მგონი ასეთი თემაც არ იქნება ზედმეტი
ეხლახანს შევიძინე W960 და ქართული უნიკოდის დაყენება მინდა თუ ვინმეს გეგულებათ სადმე მიმითითეთ ბმული
P.S. თემის სახელი მინდოდა დამეწერა " ყველაფერი UIQ 3.0 ზე"
შრიფტები როგორ ინსტალირდება UIQ 3-ში? ცალკე არაა გამოყოფილი მაგისთვის ფოლდერი? გადაათვალიერე აბა. მგონი უნდა იყოს და თუ არის, მაშIნ პირდაპირ ჩააგდე სილფაენი და ეგაა.
თუ არადა, se-nse.net ამ საიტზე ნახე, ინსტრუქცია ეგდება შრიფტებზე აუცილებლად. სონიერიქსონის შესახებ უდიდესი რესურსია
Nokia-ზე ადვილია, memory card-ზე(data transfer) რეჟიმში უნდა ჩაწერო Resource/fonts ფოლდერში, ოღონდ სახელს უნდა გადარქმევა....
მერე ჭედავს ტელეფონი მაგრათ (ქართული ფონტების მერე)
ჩემს ნოკია 6151 უკვე აქვს ქართული...
მახსოვს, ვანოს ეწერა K800-ზე ქართულის ინსტალაცია...
---------
CHABA
ძმაკაცს აქვს W960 და ვკითხავ ეცოდინება
უკინოდის დასამატებლად მობულურის მეხსიერებაში:\resource\Fonts ში ჩავაგდე sylfaen ფონტი
http://www.iskoot.com/products/skype
მე ჩემს ჭ960 ამ პროგრამას ვხმარობ სკყპესთვის + ბევრ ტელეფონზე ყენდება
http://files.ge/file/405331/iSkoot-1-1-60-UIQ3-sis.html
ლაპარაკის ჩამწერი მინდა მაგ ტელზე
W960 - ზე მინდა ვიდეო პლეერი ან პლეერები, ჯამში რაც შეიძლება მეტი ფორმატის მხარდაჭერით და საუბრის ჩამწერი პროგრამა, power_vano შენი იმედი მაქვს ჰო მართლა, რაღაც პროგები ვნახე ნეტში და არ ყენდება სერთიფიკატებია ვადაგასულიო და ეგ სერთიფიკატები როგორ მოვარჯულო? გამიგია კეთდება
სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები დროის სიმცირის გამო ჩამოვშორდი, განსაკუთრებით ახალი ტელეფონების შესახებ სიახლეებს.
UIQ 3.0-ზე ქართული ფონტის დასაყენებლად საჭიროა შევაერთოთ ტელეფონი PC-ზე, File Transfer -> ვქმნით საქაღალდეს "resource"-> შემდეგ ამავე საქაღალდეში "fonts". ანუ, Memory card-ზე resource/fonts. შემდეგ ჩავყრით ფონტებს და ეგ არის.. P990i-ზე გამართულად მუშაობს და ვიყენებ შემდეგ ფონტს:
1) Sans-Serif_Latin-Bold.ttf
2) Sans-Serif_Latin-BoldItalic.ttf
3) Sans-Serif_Latin-Italic.ttf
4) Sans-Serif_Latin-Regular.ttf
ოთხივე ფონტი ერთდროულად ჩაყარეთ.
და თუ File Transfer რეჟიმით ვერ შექმნით საქაღალდეს, მაშინ მოგიწევთ Memory Card შეაერთოთ Card Reader-ზე და პრობლემა არ იქნება.