ძალიან საინტერესო თემაა დომენ. მეც მაქვს იგივე პრობლემა ბევრი ფაილი სურათი მუსიკა და ვიდეო მაქვს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რაღაც ინციდენტის გამო თითქმის ნახევარზე მეტი დავკარგე. ძაან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. ამიტომ ალბათ დამეთანხმები ეგ სერვერუკა დაცული უნდა იყოს რატომ უბრალოდ არ დააყენებ Linux ს თუ სერვერი გინდა ? :-) ბევრად უფრო დაცული იქნება დამიჯერე. მეც ვაპირებდი მაგეთი რაღაცის გაკეთებას უბრალოდ ჯერ თანხა არ მაქვს რომ კომპიუტერი ვიყიდო.
domen
RAID? თუგინდ ელემენტარული სარკის რეჟიმში. ყველა თანამედროვე სისტემური დაფა რაიმე ფორმით უჭერს მხარს, არა სერვერული "ფანჯრებიც". დანახარჯები მხოლოდ შესაბამისი ვინჩესტერების შესყიდვაზე წაგივა, მითუმეტეს თავიდან დაწყების მიზეზი და საშუალება მოგეცა.
რათქმაუნდა, საშინაო სერვერის ორგანიზება შეუდარებლად უფრო მოქნილი გადაწყვეტილება იქნებოდა!
Classical
როგორც ინგლისურენოვან ფორუმებზე იტყვიან - "გამიხარდა, რომ მარტო არ ვარ" ლინუქსის დაყენებას რაც შეეხება, სარგებელს ვერ ვხედავ. ყიდვა არც WHS-ის გვიწევს და მეტად მოხერხებული რომაა (კონსოლი, Remote Desktop-ით ინტეგრირება კომპში, Recover CD, მარტივად დასაყენებელი გაფართოებები ..), მგონი ჩანს ისედაც. დაცულობაში რა იგულისხმე, სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი :S იმას მტვრევას არავინ დაუწყებს და ისე ზედ ანტივირიც ყენდება და Firewall-იც.
gearge
კი, ეგ ვიფიქრე უკვე, მაგრამ არ მაწყობს - სხვა კომპების დარეზერვების და სინქრონიზაციის შესაძლებლობებს ვკარგავ. თუმცა შეიძლება ჯერ ერთი კომპისთვის ყიდვა დამატებითი HDD-სი, სარკულ რეჟიმში აწყობა და მერე სხვა ნაწილების ყიდვის შემდეგ HS-ზე გადატანა. მადლობა იდეისთვის.
domen
მეც დამაინტერესა ამ იდეამ დომენ. ოპერატიულზე ვამახვილებ ყურადღებას, 2 გბ რო არ იყოს და 512 არ წავა? თუ WHS ვერ ქაჩავს მაგაზე? და დრრ1 რო იყოს. ეს იმიტომ რომ არის შანსი სრულიად უფასოდ გაიჩითოს მაზერი.
Gioma
512 სამუშაო მინიმუმია, მაგაზე სერვერის ამუშავება არ ღირს. მით უმეტეს, გაფართობებეი მეხსიერებას წაიღებს და ვინდ სერვერებს ბევრი რამი უყვართო, გამიგია :-) თან 2 გბ DDR2 (667) მეხსიერება 30 ლარიც არ ჯდება, მგონი.
მაზერი გაიჩითოს?
domen
დომენ M$-მა ჩემ იდეას ხორცი შეასხა?!
კაროჩე:
მაზერი:
http://www.asus.com/product.aspx?P_ID=DOQqfPDClKd1VPkC
რაიდი არ აქვს ოღონდ, მაგრამ soft RAID მოჟნა
ოპერებზე შენვე გიწერია, კვება იდეაში ბევრი არ უნდა , პროცი მოყვება, ნუ ვინჩო დაგჭირდება , თან უჭერს მხარს SATA 300, ICH7-ით
ისე ჩემ ერთ იდეას ძალიან გავს რომელიც უთახობის გამო ვერ განვახორციელე
ისე ეს ნახე აბა:
http://cisco.wanex.net/index.php?productID=158 კაკ რზ რაიდია და ძველი კომპის PCI-ზე დასვამ
domen
ხო მაზერი გაიჩითოს ანუ "პრასვეტი" მაქვს მაზერის, ოღონდ დრრ1-ს მხარდაჭერა აქვს . არ ღირს ხო ამისთვის ესეიგი?
otosaxel
ბევრის იდეა იყო ეგ, მაგრამ განხორციელება "ფულიანების" პრეროგატივაა
მაზერზე მეც დაახლოებით ეგრე ვფიქრობ და ნეტბუკებისთვის, ატომზე აწყობილ მაზერებს ვეძებ, ესეც კარგია.
დამატებითი სატას შესაერთებელი (და დამატებითი ხარჯები) პირველ ეტაპზე ნამდვილად არ დამჭირდება :-) მით უმეტეს, თავიდან ორზე მეტი სატა ვინჩოს ყიდვას მაინც არ ვგეგმავ.
ხომ, მართლა, კვებასაც ძველიდან ავიღებ (350W კეისს მოყოლილი უნდა იყოს, თუ არ ვცდები), მაგაშიც მშრალად გამოვდივარ :-)
Gioma
თუ ძველია მაზერი, არც ატომი (Intel Atom იგულისხმება) დადგება ზედ, ასე რომ, არ გამოდგება.
თუმცა შეგიძლია რამე უფრო "მჭამელი" ძველი პროცი დააყენო ზედ, მაგ შემთხვევაში წავა. ოღონდ მეხსიერება 1 გბ-მდე მაინც უნდა იდგმებოდეს, სხვანაირად გაგაწვალებს.
Classical
არ მიდის, რა ვქნა ლინუქსი კი არაა ეს
domen
otosaxel
ესე იგი, ჩავუჯექი დღეს და ორი კატეგორიის მაზერი ამოვაგდე:
პირველი - http://www.intel.com/products/desktop/motherboards/D945GCLF2-D945GCLF2D/D945GCLF2-D945GCLF2D-overview.htm, ფასი იწყება $80-დან. მონაცემები შემდეგია:
ინტეგრირებული Atom 330
2 SATA და 1 IDE პორტი
1 PCI სლოტი
ინტეგრირებული Intel GMA 950
ინტეგრირებული 10/100/1000 Mbps LAN
8 USB პორტი
მეორე - http://www.ewiz.com/detail.php?p=MB-X7SLAL&c=fr&pid=af2790a8060fd79ef64eaa7ac6dcf37f2eb1167e5380eec2c7474fbf9313103e, ფასი იწყება $120-დან. მონაცემები:
ინტეგრირებული Atom 230
4 SATA და 1 IDE პორტი
RAID-ის მხარდაჭერა
1 PCI-Express x8, 1 PCI-Express x4 და 1 32-bit 33MHz PCI (5V) სლოტები
ინტეგრირებული Intel GMA 950
ინტეგრირებული 10/100/1000 Mbps LAN
7 USB პორტი
თუ PCI-Express სლოტებს არ ჩავთვლით, პირველს + შენი დადებული PCI SATA Controller Card უფრო იაფიც გამოდის და უფრო მძლავრიც. საქმე ისაა, ხომ არ ფუჭდება ხოლმე ეგეთი კონტროლერები და თუ ფუჭდება, ზედ მიერთებულ ვინჩოებს ხომ არ აზიანებს?
პირველის ოდნავ შემცირებული ვარიანტიც ვიპოვე: http://www.intel.com/products/desktop/motherboards/d945gclf/d945gclf-overview.htm - Atom 230-ზეა (პრინციპში საკმარისზე მეტიცაა), გამომავალი S-Video არ აქვს (არც არაფერში დამჭირდება) და 8-ს მაგივრად 6 USB პორტი აქვს (საკმარისია ნამდვილად), დანარჩენი იგივეა. სამაგიეროდ ფასი http://www.ewiz.com/detail.php?p=MB-945GCLF :-)
მგონი ამაზე გავჩერდები.
domen
მოიცა, დომენ, სერვერი გინდა Atom-ზე გამართო? თან ისეთი სერვერი, რომელმაც მუდმივად ბექაპები უნდა აკეთოს + ვებ სერვერიც გინდა ზედ რომ ჩამოჰკიდო?
Power_VANO
Power_VANO
კი, არასწორია რამე? მგონი არ უნდა იყოს პრობლემა, გრაფიკული (ან საერთოდ ნებისმიერი სახის) ინფორმაციის დამუშავება არ იქნება საჭირო, უბრალოდ შენახვა და საჭირო დროს გაცემა. მხოლოდ სისტემის და რამდენიმე გაფართოების "გაძლება" მოუწევს.
otosaxel
ჰო, წესით RAID 1-თან არ უნდა იყოს პრობლემა, ისეთი სქემაა.
გიგაბაიტიანი ლანი ორივეს ინტეგრირებული აქვს და რომც არ ჰქონდეთ, 100 მბ-ზე მეტი რამდენიმე HD ვიდეოს ერთდროული სტრიმინგისას თუ დაგჭირდება (მაგას სანამ ვიზამ, კიდევ ბევრ სერვერს გამოვცვლი ), მეტი რაში უნდა გამოიყენო? ვერც PCIe-ს საჭიროებას ვხედავს, PCI-ს სიჩქარეც ეყოფა, მე მგონი.
S330-ს რაც შეეხება, ეგეთ "სრულ" სისტემებს, ძალიანაც რომ მინდოდეს, ახლოსაც ვერ გავეკარები - 300 ლარზე ნაკლები არცერთი არ ღირს და საბაჟო გამყვლეფს
domen
domen
ხოომ, ახლა ხელახლა გადავიკითხე თემა მთლიანად და... შენი არ იყოს, მეც მომეწონა იდეა ამ საქმეს ატომი კი მშვენივრად ეყოფა ნამდვილად ეს რა კარგი იდეა მოგსვლია კაცო
მაგრამ აი ახლა მითხარით, რატომ იტკივებთ თავს, რად გინდათ RAID-ი? ტყუილი PITA-ა.
სად აპირებთ RAID-ის გამტარობის გამოყენებას? RAID1-საც აზრი არ აქვს ბეკაპებისთვის, იყიდე სიგეიტის HDD-ები და RAID1-ია, აბა რაა, უკვდავებია RAID0-ის გამტარობა თანამედროვე HDD-ებზე 200 მბ/წმ-საც უკაკუნებს 2 ცალი HDD თუა, გიგაბიტიან ლანზე მეტია ეგ გამტარობა.
+ გიგაბაიტიან ლანს ვერც ააწყობ. ჯერ ერთი, რომ თვითონ კაბელი გინდა სპეციალური, მერე ორივე მხარეს ორ-ორი გადამყვანი, რომ ჩვეულებრივ RJ-45-ში გაარჭო, მერე კიდევ, მაგის გაკეთება კროსოვერით მოგიწევს. გიგაბაიტიანი სვიჩები ძვირია საკმაოდ. კროსოვერით რომ გააკეთო, კავშირი გექნება მარტო ერთ კომპსა და სერვერს შორის, სხვა რამეებს ვერ დააკავშირებ. ამიტომ ამ შემთხვევაშიც შეზღუდული ხარ 100 მბ/წმ LAN-ით, რომელიც ერთი HDD-ს გამტარობის მეათედს თუ უზრუნველყოფს.
ჩვეულებრივი სიგეიტის ახალი თაობის HDD-ები კი 120+ მბ/წმ-ით კითხულობენ და წერენ. + RAID კონტროლერების მუშაობა პროცესორს დააწყვება, ჰარდ რაიდის გაკეთება რამდენიმე ასეული $$$ ჯდება, რომელიც პროცისგან დამოუკიდებლად იმუშავებს.
მოკლედ, ეგ ატომის მობო+პროცი, 2GB ოპერატიული მეხსიერება, HDD-ები სიგეიტის აუცილებლად 7200.12 სერიაა ახლები, გინდა 2 ცალი 500-იანი იყიდე, გინდა 1 ცალი 1TB.
-----------------
-----------------
აუუუ დომეეეენ! ეს რა იდეები გამიღვიძე!!!
მეც შევუკვეთავ ამას
ისე, პროცესორს 330-ს გირჩევ. 230 ერთბირთვიანია, 330 კი ორბირთვიანი, თან HT-ც აქვს, სისტემაში 4 ბირთვი გამოჩნდება. არ ღირს 20$-ის დაზოგვა მაშIნ, როცა ერთი Atom 230-ის ნაცვლას, 330-ის ყიდვით, რეალურად 2 ცალ ატომ 230-ს იღებ
ამაზე შეიძლება მესამე კომპიც კი ავაწყო ამწუთას ჩემს კომპში 2 ცალი 500-იანი და ერთი 250-იანი HDD მაქვს. იმ 250-იანს ამას ვაჭმევ.
ნუ მოკლედ, ან სერვერი, ან მესამე კომპი და სახლში კომპის პრობლემის სამუდამოდ გადაჭრა
----------------
----------------
აჰა, კიდევ ახალი იდეები დამებადა... სერვერი ჯობია ავაწყო. სიტყვაზე, ზედ ფილმები, პირდაპირი სტრიმინგი ტელევიზორზე... მაგარია...
Power_VANO
ისე ატომი ისე დაიწუნე, მე რა ჰარდზეც ვაპირებდი, მსგავს რამეს, ანუ სერვერს, მაგრამ ბევრად განსხავებულს http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4733
ამაზე რა იქნებოდა
მერე ეს ამბავი თუ გამოგივიდათ დავწერ მე როგორი სერვერი მინდოდა , იქნებ ეგეც მიამატოთ
otosaxel
შე კაცო, აქვს ორივეს ეს გიგაბაიტიანი, თუ დამჭირდა არ დამჭირდება მგონი, ვანოს პოსტსაც თუ გავითვალისწინებთ.
სატა თეორიულად რას ითხოვს, ერთია და რამდენია პრაქტიკული მაქსიმუმი - ეგ მეორე.
domen
სიგეიტები იყიდე კაცო, უკვდავი HDD-ებია ძველ კომპზე 5 წელია 120-იანი სიგეიტი მუშაობს, ხარივითაა ისევ, ხმაურიც კი არ აქვს აკიდებული.
მაგ დრაივ იქსტენდერზეც ამოვბეჭდე და წავიკითხავ დღეს.
ისე, ძალიან მომწონს Acer-ის კომპი: http://www.wegotserved.com/2009/04/30/hands-on-acer-aspire-easystore-home-server/
მაგრამ მარტო კეისი მინდა მაგისი. მარტო კეისს კი სად ვიშოვნი აბა
Power_VANO
ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა წავიკითხე გუშინ: "დროთა განმავლობაში ორი რაღაც აუცილებლად გაფუჭდება - ვენტილატორები და HDD-ები. იმიტომ, რომ მათ მოძრავი ნაწილები აქვთ". ვეთანხმები
უკვდავობას რაც შეეხება, NewEgg-ზე ნებისმიერ HDD-ზე დაძებნე - ისეთ ხალხსაც ნახავ, ვისაც მეორე დღეს გაუფუჭდა (თან არა ერთს!) და ისეთსაც, ვინც მესამე წელია ამუშავებს და კმაყოფილია. ლატარეაა HDD-ს ყიდვა - ან გაგიმართლებს, ან არა, პანაცეა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ არსებობს.
კეისს ზუსტად მაგას ალბათ ვერ იშოვნი, მაგრამ არანაკლებ მშვენიერი გადაწყვეტები შეგიძლია ნახო: ვთქვათ, http://www.mini-itx.com/store/?c=54 (მანდვე ძალიან ბევრი Mini-ATX კეისია).
მოკლედ ჩემ ჰარდსაც დავწერ , ოღონდ დომენის იდეისგან განსხვავებით სხვანაირი რამე მინდა
მაზერი ზუსტად იმ ჩიპსეტზე რის ვირტულიზაცისაც ახდენს vmware worckstation (დაგუგლეთ )
პროციკო:
266 მეგაგერციანი "პენწიუმ" 2
რამი 32 მბ. (ესაა ბანძი )
ვიდეო S3 2 მბ. ინტეგრირებული (არა თანამედროვე გაგებით , ანუ რამს არ აჭრის რა )
აქვს PCI 2.2 ანუ უნდა გამეძლიერებინა ოპერები და ზემოთ დადბული კარტა + ორი Seagate, რომლიც ჯერ უნდა კონტროლერზე დამეტესტა. ხო რა თქმა უნდა RAID JBOD
რაც შეეხება OS ვაპირებდი, ჩამესხა, დაახ. http://en.wikipedia.org/wiki/Linux_From_Scratch , პროსტა სხვა კომპონენტებით, მაგ busybox და ნუ X ვაპშე არა
და ხო ფუნქციონირებით უნდა ყოფილიყო ეწ. პერსონალური მონა
მაგრამ domen-ის იდეა მომეწონა!
ანუ შუშაბანდი და რამე და ITX მაზერი , პროსტა უფულობას რა ვუთხარი , ისე ნახე რა ფასი დაადეს http://www.alta.ge/geo/products.php?action=details&id=27403
ჩამოტანა ჯობია
და ისე linux წავა ხომ მგონი ITX მაზერებზე?
otosaxel
ოთო, სახლის სერვერს რაც არ ეხება, სხვა თემაში განვიხილოთ, ჯობია.
domen
მოკლედ, მეღირსა და ავაწყვე WHS
რკინეულობა:
დედა დაფა - http://www.intel.com/products/desktop/motherboards/D945GCLF2-D945GCLF2D/D945GCLF2-D945GCLF2D-overview.htm (132 ლარი, ჩამოვიტანე Buy.com-იდან Amazon-ის გავლით), კინგსტონის აღნიშვნის უღირსი 1 გბ რამი (30 ლარი - მადლობა, სოსო :-)), 80 გბ IDE ვინჩო სისტემისთვის (მქონდა), http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=26001 დამატებით (154 ლარი), კეისი - ძველი.
ერთჯერადად, სისტემის და დრაივერების დასაყენებლად დამჭირდა DVD-ROM.
რაც შეეხება სოფტს, ამჯერად მომიწია პირატული ვერსიით სარგებლობა :-) ჩამოვტვირთე WHS PP1 რომელიღაც ტორენტიდან, მერე თავისით განიახლა თავი PP3-მდე.
სერვერი არ საჭიროებს კლავას, თაგვს, მონიტორს და სხვა გარე მოწყობილობებს. უბრალოდ შეერთებული უნდა იყოს ქსელში და ნებისმიერი კომპიდან Remote Desktop-ითაა მისაწვდომი. თითქმის არ აქვს ხმა (ჩემს შემთხვევაში ძველი კეისის ქულერი ხმაურობს ძირითადად, თუ ახალ mini-ATX-ს იყიდით, ხმა საერთოდ არ ექნება) და საერთოდ არ ცხელდება - კარგა დაძაბული მუშაობის შემდეგაც კი ტემპერატურა გრილს არ სცილდება. ასე რომ, ბლოკის დადგმა შეიძლება ნებისმიერ ადგილას, თუ ეს ადგილი ძალიან დახურული არ იქნა (მინიშნება: კარადის თავზე თავისუფალი ადგილი გაქვთ? :-)) მოკლედ, ძალიან პრაქტიკული რამეა.
რაც შეეხება ფუნქციონალობას, უბრალოდ მშვენიერია. ავტომატურად აკეთებს ქსელში შეერთებული კომპების სარეზერვო ასლებს და Shared Folders-იც ძალიან მოსახერხებელია: მთელი მულტიმედია კოლექცია (ფოტოები, ფილმები, ვიდეოები, მუსიკა) მისაწვდომია ყველა კომპზე და დაყოვნებების გარეშე იკვრება. სპეციფიკური დამატებების საშუალებით შეიძლება ყველა კომპის ცენტრალიზებული მართვა და კიდევ ათასი რაღაც, რაც ახლა არ მახსენდება :-)
ჯერჯერობით არ მქონია საშუალება, მომესინჯა ყველა საინტერესო დამატება, http://www.whsplus.com/.
ესეც სკრინი ჩემი WHS კონსოლიდან: