ამ თემაში დავწეროთ ვის რა მოდელის SE გვაქვს. ძირითადად ეს სტატისტიკა ამ განყოფილებაში მომავალში დასადები ინფოსთვის მჭირდება (ვისაც არ გაქვთ SE, გთხოვთ, თავი შეიკავეთ დაპოსტვისაგან).
ja_ja - K750i - CID 36
Power_VANO - K750i - CID 49; K800 - CID 52
domen - W810i - CID 49
Davidus - K800i - CID 52
PvDyk - K610i - CID 5X
Gega - K850i
CHABA - W960i
smart22 - T100 და Z600
Sitchi - P990i
bently - W910i
ისე ჩვენში დარჩეს და K750i-ს K610i არ ჯობია?
გიგა
რითი ჯობია? 3G-თი? მესამე თაობა პირადად მე, და ბევრსაც კიდია, იმიტომ რომ მაგის პერსპექტივა დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ისევ და ისევ ფასების გამო. თანაც, აი დარდი, თუ ვინმე ვერ დამინახავს ლაპარაკისას, აი დარდი, თუ ძალიან სწრაფად ვერ დავქაჩავ ნეტიდან ინფოს, და აი დარდი, თუ რუსთავი 2-ს 176X220 ზომის ეკრანზე ვერ ვუყურე
აი ნახე ეს: http://www.esato.com/phones/index.php/phone=168,cp=224
შედარებულია K750i და K610i. მესამე თაობის გარდა, ვერაფრით უგებს K610 K750-ს. 610-ს არ აქვს IrDA, FM Radio, Camera Flash/Light. და ეს ყველაფერი აქვს K750-ს
აბა ჯობია რამით? ნუ ვისაც UMTS (3G)-ზე აქვს გართულება, კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის K750 სჯობს.
გიგა
ვისთვის როგორ ჩემთვის 3G არაა პრიორიტეტული. მართალია K750 მაქვს, მაგრამ მესამე თაობის ინტერნეტს მაინც ვიყენებ, თან 30 MB მაქვს უფასოდ. ტელევიზორი და ვიდეზარი პრაქტიკულად არ მჭირდება. + K750 ცვლილებების გასაკეთებლად (მობილურში) ერთ-ერთი საუკეთესო მობილია, მე კი ასე ვთქვათ Flexibility მირჩევნია გამოუყენებელ ტექნოლოგიებს.
ასევე K610-ის დიდ მინუსად Camera Flash/Light-ის უქონლობა მიმაჩნია. K750-ს ორი ცალი LED უყენია და ეს ორი ცალი LED საკმარისია მთელი ოთახის გასანათებლად, მოსახერხებელია ღამით სიარულისას. ხშირად სურათების გადაღებისასაც გვშველის.
ჯამში, ვისთვისაც 3G პრიორიტეტულია და შეუძლია მის ფასად სხვა ფუნქციები დათმოს, კი ბატონო, იყიდოს K610 (ჩემი კლასელი ყიდულობს ახლა და არც ვუშლი, ავუხსენი ყველაფერი + და - ები, მაგრამ 3G უნდა იმას და...), მაგრამ ჩემთვის 3G არაპრიორიტეტულია, ამიტომ K750 მირჩევნია ნებისმიერ შემთხვევაში.
გიგა
ორი სხვადასხვა დანიშნულების მოდელია.
K610 არის K310-ისა და K510-ის გაგრძელება, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველანირი ფუნქციები მინიმალურ ფასად, მაგრამ მინუსებიც ბევრი აქვს - როგორც წინა მოდელებმა დაამტკიცეს, ასე იაფად შეტენილი შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში ხარვეზებით ან საერთოდ ვერ მუშაობენ, ნორმალური მოდელების ხარისხს ბეევრად ჩამოუვარდებიან, თვითონ ტელეფონს ჰა-ჰა 1 წელი და მერე სიცოცხლე არ უწერია და ა.შ.
მოკლედ, K610, როგორც ტესტერები ამბობენ, იდეალურია ოფისის არც ისე მაღალხელფასიანი თანამშრომლებისთვის - დღევანდელ მოდასაც ასე თუ ისე უწყობს ფეხს, დიდი ეკრანი აქვს(თუმცა გაფართოება რატომღაც იგივე 176x220 დარჩა) და ორაგანაიზერიც უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ დანარჩენი - ფოტოკამერა, დინამიკები, ეკვალაიზერი, მედია პლეერი - სხვა მოდელებზე ბეევრად სუსტი და უხარისხო აქვს
და თუ 3G-ს ეძებ რაც შეიძლება იაფად, აქ Samsung SGH-Z150-ს ვერაფერი შეედრება - სულ რაღაც 370 ლარამდე ღირს(რაც 3G-სთვის ზედმეტად იაფიცაა) და მაინცდამაინც არც ფუნქციების ნაკლებობას უჩივის(თუმცა სამსუნგისთვის ჩვეული "ქალურობა", მოუხერხებლობა და უხარისხობა აქაც იგივეა), ნორმალურ ტელეფონს+3G უკვე 600 ლარს ქვემოთ არ ჩამოდის, კარგ ტელეფონს+3G კი 700-750-ს ქვემოთ დანარჩენი, ასე ვთქვათ, "თავზე მაღლა ამხტომი" მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. არადა, ასეთებიც ბევრნი არიან.
ქართულ რეალობას რაც შეეხება, დღეს, თუ საშუალება არის, მესამე თაობის მობილურის ყიდვა უკვე ფულის გადაყრა აღარაა - ნელ-ნელა ფეხს იკიდებს შესაბამისი მომსახურება და მალე, ალბათ, ნორმალური ფასებიც გვეღირსება. უფასო 30 წუთი კი რეკლამაში დახარჯულ ფულს უფრო ჰგავს - დიდად არაფერს ყოფნის და მომხმარებლის "ჩასათრევად" კი გამოდგება.
მე მქონდა K610 და გადავცვალე K750 ში, გასაგები მიზეზების გამო დომენმა ძაან გაასაზიზღეა K610, მართალია ნაკლი ბევრი აქვს მაგრამ, დადებითი მხარეებიც აქვს, ბოლო ბოლო მსუბუქია, სასიამოცნო დიზაინი აქვს, ეკრანი ბევრად კარგი აქვს, ჯოისტიკის მაგივრად D-პედი აქვს (ჯოისტიკი მალე ფუჭდება ) და რაც მთავარია, პროცესორი ბევრად მოშნი აქვს ვიდრე K750 -ს აი ზუსტად ეგ სიზანტე არ მომწონდა K750 ში
ჰოდაააა მე ახლა K800i მაქვენ... მოკლედ, მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილი ვართ
K610i მარა ახლა W850 ყიდვას ვაპრებ
Davidus
K610 გადაცვალე პირველი გამოშვების K750-ში (CID 36) ხომ (ანუ ისეთში, როგორიც ja_ja-ს აქვს). ეხლა მე მაქვს ახალი გამოშვების K750, "გაუმჯობესებული" კამერით. ნუ კამერა ზემოთაც დავწერე, ძველი K750-ების ჯობდა, მაგრამ აი ეკრანი ახლებს უკეთესი აქვთ აშკარად
+ რადგან K610 გქონდა, სურათების გადაღებისასაც K750-ზე სწრაფი იყო?
K800 მაქვს.
VooDoo
K850
ჩემ ძმას აქვს K310
gi0_kiborg
მე W700 მაქვს K750 ენათესავება. უკეთესი ხმა აქვს კაი ყურსასმენები მოყვა K750 დიდი მეხსიერების ბარათი 256 იანი, მარა K750 ზე ცუდი კამერა აქვს სამწუხაროდ და პანელი დზაან ადვილად გაიხეხა კუხეებში
CHABA
კი, W700-ს აქვს Fixed Focus ლინზები (K750-ს აქვს Auto Focus ლინზა), რომელიც K750-ის ავტო ფოკუსიან ლინზებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ხარისხისაა.
ისე, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, 2 მპ-ებსი K750/W800/W810-ზე უკეთესი ფოტოკამერა არცერთ მობილურს არ აქვს.
K750/W800/W810-ს ერთნაირი კამერის მოდულები აქვთ, თითქმის იდენტურებია, ოდნავი განსხვავებები იყო ბილდებს ორის.
K750 4ევერ
SE W880 მაქვს. მშვენიერი აპარატია, სხვათაშორის, ძალიან კარგი ღამის რეჟიმის გადაღება აქვს, ოღონდ, უძრავ საგნებზე.
ერთად ერთი მინუსი ჩემთვის ისაა, რომ არა აქვს განათება...
აუდიო ჟღერადობა აქვს უმოშნესი. 128 kb/s mp3-ებს უკრვს უკეთესი ხარისხით, ვიდრე ჩვეულებრივი აუდიო სისტემა mp3 მხარდაჭერით. (ძალიან კარგია აუდიო გამოსასვლელის მიერთება რომ შეიძლება აკუსტიკურ სისტემაზე.)
P990
K800
SE რას ნიშნავს?
Power_VANO
K750
ჭ960 უფ მაგრა მიყვარს
SE არის Sony Ericsson კომპანიაა რომელიც მობილურებს უშვებს
მე მაქვს T100 და Z600 ორივე იმ დროიდან შემორჩენილები ე.წ. მაგარი ტელეფონი რომ ერქვა... მინდა გითხრათ რომ Z600-ის ბატარეა ისე მუშაობს როგორც ახალი მუშაობდა... ორივე იდეალურად მუშაობ დღესაც... სხვათაშორის Z600 მხოლოდ დამუხტვისათვის ითიშებოდა და მერე ისევ აგძელებდა მუშაობას საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგარი ვირია... თამაშები გატენილი მქონდა ადრე... ოპერაც კი მქონდა კარგა ხანს ჩაწერილი ერთადერთი პრობლემა დამტენის შესაერთებლის ცვეთა იყო 3-ოდე წლის წინ, შეიცვალა... სხვა პრობლემა არ ჰქონია ხოლო T100 4 წლის წიმ მიკროფონი შეიცვალა მაგარი ვირი ტელეფონებია, სხვებს რომ უფუჭდება მიკვირს
მოვლა უნდა ყველაფერს პატრონს გააჩნია
K800 მაქვს 2 წელია უკვე. ექსტერიერი ახალივით აქვს ისევ, არც კონექტორი აქვს დაჭუჭყიანებულ დასვრილი, ჯოისტიკიც კარგად მუშაობს და არც ნაკაწრები აქვს
P990i მაქვს, 2 წელზე მეტია უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს რომ მოცვდება, ისევ იგივეს ყიდვას ვაპირებ ტან დავაUpDateე და ერთი სიტყვით თუ ტელეფონის გამოცვლა გინდათ, არ ინანებთ.
SE W910 მაქვს კმაყოფილი ვარ
ერთი ის არის რო ბატარია ვერ ძლებს დღე-ნახევარზე მეტხანს
bently
ეს გაქვს? თუ რაიმე ახალი მოდელია...
bently
და ფასს ვერ მეტყვი ზუსტად?
ჰოო, საკმაო ინფო დაგროვდა, განვაახლებ რამდნეიმე დღეში ამ თემის პირველ პოსტს
w910i