თემის საბეჭდი ვერსია
კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web პროგრამირება _ ღირს ჩაბარება
პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 13 2006, 06:01 PM
მომავალ წელს ვაბარებ და ვერ გადამიწყვეტია სად ჩავაბარო. არის 2 ვარიანტი - ან სამედიცინო, ან პროგრამირება(ვებ)
ღირს პროგრამირებაზე ჩაბარება? ანუ შეიძლება მაგით თავის რჩენა?
პოსტის ავტორი: Davidus Jul 13 2006, 07:24 PM
სამედიცინოზე არ გირჩევ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ინფორმატიკის რა გითხრა!
პოსტის ავტორი: Reechard Jul 13 2006, 10:01 PM
პროგრამირება რატომ "ვებ" ?!
წაი წაი სამედიცინოზე
პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 07:18 AM
M.W.S.
სამედიცინოზე რა გინდა მითხარი ერთი? მთელი ცხოვრება უნდა ისწავლო?
აი ინფორმატიკაზე რა ხდება ვერ გეტყვი არ ვიცი ნამდვილად.
პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:11 AM
M.W.S.
ჯერ სასწავლებელი გვითხარი და მერე გეტყვით ღირს თუ არა
თუ გეპეიში აპირებ, პირდაპირ გეტყვი, რომ ეხლაც გეცოდინება ალბათ იმ ლექტორებზე მეტი, რომლებმაც უნდა გასწავლონ
პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 08:15 AM
მოკლედ, კარგად რომ ვისწავლო პროგრამირება, შეიძლება მაგითი თავის რჩენა? აქამდე სამედიცინო მინდოდა, მაგრამ კომპიუტერი უფრო მაინტერესებს.
პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:21 AM
M.W.S.
შენთვითონვე უნდა გადაწყვიტო რა გინდა იყო ცხოვრებაში . . .
პრინციპში კი არ უნდა გადაწყვიტო, უნდა გრძნობდე და ატყობდე შენ თავს რისი გაკეთება უკეთ შეგიძლია და რომელი საქმე გისმოავნებს. შენი პროფესია ისე უნდა გიყვარდეს, რომ მუშაობა შენთვის სიხარული იყოს, სხვანაირად არაფერი არ გამოგივა
რაც შეეხება კიდევ ფულს, აქ ერთი მცნების თქმა შეიძლება, რომ "ფული ყველგან იშოვნება თუ შოვნა იცი"
პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 08:30 AM
ხოო, კომპი ნამდვილად მიყვარს (თამაშს არ ვგულისხმობ)
ვნახოთ, კიდევ გადავწყვეტ
P.S. PHP - ს სწავლას რამდენი დრო უნდა და სად ასწავლიან უკეთესად?
პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:48 AM
M.W.S.
ციტატა
PHP - ს სწავლას რამდენი დრო უნდა და სად ასწავლიან უკეთესად?
სახლში წიგნებით
დრო კი შენი აღქმის უნარზეა დამოკიდებული
პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 10:55 AM
არა, ეგ არ მინდა მე ჩვეულებრივი, მამაპაპური (!) პროგრამირება მირჩევნია
პოსტის ავტორი: oracle Jul 14 2006, 12:32 PM
მამაკაცური პროგრამირება რას ქვია, თუ კაცი ხარ თქვი რა
პოსტის ავტორი: z125 Jul 14 2006, 02:38 PM
M.W.S.
გული საითკენაც გიწევს იქით წადი და კიდევ რომლის უკეთესად ათვისებაც შეგიძლია ის ისწავლე. საერთოდ მთავარი ისაა, რომ შენ საქმეში იყო მაგარი და სამუშაო ყოველთვის გამოგიჩნდება. საშუალო დონის ექიმს მაგარი პროგრამისტი ჯობია, ხოლო მაგარი ექიმი მაგარ პროგრამისტს. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
და კიდევ ერთი: გაითვალისწინე სად რა ცოდნას მოგცემენ რომ დრო ტყუილად არ დაკარგო. ისეც შეიძლება რომ სამედიცინოზე ჩააბარო და პარალელურად პროგრამირებაც ისწავლო. ამ უკანასკნელისთვის ალბათ ინსიტუტი არცაა საჭირო საქართველოს პირობებში, რადგან თვითონ გასანათლებლები არიან ალბათ (ჩვენ ლექტორებს ვგულიხმობ, რომლებიც დროს საკმაოდ არიან ჩამორჩენილები)
პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 05:48 PM
ციტატა(lasha_t @ Jul 14 2006, 11:21 AM) [snapback]3175[/snapback]
უნდა გრძნობდე და ატყობდე შენ თავს რისი გაკეთება უკეთ შეგიძლია და რომელი საქმე გისმოავნებს. შენი პროფესია ისე უნდა გიყვარდეს, რომ მუშაობა შენთვის სიხარული იყოს, სხვანაირად არაფერი არ გამოგივა
101%
ციტატა(z125 @ Jul 14 2006, 05:38 PM) [snapback]3191[/snapback]
საშუალო დონის ექიმს მაგარი პროგრამისტი ჯობია, ხოლო მაგარი ექიმი მაგარ პროგრამისტს.
საშინლად ცდები. გეტყობა რომ ჰიპოკრატეს ფიცი გაქვს ეხლახანს დადებული
პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 05:58 PM
მაღლივში ისწავლება მაგ ფაკულტეტზე მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა და სუუუუულ პატარაზე ინფორმატიკა. მიზეზი მარტივია: მათემატიკა სულ ცოტა ბოლო 60 წლის განმავლობაში (მნიშვნელოვნად) არ შეცვლილა და ამ სამოცი (და მეტი) წლის განმავლობაში (კომუნისტების დროს "გაწვრთნილ") ლექტორებს გადაღეჭილი აქვთ ეს მასალა, სახელმძღვანელო პრობლემა არაა და არაფერი (სამოცი წლის წინანდელი რუსული წიგნიც ივარგებს) და მიდის ცხრილის შევსება მათემატიკით. ინფორმატიკის სასწავლებელი უკანალი კი არ აქვთ. მოკლედ პირველი კურსი დავამთავრე და მათემატიკა მიყვარდა და შემაზიზღეს და ინფორმატიკაში ის ვისწავლე რასაც მონდომებული კაცი ერთი წიგნიდან ერთ კვირაში ისწავლის. პროსტა ეგაა მარტო ნოლიდან დაწყება სახლში ძნელია. ჯგუფთან ერთად სულ სხვაა თავიდან თორე ეხლა სულ რომ დავანებო თავი უნივერსიტეტს და სხვა ენები სახლში დავამუღამო ასე მგონია არ გამიჭირდება. იმას ამბობდნენ აქაოდა ჩვენგან (უნივერსიტეტიდან) წასული სტუდენტები სახლში ნასწავლებს იმით ჯობიანო რომაო ალგორითმულ აზროვნებას ვაჩვევთო და ვავარჯიშებთო... არაფერი ისეთი... გაჩითავ წიგნს, ნეტში საკაიფო ამოცანებს და მემგონი ყველაფერი გამოვა. პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია. ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მერე რა იქნება არ ვიცი ...
პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 06:08 PM
Reechard
ციტატა
პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია.
რავი მე არ გამჭირვებია
ვებ პროგრამირებას ვგულისხმობ ოღონდ.
პოსტის ავტორი: z125 Jul 16 2006, 04:28 PM
ციტატა
საშინლად ცდები. გეტყობა რომ ჰიპოკრატეს ფიცი გაქვს ეხლახანს დადებული
აი აქ კი შენ ცდები ნამდილად, რადგან ჰიპოკრატეს ფიცთან არანაირი კავშირი არ მაქვს
ხოლო რაც შეეხება შენ მოსაზრებას, ეგ უფრო პირადი სიმპათიით ნათქვამს გავს, რადგან არანაირი არგუმენტი არ მოგიყვანია. მართალია პირადად მეც კომპიუტერი უფრო მაინტერესებს, მაგრამ მედიცინას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ და არამარტო მე (აქ ჩემი და შენი აზრი არაფერს წყვიტავს). უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება, რომ თავისი არსით და საციცოცხლო მნიშვნელობით მედიცინა გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე ინფორმატიკა და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა რომ ის დაიბადა (სწორედაც რომ დაიბადა და არა წარმოიქმნა) კაცობრიობასთან ერთად და იარსებებს ყოველთვის. კომპიუტერი კი ჯერ ახალი ხილია და არავინ იცის მისი მომავალი ან და მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუნდაც ის ფაქტი რომ იგი იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას და ვირტუალურ სამყაროში გადასროლას, ასევე სერიოზულად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა. შეიძლება ეს ყველაფერი თემიდან გადახვევა იყოს, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ მსოფლიოში ექიმის პროფესია უფრო მნიშვნელოვანი, დაფასებული და პრესტიჟულია ვიდრე პროგრამისტის. ხოლო ადამიანმა თავისი პროფესიის არჩევის დროს მხოლოდ ამ მოსაზრებით არ უნდა იხელმძღვანელოს. მთავარი კი ის არის რომ ადამიანი იყოს პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარული, რაც ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს სამწუხაროდ!
პოსტის ავტორი: Baal Jul 16 2006, 06:14 PM
ისე ჩემი აზრით ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტების გადამკიდე ჯობია სულ არ სად ჩააბარო და თვითონ ისწვლო რამე. პროგრამირებას კი გეპეიში აქეთ ვასწავლიდი ლექტორს მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არამგონია კარგი სიტუაცია იყოს მაგმხრივ. მონდომებაა და ყველაფერს შეისწავლი.
პოსტის ავტორი: lasha_t Jul 16 2006, 07:16 PM
"სწავლა, სწავლა და სწავლა" - ასე გვარიგებდა ძია ლენინი
ისე ფორუმზე რომ გადაწყვიტავ სად ჩააბარო, მაგარია არა?
პოსტის ავტორი: Reechard Jul 16 2006, 07:36 PM
ციტატა(z125 @ Jul 16 2006, 07:28 PM) [snapback]3274[/snapback]
აი აქ კი შენ ცდები ნამდილად, რადგან ჰიპოკრატეს ფიცთან არანაირი კავშირი არ მაქვს ხოლო რაც შეეხება შენ მოსაზრებას, ეგ უფრო პირადი სიმპათიით ნათქვამს გავს, რადგან არანაირი არგუმენტი არ მოგიყვანია. მართალია პირადად მეც კომპიუტერი უფრო მაინტერესებს, მაგრამ მედიცინას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ და არამარტო მე (აქ ჩემი და შენი აზრი არაფერს წყვიტავს). უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება, რომ თავისი არსით და საციცოცხლო მნიშვნელობით მედიცინა გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე ინფორმატიკა და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა რომ ის დაიბადა (სწორედაც რომ დაიბადა და არა წარმოიქმნა) კაცობრიობასთან ერთად და იარსებებს ყოველთვის. კომპიუტერი კი ჯერ ახალი ხილია და არავინ იცის მისი მომავალი ან და მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუნდაც ის ფაქტი რომ იგი იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას და ვირტუალურ სამყაროში გადასროლას, ასევე სერიოზულად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა. შეიძლება ეს ყველაფერი თემიდან გადახვევა იყოს, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ მსოფლიოში ექიმის პროფესია უფრო მნიშვნელოვანი, დაფასებული და პრესტიჟულია ვიდრე პროგრამისტის. ხოლო ადამიანმა თავისი პროფესიის არჩევის დროს მხოლოდ ამ მოსაზრებით არ უნდა იხელმძღვანელოს. მთავარი კი ის არის რომ ადამიანი იყოს პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარული, რაც ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს სამწუხაროდ!
ჯერერთი მე ვგულისხმობდი არა ნივთს კომპიუტერს როგორც ასეთი IBM PC და რამე, არამედ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელიც პირვდაპირკავშირშია დღევანდელი სამყაროს განვითარებასთან. ამ სფეროში იქმნება და შეიქმნება ყველაფერი რაც სამყაროს ამოძრავებს და აყავს უფროდაუფრო მაღალ საფეხურებზე! ლოლ შენ რა გგონია მედიცინა 90 პროცენტით არ არის დამოკიდებული IT-ს განვითარებასთან?!?! მიდი აბა შეადარე მედიცინის შესაძლებლობები რომელიც კომპიუტერის გამოგონებამდე იყო და რომელიც ეხლაა!!!
ამ სფეროს გარეშე დღეს უკვე ვერ განვითარდება ვერავითარი ფიზიკა ქიმია და ა.შ. ვერ გაფრინდებოდა ადამიანი კოსმოსში...
აბსოლუტურად ვერ განვითარდება კაცობრიობის ვერცერთი დარგი.
წარმოიდგინე სამყარო როგორი იყო 50 წლის წინ და როგორია დღეს. რამ შეცვალა, მედიცინამ?! ვაბშე მაგ ორის "შედარება" როგორც ასეთი სისულელეა პროსტა შენ რაღაც ბავშვურს აწვები და იმიტომ
ეს კიდე იმას მეუბნება როგორი მავნეა კომპიუტერის მონიტორი ჯანმრთელობისათვის. LOOOOL
ექიმის პროფესია უფრო დაფასებულია ვიდრე პროგრამისტისო.... საქართველოში - კი
საზოგადოდ კიდე როგორც უკვე აღვნიშნე... ეეჰ რა აზრი აქვს საუბარს ... (ისე თუ ამ მხრივ გინდა ჯახი გეტყვი ერთს: ამერიკაში პროგრამისტის ანაზღაურება რიგით მეორეა - პირველზეა მეხანძრე. მერე მოდიან ადვოკატები და ა.შ. ისე ანაზღაურება შეიძლება ბოზს ყველაზე მეტი ჰქონდეს მაგრამ მაგათ არ ვგულისხმობ
)
როგორც ასეთი მედიცინა ეს არის ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის (როგორც მეცნიერებების) უკვე აღიარებული დებულებების კონკრეტული კერძო ინტერპრეტაცია.
ინფორმატიკა არის სამყაროს განვითარების უმთავრესი პრიორიტეტი (რათქმაუნდა მონათესავე დარგებთან ერთად).
პროსტა კაცს ის მაინც უნდა გესმოდეს რომ ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ნებისმიერი სახის ტექნიკა, ის რაშიც შენ ცხოვრობ ამ სფეროს მოცემულია. და არა ექიმების
ის რომ ადამიანი ჰაერში დაფრინავს და წყლის ქვეშ ცურავს ... და რომ უარესებს მიაღწევს... ამას მარტო ფიზიკა, მარტო მათემატიკა, ან მარტი ქიმია ვერ იზავდა. ამისათვის შეიქმნა ადამიანის მიერ დაგროვილ ინფორმაციასთან მუშაობის და მისი დამუშავების მეცნიერება.
კაროჩე არ ვიცი რამდენად მკაფიოდ გამოვთქვამ ჩემს აზრებს
მაგრამ გამგები გაიგებს, ტოესტ აქამდეც გაგებული ექნებოდა.
პოსტის ავტორი: Davidus Jul 16 2006, 08:48 PM
100 % -ით ვეთანხმები Reechard-ს, უბრალოდ შეადარეთ პრეკომპიუტერული განვითარების ტემპი - პოსტკომპიუტერული ხანის განვითარების რითმს, და მიხვდებით რომ თუ ადრე თუნდაც ტექნიკის სრულყოფას წლები და საუკუნეები სჭირდებოდა, ახლა ეს დრეების და თვეების ამბავია, რაც კომპიუტერული კულტურა შემოვიდა ყველაფერი ფორსმაჟორულ რეჟიმში გადაინაცვლადა ლამის არითმეტიკული პროგრესიიტ ვითარდება, 20 წელი რა იყო ადრე, 17-18-ე საუკუნეში, არც არაფერი, ახლა კი 20 წელში ისეთი გრანდიოზული მასშტაბების ცვლილებები ხდება რომ... კაცმა რა იფიქრო არ იცი და დაჟე რაღცნაირი შიშის გრძნობაც გეუფლება რომ ჩაუფიქრდები სადამდე მივდივართ, ეს ყველაფერი ისევ და ისევ IT სთან არის პირდაპირპროპორციული
პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 17 2006, 05:57 AM
ციტატა
100 % -ით ვეთანხმები Reechard-ს
მეც
ისე ეხლა ჩავფიქრდი რა იქნება ესე 80 წლის მერე მაგრად რომ დავბერდები
) დღევანდელი ჩემი P4 ანტიკვარი იქნება
პოსტის ავტორი: Frrrredo Jul 17 2006, 06:26 AM
მეგონი ცოტა ფილოსოფიაშიც გადავიჭერით :შევეხეთ რა მის უმთავრეს პრიციპებს მიზანს და საშუალებას
მემგონი აქ ინფირმატიკა უფრო საშუალებაა კონკრეტული დარგის განსავითარებლად, ვიდრე მიზანი
ხო ლო რაც შეეხება ნივთს კი Reechard ჯერჯერობით კომპები ნივთები არიან იქამდე სანამ არ დაუშვებენ რო:
True და Fulse გარდა არსებობს Maybe.
პოსტის ავტორი: merabi Jul 17 2006, 09:38 PM
ციტატა
მემგონი აქ ინფირმატიკა უფრო საშუალებაა კონკრეტული დარგის განსავითარებლად
მართალია ინფორმატიკა საშუალებაა, მაგრამ პირველ რიგში ეს საშუალება უნდა განვითარდეს რომ მერე რომელიმე კონკრეტულ დარგს ქონდეს წინსვლა, თორე ფაფუ..
პოსტის ავტორი: Reechard Jul 18 2006, 07:26 AM
ციტატა(Davidus @ Jul 16 2006, 11:48 PM) [snapback]3286[/snapback]
რაღცნაირი შიშის გრძნობაც გეუფლება რომ ჩაუფიქრდები სადამდე მივდივართ, ეს ყველაფერი ისევ და ისევ IT სთან არის პირდაპირპროპორციული
ეგრეა რო წარმოვიდგენ რა იყო სამყარო თუნდაც მე რო დავიბადე იმ წელს და როგორი იქნება ერთი 50 წლის შემდეგ. და როგორც ვუყურებ ჩემს მშობლებს ეხლა ისე შემომხედავენ ოდესმე მეც და იტყვიან: ეეეჰ თქვენ დროს კიდე ორგანზომილებიანი მონიტორები იყო, ვაბშე რა უნდა გელაპარაკოთო
პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 19 2006, 03:16 PM
ციტატა(lasha_t @ Jul 16 2006, 11:16 PM) [snapback]3279[/snapback]
"სწავლა, სწავლა და სწავლა" - ასე გვარიგებდა ძია ლენინი
ისე ფორუმზე რომ გადაწყვიტავ სად ჩააბარო, მაგარია არა?
ფორუმზე კი არ ვწყვეტ, უბრალოდ მაინტერესებს მცოდნეების აზრი. PHP - ს ქართული სახელმძღვანელო არა გაქვთ?
პოსტის ავტორი: Baal Jul 19 2006, 03:46 PM
მ
ციტატა
ფორუმზე კი არ ვწყვეტ, უბრალოდ მაინტერესებს მცოდნეების აზრი. PHP - ს ქართული სახელმძღვანელო არა გაქვთ?
მაგას რუსულად თუ დაითრევ ქართული წიგნების წაგითხვას პირადად არ გირჩევ უმეტესობა მაგარი საზიზღრობაა.
პოსტის ავტორი: URiDiA Jul 19 2014, 09:46 AM
მაგალითად ჯავახიშვილში (ან რამე თუა უკეთესი სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროგრამირებაზე ჩაბარება ღირს?
ციტატა(Reechard @ Jul 14 2006, 06:58 PM)
მაღლივში ისწავლება მაგ ფაკულტეტზე მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა და სუუუუულ პატარაზე ინფორმატიკა. მიზეზი მარტივია: მათემატიკა სულ ცოტა ბოლო 60 წლის განმავლობაში (მნიშვნელოვნად) არ შეცვლილა და ამ სამოცი (და მეტი) წლის განმავლობაში (კომუნისტების დროს "გაწვრთნილ") ლექტორებს გადაღეჭილი აქვთ ეს მასალა, სახელმძღვანელო პრობლემა არაა და არაფერი (სამოცი წლის წინანდელი რუსული წიგნიც ივარგებს) და მიდის ცხრილის შევსება მათემატიკით. ინფორმატიკის სასწავლებელი უკანალი კი არ აქვთ. მოკლედ პირველი კურსი დავამთავრე და მათემატიკა მიყვარდა და შემაზიზღეს
და ინფორმატიკაში ის ვისწავლე რასაც მონდომებული კაცი ერთი წიგნიდან ერთ კვირაში ისწავლის. პროსტა ეგაა მარტო ნოლიდან დაწყება სახლში ძნელია. ჯგუფთან ერთად სულ სხვაა თავიდან თორე ეხლა სულ რომ დავანებო თავი უნივერსიტეტს და სხვა ენები სახლში დავამუღამო ასე მგონია არ გამიჭირდება. იმას ამბობდნენ აქაოდა ჩვენგან (უნივერსიტეტიდან) წასული სტუდენტები სახლში ნასწავლებს იმით ჯობიანო რომაო ალგორითმულ აზროვნებას ვაჩვევთო და ვავარჯიშებთო... არაფერი ისეთი... გაჩითავ წიგნს, ნეტში საკაიფო ამოცანებს და მემგონი ყველაფერი გამოვა. პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია. ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მერე რა იქნება არ ვიცი ...
გეთანხმები ნულიდან დამოუკიდებლად დაწყება რთულია მასწავლებლის გარეშე ვიდრე აზრზე იყო და მერე შენით იმეცადინო. მაგრამ მაინც დადიხარ უნივერსიტეტში იქ არ გასწავლიან და მერე სახლში მიდიხარ დაა შენით მეცადინეობ, სავარჯიშოებს აკეთებ. ან არავინ უნდა შეგიმოწმოს ან დავალება მოგცეს... ?? 8 წლის მერე ამ პოსტზე გამოხმაურება დაგვიანებულიც კია მარა იქნებ მითხარი საიდან უნდა გაჩითო ეს სახელმძღვანელოები? შეგიძლია დამილინკო?