თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ 2012

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 6 2009, 06:12 PM

გსმენიათ ეს თარიღი?
ასტრონომიულად (თუ ფილმებში სწორ ინფორმაციას გადმოცემენ) ადღეს (ზამთრის ბუნიობა) მზე "დაეფარება" ჩვენი გალაქტიკის ცენტრს, რომელიც სავარაუდოდ "შავ ხვრელს" წარმოადგენს, ასევე მოსალოდნელია მზის ატივობის მკვეთრი მატება
ასტროლოგიურად, რომლის მართალი გითხრათ არ მჯერავს, ყველაფერი ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს დედამიწაზე, ასევე ამ დღეს ხდება ახალ ასტროლოგიურ ერაში: მერწყულის ერაში გადასვლა, ეს თარიღი მაიას ტომის ხალხს და ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ ქვეყნიერების დასასრულად,
ქრისტიანულ რელიგიაში სავარაუდოდ ასოცირდება "მეორედ მოსვლასთან"
ამ ყველაფრის წინაპირობას ხედავენ ხალხი, ვისაც ჯერა ამ თარიღის საბედისწერო მნიშვნელობის, მათი აზრით "აპოკალიპსის მხედრები" უკვე დედამიწაზე არიან:
განუკურნებელი დაავადებები, ბუნებრივი კატაკლიზმები, გარემოს და სასმელი წყლის დაბინძურება, ომი, შიმშილი....
თუმცა ჩემი აზრით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ომის, შიმშილის, გარემოს დაბინძურების მატება პირდაპირპროპორციულია ჰომო საპიენსის პოპულაციის რიცხვის,
"გლობალური დათბობა" და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები, თუნდაც გარემოს დაბინძურება ჩემი სუბიექტური აზრით სამეცნიერო სპეკულაციაა ზირითადად (რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე მარტო ადამიანი არაა)
რეალურად, დედამიწის ელიფსური ორბიტა, დროთა განმავლობაში პრეცესირებს და უახლოვდება, ან შორდება მზეს, ახლა "მიახლოების" პიკზე ვართ, რითაც გამოწვეულია "გლობალური დათბობა"

თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით როგორია??
რა ინფორმაცია გაქვთ (სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, ასტროლოგიური და ა.შ?)
P.S: თუ იქნებ ღირს ავიტანოთ მიშა????

პოსტის ავტორი: Classical Aug 6 2009, 06:41 PM

ციტატა
გსმენიათ ეს თარიღი?


რათქმაუნდა კი, მაგრამ ეგეთი რაღაცეების რატომღაც არ მჯერა მაინცდამაინც ნუ მთლიანად და ბოლომდე არაფერს არ გამოვრიცხავ ყველაფერი შეილაბა რომ მოხდეს მარა მე არ მჯერა მაინც რავიცი :-)

ციტატა
რა ინფორმაცია გაქვთ (სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, ასტროლოგიური და ა.შ?


ვიცი რო მაიას ტომის წინასწარმეტყველებით 2012 წლის დეკემბერში მოვკტებითო და რავიცი აბა. smile.gif ანუ ეგრეთწოდებული Doomsday იქნება შუმერების წინასწარმეტყველებაც არის მაგაზე სხვათაშორის და ძაან საინტერესოა. smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 6 2009, 07:01 PM

დოკ. ფილმი-გამოკვლევა: http://none.ge/index.php?newsid=5190

არ მიყურებია, მაგრამ დავაბუქმარქე smile.gif დიახ, მსმენია 2012-ზე. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა ნუმეროლოგიის, ასტროლოგიის და ყველა "პრაქტიკას", რომელიც სცდება ბიბლიიის ნორმებს! ხომ, ისიც სადავო საკითხია რა სცდება და რა არა smile.gif

მე უფრო კოშმარული და დამაჯერებელი ფაქტები მაქვს დედამიწის მომავალთან დაკავშირებით, რომლებმაც ამ ცხოვრებაში ბევრ რამეზე დამაკარგინეს აზრი. შინაარსი: გლობალური დათბობა, ყინულის დნობა, მიწის გამოშრობა ... მოკლედ, "რაც მოგივა დავითაო .." smile.gif აუცილებლად დავდებ!

პოსტის ავტორი: NetDevil Aug 6 2009, 07:25 PM

მაიას ტომებმა და ძველმა ეგვიტელებმა რა ჯანდაბა იციან ერთი რა

მე ესეთი საკრალური ციფრებისა, "კტჭ" და ეგეთი რაღაცების არ მჯერა, მაგრამ ის რომ მზეც ბერდება ჩვენსავით, გლობალური დათბობა მიდის, ეს რეალურია და ოდესღაც შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის დასასრულიც იყოს. მზე ბერდება და იმატებს ზომაში, უფრო აცხუნებს თანდათანობით და ბოლოს მთლიან დედამიწას საჰარას უდაბნოს დაამსგავსებს smile.gif
დისქავერიზე უყურე რაღაც ხელოვნურ საფარველს ამოწმებდნენ ყინულზე რომ მზის სითბო ნაკლებად გაატაროს და ანტარქტიდის დნობაც შეაჩეროს, მაგრამ საიმედო ჯერ ვერაფერი მოიფიქრეს tongue.gif

ეხლა ვიწერ უყურებ აბა ერთი ამ დოკ. ფილმს smile.gif

P.S. ბევრი ეგეთი თარიღი გამიგია, რომელიც უკან ჩამოვიტოვეთ... tongue.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 6 2009, 07:41 PM

მაგ ფილმს ვუყურე დღეს, Deadend-საც, ზეიტგეისტშიცაა რაღაც ნახსენები,
მხატვრული ფილმებიცააა... 2012 სათაურით ხომ გამოდის..
ჩემი აზრით კიდევ ერთი პროპაგანდაა ფულის საშოვნელად და ხალხის დროებით მაინც შესაშინებლად

პოსტის ავტორი: Bekward Aug 6 2009, 09:43 PM

ოდესღაც მოვკვდებით tongue.gif როდის მაგაზე ფიქრი არ მიმაჩნია მიწანშეწონილად wink.gif
მე მაგაზე მეტად ვანგასი მჯერა, რომელმაც 2010-ში მესამე მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა და ისეთი პირი უჩანს არაა გამორიცხული, ისე ზეიტგეისტი 2-ს უყურეთ, ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს ხალხი, დედამიწის გადასარჩენად და მაგათ მივყვეთ აჯობებს, ძნელი იქნება ფულს ჩაჭიდებული ხალხის გადაბირება, მაგრამ გადარჩენა რეალურად მხოლოდ მაგ გზით შეიძლება, როგორც ეხლანდელი მეცნიერების ნაბჟორიალების არ მჯერა რომ თითქოს იციან მილიონი წლის წინ რა იყო, ისე ვერ დავიჯერებ მაიას ტომების ნაბრუტუნებს (რომელიც პირდაპირ არავის გადმოუცია) რომ თითქოს 2012 წელს დადგება კაცობრიობის აღსასრული.

პოსტის ავტორი: Chacha Aug 7 2009, 08:25 AM

gi0_kiborg
მე მაინდამაინც არ მჯერა ეგეთების, მაშინ ჩვენ 5-ჯერ მეტეორი უნდა მოგვხვედროდა, 10-ჯერმიწისძვრა უნდა ყოფილიყო და დედამიწა დამლღვარი უნდა დარჩენილიყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 7 2009, 11:04 AM

ვხედავ, 2012 წლის ფანტაზიები, უტოპიური Zeitgeist-ური სცენარები და აბსტრაქტული პროექტი "ვენერა" უფრო გაინტერესებთ, ვიდრე თუგინდ განათლების მდგომარეობა საკუთარსავე სამშობლოში!

ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 7 2009, 12:45 PM

gearge
გლობალურად ვაზროვნებთ ჩვენ tongue.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 7 2009, 02:10 PM

gi0_kiborg

ციტატა
გლობალურად ვაზროვნებთ ჩვენ

იმისთვის რომ გლობალური მასშტაბს მოვლენებში მივიღოთ მონაწილეობა, ელემენტარულად პატივს უნდა გვცემდნენ, როგორც ერს! დღევანდელ სამყაროში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, ქართველები ცნობილი ვართ როგორც მხდალი ხალხი, ჰალსტუხის მჭამელი, მშიშარა პრეზიდენტით!

არ გჯერათ? დაგუგლეთ! ვინ არის დამნაშავე?!

პოსტის ავტორი: Bekward Aug 7 2009, 08:08 PM

gearge
ერთი თხოვნა მექნება, ყველა თემაში მაგაზე ნუ ვისაუბრებთ wink.gif
ისედაც ვიცით რა ხდება, თუ ამაზე საუბარი მოუნდება შესაბამის თემაში შემოვა.
რაც შეეხება რა უფრო გვაინტერესებს, დედამიწა თუ არ იქნება არ იქნება არც საქართველო, არც რუსეთი არც ომი და არ ჰალსტუხი smile.gif

მ.მ. ბოდიში და სულ ერთ ადგილზე მკიდია მსოფლიოს მხდალი ვგონივართ თუ მამაცები, მსოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდიდან რეალურად საქართველოს შესახებ იცის მაქსიმუმ 2-5%-მა, ასე რომ დიდად არ მადარდებს wink.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 8 2009, 06:46 AM

ციტატა(Bekward @ Aug 7 2009, 11:08 PM) *
gearge
ერთი თხოვნა მექნება, ყველა თემაში მაგაზე ნუ ვისაუბრებთ wink.gif
ისედაც ვიცით რა ხდება, თუ ამაზე საუბარი მოუნდება შესაბამის თემაში შემოვა.
რაც შეეხება რა უფრო გვაინტერესებს, დედამიწა თუ არ იქნება არ იქნება არც საქართველო, არც რუსეთი არც ომი და არ ჰალსტუხი smile.gif

მ.მ. ბოდიში და სულ ერთ ადგილზე მკიდია მსოფლიოს მხდალი ვგონივართ თუ მამაცები, მსოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდიდან რეალურად საქართველოს შესახებ იცის მაქსიმუმ 2-5%-მა, ასე რომ დიდად არ მადარდებს wink.gif

გეთანხმები ყველაფერში
gearge
პოლიტიკაზე აქ არა...

პოსტის ავტორი: gearge Aug 8 2009, 10:36 AM

ციტატა(gi0_kiborg @ 8th August 2009 - 10:46 AM) *
gearge
პოლიტიკაზე აქ არა...

ციტატა
იმისთვის რომ გლობალური მასშტაბს მოვლენებში მივიღოთ მონაწილეობა, ელემენტარულად პატივს უნდა გვცემდნენ, როგორც ერს! დღევანდელ სამყაროში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, ქართველები ცნობილი ვართ როგორც მხდალი ხალხი, ჰალსტუხის მჭამელი, მშიშარა პრეზიდენტით!

იპოვეთ ამ ციტატაში ერთი პოლიტიკური განცხადება ან სიტყვა მაინც და დაგეთანხმებით!

მეტიც, კარგად ჯდება გამოთქმული აზრების თანმიმდევრობაში smile.gif

და თუ განათლების მდგომარეობაც პოლიტიკაა ... გაიხსენეთ შარშანდელი დისკუსიები კომპინფოზე!

Bekward
ეფემერული მისწრაფბები, იდეალები ... ქართული ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის კლასიკა ”ნატვრის ხე”.

ასევე არ იქნება უადგილო ცნობილი იგავარაკი შეგახსენოთ ყველას, წყალში გადავარდნილი ადამიანის შესახებ. ყველა ერს აქვს მსგავსი, მათ შორის ჩვენც სულხან-საბას გადმოცემული, მაგრამ კრილოვის ვერსია უფრო შესაფერისი იქნებოდა.

რაც შეეხება დედამიწის აღსასრულს, ეს პროცესი გადაუვალია და რამდენიმე ათეულ წელიწადში უკვე პირველ, აშკარა შედეგებს ვიხილავთ. ან მეტი რის ნახვა გვჭირდება, ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული თითქმის აღარ არის და გრინლანდიის მუდამ თეთრ მიდამოებზე ბიბინა ბალახი გამოჩნდა. მაშინ როცა ევროპის ერთი ნაწილი უნახავ სიცხეში იხრუკება, მეორე კი წყალდიდობებს მიაქვს. ადამიანის მიერ ბუნების მიმართ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური რევოლუციებით მიყენებული ზიანი, უკვე არაშექცევადია! "შევბოლეთ ჩვენი ატმოსფერო", როგორც ერთ კარგ ფილმში იყო ნათქვამი. და ეს ყველაფერი ერთი, მე-20 საუკუნის განმავლობაში მოვახერხეთ. ადამიანებს "კომფორტული" ცხოვრებისთვის დედამიწაზე არა უმეტეს 30 წელი დარჩათ, ქართველებს კიდევ ნალები, კავკასიის რეგიონის ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. ამის შემდეგ ნელ-ნელა გახურდება ბრძოლა ბუნებრივი რესურსებისთვის (წყლისთვის, ნოყიერი მიწისთვის ..) ...

ციტატა "პოლიტიკური" თემის ერთერთი ჩემი პოსტიდან (რომელიც ტრადიციულად "დაიკიდეთ"):
ციტატა(gearge @ 28th July 2009 - 09:40 PM) *
მსოფლიო მტკნარი წყლის დეფიციტს განიცდის. კოფი ანანის განცხადებით, წყალი [სასმელი] სულ მალე ნავთობს ჩაანაცვლებს და პოლიტიკის განმსაზღვრელი და ომების მიზეზიც შეიძლება გახდეს. რაჭა, უნიკალური მინერალური და ზოგადად მტკნარი წყლებით უმდიდრესი მხარეა. მისი ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ხელყოფა პერსპექტივაში, ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაა!


ამიტომ გვჭირდება გონიერი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ძვირფას რესურსებს როგორც კოზირებს გამოიყენებს ჩვენს (როგორც ერის) გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულები ვართ! რაც მოგვცა ღმერთმა, ეს არის პირველ რიგში დალოცვილი წყლისა და ნოყიერი მიწის რესურსი. http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4838&view=findpost&p=43190, გენოციდული პროექტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ფაშისტური მმართველი ბანდის ინტერესებს ემსახურება და მათივე სიტყვებით, ქვეყანას მოგებას მხოლოდ 11 წელიწადში მოუტანს! ეს მატყარა ხელისუფლების აბსტრაქტული ციფრი, 11 წელი, რომელიც შესაძლოა არც კი გვქონდეს!

ფრჩხილისოდენა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ვერ მოგიცილებიათ და გლობალური მასშტაბის "პროექტ ვენერაზე" ფიქრობთ?! მხოლოდ თავს ატყუებთ! თანასწორუფლებიანობას ამოფარებულმა კომუნიზმის 75-მა სისხლიანმა წელმა მაინც ვერ გვასწავლა რომ ეს შეუძლებელია, ფარსია? რომ ადამიანები ვერცერთ წყობაში ვერ იქნებიან თანაბრები, უარყოფითი თვისებებისგან თავისუფლები? ვერ ხედავთ რომ ჰოლივუდის ფილმებიდან აღებული, ეფიმერული "პროექტი ვენერა", მარქს-ენგელსის შიზოფრენიული იდეოლოგიის ლოგიკური გაგრძელებაა? სიზმარი, მხოლოდ სიზმარი ... კიდევ ერთხელ, "ნატვრის ხე"! ჯერ საკუთარ ქვეყანას მოუარეთ, დაახრჩო ნაცებმა . მხოლოდ შემდეგ გექნებათ უფლება მსოფლიო "თანამეგობრობის" დონის საკითხებში ჩაერიოთ!
ციტატა
მ.მ. ბოდიში და სულ ერთ ადგილზე მკიდია მსოფლიოს მხდალი ვგონივართ თუ მამაცები

ეს უბრალოდ ტრაგიკულია!

პოსტის ავტორი: Bekward Aug 9 2009, 07:06 AM

gearge

ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
იპოვეთ ამ ციტატაში ერთი პოლიტიკური განცხადება ან სიტყვა მაინც და დაგეთანხმებით!

ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ჰალსტუხის მჭამელი, მშიშარა პრეზიდენტით

ეს არაა პოლიტიკა და თემის შეუსაბამო ნაწილი პოსტის? რატომღაც ყველა თემაში სადაც საშუალებაა ხელისუფლებას ლანძღავ, მე უბრალოდ ის ვთქვი რომ ვისაუბროთ თემაზე, პოლიტიკისთვის შესაბამისი თემაა wink.gif
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ადამიანებს "კომფორტული" ცხოვრებისთვის დედამიწაზე არა უმეტეს 30 წელი დარჩათ, ქართველებს კიდევ ნალები, კავკასიის რეგიონის ნიშან-თვისებების გათვალისწინებით.

ეს აბსურდული მტკიცებაა, არავინ იცის რეალურად, შეიძლება 30 წელი იყოს, შეიძლება 30 საუკუნე wink.gif
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ამიტომ გვჭირდება გონიერი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ძვირფას რესურსებს როგორც კოზირებს გამოიყენებს ჩვენს (როგორც ერის) გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულები ვართ!

კიდვ პოლიტიკა.
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ფაშისტური მმართველი ბანდის ინტერესებს ემსახურება და მათივე სიტყვებით, ქვეყანას მოგებას მხოლოდ 11 წელიწადში მოუტანს! ეს მატყარა ხელისუფლების აბსტრაქტული ციფრი, 11 წელი, რომელიც შესაძლოა არც კი გვქონდეს!

კიდევ პოლიტიკა.
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ფრჩხილისოდენა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ვერ მოგიცილებიათ და გლობალური მასშტაბის "პროექტ ვენერაზე" ფიქრობთ?! მხოლოდ თავს ატყუებთ!

კიდევ პოლიტიკა.
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ჯერ საკუთარ ქვეყანას მოუარეთ, დაახრჩო ნაცებმა . მხოლოდ შემდეგ გექნებათ უფლება მსოფლიო "თანამეგობრობის" დონის საკითხებში ჩაერიოთ!

კიდევ პოლიტიკა.
ციტატა(gearge @ 8th August 2009 - 02:36 PM) *
ეს უბრალოდ ტრაგიკულია!

რატომ მკიდია დავწერე, ასე ციტირება უბრალოდ აზრის არასწორედ გაგებაა და მეტი არაფერი wink.gif

პოსტის ავტორი: Classical Aug 9 2009, 08:18 AM

ცაში დაფრინავთ სუყველა მაგ თქვენი იდეებით გაახილეთ ფართოდ თვალი და დაინახეთ რეალობა მწარეა მაგრამ რას ვიზავთ. დაეშვით რა მიწაზე რა იდეალებზე და ეფემერულ მისწრაფებებზე არის საუბარი მიხედ-მოიხედეთ ცოტა რა. smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Aug 9 2009, 10:50 AM

Classical

ციტატა(classical @ 9th August 2009 - 12:18 PM) *
ცაში დაფრინავთ სუყველა მაგ თქვენი იდეებით გაახილეთ ფართოდ თვალი და დაინახეთ რეალობა მწარეა მაგრამ რას ვიზავთ. დაეშვით რა მიწაზე რა იდეალებზე და ეფემერულ მისწრაფებებზე არის საუბარი მიხედ-მოიხედეთ ცოტა რა.

კონფუცი მოვიდა გაჩუმდით huh.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 9 2009, 01:54 PM

Bekward

ციტატა
ციტატა
ჰალსტუხის მჭამელი, მშიშარა პრეზიდენტით

ეს არაა პოლიტიკა და თემის შეუსაბამო ნაწილი პოსტის? რატომღაც ყველა თემაში სადაც საშუალებაა ხელისუფლებას ლანძღავ, მე უბრალოდ ის ვთქვი რომ ვისაუბროთ თემაზე, პოლიტიკისთვის შესაბამისი თემაა

ციტირებული არ არის პოლიტიკა, ეგ ფაქტია! ფაქტი რომელიც მზარეულის ან ნავთობ კომპანიის გენ. დირექტორის მაგივრად, პრეზიდენტის პოლიტიკურ ფიგურას დაემთხვა! პრეზიდენტს და მის გარემოცვას, რომელთა გამო პატივსაცემ ერადაც კი აღარ მივაჩნივართ მსოფლიოში, ყველა დონეზე (დაწყებული ტელევიზორის მაყურებელი "ობევატელით", დამთავრებული უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებით)!

შენი ლოგიკით, თუ განხილული პრობლემის მიზეზი პოლიტიკური "ელიტისგან" მოდის ან მათ მინაწილეობას გულისხმობს, არ უნდა ვახსენო, გავჩუმდე? დიახ, აქ განხილული პრობლემების მიზეზი და ამავდროულად, ნაწილობრივი გადაწყვეტის გზა როგორც ლოკალური, ასევე მსოფლიო დონის პოლიტიკოსებშია, მათ ქმედებებთან პირდაპირ კავშირშია! არ ვთქვა ამაზე?

P.S. ჩემი ბოლო პოსტიდან ციტატების "პოლიტიკურად" მონათვლას, უმჯობესი იქნებოდა კონკრეტულად გამოხმაურებოდი! არ მიგაჩნია რომ "ვჭირდება გონიერი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ძვირფას რესურსებს როგორც კოზირებს გამოიყენებს ჩვენს (როგორც ერის) გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულები ვართ"? ან, რომ "ფაშისტური მმართველი ბანდის ინტერესებს ემსახურება და მათივე სიტყვებით, ქვეყანას მოგებას მხოლოდ 11 წელიწადში მოუტანს" რაჭის კაშხლების კასკადი და "ეს მატყარა ხელისუფლების აბსტრაქტული ციფრი, 11 წელი" შესაძლოა არც კი გვქონდეს? ნუთუ ფაქტი არ არის რომ, "ფრჩხილისოდენა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ვერ მოგიცილებიათ" და ამ პირობებში გლობალური მასშტაბის "პროექტ ვენერაზე" ფიქრი მხოლოდ თავის მოტყუებაა? თუგინდ, რას მიპასუხებ მოწოდებაზე: "ჯერ საკუთარ ქვეყანას მოუარეთ, დაახრჩო ნაცებმა . მხოლოდ შემდეგ გექნებათ უფლება მსოფლიო "თანამეგობრობის" დონის საკითხებში ჩაერიოთ"?

პოსტის ავტორი: Classical Aug 9 2009, 02:25 PM

ციტატა
"ფრჩხილისოდენა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება ვერ მოგიცილებიათ"


თქვენ არ აირჩიეთ ადამანებო ? huh.gif

რევოლუციას გეგმავენ გენიოსები და ანხორციელებენ გიჟები. ისევ რევოლუცია და მიტინგობანა გინდათ ? დადექით მაშინ გაჩეჩილაზესთან და თავის გამოს**ბულ ძმასთან ერთად. smile.gif ვითომქრისტიანები ბლიად როგორ ვერ ვიტან

გასაგებია შენი აზრი ჩემო მეგობარო, მაგრამ სად ხედავ ხსნას ან იმდეს თუ შეილება დაკონკრეტდი :-)

http://www.youtube.com/watch?v=_esT_gWyGWI

აი ეს ნახეთ უბრალოდ რა. რა უნდა უწოდო ეხლა ამას ? მარაზმი ბლიად. ვაიმე როგორ მეშლება ნერვები რა . . .

აი ეს ქალბატონი მაპატიეთ და იდეებით დასირებ**ია თან ისე რომ მაგას უკვე არაფერი ეშველება. ეგრე იცის ცაში ფრენამ


პოსტის ავტორი: gearge Aug 9 2009, 02:54 PM

Classical

ციტატა
თქვენ არ აირჩიეთ ადამანებო ?

News flash:
არა, მიშა არ აგვირჩევია!

მაგრამ, აქედან დაწყებული მართლაც გადავუხვიეთ თემას, რადგან დედამიწის აღსასრულთან, გლობალურ დათბობასა და სხვა მსგავს საკითხებთან პირდაპირ კავშირში აღარ არის smile.gif

დიდი სიამოვნების განვაგრძობ შენთან ამ საკითხზე საუბარს, http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4838&view=findpost&p=43960

P.S. ნახეთ სამხრეთ ტაივანში რა ხდება, ამ წუთებში!

პოსტის ავტორი: Bekward Aug 9 2009, 03:17 PM

gearge
უბრალოდ თემის სათაურის შესაბამისად ვისაუბროთ ამ თემაში, მსგავს საკითხებზე კი შესაბამის თემაში. smile.gif

Giena

ციტატა(Giena @ 9th August 2009 - 02:50 PM) *
კონფუცი მოვიდა გაჩუმდით

biggrin.gifgearge
ციტატა(gearge @ 9th August 2009 - 06:54 PM) *
არა, მიშა არ აგვირჩევია!

მეორე არჩევნებზე არ ვიცი, მაგრამ პირველზე ძალინ დიდმა ნაწილმა მიშას მისცა ხმა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ მასში ჩანდა მაშინ ხსნა smile.gif
მეორე არჩევნებში მე პირადად მაისაშვილს მივეცი ხმა smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 9 2009, 06:16 PM

Bekward

ციტატა
მეორე არჩევნებზე არ ვიცი, მაგრამ პირველზე ძალინ დიდმა ნაწილმა მიშას მისცა ხმა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ მასში ჩანდა მაშინ ხსნა

ზუსტად მეორე არჩევნებზე ვამბობდი! ცუდია რომ მეტი არ იცი 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი მოვლენების შესახებ. აუცილებლად განვიხილავ მოგვიანებით!
ციტატა
მეორე არჩევნებში მე პირადად მაისაშვილს მივეცი ხმა

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ smile.gif დიდი მადლობა! მადლობა რომ შეეცადე მაინც არ გეჩუქებინა მიშასთვის ხმა, არჩევნებზე არ მისვლით. ცუდია რომ არ შეგარჩინეს ხმა, ორივე არჩევნებში გამორჩეულად მძიმედ ზუსტად მომავლის პარტიისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლები და ამომრჩევლები დაზარალდნენ!

... განვაგრძობ მხოლოდ შესაბამის თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 11 2009, 09:34 AM

კიდევ ერთი ფილმი 2012 წლის თემაზე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით:

http://files.ge/file/419815/Nostradamus-202012--By-Sparrow-To-Hey-Ge--avi.html

უკვე პარანოიდალურია smile.gif

თემით დაინტერესებულებს გირჩევდით უყუროთ მხატვრული ფილმის http://www.imdb.com/title/tt0448011/, ნიკოლას კეიჯის (კოპალას) მონაწილეობით ... შთამბეჭდავია, თან http://en.wikipedia.org/wiki/MIT-ს ხედებსაც ნახავთ. ეუფ და ეჰ sad.gif ...

http://none.ge/index.php?newsid=4055 და http://none.ge/index.php?newsid=3923

პოსტის ავტორი: Chacha Aug 11 2009, 02:41 PM

gearge
შენ გამიბრაზდები biggrin.gif მაგრამ ნოსტრადამუსზე წესიარად არაფერი ვიცოდი, ყური მქონდა მოკრული და რაც კი რამე ინფორმაცია არის, ყველაფერი ვნახე ნეტში. ერთი რამ ვერ გავიგე, რა შუაშია ნოსტრადამუსი 2012 წლის მსოფლიო აღსასრულთან? მისი ბევრი წინასწარმეტყველების ცნობები წავიკითხე სხვადასხვა საიტებზე, მაგრამ 2012 წელს მარტო არეულობა იტალიაში ეწერა, სხვა არაფერი..... ფილმსაც ვიწერ ეხლა და ვნახავ smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Aug 11 2009, 05:39 PM

Chacha
არ ვიცი, არ მიყურებია მაგ ფილმისთვის! სათაურიდან გამომდინარე დავდე მხოლოდ smile.gif

პოსტის ავტორი: Chacha Aug 11 2009, 06:09 PM

gearge
შენ გჯერა? მე პირადად არ მჯერა მეცნიერების თეორიების, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი იქნება მემგონი

პოსტის ავტორი: NetDevil Aug 11 2009, 06:38 PM

მე უყურე ნაწილს და მაგარ ცუდ რაღაცეებს იძახიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: Chacha Aug 11 2009, 07:22 PM

ეხლა ვუყურე პირველ ფილმს, ნოსტრადამუსის ტეოპრიას რომ მიყვება და ბოლოს დასკვნა ასეთი გამოვიდა: ბევრი მსჯელობის მერე(დეტალებს არ აქვს აზრი) მეცნიერების აზრით(და არა ცემით მერე დავა რომ არ დამიწყოთ : ) 2012 წელს ექნება 2 სავარაუდო დასასრული: პირველი არის, რომ ეს შავი ხვრელი ყველფერს შთანთქავს და სიცოცხლე განადგურდება, რაც ნოსტრადამუსის ნახატების მიხედვით გაიგეს, ყოველ შემთხვევაში ამ დასკვნაზე მივიდნენ. ანუ იყო დრიოს გამომხატველი სიმბოლოები წრეებით და წიგნები, რომლებიც ასახავდნენ სავარაუდოდ ცივილიზაციის ისორიას, ხოლო ბოლო ნახატად მივიღეთ დროის პერიოდის მაგივრად ცარიელი რგოლი და სულ ცარიელი წიგნი, რაც იიმას ნიშნავს, რომ ცხოვრება სულ ახლიდან დაიწყება(ან საერთოდ აღარ). მეორე ვარიანტი არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ გადავალთ ახალ ერაში, დიდად რა იგულისმხბე არ ვიცი, მაგრამ იმედია მხოლოდ კარგი(სავარაუდოდ ახალი და უნახავიტექნოლოგიების განვითარება). ამ დასკვნამდე კი მივიდნენ იმით, რომ ნოსტრადამუსს ჩვენი ცივილიზაციის გაფრთხილება სურდა და იგი ფაქტობრივად არჩევნის წინაშე გვაყენებდა, უნდა აგვერჩია, ან შიმშილი და განადგურება, ან ახალი ცხოვრება ახალ ერაში, პრინციპში ცხოვრების გაგრძელება biggrin.gif მოკლედ ეგაა რა სხვა ფილმებსაც უნდა ვუყურო ნოსტრადამუსზე, ისე მე პირადად ,ეორე ვარიანტს უფრო ვემხრობი. ქრისტიანები ამ ტარიღს მეორედ მოსვლას უკავშIრებენ, მაგრამ მე ჯერ მგონია რომ ეგ ნაადრევია, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული იძახიან მეორედ მოსვლა კარს მოგვადგაო.

P.S. ვინმემ თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო წიგნები ნოსტრადამსზე ომწერეთ, ვერ ვნახე ინტერნეტში

http://www.lib.ge/body_text.php?6933 ეს ნახეთ ერთი და ვინმე აზრს თუ გამოიტანთ მითხარით რა....

პოსტის ავტორი: gearge Aug 12 2009, 11:03 AM

გუშინ ვუყურე ფილმის პირველ ნახევარს და მეორეზე დროის დაკარგვა აღარ გადავწყვიტე! ზოგადად ის ძალიან გავს კომუნისტების დროს მარქს-ენგელსის "თეორიებზე" (უფრო სწორედ, დღისეულ ბოდვებზე) მასიური რაოდენობით დაცულ დისერტაციებს smile.gif ანუ, მარტივად რომ ვთქვათ: "თითიდან გამოწოვილი" სიტყვების რახა-რუხი! ამ ფსევდო-დოკუმენტური გადაცემის ხანგრძლივობის (რასაც ვუყურე) 60% რიტორიკული, ყოველ 2-3 წუთში ერთხელ განმეორებადი კითხვების ციკლური ტრიალი იყო! ყოველი გამომსვლელის შემდეგ, გაუთავებლად ატრიალებენ უპასუხო კითხვევების კასკადს, რითიც მხოლოდ გადაცემის სივრცეს ავსებდნენ და მაყურებელს აღიზიანებენ. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ დეზინფორმატ2, სადაც გადაცემების ყოველ 10-15 წუთზე, 15-20 წუთი რეკლამა მოდის.

დაუსაუთებელი რიტორიკა, ნოსტრადამუსის "დაკარგული" წიგნი, მრავალაზროვანი ციტატები ...

Chacha, შემიძლია გირჩიო წიგნი, რომელში ამომწურავად არის აღწერილი ყველაფერი რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება ჩვენს ცხოვრებასა და დედამიწაზე. წაიკითხავ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებებზე, აპოკალიფსურ სცენარზე ... ჰოლივუდსაც კი შეშურდებოდა! რაც მთავარია, ამ წიგნის საშოვნელად შეიძლება სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდეს და მის სანდოობაში არა მგონია ეჭვი შეიტანო. ამ წიგნს 'ბიბლია' ჰქვია და შენ განსაკუთრებით მისი ბოლო წიგნი, 'გამოცხადება' დაგაინტერესებს!

პოსტის ავტორი: Chacha Aug 15 2009, 07:37 PM

gearge
ეხლა ვკითხულობ ზუსტად მაგას, ძველ აღთქმაზე ვარ ჯერ... smile.gif ბოლო წიგნი რო ამბობ ალბათ გულისხმობ თვითონ ბიბლიაში გაერთიანებულ წიგნებს ხო? მაგალითად წიგნი გამოსვლათა, წიგნი ლევიანთა, რიცხვთა წიგნი და ა.შ. ხო?

პოსტის ავტორი: gearge Aug 15 2009, 10:28 PM

"ახალი აღთქმის" ბოლო წიგნი - გამოცხადება

ხო smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 19 2009, 03:36 PM

gearge
Knowing ძალიან ფანტასტიკურია, თუმცა, მაგ თარიღზეა,
ნუ მე მაინტერესებდა ძირითადად მეცნიერული ინფორმაცია,
კიდევ ის, რომ დედამიწაზე კლიმატი იცვლება ეს არ ნიშნავს დედამიწის აღსასრულს,ყველაზე მეტი ეს შეიძლება იყოს კაცობრიობის აღსასრული დედამიწაზე, ან თანამედროვე ცივილიზაციის აღსასრული
ასე თუ ისე ზოგადად სამყაროსთვის და თუნდაც დედამიწისთვის ეს თუ მოხდა დიდი უბედურება არ იქნება....
სხვადასხვა ერების ურთიერთშეცვლლისას ყოველთვის ქონდა ადფგილი დიდ კატაკლიზმებს, რომელშიც ადამიანის ხელი არ ერია.... ასე, რომ ნუ დავიბრალებთ ყველაფერს...


ახალ ართქმას მეც ვკითხულობდი ერთი პერიოდი, მისი (ზოგადად ბიბლიის) უნიკალურობა (რელიგიური მნიშვნელობის გარდა) იმაშია, რომ, ესადაგება ყველა დროს და ეპოქას, ანუ შეიძლება მასში ვნახოთ მინიშნებები, რომლებსაც "მოვარგებთ" ამა თუ იმ მოვლენებს სხვადასხვა ეპოქაში

რაც შეეხება ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს (მე ნაკლებად მჯერა ზოგადად წინასწარმეტყველებების) ისიც ისეთივეა: ანუ მრავალ ეპოქას შეიძლება მივუსადაგოდ

პოსტის ავტორი: Giena Aug 19 2009, 05:22 PM

რა დახოცეთ ერთმანეთი, მოითმინეთ 3 წელიწად ნახევარი კიდე და გაიგებთ რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Chacha Aug 22 2009, 08:26 PM

Giena

ციტატა(Giena @ 19th August 2009 - 05:22 PM) *
რა დახოცეთ ერთმანეთი, მოითმინეთ 3 წელიწად ნახევარი კიდე და გაიგებთ რა


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif