თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ ფორუმზე გახსნილი თემის გამო

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 16 2009, 07:36 AM

მინდოდა, აქაც ყოფილიყო ეს თემა... საქმე ეხება forum.ge-ზე მომხდარ უსიამოვნებას.


აღნიშნული ფორუმის ერთ-ერთმა იუზერმა (არ დავასახელებ) პოლიტიკის განყოფილებაში გახსნა თემა. მგონი, სოფლის მეურნეობის სამინისტროზე იყო, იმაზე, თუ როგორ დაინიშნა ახალგაზრდა გოგო მინისტრად და როგორ აიძულა ყველა თანამდებობის თანამშრომელი (!), განცხადება დაეწერათ წასვლაზე.


იმის მერე რამდენიმე ხანში, იმავე იუზერმა გახსნა საპროტესტო თემა, სადაც წერდა, რომ რომელიღაც მოდერმა მისი IP გასცა და ამის გამო იუზერის 2 ახლობელი მძიმე დღეში ჩავარდნენ: ერთი დაითხოვეს, ხოლო მეორეს კარიერის გაგრძელება აღარ უწერიაო.



დიდი დავიდარაბის მერე, ერთმა მოდერმა http://forum.ge/?showtopic=33991169&view=findpost&p=14710163. პირადად ვიცნობ მაგ მოდერს და ძალიან კარგი კაცია smile.gif ახლობელს ენდო, ჩემი ძველი მეგობარიაო, იცრუა, და მწარედ მოტყუვდა... sad.gif მოდერის ახლობელი აგენტი აღმოჩნდა!


ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ მინდა აქაური მოდერებიც (მათ პატიოსნებაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება!!!) გაფრთხილდნენ. ნუ ენდობით ახლო მეგობრებსაც კი, გაითვალისწინეთ სხვათა შეცდომები. smile.gif





მ.მ. მინდა აქვე დავგმო ფორუმ.გეზე მომხდარი ფაქტი და პატარა მორალიც დავამატო:

უკარგკაცოდ რას გახდები,
თუნდ აგორო სულ დუშაში,
კარგ კაცს ძებნა ისე უნდა,
როგორც ქიშმიშს ფუნთუშაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Jul 16 2009, 10:36 AM

Sh@ko
საინტერესოა, "ჩემს ძველ მეგობარს" რაში უნდა აინტერესებდეს გეარგეს (ანალოგიების გარეშე, მაგალითი მომყავს უბრალოდ! tongue.gif) IP? :?

პოსტეთ მშვიდად, ჩვენ არ გავცემთ თქვენს ვინაობებს smile.gif

------------

ჰეჰ, http://forum.ge/?showtopic=33991455&f=&st=0&#entry14719035 :-)

თუმცა თვითონ მოვლენაზე ეს ბევრს არ ცვლის .. smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 16 2009, 10:53 AM

domen , Sh@ko
არა მგონია შესაბამს უწყებას მოდერების გარეშეც გაუჭირდეს დამპოსტავის IP-ს დადგენა(თუმცა გაერთიანებულ ტელეკომზე გაჭირდება, რადგან IP დინამიურია მანდ)
ისე, ოფში არ ჩამითვალოთ და ჩვენს ფორუმზე IP-სთან ერთად MAC-იც ფიქსირდება?(როუტერის, ან ქსელის არათის?)
თუმცა, რეგისტრაციის წესებში წერია, რომ მოდერს უფლება აქვს გადასცეს წევრის IP შესაბამის ორგანოებს
სამწუხარო ისაა, რომ 21-ე საუკუნეში ფორუმზე პოსტების გამო ხალხი სამსახურს კარგავს.... კომუნისტების ხელში ვართ ისევ?
(პრინციპში, თუკი სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობსდა ხელმძღვანელობის იდეოლოგიური, ან სხვა მიზეზით წინააღმდეგი ხარ, არც უნდა დაფარო თუნდაც წასვლა მოგიწიოს თუ თვითონ არ წადი)

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 16 2009, 10:55 AM

domen
რათქმაუნდა მშვიდად ვარ smile.gif ამის გამო გავხსენი:

ციტატა
თუმცა სამწუხარო ისაა, რომ 21-ე საუკუნეში ფორუმზე პოსტების გამო ხალხი სამსახურს კარგავს...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 16 2009, 11:01 AM

gi0_kiborg
არა, მაკი არ ფიქსირდება, მარტო IP-ებს იმახსოვრებს ფორუმი smile.gif + როგორ გინდა გაიგო ადმინისტრაციის გვერდის ავლით ვთქვათ შაკოს IP?

მინიმუმ ხომ უნდა იცოდე მისი რეალური სახელი და გვარი რომ მერე წახვიდე და CO-დან ამოიღო რაღაც ინფო, რაც შეიძლება დაგეხმაროს ვინაობის და ა.შ. გაგებაში.

პოსტის ავტორი: Bekward Jul 16 2009, 11:05 AM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 16th July 2009 - 02:53 PM) *
სამწუხარო ისაა, რომ 21-ე საუკუნეში ფორუმზე პოსტების გამო ხალხი სამსახურს კარგავს.... კომუნისტების ხელში ვართ ისევ?

რატომაც არა, გააჩნია რა დაწერა თავის სამსახურზე, იქნებ რამე ისეთი დაწერა რაც სამსახურის ფარგლებს არ უნდა გაცილებოდა, სამსახურიდან გაშვება კი არა ციხეშიც შეუძლია გაუშვას მაშინ.
ციტატა(gi0_kiborg @ 16th July 2009 - 02:53 PM) *
თუმცა გაერთიანებულ ტელეკომზე გაჭირდება, რადგან IP დინამიურია მანდ)

რამე ლოგის მაგვარი არაფერი ექნებათ? ვის ქონდა ესა თუ ის IP დროის გარკვეულ მონაკვეთში?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 16 2009, 11:08 AM

CO-ში არ ვარ biggrin.gif


იმ ფორუმზე ხალხი ამტკიცებდა, რომ რაღაც მისამართს გაუგზავნი PM-შიო და იმის IP-ს ნახავო...
რაც მოხდა - მოხდა... ფაქტია, რომ მოდერმა აღიარა IP-ს მიცემა ახლობელზე, რომელიც არაფერ შუაში არ იყოო... თუ ეს მართალია, მაშინ ფორუმგეს მოდერებს შუსუსუ მართავს ან უსმენს smile.gif


Bekward
მე გეტყვი ახლა როგორც იყო... ააა, თავიდან ვთქვა? მოვდიოდი ჩემთვის პოლიტ. განყში... გავაგრძელო? biggrin.gif ვხედავ, თემა გაიხსნა "სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა მინისტრმა თანამშრომლებს წასვლა აიძულა" (თუ რაღაც მსგავსი). ბრახ მეთქი, ჩავვარდი თემაში დაა მინისტრმა გოგომ, თურმე წასვლაზე განცხადება დაწერეთო, ეუბნებოდა... ეს გოგოო... მერე მილიცია-პოლიცია-მოდერები, დახურეს თემა და მეთქი ჯანდაბას თუ დახურესო, დიდი ამბავი (თემის დახურვა... biggrin.gif ხახვი ხო არაა მეორედ მოვიდესო!)

მერე გაიხსნა ის საპროტესტო თემა... ხალხი დაითხოვესო სამსახურიდან. მადლობას ვერავის გადავუხდი... ყველაფერი შუსუსუს ბრალია, რო აკონტროლებს მოდერებს ფარულად თუ ხილულად და იმ მოდერის ბრალიცაა! არ უნდა მიეცა IP ვიღაც მელორი ვაჩნაძისთვის. შეიძლება იმ მოდერის ახლობლის ბრალიცაა, არ ვიცი მე...
ესაა ჩემი კომენტარი! tongue.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 16 2009, 11:15 AM

Bekward
კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება არ მიგულისხმია, საკუთარი სუბიექტური აზრის გამოთქმა ვიგულისხმე სიტუაციის მიხედვით
(მითუმეტეს არა მგონია ოფიციალურად სოფლის მეურნეობის სამინისტროში დიდი კონფიდენციალური ინფორმაცია იყოს ოფიციალურად)

ლოგი თავისთავად ექნებათ, დროის სამეა ზუსტი ვინაობის დადგენა თუკი ლოგი ინახება...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 16 2009, 11:25 AM

IP თუ მექნა, პრობლემა არაა გავიგო რომელი პროვაიდერისაა. მერე ეხლა სამინისტროდან თუ ვარ და ა.შ. წავალ იმ პროვაიდერთან და მივიღებ ინფოს ვისზეა ის IP გაფორმებული. მერე უკვე როცა ვინაობა მეცოდინება, ვიმოქმედებ შესაბამისად smile.gif

ის სურათი კიდევ, რომ დააკვირდე, შენს საკუთარ IP-ს გაჩვენებს და არა იმისას, ვისაც უგზავნი. მაგ სურათზე ჩAნს იმის IP, ვინც სურათს უყურებს smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 16 2009, 11:38 AM

gi0_kiborg
რატომაც არ იქნებოდა კონფიდენციალური ინფორმაცია, სამინისტროა მაინც, იქნებოდა რაღაც ისეთი რისი თქმაც არ შეიძლებოდა ალბათ, აბა ეხლა ფორუმ.გე-ზე პოსტვისთვის არავინ გაუშვებდა სამსახურიდან smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jul 16 2009, 11:40 AM

Bekward

ციტატა(beka_sh @ 16th July 2009 - 03:05 PM) *
აბა ეხლა ფორუმ.გე-ზე პოსტვისთვის არავინ გაუშვებდა სამსახურიდან

საქართველოში? (ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...)

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 16 2009, 12:20 PM

Bekward, შენ ხომ აგიხსენი რავარცხა იყო?

ციტატა(Sh@ko @ Jul 16 2009, 03:08 PM) *
მე გეტყვი ახლა როგორც იყო... ააა, თავიდან ვთქვა? მოვდიოდი ჩემთვის პოლიტ. განყში... გავაგრძელო? biggrin.gif ვხედავ, თემა გაიხსნა "სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა მინისტრმა თანამშრომლებს წასვლა აიძულა" (თუ რაღაც მსგავსი). ბრახ მეთქი, ჩავვარდი თემაში დაა მინისტრმა გოგომ, თურმე წასვლაზე განცხადება დაწერეთო, ეუბნებოდა... ეს გოგოო... მერე მილიცია-პოლიცია-მოდერები, დახურეს თემა და მეთქი ჯანდაბას თუ დახურესო, დიდი ამბავი (თემის დახურვა... biggrin.gif ხახვი ხო არაა მეორედ მოვიდესო!)

მერე გაიხსნა ის საპროტესტო თემა... ხალხი დაითხოვესო სამსახურიდან. მადლობას ვერავის გადავუხდი... ყველაფერი შუსუსუს ბრალია, რო აკონტროლებს მოდერებს ფარულად თუ ხილულად და იმ მოდერის ბრალიცაა! არ უნდა მიეცა IP ვიღაც მელორი ვაჩნაძისთვის. შეიძლება იმ მოდერის ახლობლის ბრალიცაა, არ ვიცი მე...
ესაა ჩემი კომენტარი! tongue.gif

თუ კონფიდენციალურს ინფოს იმას უძახი, რომ ახალი მინისტრი პროფესიონალ-არაპროფესიონალს სამსახურიდან წასვლას აიძულებს, მაშინ ჰოო, მაშინ ჰო!

პოსტის ავტორი: Bekward Jul 16 2009, 06:52 PM

Sh@ko
ეგაც კონფიდენციალურია მაშ biggrin.gif აბა წარმოიდგინე შენი თავი იმ მინისტრის ადგილას biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jul 16 2009, 08:03 PM

შსს-ს IT განყოფილების საყურადღებოდ: თუ დაგაინტერესეთ, როგორც "ონლაინის" ADSL პაკეტის მომხმარებელს, სტატიკური IP მაქვს!

ბევრი რომ არ იწვალოთ, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია ამ ფორუმის ერთერთ განყოფილებაშიც წერია!

არ მეშინია!

ის კი ისედაც ვიცი, რომ "მიხაილ ნიკალაიევიჩის" ხელისუფლების პირობებში, ზუსტად ქვეყნის მოვლენების მიმართ ჩემი არა-"პოხუისტური" დამოკიდებულების გამო, ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში კარი ჩაკეტილი მაქვს!

Bekward რამდენიმე დღის წინ აგორდა სკანდალი, რეგიონებში მასწავლებლებს ოფიციალურმა პირებმა სპეციალური გამოკითხვის ფურცლები დაურიგეს, რომელშიც იყო გრაფა სადაც მათი პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა დაეფიქსირებინათ. მანამდე იგივე მოხდა თბილოსის სკოლებშიც და მასწავლებლებმა შესაფერისი პასუხიც გასცეს! მითხარი, რა ვანიჩკას საქმეა მასწავლებელი მიშისტია, ზვიადისტი თუ პეტრე-პავლე-ივანისტი და იზღუდება თუ არა ამით მასწავლებლის უფლებები?

სკოლის დირექტორები მოსწავლეებს მშობლების პოლიტიკურ დამოკიდებულებებს ეკითხებიან, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მშობლების პირადობის მოწმობების ასლებს მოითხოვენ და შენ კითხულობ, ამოღებული ხმისთვის ადამოანს როგორ გაუშვებენ სამუშაოდანო?

პოსტის ავტორი: Bekward Jul 17 2009, 07:43 AM

gearge

ციტატა(gearge @ 17th July 2009 - 12:03 AM) *
ოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მშობლების პირადობის მოწმობების ასლებს მოითხოვენ

ამის უფლება არავის, მითუმეტეს სკოლის დირექტორს არა აქვს და იმ დაუნებმა (სკოლაში არ უვლიათ ალბათ და წიგნი არასოდეს წაუკითხავს მაგისთანას ალბათ) იკითხონ ეგ ვინც არ იცის და ვიღაცას აძლევს პირადობის ასლს.
ციტატა(gearge @ 17th July 2009 - 12:03 AM) *
შენ კითხულობ, ამოღებული ხმისთვის ადამოანს როგორ გაუშვებენ სამუშაოდანო?

ჯერ ერთი მე ვთქვი რომ ფორუმზე პოსტვისთვის არავის გაუშვებდნენ მეთქი, რათქმაუნდა რას ილაპარაკებ და დაპოსტავ აქვს მნიშვნელობა.
ყველაფრის ლაპარაკი და მითუმეტეს ფორუმზე დაპოსტვა რომ არ შეიძლება ამაში მემგონი დამეთანხმები.

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 17 2009, 08:10 AM

Bekward, ყველაფრის დაპოსტვა მართლა არ შეიძლება, მაგრამ იმ ინფორმაციის, რომ ახალი მინისტრი დამსახურებისდამიუხედავად რომ ყველას ითხოვს, უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის! აქ ლაპარაკი არ იყო იმ მინისტრის ტრუსიკის ფერზე და სხვა საიდუმლოებაზე... თუ გაუტყდა თავისი უღირსი საქციელი, ამდენი პროფესიონალი და არაპროფესიონალი თავისი შეხედულებით რომ დაითხოვა, ეგ სხვა საქმეა...


დილეტანტების პარადია ქვეყანაში... sad.gif

ისე, შესაფერისი ანეგდოტი წავიკითხე დღეს:


თაგვი მოეჭიდა თალგამს, თაგვს - კატა, კატას - ძაღლი, ძაღლს - შვილიშვილი, შვილიშვილს - ბებია, ბებიას - ბაბუა... ასე იქმნება მაფია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 17 2009, 08:13 AM

Sh@ko

ციტატა(Sh@ko @ 17th July 2009 - 12:10 PM) *
თაგვი მოეჭიდა თალგამს, თაგვს - კატა, კატას - ძაღლი, ძაღლს - შვილიშვილი, შვილიშვილს - ბებია, ბებიას - ბაბუა... ასე იქმნება მაფია

რა მაფია კაცო? ვერ მივხვდი laugh.gif huh.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 17 2009, 08:15 AM

კაი, რას ვერ ხვდები? huh.gif


მოვიდა ახალი მინისტრი და ყველა გაუშვა! თალგამს სხვები უნდა მოვეჭიდოთო... ესაა ზუსტად ის მაფია!

პოსტის ავტორი: Bekward Jul 17 2009, 08:21 AM

Sh@ko
ააა, უი biggrin.gif ვერ მოვწვი უცებ laugh.gif

პოსტის ავტორი: gearge Jul 18 2009, 12:39 PM

plastic
http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=4838&view=findpost&p=41761 wink.gif

პირდაპირი კითხვებია და ველოდები კონკრეტულ პასუხებს!

პოსტის ავტორი: gearge Jul 19 2009, 06:29 PM

plastic
დომენმაც იგივე მიპასუხა, რაც არა სამართლიანად მიმაჩნია, მაგრამ დუმილის უფლება ყველას აქვს.

ეს სრულიად არაფრის მთქმელი დუმილი, ყველაზე მარტივი გამოსავალი ... sad.gif

უბრალოდ წარმოიდგინე შენი თავი ბრალდებულის როლში, წარმოიდგინე რომ ვინმემ გაუგებარი მეზეზით "ქუჩაში ხალხის იმასმქნელი" გიწოდოს და კიდევს სხვა მსუბუქად რომ ვთქვათ არასასიამოვნო წოდებებითაც "შეგამკოს", არ გაგიჩნმდება იმის სურვილი მაინც გაიგო რატომ, რა მიზეზით მოგაძახა ამ ადამიანმა ეს ყველაფერი? უხეში შედარებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო შესაფერისის მოფიქრებას აზრი როგორც ჩანს არ აქვს.

რაც შეეხება სიტყვების უკან წაღებას, რაინდულად მიმაჩნია სწორ დროს ასეთი საქციელი!