იმისათვის, რომ დეტალური ინფორმაცია გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის შესახებ, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტელეფონის სერვის მენიუ, ასევე სპეციალური პროგრამაც.
1) სერვის მენიუ.
სერვის მენიუს გამოსაძახებლად, აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: > * << * < * (სადაც < და > ჯოისტიკის მიმართულებების მაჩვენებელია).
გამოსულ მენიუში ირჩევთ Service Info => Software Info, სადაც ღებულობთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის Firmware-ის, CID-ის, EROM-ის, DB-სა და სხვა კომპონენტების შესახებ.
2) ვიყენებთ სპეციალურ პროგრამას. ამ მაგალითში განვიხილავთ SEtool2 LITE-ს, თუმცა იგივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ XS++-იც.
ვიწერთ SEtool2 LITE-ს http://www.compinfo.ge/~power_vano/setool2lite.rar (პაროლი: compinfo.ge). ვუშვებთ პროგრამას და ვაჭერთ ღილაკ Identify-ს.
ახლა საჭიროა მობილური ტელეფონი მივუერთოთ კომპიუტერს. ამისათვის, საჭიროა გამორთოთ ტელეფონი, ამოიღოთ ბატარეა, SIM ბარათი და მეხსიერების ბარათი. კვლავ ჩადეთ ბატარეა თავის ადგილას (არ ჩართოთ ტელეფონი!), მობილურის კლავიატურაზე დააჭირეთ თითი ღილაკ C-ს (არ აუშვათ!) და მიუერთეთ სტანდარტული DCU-60 USB კაბელი (ეს ის კაბელია, რომელიც თქვენს ტელეფონს მოყვა). როცა პროგრამა ტელეფონს იცნობს, შეგიძლიათ С ღილაკს აუშვათ თითი. მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის შესახებ (იხ. სურათი).
K850-ზე არ მიდის?
Gega
არა, K850 ჯერ არაა მხარდაჭEრილი, თუმცა Identify-მ უნდა იმუშავოს წესით.
Power_VANO
ვანო,
http://compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=55&artpage=2&type=review
ამის გაკეთება K770-ზე შემიძლია?
ც 902 ზე არ მიდის ?
badri286
არა არ მიდის....
w910ზე წავა ხოო???
villeee
მგონი, მგონი უბრალოდ, გააჩნია რა დაცვა უყენია მობს.