველ თემებში, მერე კიბორგის თემას შევხედე XP-ს ინსტრუქციებზე და ერთი იდეა მომივიდა. გახსოვთ ალბათ თემა საინტერესო/მნიშვნელოვანი პოსტები და თემები, საძიებელი კომპინფოს ფორუმზე. ისიც გეცოდინებათ, რომ ჩაიძირა :-) რახან ცოტა გამოცოცხლება შეიმჩნევა ფორუმზე, თან დასვენებებია და ყველას, ასე თუ ისე, გვცალია, გთავაზობთ ასეთ რაღაცას.

დავჯდეთ და თუნდაც ყველამ ჩვენ-ჩვენი გახსნილი თემებიდან ამოვკრიფორთ საინტერესოები და დავპოსტოთ აღნიშნულ თემაში. მერე მე და ვანო დავჯდებით და დავახარისხებთ. გამოვა კატალოგი, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება ბოლო-ბოლო, ამდენი გვიმუშავია (ჰუჰ, ლამის სამი წელია, აქ ვარ :-)) და ტყუილად ნუ ჩავკარგავთ ნაკლებ მნიშვნელოვან თემებში რეგისტრაციის ტექსტის შეცვლაც შეიძლება და სტუმარი დარეგისტრირებას რომ დააპირებს, პირდაპირ შეიძლება დავახვედროთ საინტერესო ინფორმაცია, ლანგარზე :-)

მოკლედ, მე ჩემს თემებს მივხედავ სახვალიოდ, თქვენი იმედი მაქვს :-)

კარგი იდეაა, აქვე დაგისვამ შეკითხვას, ჩემი ძველი აწ. წაშლილი აკაუნტის პოსტები როგორ დავძებნო?

პოსტის ავტორი: gearge Apr 18 2009, 10:35 PM

domen
ვაჰ, საკუთარი პოსტების "პრომოუშენი" მიმზიდველად ისმის biggrin.gif

პოსტის ავტორი: achiko17 Apr 19 2009, 03:06 PM

huh.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 8 2009, 10:06 AM

მე პირველად ვნახე: Microsoft - ის საიტი ქართულადhttp://www.microsoft.com/downloads/details.aspx?displaylang=ka&FamilyID=5a58b56f-60b6-4412-95b9-54d056d6f9f4

თუ ჩამოვრჩი ბოდიშით. მთავარია ხო მინდოდა unsure.gif unsure.gif unsure.gif

ოღონდ სულ არა.

პოსტის ავტორი: Classical Aug 8 2009, 10:45 AM

აუფ რაღა მოგვკლავს აწი ნატოში შეგვიყვანენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 8 2009, 12:15 PM

http://feedproxy.google.com/~r/FeedForMyDigitalLife/~3/ft52z9ZRuWc/