რისი თქმა მინდა:
კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა.
ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა.
... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით.
მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო
მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე.
მესამეშიც ასევე...
მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს....
მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"...
ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით...
(მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი)
80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის
ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა.
მაგათი...
აქვე ნახავთ ისეთ ტელეფონებს, რომელიც ჯერ არც კი გამოსულა (მაგალითად მე ვნახე შავი Nokia N97, თან ორ სიმიანი - ჯერ ოპფიციალურად ეს ტელეფონი არ გამოსულა) და არამარტო ეს მოდელი. ძალიან ბევრი მოდელებია.
აქედან ყველა არის ჩინური ხლამი და ისე იაფია, რომ გაგიჯდები. ნახევარი და მესამედი ფასები აქვს.
200-250 ლარი ღირდა ზემოთაღნიშნული N97. როცა, მისი ფასი შეიძლება 2000 ლარი იყოს გამოსვლისას.
გავგიჯდი ეს ტელეფონები რომ ვნახე. მაგარი სისულელეა და მგონი ბევრი ადამიანიც ტკუვდება.
კრიზისია და ალბათ იმიტომ მოიკიდა ფეხი ბიზნესის ამ სახემ. იაფფასიანმა ტელეფონებმა.
oracle
სერიალ გაქცევაში ლინკოლნი რომ ჩეკს მოთხოვს გამყიდველს, ტელეფონი უყიდიათ ვიღაცეებსო, 49.99 $ ეწერა ჩეკზე... ანუ ფასშიც არაა საქმე.
ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა ჩინური N96 და აქვს ახლაც საკაიფოდ დუალ სიმ, დუალ ბლუთუზო ეწერა
მარა ახლა მაგისმა ძმამ იყიდა M6 ჩინური ტელეფონი და არ ირთობა 145 ლარი ღირდა... მე ვაყიდინე, 130 ლარად K800 მინდაო ნახმარიო და მეთქი მასე ნახმარის ყიდვას ბარემ ჩინური იყოდოო 1 თვეც არ გასულა
ხო, იმის აღნიშვნა მინდა, რომ ორივემ იცოდა ჩინურს რომ ყიდულობდა. ეგრე თუ განაგლდნენ რომ "ტენიან" მაშინ საგანგაშოდაა საქმე
ანუ ხლამია და ერთჯერადი ტელეფონებია. შეიძლება 49.99 $ ღირდეს და უფრო ნანლებიც.
არა, ისე ზოგი რამ მაგარი აქვს ამ ჩინურებს... მაგალითად Inbox-ზე პაროლის დადება... ტელევიზია...
კაროჩე თუ ყიდულობ, უნდა იცოდე რომ არ იქნება მუდმივი ტელი რა.
oracle
ჰოო, ე.ი. ჩინელებს SE-ზეც დაუწყიათ მუშაობა
გუშინ ვიყავი ბაზრობაზე და ახალი იქსპერია ვნახე 890 ლარად... და სხვა სონი ერიქსონებიც ვნახე მაგ მაღაზიაში ბაზრობაზე, სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფად, მაგრამ კორპუსები ცოტა უცნაურად გამოიყურება.
მაგალითად:
ყავისფერი k770 კია ყავისფერი, მაგრამ პრიალა კი არა, მატოვი კორპუსი აქვს და კორპუსის და კლავიშების ხარისხი ის არაა, რაც უნდა იყოს, ცოტა უცნაურია და მგონი გაშკურკვაც დაავიწყდათ (ნაწიბურები აქვს კორპუსზე)
უცნაური ფერის c905 ვნახე, მაგარი უცნაური ფერის...
ხო, გარდა ამისა ვიყავი "მობში" პეკინის ქუჩაზე და "ტელეფონში" ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, ხოდა საინტერესოა, რომ "ტელეფონში" k770 329 ლარი ღირს, მობში კი 299 ლარი.
c 902 "ტელეფონში" 555 ლარი ღირს, "მობში" 575...
მობს "htc"-ებზე დიდი ფასდაკლება აქვს ეხლა, 890 ლარიანი მოდელი ოთხას რაღაცა ლარად დევს...
იქსპერია უმეტესობა მაღაზიებში ათას ორას ლარზე მეტი ღირს, "ელიტ ელექტრონიქსს" ათას ლარად აქვს...
ჩინელებს რაც შეეხება, სონი ერიქსონებს დიდი ხანია აწარმოებენ და ხარისხსაც არ ვუჩივი (წელიწადზე მეტია მშვენივრად მუშაობს ჩემი w880), მაგრამ სადღაც პატარა ცეხებში გაკეთებულ ტელეფობენს კორპუსის ხარისხზეც ეტყობა რა ნაგავიცაა.
მოკლედ, სანამ ტელეფონს იყიდი, მანამდე კარგად უნდა შეისწავლო ტექნიკური მახასიათებლებიც, ფასიც და ისიც თუ რა ფერებში გამოდის ესა თუ ის მოდელი...
ისე, სამკუნგები, ნოლკები, და მსგავსნი ვედრა მანეთად ყრია
ნოკიას ანალოგებია: ნოკლა, ნცკია მემგონი sony ericssony ერთი "S"ითაც არის ანუ sony ericson. მარტო სახელებით მიხვდები "ვისი ნაჩალიჩარია" მე თუ მკითხავთ, ჯობია გადაიხადო ძვირი და ხარისხიანი იყიდო. საერთო ჯამში იმაზე მეტი დაიხარჯება "ეკონომიით" ვიდრე ძვირადღირებულში უნდა დახარჯულიყო.
ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ჩინური მობილურები ხარისხით ძალიან შორსაა რეალური მწარმოებლების შექმნილისაგან და ვერ დააკმაყოფილებს მობილური ტელეფონების გემოვნებიანი შემფასებლების მოთხოვნებს, მაგრამ აბსოლუტირად საკმარისი ფუნქციები აქვთ სტანდარტული მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად... მე მე-5 თვეა მაქვს 138 ლარად შეძენილი ასეთი ორბარათიანი აპარატი და პრობლემა არ შემქმნია, ელემენტიც 3 დღეს ძლებს. ფასების ნაკლებობა ყველაზე მეტად დაბალფასიანი მუშახელით არის გამოწვეული. ისე, მგონია, რომ ესენი შეიძლება ძალიან წინ წავიდნენ მობილურების წარმოებაში: არ გახსოვთ ერიქსონის პირველი მობილურების სატარებლად ცალკე გრუზავიკი რომ იყო საჭირო? ვაცალოთ ბატონო, ახალი დაწყებული აქვთ საქმე
Sitchi
ჩინურზე გამახსენდა და ამასწინათ ვნახე პანდაში NOKIA N97 - 200 ლარად, სენსორული ეკრანითა და გვერდზე სლაიდერი კლავიატურით
ისე "განაგლდნენ ეს ჩინელები, პირდაპირ NOKIA აწერია
Sh@ko
ბარემ აქ ვიკითხავ რა, იცით რა მაინტერესებს, 2 წლის წინ დინამოზე ვიყიდე SE K550i, ხოდა ამას წინათ დავშალე ტელეფონი და შემთხვევით მოვკარი თვალი, რომ ელემენტის ქვემოთ(ანუ სადაც ის იდება) ეწერა made in china, ესეიგი ორიგინალი არაა ხო?
Chacha, ეგრე ნუ განსჯი! ცნობილი ფირმები ცდილობენ ჩინეთში ააწყონ დეტალები, რადგან იაფი გამოდის უფრო.
ეგრე ასუსსაც აწერია მეიდ ინ ჩინა... ჰოლოგრამა და სხვა დამცავი ნიშნებუ თუ აქვს, მაგით უნდა მიხვდე.
Sh@ko